close

კვლევები

კვლევები

2021 წელს ოკეანეების ტემპერატურამ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია

ახალი კვლევა გვეუბნება, რომ 2021 წელს ოკეანეების ტემპერატურამ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. გასული ექვსი წლის განმავლობაში შეინიშნება მუდმივი აღმავალი ტენდენცია. 1980-იანი წლების ბოლოდან, ოკეანეები რვაჯერ უფრო სწრაფად თბება, ვიდრე წინა ათწლეულებში.
ისტორიაში ყველაზე მეტად გათბა ხმელთაშუა ზღვა და წყნარი და ატლანტის ოკეანეების ჩრდილოეთი ნაწილი. წყლის ზედა ფენამ, რომლის სიღრმეც 2 000 მეტრს შეადგენს, 14 ზეტაჯოულით მეტი ენერგია შთანთქა, ვიდრე 2020 წელს. აღნიშნული დაკავშირებულია ატმოსფეროში მავნე ნივთიერებების ემისიასთან. მიუხედავად იმისა, რომ ჩრდილოეთ წყნარი ოკეანე ქარისა და დინებების გამო ცივდება, ზედაპირთან ახლოს 2°C, ხოლო 300 მეტრ სიღმეზე 1°C დაფიქსირდა. აღნიშნული კი იქ მობინადრე არსებებს საფრთხეს უქმნის, ასევე იწვევს ქარიშხლებს, წყალდიდობებს, დიდი რაოდენობით ნალექს და ა.შ. ეს კი ძლიერი მტკიცებულებაა იმისა, რომ გლობალური დათბობა გრძელდება.

მასალა მოამზადა: ნინი ხეცურიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
კვლევები

სიცილი აძლიერებს იმუნიტეტს, აუმჯობესებს სისხლძარღვების ფუნქციას, ამსუბუქებს ტკივილს

ხშირად გვეუბნებიან, რომ სიცილი საუკეთესო წამალია. ეს იმიტომ ხდება, რომ სიცილს ბევრი სამკურნალო სარგებელი აქვს : ის ამცირებს სტრესის დონეს და ხელს უწყობს ადამიანების კეთილდღეობას.
გთავაზობთ სიცილის რამდენიმე დადებით მახასიათებელს :
1. სიცილი აძლიერებს ჟანგბადით მდიდარი ჰაერის მიღებას და ასტიმულირებს გულს, ფილტვებსა და კუნთებს. ის ასევე ზრდის ტვინის მიერ გამოყოფილი ენდორფინების დონეს.
2. სიცილი ხელს უწყობს დაძაბულობის განმუხტვას სისხლის მიმოქცევის სტიმულირებით.
3. პოზიტიური აზრები და სიცილი შეიძლება დაეხმაროს ადამიანის იმუნური სისტემის გაძლიერებას ნეიროპეპტიდების გამოყოფით, რომლებიც ხელს უწყობენ სტრესსა და პოტენციურად სერიოზული დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლას.
4. ის ასევე ხელს უწყობს ტკივილის შემსუბუქებას, რადგან სიცილის დროს სხეული წარმოქმნის ბუნებრივ ტკივილგამაყუჩებლებს.
5. სიცილი დაგეხმარებათ რთულ სიტუაციებთან გამკლავებაში, რითაც გაზრდის ადამიანების პიროვნულ კმაყოფილებას. ის ასევე ხელს უწყობს სხვა ადამიანებთან კავშირის დამყარებას.
6. სიცილს შეუძლია განწყობის ამაღლება. მას შეუძლია ხელი შეუწყოს სტრესის, დეპრესიისა და შფოთვის შემცირებას, რითაც პიროვნება უფრო ბედნიერად გრძნობს. ის ასევე ხელს უწყობს თვითშეფასების გაუმჯობესებას.
7. სიცილი ასევე ამცირებს სტრესის ჰორმონებს და ხელს უწყობს სისხლძარღვების ფუნქციის გაუმჯობესებას, რითაც აუმჯობესებს გულის ჯანმრთელობას.
აღსანიშნავია, რომ ყოველი წლის მაისის თვის პირველ კვირას „სიცილის მსოფლიო დღე” აღინიშნება. „სიცილის მსოფლიო დღე” პირველად 1998 წლის 10 მაისს აღინიშნა.

