close

განათლება

განათლებასაქართველო

,,ამერიკის მიერ გაცვლით პროგრამებში გაღებული ყოველი დოლარი წარმატებით არის დახარჯული”

 

საქართველოს სხვადასხვა რეგიონში აშშ-საქართველოს თანამშრომლობის 25 წლის იუბილე სხვადასხვა ღონისძიებით აღინიშნება. ,,საერთო წარსული, საერთო მომავლის“ ფარგლებში,  28 აპრილს  თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა ამერიკის გაცვლითი პროგრამების მონაწილეთა ლიდერების ფორუმი (U.S. Alumni Leadership Forum), რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა – გიორგი კვირიკაშვილმა, გახსნა. შეხვედრას ასევე ესწრებოდა აშშ-ის სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი საქართველოში – იან კელი.

გიორგი კვირიკაშილმა აღნიშნა ის დიდი ღვაწლი, რაც ამერიკის აკადემიურმა წრეებმა შეიტანეს საქართველოს განვითარებასა და მომავალი ქართველი ლიდერების აღზრდაში. საქართველო-ამერიკის მრავალწლიან წარმატებულ ურთიერთობაზე ყურადღება იან კელიმაც გაამახვილა და აღნიშნა, რომ ამ 25 წლის მანძილზე საკმაოდ ღრმა და საფუძვლიანი ურთიერთობა ჩამოყალიბდა ორ ქვეყანას შორის.

შეხვედრაზე იმყოფებოდა თსუ-ის რექტორი – გიორგი შერვაშიძე, რომელმაც ისაუბრა იმ სტუდენტებზე, რომლებმაც განათლება სწორედ ამ გაცვლითი პროგრამებით აშშ-ში მიიღეს, მათი რაოდენობა ხუთ ათასს აღემატება, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს თანამშრომლობის ეფექტურობას, ,,1987-1988 სასწავლო წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა პირველი ჯგუფი გაემგზავრა აშშ-ში. ყველა მათგანი არის ძალიან წარმატებული. ამერიკელების მიერ ამ მიმართულებით გაღებული ყოველი დოლარი არის წარმატებულად დახარჯული თანხა და იმედია, კვლავ გაგრძელდება ასეთი მასშტაბური დახმარება,“-აღნიშნა მან.

აშშ გაცვლითი პროგრამების მონაწილეთა ლიდერობის ფორუმის ფარგლებში გაიმართა დისკუსია, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა – კობა გვენეტაძემ, საქართველოს პარლამენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა – ნიკა სამხარაძემ და საქართველოს სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ფონდის პრეზიდენტმა – ეკა მეტრეველმა.

 

 

მასალა მოამზადა: თამარ დევდარიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
განათლებასაქართველო

საფრანგეთში სწავლის მსურველთათვის თსუ-ში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება

გსურთ სწავლის გაგრძელება საფრანგეთში ფრანგულ ან ინგლისურენოვან პროგრამებზე? 27 აპრილს სტუდენტთა მობილობის საერთაშორისო სააგენტოს – ,,კამპუს ფრანსის” წარმომადგენელი, ალიქს დე გასარი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდება ,,კამპუს ფრანსის” თბილისის ბიუროს წარმომადგენელთან, ანა ლოლუასთან, ერთად იგი გააცნობს უნივერსიტეტის სტუდენტებს საფრანგეთში სწავლის შესაძლებლობებს, უნივერსიტეტში ჩარიცხვის პროცედურებს, სხვადასხვა სტიპენდიის მოპოვების შესაძლებლობასა და ამ სტიპენდიებით სარგებლობის პირობებს. ისინი ვინც დაინტერესებული ხართ, შუაგულ ევროპაში ხარისხიანი განათლებით, არ გამოტოვოთ ეს შანსი და მობრძანდით შეხვედრაზე 27 აპრილს, 15 საათზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსში, 101-ე აუდიტორიაში.
მისამართი: თსუ, ი. ჭავჭავაძის გამზ. #1, პირველი კორპუსი, 101-ე აუდიტორია.

