close

ისტორია

ისტორია

ძველი ეგვიპტე და საქართველო

ძველი ბერძენი იტორიკოსი, ჰეროდოტე, კოლხებს ეგვიპტელთა მონათესავე ერად მიიჩნევდა, რომლებიც რამზეს II-ის კავკასიაში ლაშქრობის დროს იქ დარჩნილი ეგვიპტელი ჯარისკაცებისაგან წამოიშვნენ. ამის დასტურად მას მოჰყავდა ის, რომ ორივე ხალხი შავგრემანი და ხუჭუჭაა და სელსაც ერთნაირად ქსოვენო. ამ თეორიას მეცნიერები არ იზიარებენ, მაგრამ ფიქრობენ, რომ ძველ ეგვიპტეს სავაჭრო ურთიერთობა ჰქონდა კავკასიასთან, რადგან საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილია ეგვიპტური ნივთები. ტუტანჰამონის აკლდამაში ნაპოვნი რკინის ავგაროზი კი, სავარაუდოდ, კავკასიიდან იყო შეტანილი, რადგან ამ ლითონს ეგვიპტელები მაშინ არ იცნობდნენ.

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
ისტორიაკვლევებისაქართველო

,,უძველესი არიელები ქართველები არიან” – გიორგი რუსია

 „მხოლოდ კავკასიის სახლში აღწევს სული აბსოლუტურ მთლიანობას, ერთიანობას საკუთარ თავთან, აბსოლუტურ დამოუკიდებლობას, აღწევს თვითგამორკვევას, თვითგანვითარებას და წინ მიჰყავს მთელი მსოფლიოს ისტორია“  – ჰეგელი.

 

ისტორიის მანძილზე დამკვიდრებული იყო და ახლაც დიდი პოპულარობით სარგებლობს კავკასიური რასის თეორია,  რომელიც ევროპული რასის საწყისად არის მიჩნეული.

 ტერმინი პირველად გამოიყენა  გერმანელმა ფილოსოფოსმა, ქრისტოფერ მეინსერმა, 1785 წელს გამოცემულ წიგნში „კაცობრიობის ისტორია“ .  ტერმინის სამეცნიერო წრეებში დააკვიდრა გერმანიის დიდ მაგისტრად აღიარებულმა, ანთროპოლოგიის სამეცნიერო დისციპლინის ფუძემდებელმა – იოჰან ფრიდიხ ბულმენბახმა.

ბლუმენბახხმა კეფალომეტრიის მეთოდებზე დააფუძნა საკუთარი ანთროპოლოგიური კვლევები. ადამიანის თავსი ქალაში გადის ორი სიბრტყე შუბლის ძვალსა და ზედა ყბის ძვალს შორის და მეორე,  ყურიდან -ცხვირის ძირამდე. ბლუმებახის თეორიით,  რაც უფრო მართობულია მათ შორის წარმოქმნილი კუთხე, იმ რასის წარმომადგენლები მეტ ინტელექტუალურ შესაძლებლობებს ფლობენ, მახვილი კუთხის შემთხვევაში კი – ნაკლებს.

ბლუმენბახი იმ პერიოდში თავის ქალების უდიდეს კოლექციონერად მიიჩნეოდა.საკუთარი მეთოდზე დამყარებული კვლევებით, ბლუმებახმა  განავითარა კავკასიური რასის თეორია, როგორც უპირველესი და აღმატებული რასა. კავკასიური რასის სიმბოლოდ მიიჩნევდა უცნობი ქართველი ქალის თავის ქალას, რომელიც მის მუზად იქცა. უცნობ ქართველ ქალს კი პირველ არიელად მოიხსენიებდა.

დაზუსტებით არაა ცნობილი თუ საიდან მოხვდა ქართველი ქალის თავის ქალა  გოტინბერგის უნივერსიტეტში, სადაც ბლუმენბახი მოღვაწეობდა.  გავრცელებული მოსაზრებით  თავის ქალა უნდა გაეგზავნა ბარონ გეორგ თომას ფონ აშას, რომელიც მედიცინის დოქტორი იყო და რუსეთის იმპერიის მიწვეით აწარმოებდა კვლევებს კავკასიაში, მინაერალური წყლების აღმოჩენის საკითხთან დაკავშირებით.  1771 წელს  დოქტორმა აშმა გააგზვნა გოტინბერგის უნივერსიტეტში  მასალები: ხელნაწერები, მინერალები, არქეოლოგიური მასალები და თავის ქალები. სავარაუდოდ  მათ შორის მოხვდა „პირველი არიელის თავის ქალაც“.