წყარო : firstpost.com
მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევებიმედიცინა

აუტიზმთან დაკავშირებული მუტირებული გენი წარმატებით აღადგინეს

ახლად ჩატარებული კვლევის თანახმად, კალიფორნიის უნივერსიტეტში მომუშავე მეცნიერებმა აუტიზმის სპექტრისა (ASD) და სხვა ტიპის აშლილობებთან დაკავშირებულ მუტირებულს გენს პირველადი ფუნქცია აღუდგინეს. მათ ამისთვის გენური ინჟინერია გამოიყენეს, ექსპერიმენტი კი ორგანოიდებზე, ე. წ. „მინი-ტვინებზე“ ჩაატარეს.

„ამ ბავშვებისა და მათი ახლობლებისთვის მოტორულ-კოგნიტიური ფუნქციისა და ცხოვრების ხარისხის ნებისმიერი გაუმჯობესება ნამდვილად ღირდა ცდად“, – ამბობს კვლევის წამყვანი ავტორი ალისონ მუოტრი.

მუტირებულს გენს TCF4 ეწოდება. ის ნერვული სისტემისა და ტვინის განვითარების განუყოფელი ნაწილია. ამიტომ, მისი მუტაციები სხვადასხვა ნეიროფსიქიატრიულ მდგომარეობებთან ასოცირდება, როგორიცაა აუტიზმი და შიზოფრენია. ამის მიუხედავად, კონკრეტული მიზეზ-შედეგობრივი მექანიზმის შესახებ ჩვენთვის ჯერჯერობით უცნობია.

ახლა კი მეცნიერებმა პიტ-კოპჰინსის სინდრომის მქონე ბავშვების ორგანიზმიდან კანის უჯრედთა ნიმუშები აიღეს და „მინი-ტვინები“ შექმნეს, რომლებშიც TCF4 მუტაციები იყო. სწორედ ასე შეძლეს მკვლევრებმა იმის დადგენა, თუ რისი გაკეთება შეიძლებოდა მუტაციის შეცვლა.

მუტაციური TCF4-ის მქონე ორგანოიდებმა მრავალი განსხვავება აჩვენა – მათ შორის იყო ახალი ნეირონების შექმნის უნარის დაქვეითება. როგორც გაირკვა, ეს ბაზისური გენის დაბალი ექსპრესიითაა გამოწვეული. „მიკროსკოპის გარეშეც კი შესაძლებელი იყო იმის დადგენა, თუ სად მოხდა მუტაცია“… ამის მიზეზი კი არის, რომ ნეირონების ურთიერთკავშირის შეფერხებამ სტრუქტურული ცვლილებები გამოიწვია. და თუ მეცნიერთა ვარაუდს დავეყრდნობით, სწორედ ეს უნდა იდგეს ASD-ის მსგავსი კოგნიტიური დარღვევების მიღმა.

დაქვეითებული ფუნქციის გაუმჯობესების მცდელობისას, მკვლევრებმა ორი ალტერნატიული მეთოდი შეიმუშავეს, TCF4 დონის გაზრდის მიზნით. საბედნიეროდ, ორივე წარმატებული აღმოჩნდა და  შედეგად სტრუქტურული ცვლილებები გაქრა.

„ის ფაქტი, რომ ჩვენ შეგვიძლია დავაფიქსიროთ ეს ერთი გენი და მთელი ნერვული სისტემა აღვადგინოთ, თუნდაც ფუნქციურ დონეზე, გასაოცარია“, – თქვა მუოტრიმ.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევები