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
განათლებასაქართველო

,,Proactive Group Georgia” ახალგაზრდების წარმატებისთვის

,,Proactive Group Georgia” ერთ-ერთია იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის, რომელთა საქმიანობასაც ახალგაზრდების წარმატებისთვის ხელშეწყობა და მათთვის თვითრეალიზაციის საშუალების მიცემაა, ,,დოქტრინა” გაესაუბრა მის ხელმძღვანელს – გიორგი აგირბაიას, რომელმაც ისაუბრა მათი საქმიანობის შესახებ.

-გიორგი, ProActive Group Georgia სულ რაღაც წელიწადზე მეტია არსებობს ქართულ სივრცეში, საინტერესოა, როდის და რატომ გაჩნდა ამ ორგანიზაციის შექმნის იდეა?

-სტუდენტური წლები ის პერიოდია, როდესაც ახალგაზრდის ცხოვრებაში ერთბაშად ბევრი სიახლე იჭრება, მრავალი აზრი, შესაძლებობა წარმოჩნდება გარშემო, რომელსაც აქამდე ვერ ვამჩნევდით ან არ ვუკვირდებოდით. ორგანიზაციის შექმნის იდეაც სწორედ რამდენიმე წლის წინ გამიჩნდა, მაგრამ მაშინ არ ვფლობდი ორგანიზაციის ფუნციონირებისა და მართვისთვის იმ აუცილებელ ბერკეტებს და რესურსებს რაც დღეს გამაჩნია. რაც შეეხება თვითონ იდეას, ეს ის შემთხვევაა, როდესაც ორგანიზაციის სახელი პირდაპირ პასუხობს მის ძირითად დანიშნულებას, პროაქტიური ახალგაზრდების  გაერთიანება საერთო იდეის გარშემო ერთ სივრცეში, რათა შემდგომში სინერგიულად მუშაობის შედეგად წვლილი შეიტანოს საქართველოში თანამედროვე, განათლებული და პროგრესულად მოაზროვნე პროაქტიური საზოგადოების ჩამოყალიბებასა და განვითარებაში.

-დღევანდელ დღეს მრავალი მსგავსი ორგანიზაცია არსებობს, თქვენი აზრით, რა გამოგარჩევთ მათგან?

-„პროაქტივ ჯგუფი ჯორჯია“ ბევრი სხვადასხვა მახასიათებლით გამოირჩევა არსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის. აღსანიშნავია, რომ ეს არის პირველი ახალგაზრდული ორგანიზაცია, რომელიც აქტიურად მუშაობს პროაქტიური ცხოვრების წესის პოპულარიზაციაზე, რომელიც წარმატებული ადამიანების „ოქროს წესი“ და ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახლავთ.

ჩვენი ორგანიზაცია გამოირჩევა ახალგაზრდული აქტივობების და პროექტების მრავალფეროვნებით, განხორციელების ტემპით, რასაც ცხადყოფს, რომ 1 წელზე ცოტა მეტ პერიოდში ორგანიზაციის ღონისძიებებში ჩართული გახლდათ 600-ზე მეტი ახალგაზრდა, რომელმაც მონაწილეობა მიიღო 10-ზე მეტ ადგილობრივ და საერთაშორისო პროექტში.

-მსგავს სფეროში რთულია წარმატების მიღწევა თუ არ არსებობს შესაბამისი თანამშრომლობა საერთაშორისო თუ კერძო კომპანიებთან, რამდენად აქტიურად თანამშრომლობთ საერთაშორისო ბაზაზე?

-ჩვენი ორგანიზაციის ერთ-ერთი საკვანძო მიმართულება, ქართველი ახალგაზრდებისთვის უცხოელ თანატოლებთან საგანმანათლებლო, ცხოვრებისეული გამოცდილებისა და უნარ-ჩვევების ურთიერთგაცვლაში, მათთან დაახლოებასა და თანამშრომლობაში ხელშეწყობაა. ორგანიზაციას ჰყავს 30-ზე მეტი საერთაშორისო პარტნიორი 20-ზე მეტ ქვეყანაში, ევროპის, აზიის და აფრიკის კონტინენტზე. აქტიურად ვართ ჩართული ევროკავშირის Erasmus+ ახალგაზრდულ გაცვლით პროგრამებშიც, რომლის ფარგლებში ამ მოკლე პერიოდში ახალგაზრდების ჯგუფი გაიგზავნა შვედეთში, გერმანიაში, ბულგარეთში, თურქეთსა და სომხეთში.

