მეცნიერებმა ჭირით დაავადებული „ნულოვანი პაციენტის“ როლზე ახალი პრეტენდენტი იპოვეს: 5 ათასი წლის წინ თანამედროვე ლატვიის ტერიტორიაზე გარდაცვლილი ადამიანის ჩონჩხში დაავადების ყველაზე ძველი შტამი აღმოაჩინეს. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, კაცის ჩონჩხში ჭირის გამომწვევი ბაქტერიის – Yersinia pestis-ის კვალი იპოვეს. ძველი ბაქტერიის დნმ-ში არ არის გენები, რომლებმაც მოგვიანებით ჭირი უფრო საშიშ დაავადებად აქცია: 5 300 წლის წინ დაავადება არ გადაჰქონდათ ტილებს, რომლებიც ვირთხებსა და სხვა მღრღნელებზე ბინადრობდნენ. მოგვიანებით, ევროპაში ჭირი სწორედ ასე გავრცელდა.
მდინარე სალაცთან ორი ადამიანის ნეშტი ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში აღმოაჩინეს, თუმცა გენეტიკური ანალიზი მათ მხოლოდ ახლა ჩაუტარდათ. ჭირით ინფიცირებულის ნეშტის ანალიზით დადგინდა, რომ კაცი 20-30 წლისა გარდაიცვალა. თუმცა ის სხვებთან ერთად დამარხეს, ანუ მისი დაავადება არ აღიქვეს, როგორც რაიმე განსაკუთრებული.
„სავარაუდოდ, მას მღრღნელმა უკბინა, ის Yersinia pestis-ით დაინფიცირდა და რამდენიმე დღეში ან ერთ კვირაში სეფსისით გარდაიცვალა“,- მიიჩნევს კილის უნივერსიტეტის დოქტორი ბენ კრაუზე-კიორა.
მოგვიანებით ჭირმა მუტაცია განიცადა, უფრო გადამდები და ლეტალური გახდა. ევროპის ისტორიაში ჭირის რამდენიმე პანდემია დაფიქსირდა. ერთ-ერთის დროს, რომელიც „შავი სიკვდილის“ სახელით არის ცნობილი, მე-14 საუკუნეში კონტინენტის მოსახლეობის ნახევარი დაიღუპა.
დღეს ადრეული დიაგნოსტიკის შემთხვევაში ჭირი ანტიბიოტიკებით იკურნება.
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“










წიგნში “ნარკვევები ლეჩხუმის წარსულიდან” ვკითხულობთ, რომ ებრაელების ნაწილი სვანეთში დაახლოებით 26 საუკუნის წინ დასახლდა, საიდანაც მე-6 საუკუნეში ლაილაშშიც გადასულან და დასახლებულან. სწორედ აქედან იწყება მშვიდობიანი თანაცხოვრება მკვიდრი მოსახლეობის და ებრაელების. სოფელში შემორჩენილია ებრაელთა სინაგოგა და სასაფლაო.