ასტრონავტებში ანემია შეიძლება კოსმოსური მისიებისთვის გამოწვევად იქცეს

ადამიანებისთვის შემდეგი „გიგანტური ნახტომი“ შეიძლება მარსზე მოგზაურობა იყოს, მაგრამ მოგზაურობისთვის საკმარისი ჟანგბადის შემცველი სისხლის წითელი უჯრედების არსებობა შესაძლოა გამოწვევას წარმოადგენდეს ამ მიზნის მისაღწევად.
მეცნიერები ახალ კვლევაზე დაყრდნობით აცხადებენ, რომ იმ ადამიანებსაც კი, რომლებსაც სურვილი აქვთ, კოსმოსში ხანმოკლე მოგზაურობის მიზნით გაემგზავრონ შესაძლოა, სახლში დარჩენა მოუწიოთ, თუ ისინი ანემიის რისკის ქვეშ დგანან.
ცნობილია, რომ ასტრონავტები განიცდიან კოსმოსურ ანემიას, მაგრამ აქამდე ითვლებოდა, რომ ეს დროებითია. ნასა-ს ერთ-ერთმა კვლევამ მას 15-დღიანი დაავადება უწოდა.
ოტავას უნივერსიტეტის დოქტორი, გაი ტრუდელი აცხადებს, რომ კოსმოსში ყოფნის დროს ორგანიზმში უფრო მეტი სისხლის უჯრედი ნადგურდება, ვიდრე წარმოიქმნება.
ჩვეულებრივ, ორგანიზმის ანადგურებს და ანაცვლებს 2 მილიონ წითელ უჯრედს წამში. ტრუდელის გუნდმა აღმოაჩინა, რომ ასტრონავტების ორგანიზმი, ექვსთვიანი მისიის დროს, წამში სისხლის 3 მილიონ წითელ უჯრედს ანადგურებს. „გვეგონა, რომ ვიცოდით კოსმოსური ანემიის შესახებ და თურმე ეს ასე არ ყოფილა“, – აღნიშნა ტრუდელმა. კვლევამ აჩვენა, რომ ასტრონავტების ორგანიზმში წარმოიქმნა დამატებითი
წითელი უჯრედები განადგურებული უჯრედების კომპენსაციის მიზნით. მაგრამ, ტრუდელმა დასვა კითხვა : რამდენ ხანს შეუძლია ორგანიზმს მუდმივად 50%-ით მეტი წითელი უჯრედების გამომუშავება? ნასა-ს შეფასებით, მარსზე ორმხრივი მისიას დაახლოებით ორი წელი დასჭირდება.
„თუ მარსისკენ მიმავალ გზაზე ხართ და ვერ ახერხებთ მთელი ამ დამატებითი სისხლის წითელი უჯრედების გამომუშავებას, შეიძლება სერიოზული პრობლემები შეგექმნათ“, – აღნიშნა ტრუდელმა.
მისი განმარტებით, კოსმოსში ყოფნისას, როდესაც სხეული უწონობის მდგომარეობაშია, სისხლის წითელი უჯრედების ნაკლებობა პრობლემას არ წარმოადგენს, მაგრამ დედამიწაზე და პოტენციურად სხვა პლანეტებზე

დაშვების შემდეგ, ანემიამ შეიძლება გავლენა მოახდინოს ასტრონავტების ენერგიაზე, გამძლეობასა და ძალაზე.
Nature Medicine-ში გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, დედამიწაზე დაბრუნებიდან ერთი წლის შემდეგ, ასტრონავტების სისხლის წითელი უჯრედები ფრენის წინა დონეს სრულად არ დაბრუნებია. ტრუდელის გუნდი პრობლემის გადაჭრის გზებს სწავლობს.

წყარო : reuters.com

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
კვლევებიმსოფლიოსაქართველო

„კოვიდის ახალი ვარიანტი გამოჩნდა. ეს ვარიანტი ძირითადად ვრცელდება არავაქცინირებულებში“ – გიორგი ფხაკაძე

ჯანდაცვის სფეროს ექსპერტი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ „კოვიდის ახალი ვარიანტი გამოჩნდა“.

მისივე განმარტებით, ეს ვარიანტი ძირითადად ვრცელდება არავაქცინირებულებში.

„როგორც მოსალოდნელი იყო კოვიდის ახალი ვარიანტი გამოჩნდა. ომიკრონი BA2.2, შეუტია ჰონკონგს. ასევე ის უკვე იქნა აღმოჩენილი ავსტრალიაში, სინგაპურში და ბრიტანეთში. ეს ვარიანტი ძირითადად ვრცელდება არავაქცინირებულებში და არა სრულიად ვაქცინირებულებში (სრული ვაქცინირებული არის 3 -ჯერ ვაქცინირებული).