ბლუმებახი წერს „კავკასიური სახეობა-ადამიანთა ამ სახეობის სახელწოდება მე ავიღე კავკასიის მთების სახელიდან ორი მიზეზის გამო, იმიტომ რომ მისი სამეზობლო ტერიტორია, განსაკუთრებით ქედის სამხრეთი ფერდობი აწარმოებს კაცთა მოდგმის ყვეალზე ლამაზ რასას, ვგულისმხობ ქართველებს. და, იმიტომ რომ  კაცობრიობის ყველა ფიზიოლოგიურ მიზეზებს მივყავართ იქამდე, რომ თუკი სადმე ჩვენ  უნდა განვათავსოთ ავტოქტონების საცხოვრებელი, ყველაზე დიდი ალბათობით ეს უნდა მოხდეს აქ” – ბლუმენბახი  ქართველების გარდა ასევე ასახელებს არიული რასის სხვა ერ-წარმომადგნელბსაც: ჩერქეზებს, იტალიელებსა და გერმანელებს.

რა ბედია ეწია პირველი „არიელის“ თავის ქალას უცნობია, ფაქტია, რომ მეორე მსოფფლიო ომის პერიოდში გოტინბერგის სახელოვანი უნივერსიტეტი განადგურდა და გაიძარცვა, გადარჩენილი ექსპონატები კი გერმანიის ხელისუფლებამ დახურულ ფონდებად გამოაცხადა და მეცნიერთათვისაც კი მიუწვდომელია.

რაც შეეხება ტერმინს – ტერმინი დასავლურ სამეცნირო წრეებში დღემდე პოოპულარულია, საბჭოთა კავშირმა კი, რიგი პოლიტიკური მიზეზების გამო, იგი გამოყენებიდან ამოიღო და შევცლა ,,ევროპული რასით”. სამწუხაროდ, ეს ტენდენცია გაგრძელდა პოსტსაბჭთა  ქვეყნებშიც.

ალბათ,  რბილად რომ ვთქვათ, უპრიანი იქნებოდა აღნიშნული საკითხის მიმართ  გააქტიურდნენ  ქართული სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები.

საბჭოთა ეპოქა დასრულდა!

ნამდვილი მეცნიერი კი მხოლოდ ლექციების წაკითხვით არ უნდა იფარგლებოდეს..

მეტი კვლევა, მეტი მეცნიერება გვჭირდება!

 

გიორგი რუსია – „საქართველოს ლიდერთა კოორდინაციისა და განვითარების ცენტრი“

 

 

 

 

სრულად ნახვა
არქეოლოგიაისტორიასაქართველო

მცხეთაში აღმოჩენილი უძველესი სალამურის ისტორია

1930 წელს, მცხეთაში, სამთავროს დედათა მონასტრის ტერიტორიაზე ჩატარებული გათხრებისას, გედის წვივისაგან დამზადებული პატარა უენო სალამური აღმოაჩინეს. სალამურზე 3 თვალია ამოჭრილი და მასში ჩაბერვისას 4 ბგერა ჟღერს. სავარაუდოდ, იგი პატარა მწყემს ბიჭს ეკუთნოდა და მის საფლავში იყო დამარხული. სალამური ძ.წ. XV-XIII ს.ს.-ით დათარიღდა.  ჭირისუფალს ბევრი სხვა ნივთიც ჩაუტანებია ბიჭისათვის,, მათ შორის, შავპრიალა თიხის ჭურჭელი, იარაღი, ტანსაცმელი, ავგაროზი და სხვ.

დღეს სალამური სიმონ ჯანაშიას სახელობის ეროვნულ მუზეუმში ინახება.

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
ისტორია

ვინ იყვნენ პირველი ამერიკელები?

ამერიკის კონტინენტზე  პირველი ადამიანები – მომთაბარე მონადირეები და შემგროვებლები, აზიიდან 50 000-15 000 წლებს შორის პერიოდში გადავიდნენ. ისინი იმ ადგილობრივი მოსახლეობის წინაპრები იყვნენ, რომლებიც ევროპელ მოგზაურებს, მათ შორის, კოლუმბს, ამერიკაში დახვდნენ. ვინაიდან კოლუმბს შეცდომით ეგონა, რომ აღმოსავლეთ ინდოეთს ანუ  აზიას მიაღწია, მან ადგილობრივებს ინდიელები უწოდა.