-გვესაუბრეთ თქვენ მიერ უკვე განხორციელებული პროექტების შესახებ.

– პროექტი სახელად – „მე ვარ პროაქტიური!“ – ჩვენი ორგანიზაციის ყველაზე მასშტაბური და მნიშვნელოვანი ორთვიანი ღონისძიებაა, პროექტი თავის ხასიათიდან და ფორმატიდან გამომდინარე არის უპრეცედენტო და შეიძლება ითქვას ინოვაციურიც, რადგან ამ პროექტის ანალოგი საქართველოში არ ჩატარებულა. პროექტის ფარგლებში მიმდინარეობდა შეხვედრები სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში. და მასში მონაწილეობა შეეძლო ნებისმიერ დაინტერესებულ ადამიანს, რომელიც ეძებს სიახლეებს, არის მოტივირებული მოახდინოს პოზიტიური ცვლილებები საკუთარი თავიდან დაწყებული და სურვილი აქვს შეცვალოს სულ მცირე მის გარშემო არსებული რეალობა.

ასევე, ჩვენი ორგანიზებითა და ტექნიკური უნიივერსიტეტის პარტნიორობით ჩატარდა „საერთაშორისო ახალგაზრდა ლიდერთა სამიტი 2016“, სამიტში მონაწილეობა მიიღეს ევროკავშირის წევრი და არაწევრი 10 ქვეყნის ახალგაზრდა ლიდერებმა. ქართველ ახალგაზრდებს ჩაუტარდათ სხვადასხვა ტრენინგ-მასტერკლასები, რომლშიც 200-მდე სტუდენტი ჩაერთო. როგორც უკვე აღვნიშნეთ Erasmus+ პროექტებზეც აქტიურად ვაგზავნით ქართველ ახალგაზრდებს საერთაშორისო გამოცდილების მისაღებად.

-გვესაუბრეთ ახლა რა ეტაპზეა ორგანიზაცია და რას გეგმავთ სამომავლოდ?

-ამ ეტაპზე კონცენტრირებულები ვართ ორგანიზაციის გუნდის გაძლიერებაზე ახალი წევრების მიღებით,  ორგანიზაციის გაწევრიანების მსურველებს 20 აპრილამდე შეუძლიათ განაცხადის გაკეთება. ასევე, აქტიურად ვმუშაობთ გავაძლიეროთ ჩვენი თანამშრომლობის ქსელი საერთაშორისო დონეზე, კერძოდ Erasmus+ მოახოლებულ საგრანტო კონკურსებზე, რომელშიც განაცხადების მიღება 26 აპრილს იწურება.

სამომავლო გეგმებს რაც შეეხება, გეგმები ნამდვილად ძალიან მრავალფეროვანი და მასშტაბური გვაქვს ორგანიზაციაში, რასაც საზოგადოება მალე იხილავს. ვაპირებთ, რომ საერთაშორისო პროექტების პარალელურად ძალისხმევა გავაათმაგოთ ლოკალური პროექტების მიმართულებითაც, მათ შორის საინფორმაციო კამპანიების და პერსონალური განვითარებისთვის აუცილებელი პროგრამების გააქტიურების კუთხით.

 

მასალა მოამზადა: თამარ დევდარიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიზნესიგანათლება

10 საუკეთესო ბიზნესსკოლა მსოფლიოს მასშტაბით

 

კვლევითმა ცენტრმა  – ,,Quacquarelli Symonds-მა” – ბიზნესადმინისტრირების სასწავლებლად მსოფლიოს 10 საუკეთესო უნივერსიტეტის რეიტინგი გამოაქვეყნამსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტების ათეული ბიზნესადმინისტრირების კატეგორიაში  ასე გამოიყურება:

 

  1. ჰარვარდის უნივერსიტეტი, აშშ (Harvard University) – 97 ქულა;
  2. ლონდონის ბიზნესსკოლა (London Business School) – 95 ქულა;
  3. მსოფლიო ბიზნესსკოლა (INSEAD) – 94.3 სკოლა;
  4. სტენფორდის უნივერსიტეტი, აშშ (Stanford University) – 92,6;
  5. პენსილვანიის უნივერსიტეტი, აშშ (University of Pennsylvania) – 92,1 ქულა;
  6. მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, აშშ (MIT) – 92 ქულა;
  7. კემბრიჯის უნივერსიტეტი, დიდი ბრიტანეთი (University of Cambridge) – 91,7 ქულა;
  8. ოქსფორდის უნივერსიტეტი (University of Oxford) – 91,5 ქულა;
  9. ლონდონის ეკონომიკის და პოლიტიკური მეცნიერებების სკოლა (London School of Economics and Political Science) – 90,7 ქულა;
  10. ლუიჯი ბოკონის უნივერსიტეტი, მილანი (Università Commerciale Luigi Bocconi) – 88,6 ქულა.