ასევე ეს ვარიანტი სავარაუდოდ, ადასტურებს ჩინური ვაქცინების არაეფექტურობაზე. სავარაუდოდ, ამ ვარიანტს ახასიათებს “დელტასნაირი” სირთულეები. კოვიდი არ არის სეზონური გრიპი. აიცერით, ატარეთ პირბადე და დაიცავით დისტანცია. ჯანმრთელობას გისურვებთ,“- წერ გიორგი ფხაკაძე.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევებიმსოფლიო

მსოფლიოში Covid-ის ახალი შტამი „დელტამიკრონი“ გამოვლინდა – ცერცვაძე

ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა თენგიზ ცერცვაძემ დღეს ჟურნალისტებთან მსოფლიოში კორონავირუსის ახალი შტამის დაფიქსირების შესახებ ისაუბრა და მისი მახასიათებლები განმარტა.

„საქართველოში “ომიკრონის” ტალღა დაღმავალი გზით მიდის, ინფიცირებისა და გარდაცვალების შემთხვევების რაოდენობა მცირდება. ხშირად მეკითხებიან – დასრულდა თუ არა პანდემია? ღმერთმა ქნას დამთავრდეს, მაგრამ ჯერ ამის გარანტიები არ გვაქვს, რადგან კორონავირუსმა განახლების და ახალი შტამების გამოგდების უნარი ბევრჯერ გამოავლინა.

მარსელის ინსტიტუტის პროფესორთა ჯგუფზე დაყრდნობით გამოქვეყნდა წინასწარი მონაცემები ახალი შტამის დაფიქსირების შესახებ. ახალი შტამი სულ მცირე 17 ავადმყოფში დადასტურდა – აშშ-სა და ევროპაში, მათგან სამი შემთხვევა უშუალოდ საფრანგეთშია.

ეს შტამი უკვე დავიწყებული „დელტას“ და „ომიკრონის“ ჰიბრიდს წარმოადგენს და პირობითად მას „დელტამიკრონი“ უწოდეს.

რამდენადაც დღეს შემთხვევების რაოდენობა მცირეა, ჯერჯერობით, ვერ საუბრობენ რამდენად გადამდები, მძიმე ან მსუბუქი მიმდინარეობის იქნება ეს შტამი. მისი სტრუქტურა გაშიფრულია და მას აქვს „ომიკრონის“ სპაიკ ცილა ანუ ის ნაწილი, რომელიც გავრცელების სიჩქარეზეა პასუხისმგებელი; სტრუქტურული, ძირითადი ცილები კი მას „დელტასგან“ აქვს, ამიტომ სტრუქტურის მიხედვით მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ამ შტამს შესაძლოა ჰქონდეს „ომიკრონის“ გავრცელების სიჩქარე და „დელტა“ შტამით ინფიცირების მიმდინარეობის სიმძიმე“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ და დასძინა, რომ სიმპტომატიკაზე საუბარი ჯერ არ არის.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევები

კვლევა: ქალებში, რომელთაც სექსუალური შევიწროება განუცდიათ, ჰიპერტენზიის რისკი 21%-ით იზრდება

ქალები, რომლებთაც განუცდიათ სექსუალური ძალადობა, სამუშაო ადგილზე სექსუალური შევიწროება ან ორივე ერთად, აქვთ მაღალი არტერიული წნევის განვითარების გრძელვადიანი რისკი, იმ ქალებთან შედარებით, რომელთაც მსგავსი ტრავმა არ აქვთ, – ამის შესახებ CNN-ი ახალ კვლევაზე დაყრდნობით წერს.

„ჩვენი კვლევის დასკვნა ხაზს უსვამს მრავალჯერადი სექსუალური ძალადობის ზემოქმედების პოტენციურ ეფექტს ქალების გულ-სისხლძარღვთა სისტემის ჯანმრთელობაზე“, – ამბობს კვლების ავტორი, ჰარვარდის უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის წარმომადგენელი, რებეკა ლოუნი.