მე-10 საუკუნიდან ინდიელები ბინადარ ცხოვრებაზე გადავიდნენ  და მათი ძირითადი საქმიანობა მიწათმოქმედება გახდა. ძელ ინდიელებს გუთანიარ ჰქონდათ, მის ნაცვლად კი ისინი თოხს და მიწის სათხრელ ჯოხს იყენებდნენ. დღესაც, 21-ე საუკუნეშიც შეიძლება შეხვდეთ ინდიელებს, რომლებიც მიწას ჯოხით თხრიან. მართალია, ასეთი პრიმიტიული იარაღის პირობებში ბევრი მუშახელი სჭირდებოდათ, მაგამ მოსავალი მაინც უხვი ჰქონდათ. ინდიელები სხვადასხვა  ხელობასაც ფლობდნენ.

ისინი ტომებად ცხოვრობდნენ და ჰყავათ ბელადი. ყოველ მათგანს თავისი ტაძარი ჰქონდა და სასულიერო პირები ჰყავდა. რელიგიური რიტუალებისას კი ხშირად ადამიანებსაც კი სწირავდნენ.

ყველაფერთან ერთად, ისინი კარგი ექრომჭედლებიც იყვნენ.

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
ისტორიასაქართველოსოფლის მეურნეობა

საქართველო – ხორბლისა და პურის სამშობლო?

  მკვლევრების ნაწილის მტკიცებით, საქართველო პურის სამშობლოა. ამის დასტურად კი ქვემო ქართლში, არუხლოს არქეოლოგიურ ძეგლზე, აღმოჩენილი ძველი წელთაღრიცხვით მეექვსე ათასწლეულში კულტივირებული ხორბლის ნაშთები – კილიანები, მახა და ძველკოლხური ასლი, ერთმარცვალა და ორმარცვალა ასლი, სპელტა, შიშველმარცვლიანები: რბილი ხორბალი, ჯუჯა ხორბალი, ქერი, ფეტვი, ღომი, შვრია და კულტურულ მცენარეთა თანმხლები სარეველები და ჭვავი – უნდა მოწმობდეს.

საქართველოს ტერიტორიაზე ჩატარებული გათხრების დროს ხორბალი კოლხეთის ტერიტორიაზე აღმოაჩინეს,შემდეგ კი -შულავერში, ჩვ. წ. აღ-მდე V-IV ათასწლეულის ნიმუშები.

მოკლედ რომ ითქვას, ხორბლის კულტურის პირველ ნიმუშებს საქართველოსთან მივყავართ.

პურეულ მარცვლეულს მიეკუთვნება – ხორბალი, ჭვავი, შვრია, ქერი და სიმინდი. ეს მარცვლეული კულტურები ბუნებაში ველური სახით არ არსებობს. მიიჩნევენ, რომ ისინი წარმოშობილი უნდა იყოს  10-15 სახის სხვადახვა მცენარისაგან, რომელთა უმრავლესობა სადღეისოდ გადაშენებულია.

საქართველოში სხვადასხვა დროს აღწერილია და რეგისტრირებულია ხორბლის 14 ბუნებრივი სახეობა.

როგორც ცნობილია, ხორბლის ისეთი სახეობები, რომლებიც ევოლუციით სწორედ ველურ სახეობებთან დგას ძალიან ახლოს, დღემდე მხოლოდ საქართველოშია შემონახული.

პირველ ისტორიულ ცნობებს ხორბლის შესახებ ვახუშტი ბატონიშვილის, სულხან-საბა-ორბელიანის და სხვადასხვა დროს საქართველოში ნამყოფი უცხოელი მოგზაურების ჩანაწერებიდან ვკითხულობთ. ივ. ჯავახიშვილის ცნობით, ძველად საქართველოში ხორბალს ხვარბალად მოიხსენიებდნენ – ეს იყო ზოგადად, მარცვლეულის აღმნიშვნელი სიტყვა. მეგრულად მას ქობალს, ხოლო ჭანურად კი ქოვალს ეძახდნენ სხვათა შორის, დღეს სიტყვა ,,ქობალი” დღემდეა შენარჩუნებული მეგრულ ენაში და პურს ნიშნავს.

მიუხედავად ამისა, ძნელი დასამტკიცებელია,  რეალურად რამდენად დგას სიმართლესთან ახლოს ის ფაქტი, რომ პური პირველად საქართველოში გაჩნდა, თუმცა, ფაქტია, რომ საქართველო პურეული კულტურების მოშინაურების ერთ-ერთ უძველეს კერაა. აღმოსავლეთ საქართველოს ბარში შეიქმნა პურეული კულტურების მდიდარი ჯიშები და მასთან დაკავშირებულმა შრომის ორგანიზაციამ დახვეწილი ფორმა მიიღო, რაც ზოგადად ხელისშემწყობი გახდა იბერიის სახელმწიფოს აღმავლობისა.