 

 

წყარო: www.Inc.com

მასალა მოამზადა: ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
განათლებასაქართველო

,,გვყავს ინგილო, ფერეიდნელი სტუდენტები, რომელთაც სწავლას ვუფინანსებთ“ – სერგო ვარდოსანიძე

ბოლო რამდენიმე წელია ქართულ საგანმანათლებლო ბაზარზე არაერთი უნივერსიტეტი გაჩნდა, შესაბამისად, სტუდენტობის მსურველებსაც არჩევანის ფართო სპექტრი აქვთ. საინტერესოა, რა უპირატესობებსა და პოტენციალს სთავაზობს  მათ საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი. ამისთვის ,,დოქტრინა“ რექტორ სარგო ვარდოსანიძეს დაუკავშირდა.

 

-რა უპირატესობებით სარგებლობს ქართული უნივერსიტეტი – რატომ უნდა შეაჩეროს აბიტურიენტმა არჩევანი მასზე და არა სხვაზე?

-უპირველეს ყოვლისა, ყველა აბიტურიენტს მინდა ვუსურვო წარმატება. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი უნივერსიტეტი სულ შვიდიოდე წლის წინ დაარსდა – სწავლება 7 სტუდენტით 2010 წელს დავიწყეთ,დღეს გვყავს 1700 სტუდენტი – სამივე საფეხურის მიმართულებით  – საბაკალავრო, სამაგისტრო და დოქტორანტურა. გვაქვს მრავალფეროვანი მიმართულებები, მათ შორის, ჰუმანიტარული სპეციალობები, სამართალმცოდნეობა. ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი, სოციოლოგია, ფსიქოლოგია, მათემატიკა, ფიზიკა, კომპიუტერული მეცნიერებები და სხვა. გვყავს  საუკეთესო პროფესურა, გვაქვს გამართული ინფრასტრუქტურა. ერთი, რაც სხვა უნივერსიტეტებისგან აშკარად განგვასხვავებს ისაა, რომ  ჩვენ მაქსიმალურ ვცდილობთ, შევინარჩუნოთ ყველაფერი საუკეთესო, რაც განათლების სისტემაში ჩვენს წინაპრებს შეუქმნიათ, მაგრამ, ამავე დროს, ყოველთვის ვიყოთ სიახლეზე ორიენტირებულები.

იმისთვის, რომ სტუდენტების რაოდენობა და დაინტერესება გაიზარდოს, რას აკეთებთ?

-ეს თავისთავად არ მოდის, სერიოზული მუშაობა მიდის როგორც სასწავლო, ასევე მენეჯმენტისა და პიარის კუთხით.

ყველაზე კარგი პიარი არის  -,,გაგონილს ნანახი ჯობიააო“. ჩვენ ყველაზე დიდ რეკლამას გვიწევენ ის სტუდენტები, რომლებიც  აქ სწავლობენ და შემდეგ ახლობლებს ეუბნებიან.

-როგორია ,,ქართული უნივერსიტეტით“ დაინტერესება საზღვარგარეთის ქვეყნებიდან?

-ჩვენ მრავლად გვყავს უცხოეთში მცხოვრები ქართველები – ფერეიდნელები, ინგილოები, თურქეთის ქართველები, რომელთაც სწავლას ვუფინანსებთ.

,,ქართულ უნივერსიტეტში“ ფილოლოგია, ისტორია, მათემატიკა, ფიზიკა, ეკონომიკა – უფასოა.

-სამეცნიერო კუთხით რამდენად აქტიურად მუშაობს უნივერსიტეტი?

