არქეოლოგებმა რომის მახლობლადმდებარე პრეისტორიულ ადგილას ცხრანეანდერტალელის ნეშტი აღმოაჩინეს, – ამის შესახებ იტალიის კულტურისსამინისტრომ განაცხადა.
უწყების ცნობით, ნეშტებიდან რვა 50 000-68 000 წლის, ხოლო ერთი, ყველაზეძველი, 90 000 – 100 000 წლისაა.
ნეშტებს გროტა გუატარიში, 80 წელზემეტი ხნის წინ აღმოჩენილ პრეისტორიულმღვიმეებში, მიაკვლიეს, რომელიც ტირენიის ზღვის სანაპიროდან 100 მეტრში ლაციოს რეგიონში მდებარეობს.
სამინისტროს მიერ გავრცელებულ ვიდეომასალაში ჩანს ძვლები, თავის ქალებიდა სხეულის სხვა ნაწილები.
იტალიის კულტურის სამინისტროშიაცხადებენ რომ გროტა გუატარი, სადაც ნეანდერტალელების ნაშთები სხვა დროსაც აღმოუჩენიათ, ერთ–ერთიყველაზე მნიშვნელოვანი ადგილიამსოფლიოში ნეანდერტალელებისისტორიის კუთხით.
ნეანდერტალელები, ადამიანებისუახლოესი უძველესი ნათესავები, დაახლოებით 40 000 წლის წინ გაქრნენ. ჯერჯერობით დაუდგენელია, რატომ დაიხოცნენ ისინი. არსებობს სხვადასხვა ვერსია, მათ შორის კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაცია და თანამედროვე ადამიანებთან კონკურენცია.
მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”













თანამედროვე საინგილოს ტერიტორია მოიცავს: ბელაქნის, ზაქათალისა და კახის რაიონებს. ამღამად იგი მოქცეულია აზერბაიჯანის რესპუბლიკის საზღვრებში. მას უკავია კავკასიის მთაგორიანი ქედის სამხრეთი ფერდობების ტყით დაფარული ხეობები და მდინარე ალაზნის მარცხენა ნაპირის დაბლობი ადგილები. ორიოდ სიტყვით მის ბუნებას და გეოგრაფიულ მდებარეობას შევეხოთ, მისი ტერიტორია კონტრასტული ადგილმდებარეობით ხასიათდება; მისი ვაკისა და მაღალმთიანი ადგილების ბუნება და კლიმატური პირობები ერთმანეთისაგან მკვეთრად განსხვავდება. ამ ფაქტორების გამო განსხვავებულია მოსახლეობის შრომა–საქმიანობაც. დღეს საინგილოს ტერიტორიაზე სხვადასხვა ეროვნების ხალხი მოსახლეობს. ქართველები, აზერბაიჯანელები, ლეკები, მუღალები, რუსები, სომხები და სხვები. საინგილოს ქართველი მოსახლეობა დაყოფილია ორ ნაწილად: ქრისტიან ქართველებად და მაჰმადიან ქართველებად.
აუცილებლად უნდა ვახსენოთ კახის თეატრი, რომელიც ქართული კულტურის თვითმყოფადობის ნათელი გამოვლინებაა და უნიკალურ შესაძლებლობას იძლევა, ქართული კულტურის ფორმირება მოხდეს ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ თეატრი სახელმწიფო თეატრის სტატუსს ატარებს, აქ დადგემბი ქართულ ენაზე იმართება, რეპერტუარში კი ძირითადად ვხვდებით ქართველი და მსოფლიო კლასიკოსი დრამატურგების ნამუშევრებს. ეს კულტურული კერა ჰერეთში მაცხოვრებელ ქართველებს საშუალებას აძლეს გარდა იმისა, რომ სულიერი საზრდო მიიღონ, ასევე შეინარჩუნონ კავშირი ისტორიულ სამშობლოსთან.