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

 

 

 

 

 

 

 

სრულად ნახვა
ისტორია

,,თქვენი შვილი გონებრივად ჩამორჩენილია” – მასწავლებელი თომას ედისონზე

ერთხელ, როდესაც პატარა თომას ედისონი სკოლიდან შინ დაბრუნდა, დედას მასწავლებლის წერილი გადასცა. დედამ წერილი ხმამაღლა ცრემლიანი თვალებით წაიკითხა:

,,თქვენი შვილი გენიოსია, აქ ჩვენ არც შესაბამისი პროგრამა და არც შესაბამისი მასწავლებლები არ გვყავს, რომ თქვენს შვილს რაიმე ვასწავლოთ, ამიტომ შეგიძლიათ სახლში ამეცადინოთ”.

დედის სიკვდილიდან მრავალი წლის შემდეგ (როდესაც ედისონი უკვე ცნობილი მეცნიერი იყო) თომასი ოჯახის არქივს ათვალიერებდა როდესაც ამ წერილს წააწყდა, მან წერილი გახსნა და წაიკითხა:,,თქვენი შვილი გონებრივად ჩამორჩენილია. ჩვენ არ შეგვიძლია ვასწავლოთ მას სხვებთან ერთად სკოლაში. ამიტომ გაძლევთ რეკომენდაციას ამეცადინოთ სახლში”- ედისონი რამდენიმე საათის განმალობაში ფიქრობდა, შემდეგ კი დღიურში ჩანაწერი გააკეთა: ,,თომას ალვა ედისონი იყო გონებრივად ჩამორჩენილი ბავშვი. მაგრამ გმირი დედის წყალობით გახდა თავისი საუკუნის უდიდესი გენია.”

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
ისტორიაფილოსოფია

,,სამი ბრძენი მაიმუნის” ისტორია

,,სამი ბრძენი მაიმუნი”, რომელიც იაპონიის ქალაქ ნიკოს, ტოსეგუ ტაძარში, არის გამოსახული, იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის სიაში არის შესული.

სამი ბრძენი მაიმუნი ბოროტებისგან თავდაცვის სიმბოლოა ბუდისტურ რელიგიაში:

,,მე თუ ვერ ვხედავ ბოროტებას, არ მესმის ბოროტების შესახებ და არაფერს ვამბობ მასზე, ე. ი. მე დაცული ვარ მისგან.” („მიძარუ“ – „ვერ ვხედავ ბოროტებას“, „კიკაძარუ“ – „არ მესმის ბოროტების“, და „ივაძარუ“ – „არ ვლაპარაკობ ბოროტებაზე“) მი-ძარუ, კიკა-ძარუ და ივა-ძარუ, ყველასათვის ცნობილი მაიმუნები არიან, რომლებიც ბუდისტური იდეის – „ბოროტების არჩადენის“ სიმბოლოა. დაბოლოება „ძარუ“ იაპონურად „მაიმუნს“ ნიშნავს.

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
არქიტექტურა/დიზაინიისტორია

ბორჯღალას წარმოშობა, ეტიმოლოგია და მნიშვნელობა

ბორჯღალა ერთ-ერთი ყველაზე ძველი და გავრცელებული ორნამენტული სიმბოლოა მთელ მსოფლიოში. ვედური ,,სვასტიკა” კუთხოვანი სიმბოლოა, ქართული კი მრგვალმკლავა და უფრო წრიულია. ამ ნიშანს ქართულად ,,ბორჯღალო” ეწოდება.