-ამ თვალსაზრისით უნივერსიტეტის ფაკულტეტების მიხედვით რომ ვიმსჯელოთ, განსაკუთრებით აქტიურია, მაგალითად, ფსიქოლოგიის, ჰუმანიტარული მეცნიერებების მიმართულება. გარდა ამისა, მათემატიკა და ინფორმატიკა – მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ცოტა სტუდენტია აქ, სამაგიეროდ პროფასურაა მაღალი დონის და უცხოეთთან კონტაქტებიც გვაქვს. ერთ-ერთი კურსდამთავრებული კემბრიჯის უნივერსიტეტის სტუდენტი გახდა, ახლა მაგისტრატურაზე ბონის უნივერსიტეტშია ჩვენი 3 სტუდენტია. ჩვენმა სასწავლებელმა ის წვლილი შეიტანა, რომ  ეს სტუდენტები იყვნენ მაღალი დონის. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ამჟამად საერთაშორისო ურთიერთობების განხრით 6 სტუდენტია წასული – ენასაც და სპეციალობასაც ეუფლებიან. აგრეთვე, ბალტიისპირეთშიც არიან ჩვენი სტუდენტები, ყოველ სემესტრში, ტურიზმის მენეჯმენტის ფაკულტეტის 8-10 სტუდენტი გერმანიაში 3-თვიან პრაქტიკას გადის. ახლახან გავუშვით ბოლო ნაკადი.

მემორანდუმები გვაქვს როგორც შიდაუნივერსიტეტებთან, ასევე –  გარეთაც.

,,არდაგანის უნივერსიტეტი” არის კავკასიის სააერთაშორისო გაერთიანების ხელმძღვანელი, ის ყოველ წელს მართავს სხვადასხვა ქვეყანაში კონფერენციას და ჩვენ უნივერსიტეტიც არის მონაწილე.

აქტიურად ვურთიერთობთ სომხეთთან, აზებრაიჯანთან… რუსეთთან, გარკვეული მიზეზების გამო, ვერიდებით.

გვყავს 50 არჩეული და 70-მდე მოწვეული პროფესორი.ყველა მიმართულებაზე წამყვანი ადგილობრივი პროფესორია.

-დასაქმების კუთხით უნივერსიტეტი რა პერსპექტივებს სთავაზობს სტუდენტებს?

-ამ მიმართულებით  ძალიან კარგი შედეგები აქვთ ეკონომიკისა და ბიზნესის მართვის სტუდენტებს – მათი 80 პროცენტი დასაქმებულია. წელს ერთი კარგი რამ შევიმუშავეთ – მოგეხსნებათ, ფილოლოგ და ისტორიკოს სტუდენტებს არ ჰქონდათ სკოლაში მუშაობის უფლება. ახლა შემოვიტანეთ 60-კრედიტიანი პედაგოგის მომზადების პროგრამა და მათ საშუალება ექნებათ პირდაპირ სკოლაში დაიწყონ მუშაობა ქართული ენისა და ლიტერატურის ან ისტორიის მასწავალებლებად.

-როგორია საპატრიარქოს ჩართულობა უნივერსიტეტის შიდასივრცეში?

-ჩვენ ყველა სტანდარტი იმის მიხედვით გვაქვს დაწესებული, რაც სახელმწიფოშია. კი არის ჩვენი სასწავლებელი  საპატრიარქოსი, მაგრამ საეროცაა.

საპატრიარქო შიდაპროცესში არანაირად არ არის ჩართული, ეს მხოლოდ ჩვენი კომპეტენციაა, ის მხოლოდ ფინანსურად გვეხმარება.

-რა სიახლეებს გეგმავთ უახლოეს მომავალში, ,,დოქტრინას“ საშუალებით რომ გავაცნოთ მკითხველს?

-ვაკეთებთ საერთაშორისო ურთიერთობების მაგისტრატურას, აგრეთვე, ჟურნალისტიკის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებსა და საჯარო მოხელის მაგისტრატურას. ახლა უკვე აქტურად გვაქვს ეს პროგრამები წარგდენილი და დარწმუნებული ვართ, აკრედიტაციას წარმატებით გავივლით.

