close
ასტრონომია - კოსმოსიკვლევები

ასტროფიზიკოსი: ,,დროში მოგზაურობა შესაძლებელია”

ასტროფიზიკოსი ეტან სიეგელი აცხადებს, რომ დროში მოგზაურობა შესაძლებელია.

თეორიული ფიზიკის წესებით, არსებობს გარკვეული პირობები, რომელიც საშუალებას იძლევა შეიქმნას ჭიის ხვრელი, იგივე აინშტაინ-როზენის ხიდი (ჰიპოთეზების თანახმად, სამყაროში დროისა და სივრცის ორ წერტილს შორის არსებული მოკლე გასასვლელი, ან შესაძლოა, ორ სამყაროს შორის არსებული კარიბჭე (თუ გავითვალისწინებთ მულტისამყაროს თეორიებს)), რომლითაც ადამიანები წარსულის სხვადასხვა ეპოქაში იმოგზაურებენ. 

ეტან სიეგელის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მეცნიერებს ჯერ კიდევ არ აღმოუჩენიათ დროში დაბრუნებისთვის საჭირო პირობები და შესაბამისი სისტემის აშენება არცთუ ისე იოლია, თეორიული ფიზიკის კანონებში არ არსებობს ისეთი რამ, რაც დროში მოგზაურობას კრძალავს.

დროში მოგზაურობა უნდა დაეყრდნოს სამყაროს დადებითი ენერგიის / პოზიტიური ან ნულოვანი მასის ნაწილაკებსა და მის ორეულს – ნეგატიურ მასას / ენერგეტიკულ ნაწილაკებს, რომელიც დიდი ხანია, თეორიულად არსებობს, თუმცა ჯერ აღმოჩენილი არაა.

,,თუ ეს ნეგატიური მასა / ენერგეტიკული მატერია არსებობს, მაშინ ქმნის როგორც სუპერმასიურ შავ ხვრელს, ასევე ნეგატიურ მასას / ენერგეტიკული ორეულს, ხოლო შემდეგ აკავშირებს და ჭიის ხვრელით მოგზაურობის საშუალებას იძლევა,” – აცხადებს სიეგელი.

მისი თქმით, ჭიის ხვრელი ისე უნდა ააგონ, რომ ერთი ბოლო თითქმის უმოძრაო იყოს, ხოლო მეორე – სინათლის სიჩქარით მოძრაობდეს.

ასეთ გვირაბში შესვლა ადამიანის დროში გადაადგილების თეორიულ შესაძლებლობას იძლევა.

სიგიელი წარმოგვიდგენს სცენარს, რომელშიც დანიშნულების ადგილი 40 სინათლის წლითაა დაშორებული.

ერთი წლის გასვლის შემდეგ, ჭიის სწრაფად მოძრავ ბოლოში 40 წელი გავა, ხოლო მეორე მხარეს – ერთი წელი.

მეცნიერები აცხადებენ, რომ პრობლემა, რომელიც ჭიის ხვრელის გამოყენებისას წარმოიქმნება, არის ის, რომ ისინი არასტაბილური არიან. როდესაც ნაწილაკები ხვრელში შედიან, ქმიან რყევებს, რომელმაც, შესაძლოა, სტრუქტურის დაშლა გამოიწვიონ.

წყარო:  http://www.dailymail.co.uk

მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : slid