ბორჯღალა თავისი წარმოშობით პროტოქართულ ძირებს უკავშირდება. სვასტიკის ყველაზე ძველი ფრაგმენტები ნაპოვნია დღევანდელი საქართველოს ტერიტორიაზე (მტკვარ-არაქსის კულტურა, საველე, კლდე). ეს აღმოჩენები ძვ. წ. IV ათასწლეულით თარიღდება. იმავე პერიოდით თარიღდება შუამდინარეთში (შუმერი) აღმოჩენილი უძველესი ნიმუშიც.
სვასტიკის ნიმუშები მოიპოვება თრიალეთის კულტურაში, რომელიც ძვ. წ. III – II ათასწლეულით თარიღდება და კოლხური კულტურის ნიმუშებზე (ძვ. წ. II ათასწლეულის II ნახევარი — I ათასწლეულის I ნახევარი). კერძოდ, კოხლეთში ნაპოვნი ბრინჯაოს ცულებს პირზე ამოტვიფრული აქვთ სვასტიკის ნიშანი.
ბორჯღალა საქართველოს ტერიტორიაზე ოდითგანვე წმინდა ჩუქურთმად მიიჩნეოდა და ერთ-ერთი ყველაზე საკრალური ლოგოგრამა იყო. ბორჯღალას ორნამენტს ხშირად შევხვდებით ძველი ქართული სახლების აივნებზე, კარიბჭეზე, შრომისა და საბრძოლო იარაღებზე, დედაბოძზე, სამეფო ბეჭდებზე (მცხეთა), შენობებზე, საკულტო ნაგებობებსა და ჭურჭელზე.
ეს სიმბოლო გამოსახულია ქრისტიანულ ტაძრებზეც (სვეტიცხოველი, ბაგრატის ტაძარი, მარტყოფის ეკლესია და ა.შ.)
სვასტიკა არის ქართულ ასომთავრულ ანბანშიც, რომელიც ,,ქანის” ასო-ნიშანია მთელ რიგ ასომთავრულ ძეგლებზე (卐).

სვასტიკა იაფეტიდური მოდგმის უპირველესი სათაყვანო ნიშანი იყო. ამას მოწმობს კუნძულ კრეტასა და ტროაში არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი ნიმუშები.
შემდეგ, კი, როცა მოხვდა პროტოქართული მოდგმის ინდოევროპულით ჩანაცვლება და აღმოსავლეთში გავრცელდა არიული ტომები, მოხდა ამ სიმბოლოს მითვისება და მიკუთვნება.

,,ბორჯღალი” არის ქართველური წარმოშობის და მისი შესატყვისია მეგრული ,,ბარჩხალი” – (თვალისმომჭრელი) ნათება, ელვარება, კაშკაში. დღევანდელ სალაპარაკო მეგრულში ,,ბჟა ბარჩხალია” – იტყვიან მცხუნვარე, მოკაშკაშე, სხივებდაფენილ მზეზე, საერთოდ მნათობებზე.
ზოგი მკვლევარი ,,ბორჯღალის” განსხვავებულ ინტერპრეტაციას იძლევა: ,,ბორჯ” მეგრულად ..დროს”, ..ჟამს” აღნიშნავს, ხოლო ,,ღალ” (ა) მეგრულად წაღებას, სვლას ნიშნავს. ამ ინტერპრეტაციით, მთლიანობაში, “ბორჯღალ” დროის სვლას, ჟამის წამღებს, მარადისობას ნიშნავს. დრო ტრიალებს ისე როგორც დედამიწა მზის გარშემო და ამ წრებრუნვით დრო გადის ულევად. მარადიულობის განსახიერებაა.
აქვე აღსანიშნავია, რომ ,,ღალ” (ი) მეგრულად მდინარესაც აღნიშნავს, ანუ გამდინარეა, რომელიც მუდმივ მოძრაობაშია…

ზოგი მკვლევარის მიხედვით ბორჯღი ძველი ქართული სიტყვაა და ნიშნავს ,,ფესვს, საძირკველს”, აქედან არის ნაწარმოები მისი გვიანდელი ფორმა ,,ბურჯი”. სიტყვა ,,ღალ” ნიშნავს „წმინდა (ჯანსაღ) ნაყოფს”, „მოსავალს“, „გამოსავალს“, „ბარაქას“. მაშასადამე ბორჯღალო სიტყვა-კომპოზიტია და ნიშნავს — ბურჯის (ბორჯი), იგივე ფესვის — გამოსავალს, „წმინდა ნაყოფს“, ბარაქას. იკითხება, როგორც ბურჯიდან (ბორჯი), იგივე წმინდა ფესვიდან აღმოცენებული „წმინდა“ (ჯანსაღი) ნაყოფი.
ამასთანავე „ბორჯღლი“ ეწოდება ირმის რქასა და ხის ისეთ მსხვილ ტოტს, რომელიც მდიდარია შედარებით წვრილი ტოტებით. ირმის რქა ოდითგანვე მიიჩნეოდა სიცოცხლის ხის სიმბოლოდ, ხოლო მისი ცვლა ქართულ მითოლოგიაში უკვდავების მინიშნება იყო.