 

მასალა მოამზადა: ნატალია ჯალაღონიამ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი  – ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
განათლება

თსუ-ში დასაქმების ფორუმი გაიმართება

4 აპრილს, 10:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დასაქმების ფორუმი დაიწყება.  70-ზე მეტი კერძო და საჯარო სექტორის დამსაქმებელი გააცნობს და შესთავაზებს თსუ-ის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს სტაჟირების, დასაქმებისა და კარიერული განვითარების სხვა შესაძლებლობებს. ღონისძიებას დაესწრება თსუ-ის რექტორის მოადგილე – მიხეილ ჩხენკელი.
ფორუმის მონაწილე დამსაქმებლები წარმოადგენენ საბანკო და საფინანსო, დაზღვევის, სამედიცინო და ფარმაცევტულ სფეროებს, მსხვილ სავაჭრო და სადისტრიბუციო ქსელებს, მომსახურებისა და ტურიზმის სფეროებს, სხვადასხვა პროფილის საკონსულტაციო და კვლევით ორგანიზაციას. კერძო კომპანიების გარდა, ღონისძიებაზე წარმოდგენილები იქნებიან საჯარო სფეროს დამსაქმებლებიც: სამინისტროები და სხვა საჯარო სამსახურები, მათდამი დაქვემდებარებულ სტუქტურებთან ერთად.
დასაქმების ფორუმი, რომელიც თსუ-ში უკვე მეორედ ტარდება, სტუდენტებისა და დამსაქმებლების დაახლოების ეფექტური გზაა. ფორუმი საშუალებას აძლევს ახალგაზრდებს პირადად შეხვდნენ და გაესაუბრონ მათთვის სასურველი კომპანიებისა და ორგანიზაციების ადამიანური რესურსების განყოფილებების წარმომადგენლებს, წარუდგინონ საკუთარი თავი, მიიღონ ინფორმაცია პოტენციური დამსაქმებლის მიმდინარე თუ სამომავლო საკადრო საჭიროებებზე. 

 მისამართი:ი.ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ I კორპუსი, სააქტო დარბაზის ფოიე.

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
განათლება

თსუ-ში საზოგადოებრივი მეცნიერებების კვირეული იმართება

საზოგადოებრივი მეცნიერებებით დაინტერესებულ მოსწავლეებს თსუ საბავშვო უნივერსიტეტი სთავაზობთ კვირეულს: ,,თავისუფლება. ადამიანი. სახელმწიფო”.

3 აპრილი – თავისუფლება (16:00)
6 აპრილი – ადამიანი (16:00)
7 აპრილი – სახელმწიფო (16:00)

კვირეულს გაუძღვება თსუ პოლიტიკის ფილოსოფიის დოქტორანტი – გიორგი გრიგოლაშვილი

მისამართი:ი.ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ I კორპუსი, უწყვეტი განათლების ცენტრი

მსურველებს გთხოვთ, დარეგისტრირდით ბმულზე.

სრულად ნახვა
განათლება

საქართველოს უნივერსიტეტსა და ინოვაციების სააგენტოს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს უნივერსიტეტსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ -ს – ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა შორის, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის მიზანია საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში ინოვაციური გარემოს განვითარება და უნივერსიტეტებში ინოვაციური სტარტაპების გენერირების პროცესის ხელშეწყობა.

ასევე, სააგენტო, „40000 IT სპეციალისტების მოსამზადებელი პროგრამის“ ფარგლებში, ჩაატარებს ტრენინგებს IT მიმართულებით.

მემორანდუმის ფარგლებში, სტუდენტებში ინოვაციური ბიზნეს იდეების აღმოჩენისა და მათი Start-upკომპანიებად განვითარების ხელშეწყობის მიზნით, მიმდინარეობს პრეაქსელერატორის პროგრამა.

პრეაქსელერატორი სტუდენტებს უზრუნველყოფს ბიზნესტრენინგების, მენტორშიპისა და სემინარების ინტენსიური, მოკლევადიანი კურსით. ასევე, ხელს შეუწყობს უნივერსიტეტის ბაზაზე ინოვაციური სტუდენტური ბიზნეს ინიციატივების აღმოჩენას, განვითარებას და ზრდის ხელშეწყობის მიზნით, დამატებით რესურსებთან დაკავშირებას.

