close
განათლება

თსუ-ში დასაქმების ფორუმი გაიმართება

4 აპრილს, 10:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დასაქმების ფორუმი დაიწყება.  70-ზე მეტი კერძო და საჯარო სექტორის დამსაქმებელი გააცნობს და შესთავაზებს თსუ-ის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს სტაჟირების, დასაქმებისა და კარიერული განვითარების სხვა შესაძლებლობებს. ღონისძიებას დაესწრება თსუ-ის რექტორის მოადგილე – მიხეილ ჩხენკელი.
ფორუმის მონაწილე დამსაქმებლები წარმოადგენენ საბანკო და საფინანსო, დაზღვევის, სამედიცინო და ფარმაცევტულ სფეროებს, მსხვილ სავაჭრო და სადისტრიბუციო ქსელებს, მომსახურებისა და ტურიზმის სფეროებს, სხვადასხვა პროფილის საკონსულტაციო და კვლევით ორგანიზაციას. კერძო კომპანიების გარდა, ღონისძიებაზე წარმოდგენილები იქნებიან საჯარო სფეროს დამსაქმებლებიც: სამინისტროები და სხვა საჯარო სამსახურები, მათდამი დაქვემდებარებულ სტუქტურებთან ერთად.
დასაქმების ფორუმი, რომელიც თსუ-ში უკვე მეორედ ტარდება, სტუდენტებისა და დამსაქმებლების დაახლოების ეფექტური გზაა. ფორუმი საშუალებას აძლევს ახალგაზრდებს პირადად შეხვდნენ და გაესაუბრონ მათთვის სასურველი კომპანიებისა და ორგანიზაციების ადამიანური რესურსების განყოფილებების წარმომადგენლებს, წარუდგინონ საკუთარი თავი, მიიღონ ინფორმაცია პოტენციური დამსაქმებლის მიმდინარე თუ სამომავლო საკადრო საჭიროებებზე. 

 მისამართი:ი.ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ I კორპუსი, სააქტო დარბაზის ფოიე.

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

 

გაზიარება:
fb-share-icon0