ბორჯღალი თავად არის მარადისობის სიმბოლო, ეს არის სიცოცხლის მარადიული წრებრუნვის ნიშანი. იგი მზის კულტთანაა დაკავშირებული. ბორჯღალი ღვთაებრივი ბორბალია, რომლის ენერგია კონცნეტრირებულია ერთ წერტილში, ცენტრში, ხოლო მისი წრიულად მოძრავი სხივები სიმბოლურად განასახიერებენ მზის მუდმივ მოძრაობას ცაზე, „მოძრაობის მარადისობას“, ბრუნვადობას, ჟამთაღრიცხვას, უკვდავებას.
მზე წარმოადგენს “ღიაობას”, ანუ ემანაციის პროცესს… იგი ასხივებს სიცოცხლეს, ქმნის ამინდის, ჰარმონიაში მოყავს წელიწადის ოთხივე დრო და პლანეტების მოძრაობა, ის არის ჩვენი გალაკტიკის წონასწორობის ცენტრი!

ქართულ სტანდარტულ ბორჯღალი 7 ქიმიანია (თუმცა მოგვიანებით შემოსული 8, 9, 10 და 12 ქიმიანი ვარიაციებიც გვხვდება). არსებობს ბოლომდე დაუდასტურებელი, ლეგენდის მსგავსი ვერსია, რომ ეს არ მომხდარა შემთხვევით: ქართველთა კოსმოგონიით სამყაროში არსებობდა ამოსავალი წერტილი: “არა თვით ნათელი, არამედ სავანე სინათლისა”. ღმერთის სამყოფელის ამ მისტიურ სავანეს სიმბოლურად გამოხატავდა 7 მნათობი:
მთოვარე (იგივე ყამარ) — მთვარე
ჯუმა (იგივე ერმი და ოტარდი) — მერკური
მთიები (იგივე ცისკრის ვარსკვლავი) — ვენერა, აფროდიტე, იშტარი
მარიხი (იგივე არიან, თახა) — მარსი
დია (იგივე მუშთარი) — იუპიტერი
ზუალი — სატურნი
ჰელიო(იგივე არდი) —მზე

7-ქიმიანი ბორჯღალა სიმბოლურად განასახიერებდა კოსმოსს და წარმართული ქართული პანთეონში არსებული შვიდი წმინდა მნათობის ხატოვანი ნიმუში იყო. კონცენტრაციის ცენტრი, ანუ „ბურჯი“, საიდანაც თითოეული „ღალა“ (მნათობი) გამოედინება, ღმერთის სავანეს სიმბოლოდ მიიჩნეოდა, ვინც იმთავითვე ყოველივე ხილულისა და უხილავის შემოქმედად მიიჩნეოდა. ეს 7 მნათობი კრავდა ზეციურ კაბადონს და სწორედ ამიტომ დაყო გაერთიანებული საქართველო ფარნავაზ მეფემ 7 სამთავროდ, მაშინ თითოეული კუთხის მფარველი ერთი გარკვეული მნათობი იყო.
აქედან წამოვიდა ქართულ ენაში სიტყვები ,,მ-შვიდი”, ანუ ,,მე-შვიდი”, ,,მ-შვიდ-ობა” და ისტორიამაც ცხადყო, რომ, როცა ეს ერთობა ურყევი იყო, ღირსეული მშვიდობა სუფევდა საქართველოში, ცა და მიწა ერთად იყო და ქართველობისთვის ყველა ქართული სამთავროს ერთად ყოფნა მ-შვიდ-ობის უზრუნველყოფად აღიქმებოდა.
გაერთიანებული საქართველოს და ქართველის ერის ოფიციალური და არაოფიციალური სიმბოლო ყოველთვის ბორჯღალო იყო.

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ისტორიარელიგია და მეცნიერება

საიდან მოდის და რას უკავშირდება სააღდგომო ტრადიციები?

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული ახლოვდება, საზოგადოებაში მასთან დაკავშირებული ბევრი ტრადიცია არსებობს, თუმცა, ცოტამ თუ იცის, საიდან იღებს ისინი სათავეს და რას უკავშირდება. ,,დოქტრინა” გთავაზობთ რამდენიმე ტრადიციას და მათი ახსნის ისტორიას.

კითხვა 1-ლი: რატომ არის აღდგომის დღესასწაული მოძრავი?