 

წყარო: ug.edu.ge

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
განათლება

მედალოსან აბიტურიენტებს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი შეღავათებს სთავაზობს

ოქროსა და ვერცხლის მედლების მფლობელი აბიტურიენტები, რომლებიც რეგისტრაციისას უმაღლესი სასწავლებლების ჩამონათვალში პირველ ან მეორე ნომრად კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს მონიშნავენ, ჩარიცხვის შემთხვევაში, შემდეგი შეღავათით ისარგებლებენ:

ოქროს მედალოსნების წლიური გადასახადი, 2500 ლარის ნაცვლად, 2000 ლარით განისაზღვრება;

ვერცხლის მედალოსნების წლიური გადასახადი, 2500 ლარის ნაცვლად, 2250 ლარით განისაზღვრება.

ოქროსა და ვერცხლის მფლობელი აბიტურიენტები, მედიცინის ფაკულტეტზე ჩარიცხვის შემთხვევაში, 2000 ლარად ისწავლიან.

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
განათლებასაქართველო

მაგისტრანტობის კანდიდატთა რეგისტრაცია დაიწყო – გზამკვლევი

მაგისტრანტობის კანდიდატთა რეგისტრაცია დაიწყო და 5 აპრილის 18:00 საათამდე გაგრძელდება.

მსურველებმა რეგისტრაცია გაიარონ ვებგვერდებზე: www.naec.gov.ge და online.naec.ge

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მაგისტრობის მსურველები წელსაც, არჩეული მიმართულებების მიხედვით, სხვადასხვა ტიპის ტესტურ დავალებას შეასრულებენ.
 ვისაც სწავლის გაგრძელება საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, ჯანდაცვის, ჰუმანიტარული, ხელოვნების, განათლების, აგრარული და სოციალური მეცნიერებების განხრით სურს, A ტიპის ტესტი უნდა აირჩიოს. საინჟინრო, ინფორმაციული ტექნოლოგიების, ბიზნესის, ეკონომიკის, ფიზიკის, მათემატიკის არჩევის შემთხვევაში – B ტიპის ტესტს ირჩევთ, ხოლო თუ სამართლის განხრით გსურთ სწავლის გაგრძელება – C ტიპის ტესტს.
2009 წლიდან მოყოლებული, საქართველოს ყველა უმაღლესისაგანმანათლებლო დაწესებულების ნებისმიერ სამაგისტრო პროგრამაზე (გარდა საშემსრულებლო სპეციალობებისა) სწავლის გაგრძელების აუცილებელი პირობაა თითოეული მსურველის მიერ სულ მცირე ორი გამოცდის ჩაბარება. ეს გამოცდებია: საერთო სამაგისტრო გამოცდა (სსგ) და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დანიშნული გამოცდა/გამოცდები (გამოცდა სპეციალობაში, გამოცდა უცხოური ენაში და სხვა). სსგ-ის ჩატარებაზე პასუხისმგებელია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი, ხოლო დანარჩენ გამოცდებზე – შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება.
სსგ-ის ტესტი შედგება ოთხი ნაწილისაგან. ეს ნაწილებია: • წაკითხულის გააზრება; • ანალიტიკური წერა; • ლოგიკური მსჯელობა; • რაოდენობრივი მსჯელობა.
სსგ, როგორც წესი, ტარდება ივლისის თვეში. გამოცდისთვის, ჩვეულებრივ, გამოყოფილია ორი დღე. პირველ დღეს ჩატარდება გამოცდა წაკითხულის გააზრებასა და ანალიტიკური წერაში, მეორე დღეს კი ლოგიკური მსჯელობასა და რაოდენობრივ მსჯელობაში. გამოცდის ხანგრძლივობა, თითოეული ნაწილისათვის, 70 -75 წუთია.
გადახდის შესაძლო საშუალებები და საბანკო მომსახურების გადასახადი:
• ცენტრის ვებგვერდიდან – საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0,5 ლარი ;
• „საქართველოს ბანკის“ სერვისცენტრები – საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0,5 ლარი;
• ვებგვერდზე ipay.ge – საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 1 ლარი;
• „საქართველოს ბანკის“ თვითმომსახურების ტერმინალით – საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 1 ლარი;
• საქართველოს ბანკის ინტერნეტბანკინგის საშუალებით – ibank.ge – საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 1 ლარი; •
PayBox თვითმომსახურების ტერმინალით – საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0,5 ლარი.
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”
სრულად ნახვა
1 23 24 25 26 27 28
Page 25 of 28