ძვ.წ. IV საუკუნეში ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორ II-მ საყვარელ მეუღლეს, მიდიის მეფის ასულ ამიტას, ,,დაკიდული ბაღები” აუშენა. ამიტას ბაბილონის სიცხე ძალიან აწუხებდა და თავისი ქვეყნის მცენარეები ენატრებოდა. ქვისა და აგურის სვეტებს ეყრდნობოდა ტყვიის ფირფიტებით დაფარული ოთხი ტერასა, სარწყავი წყალი მდინარიდან ტუმბოებით ამოჰქონდათ მოედნებზე, რომელზეც მიდიიდან და სხვა ქვეყნებიდან ჩამოტანილი ნარგავები იყო გაშენებული. ბაღები თავზე დაჰყურებდა ქალაქს და თითქოს ცაზე იყო ჩამოკიდებული. ბაღებს დედოფალ სემირამიდასაც მიაწერდნენ, თუმცა იგი სამი საუკუნით ადრე ცხოვრობდა. წყალდიდობებმა ტერასები დაანგრია, ნანგრევები კი XIX საუკუნეში გერმანელმა არქეოლოგმა, რობერტ კოლდევაიმ, აღმოაჩინა.
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”