ალბათ ხშირად გიფიქრიათ, რატომ აღინიშნება აღდგომა ყოველ წელს სხვადასხვა დროს – ამაზე თეოლოგებსა და საეკლესიო მამებს შემდეგი ახსნა აქვთ –  საქმე ისაა, რომ ეს დღესასწაული აღინიშნება არა კონკრეტული თარიღით, არამედ კონკრეტული დროით, რომელიც გამოითვლება წელიწადის დროით (გაზაფხულის ბუნიობა) და მთვარის ფაზის მიხედვით.
მსოფლიო საეკლესიო კრებამ მიიღო დადგენილება, რომ  ებრაულ ფესეხს არ დამთხვეოდა ქრისტიანული პასექი, რადგანაც  გნოსტიკური ,,ებიონიტების” სექტას  სურდა, ქრისტიანობა განეხილა, როგორც ებრაული სარწმუნოების განშტოება და ამბობდა, რომ ებრაული ფესეხი და ქრისტიანული პასკა ერთ დღეს უნდა აღნიშნულიყო.  ებრაული ფესეხი მთვარის კალენდრით აღინიშნება და რადგან მთვარე სხვადასხვა წელს სხვადასხვა დროს ივსება, აღდგომის აღნიშვნის თარიღიც მოძრაობს. აღდგომა აღინიშნება გაზაფხულის ბუნიაობის (დღისა და ღამის თანასწორობა) შემდეგ, სავსე მთვარის მომდევნო კვირა დღეს, ასე იგი არ უსწრებს და არც ემთხვევა იუდეველთა პასექს.

კითხვა მე-2:  რატომ ღებავენ კვერცხს წითლად?

ამის შესახებ ეკლესიური გადმოცემა არსებობს, რომლის მიხედვითაც,  წმიდა მარიამ მაგდალინელმა იმპერატორ ტიბერიუსს კვერცხი მიართვა და აღდგომა ახარა. წარმართმა ტიბერიუსმა მიუგო: მაგ კვერცხის გაწითლებას უფრო დავიჯერებ, ვიდრე მიცვალებულის აღდგომასო. ამის თქმაზე კვერცხი გაწითლდა. ნიშნად ასეთი დიდი სასწაულისა, ქრისტიანებში ტრადიციად იქცა სააღდგომოდ კვერცხის წითლად შეღებვა.

კითხვა მე-3: რა დატვირთვა აქვს პასქას?

პასქის სახელწოდება, სავარაუდოდ,  სიტყვა ,,პასექიდან” მოდის. პასექი კი არის ერთ-ერთი სამი პილიგრიმული დღესასწაულიდან. იგი ეძღვნება უფლის მიერ ებრაელთა გამოხსნას ეგვიპტელთა მონობიდან, პირველშობილ ყრმების გადარჩენას (რასაც წინ უძღვოდა ღვთის რისხვა ეგვიპტელთა მიმართ) და ანტიკური ევიპტიდან ებრაელთა გამოსვლას.

სავარაუდოდ, პასქა ართოსის სახეცვლილება უნდა იყოს, რომელიც ქართულ ისტორიულ-ეთნოგრაფიულ წყაროებში ნახსენებია როგორც ქადა. წმინდა წერილის მიხედვით, დიდ ხუთშაბათს, ტრაპეზზე, იესომ თავის მოციქულებს დაალევინა ღვინო და მისცა პური ანუ თავისი სისხლი და ხორცი მისი. მას შემდეგ რაც ქრისტე ჯვარზე გააკრეს, მისი მოციქულები, იმ დღის გასახსენებლად პურს აცხობდნენ, რომელზეც ჯვარს გამოსახავდნენ და დებდნენ სუფრაზე, იმის მოსაგონად, რომ იესომ დაუბარა მათ ამ ზიარების საიდუმლოს შესახებ.
პასქის ფორმა გოლგოთის მთის სიმბოლოა. აფუებული ცომი იმიტომაა, რომ ქრისტემ, ზიარების საიდუმლოს დაწესებისას, სწორედ აფუებული პური ჭამა.

კითხვა მე-4: რა დატვრთვა აქვს ჯეჯილს?

 ბზობის კვირას მორწმუნეების ძველი ქრისტიანული ჩვეულების მიხედვით, ხორბალს თესენ. ამისთვის, ლანგარზე დებენ წყალში დასველებულ ბამბას და მასზე მუჭით მცირეოდენ ხორბალს მიმოფანტავენ. ხორბალი ღვივდება და იზრდება ჯეჯილი.

ძველი ქრისტიანული წესის თანახმად, მორწმუნეები აღდგომის დღესასწაულს ერთმანეთს პასქითა და ჯეჯილში ჩადებული წითელი კვერცხებით ულოცავენ.