კვლევა 33 ათასზე მეტი ქალის 2008 წლიდან შეგროვებულ მონაცემებს აერთიანებს.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევები

კანაფის ნაერთები Covid 19-ით ინფიცირებას ხელს უშლის – კვლევის შედეგები

კანაფის ნაერთები ადამიანის ჯანმრთელ უჯრედებში Covid 19-ის ვირუსის შეღწევას ხელს უშლის – ამის შესახებ ჟურნალ Nature Products-ში გამოქვეყნებულ ლაბორატორიულ კვლევაშია საუბარი.

ორეგონის სახელმწიფო უნივერსიტეტის მკვლევრები აცხადებენ, რომ ქიმიური სკრინინგის დროს გამოვლენილი, კანაფში გავრცელებული ორი ნაერთი, კანაბიგეროლის მჟავა და კანაბიდიოლის მჟავა, კორონავირუსთან ბრძოლის პოტენციური საშუალებაა.

კვლევის მიხედვით, ისინი ვირუსში აღმოჩენილ ცილებს უკავშირდებიან და ბლოკავენ იმ ნაბიჯს, რომელსაც პათოგენი ადამიანების დასაინფიცირებლად იყენებს.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევებიმედიცინა

კოვიდ გადატანილი პაციენტების 50%-ს, შესაძლოა, 20 კვირის შემდეგ დაემართოს დიაბეტი – გიორგი ფხაკაძე

კოვიდ გადატანილი პაციენტების 50%-ს, შესაძლოა, 20 კვირის შემდეგ დაემართოს დიაბეტი,- ამის შესახებ ჯანდაცვის სფეროს ექსპერტმა გიორგი ფხაკაძემ განაცხადა.

„კოვიდი, თავისი „გრძელი კოვიდით“, ნამდვილად ვერაგია. პაციენტები ვისაც აქვთ „გრძელი კოვიდი“, 56% შანსია, რომ დაავადების დაწყებიდან 6 თვეში ჯანმრთელოს პრობლემები დაუმძიმდეთ.

ასევე კოვიდ გადატანილი პაციენტების 50%-ს, შესაძლოა, 20 კვირის შემდეგ დაემართოს დიაბეტი.

დიაბეტის ახალი ეპიდემია გამოწვეული კოვიდის მიერ“,- ამბობს ფხაკაძე.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევებიმედიცინამსოფლიო

მეცნიერებმა აღმოაჩინეს გენი, რომელიც კორონავირუსით მძიმედ დაავადების რისკს აორმაგებს

პოლონელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს გენი, რომელიც, მათი მტკიცებით, ინფიცირებულებში კოვიდ-19-ის მძიმედ მიმდინარეობის რისკს აორმაგებს. კვლევის ავტორები იმედოვნებენ, რომ აღმოჩენა დაეხმარება ექიმებს იმ ადამიანების იდენტიფიცირებაში, რომლებსაც კორონავირუსი ყველაზე დიდ საფრთხეს უქმნით.

„წელიწადნახევარზე მეტხანს მუშაობის შედეგად შესაძლებელი გახდა იმ გენის იდენტიფიცირება, რომელიც პასუხისმგებელია მძიმედ დაავადებისკენ მიდრეკილებაზე. ეს ნიშნავს, რომ მომავალში ჩვენ შევძლებთ, ამოვიცნოთ ადამიანები, რომლებიც კოვიდ 19-სგან სერიოზულად დაზიანების რისკი ემუქრებათ“, – განაცხადა პოლონეთი ჯანდაცვის მინისტრმა ადამ ნეჯელსკიმ.

ბელოსტოკის სამედიცინო უნივერსიტეტის მკვლევარებმა დაადგინეს, რომ გენი მეოთხე ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია ასაკის, წონის და სქესის შემდეგ, რომელიც განსაზღვრავს რამდენად მძიმედ ავადდება ადამიანი კოვიდ 19-ით. პროექტში ჩართული მეცნიერები განმარტებით, აღნიშნული გენი პოლონეთის მოსახლეობის დაახლოებით 14%-შია, ევროპის მოსახლეობის 8-9%-ში და ინდოეთში – მოსახლეობის 27%-ში.

წყარო : Reuters

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
1 50 51 52 53 54 111
Page 52 of 111