მწვანე ჯეჯილი ახალი სიცოცხლის, ცხოვრების სიმბოლოა, ისევე, როგორც, იესო ქრისტეს აღდგომა.

 

მოამზადა: ნატალია ჯალაღონიამ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ისტორიასაქართველო

მუშტაიდის ბაღის დაარსების ისტორია

ალბათ ხშირად გაგჩენიათ კითხვა, რატომ ჰქვია თბილისის ერთ-ერთ უძველეს პარკს მუშტაიდი და რა ისტორია უკავშირდება მას.

როგორც ირკვევა, პარკი ადრე ძალიან მოვლილი იყო და ქალაქის კულტურტრეგერულ ფუნქციასაც ასრულებდა – აქ იყო სამეჯლისო ცეკვების შემსწავლელი დარბაზი, კაფე, სანაყინე და ა.შ.
ისტორია კი ასე იწყება –  მე-19 საუკუნის 30-იან წლებში ირანიდან საქართველოში ჩამოსულმა მირ ფეთეხ-აღა სეიდ თავრიზიმ ამ ტერიტორიაზე ბაღის აშენება გადაწყვიტა. იგი ირანის აზერბაიჯანში  (თავრიზი) შიიტების რელიგიური ლიდერი – მუჯთაჰიდი იყო. სწორედ მისი სასულიერო წოდებისაგან ჩამოყალიბდა ბაღის სახელიც – მუშტაიდი.
ფეთეხ-აღა სეიდ თავრიზი დიდგვაროვანი ოჯახიდან იყო, განათლებული, კეთილი, გულუხვი და მიმტევებელი. ამიტომ ყველამ ადვილად შეიყვარა და სახელიც მალე გაუვარდა. იგი რუსეთის მთავრობამ გადაიბირა და თავის სამსახურში ჩააყენა, რის გამოც ირანის შაჰმა სამშობლოდან გამოაძევა.

მუშტაიდი თბილისში საყვარელი მეუღლის რჩევით დასახლდა, რომელიც სტამბულის ტყვეთა ბაზარზე იყიდა. ის ულამაზესი ქართველი ქალი, სახელად ნინო გახლდათ.

ხელისუფლებამ მუშტაიდს მტკვრის მარცხენა სანაპიროზე მიწის ნაკვეთი გამოუყო. ნინოს თბილისში მშობლები ცოცხლები აღარ დახვედრიან, დარდისაგან ავად გამხდარა და ძალიან მალე, ექვს თვეში გარდაცვლილა. საყვარელი მეუღლე მუშტაიდმა სახლის წინ დაკრძალა და საფლავზე უამრავი წითელი ვარდი დარგო. საღამოობით ის დიდხანს იჯდა მის საფლავთან და გლოვობდა.

საფლავის ირგვლივ რგავდა უამრავ ვარდს, ყვავილს, ბუჩქსა და ხე-მცენარეს. სწორედ ასე დაიწყო ამ შესანიშნავი ბაღის გაშენება. მოსარწყავად მუშტაიდმა მტკვრიდან 12-კილომეტრიანი არხი გამოიყვანა.

1845 წელს იგი შაჰმა შეიწყალა და თავრიზში დაბრუნდა. ბაღი კი ერთ ვაჭარს მიჰყიდა. დროთა განმავლობაში ბაღი სასეირნო და გასართობ ადგილად იქცა. აქ მრავალი გასართობი და თავშესაქცევი იყო: რესტორანი, ბუფეტი, პავილიონი, საზაფხულო თეატრი. პირველი საჰაერო ბურთი ამიერკავკასიაში სწორედ აქედან აუშვეს.

მუშტაიდის ბაღში ათეულ ათასობით ჯიშის უნიკალური მცენარეა გაშენებული (გლედიჩია, თელა, იფანი, საპნის ხე, ქაღალდის ხე, თუთა, ელდარის ფიჭვი, კედარი, გუნდის ხე, მრავალი ბუჩქი და ყვავილი).

1935 წელს მუშტაიდის ბაღში გაიხსნა მსოფლიოში პირველი საბავშვო რკინიგზა. ამჟამად ბაღი განახლების სტადიაშია, მალე აქ ახალი ატრაქციონები გაიხსნება. მიუხედავად იმისა, რომ ბაღმა რამდენჯერმე გამოიცვალა სახელი, სამუდამოდ შერჩა დამაარსებლის, მუშტაიდის სახელი.

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
1 30 31 32 33 34
Page 32 of 34