close

არქეოლოგია

არქეოლოგია

იტალიის ნაპირებთან ძველი რომაული გემი აღმოაჩინეს, რომელზეც ასობით დაუზიანებელი ამფორა ინახებოდა

იტალიის სანაპიროსთან ძველი რომაული გემის ნარჩენები აღმოაჩინეს. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ხომალდი, რომლის სიგრძეც დაახლოებით 20 მეტრია, რომისგან 80 კილომეტრის მანძილზე, 160 მეტრის სიღრმეზე იპოვეს. ის ძველი წელთაღრიცხვით პირველი ან მეორე საუკუნით თარიღდება.

ბორტზე ასობით ამფორა აღმოაჩინეს, რომლებშიც რომაელებს სითხეები – ღვინო, ზეთი, სოუსები გადაჰქონდათ. აღსანიშნავია, რომ ამფორების უმეტესობა ძალიან კარგად არის შენახული.

„ეს უნიკალური აღმოჩენაა, რომელიც ძველ დროში საზღვაო სავაჭრო გზების შესახებ გვაწვდის ინფორმაციას“, – აღნიშნავენ იტალიის პოლიციის სპეციალური განყოფილების თანამშრომლები, რომლებიც არქეოლოგიურ სამუშაოებს ხელმძღვანელობენ.

მათ ასევე განმარტეს, რომ ხომალდი დისტანციურად მართვადი რობოტის მეშვეობით აღმოაჩინეს. ამ ეტაპზე უცნობია, შეეცდებიან თუ არა სპეციალისტების ხომალდის ნარჩენების ან მისი ტვირთის ზედაპირზე ამოტანას.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
არქეოლოგია

მეცნიერებმა მაიას ცივილიზაციის ნაქალაქარი აღმოაჩინეს

არქეოლოგებმა იუკატანის ნახევარკუნძულის ჯუნგლებში მაიას უძველესი ქალაქის ნაშთები აღმოაჩინეს. ექსპერტებმა რამდენიმე პირამიდის მსგავსი, 15 მეტრის სიმაღლის ნაგებობა იპოვეს. ადგილზე ნახეს ჭურჭელიც, რომლებიც მიუთითებენ, რომ ქალაქი ჩვენს წელთაღრიცხვამდე 600-800 წლით ადრე არსებობდა.

ქალაქს ოკომტუნი ეწოდა, რაც მაიას ენაზე “ქვის სვეტს” ნიშნავს.

ოკომტუნი ლაზერული სკანირების მეშვეობით იქნა აღმოჩენილი. ის შემაღლებულ ადგილზეა განლაგებული და ჭაობებითაა გარემოცული. ვან სპრაიკმა, რომელიც მკვლევართა გუნდს ხელმძღვანელობდა, თქვა, რომ ისინი ყველაზე მეტად სწორედ ჭაობებით გარშემორტყმული ამაღლებული რელიეფის აღმოჩენამ გააოცა.

არქეოლოგების თქმით, ქალაქი მნიშვნელოვანი რეგიონალური ცენტრი იქნებოდა.

გაცნობებთ, რომ ტერიტორიის შესწავლა გრძელდება და შესაძლოა კიდევ ბევრი სიახლე აღმოაჩინონ.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
არქეოლოგიაისტორია

ნორვეგიაში 8 წლის გოგომ ნეოლითის ხანის იშვიათი ხანჯალი იპოვა

ნორვეგიის ქალაქ ვესტლანში 8 წლის გოგომ ნეოლითის ხანის იშვიათი ხანჯალი იპოვა.

8 წლის გოგოს მიერ ნაპოვნი ქვა დაახლოებით 3700 წლის ხანჯალი აღმოჩნდა.

კაჟის ხანჯლის სიგრძე 12 სანტიმეტრია.  არქეოლოგებმა შეისწავლეს ტერიტორია, სადაც გოგონამ ხანჯალი იპოვა, თუმცა სხვა არტეფაქტები ვერ აღმოაჩინეს.

ნეოლითი – ახალი ქვის ხანა, ქვის ხანის ბოლო საფეხური, რომელიც შეცვალა ენეოლითმა. ტერმინი „ნეოლითი“ მეცნიერებაში 1865 წელს შემოიტანა ჯ. ლაბოკმა იმ პერიოდის აღსანიშნავად, როდესაც ადამიანი თავის საკვებს მარცვლეული კულტურების კულტივაციითა და ცხოველთა მოშინაურებით მოიპოვებდა, მაგრამ იარაღის დასამზადებლად (ხისა და ძვლის გარდა) ჯერ კიდევ მხოლოდ ქვას იყენებდა.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
არქეოლოგიაისტორია

სად მდებარეობს ჩაძირული ქრისტეს ქანდაკებები?

წყალში ჩაძირული გვიდო გალეტის მიერ შესრულებული იესო ქრისტეს ბრინჯაოს ქანდაკების ერთ-ერთი ორიგინალი, რომელიც 1954 წელს დაიდგა, მდებარეობს ხმელთაშუა ზღვაში, იტალიაში, გამოგლისა და პორტოფონის შორის არის ზღვაში ჩაძირული.

ქრისტეს ქანდაკების სიმაღლე არის 2.5 მეტრი. იგი მდებარეობს 17 მეტრის სიღრმეზე და ქანდაკება მოთავსებულია იმ ადგილას, სადაც 1947 წელს პირველი იტალიელი აკვალანგისტი, დარიო მონზაგა დაიღუპა და ქანდაკებაც მის ხსოვნას ეძღვნება.

კოროზიის გამო ქანდაკება 2003 წელს ამოიღეს წყლიდან, აღდგენის შემდეგ 2004 წელს შეცვლილი ფუძით დააბრუნეს წყალში. ქანდაკება გაიწმინდა ასევე 2018 წელსაც.

პირველი ქანდაკების დადგმიდან 7 წლის შემდეგ მეორე ბრინჯაოს ქანდაკება გრენადაში, სამხრეთ – აღმოსავლეთ კარიბის ზღვაში განათავსეს, 1961 წელს. რამდენიმე წლის შემდეგ კი ამერიკის შეერთებულ შტატებში, 1965 წელს ფლორიდის შტატის სანაპიროს მიმდებარე ტერიტორიაზე ჩაძირეს. ქანდაკება დაახლოებით იწონის 260 კილოგრამს, ხოლო ბეტონის კონსტრუქცია, რომელზეც ქანდაკებაა დამაგრებული დაახლოებით 9 ტონას.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
არქეოლოგია

დამარხული ხელები – აღმოჩენა, რომელიც საზარელ ტრადიციაზე მიუთითებს

ძველეგვიპტური სასახლის ეზოში აღმოჩენილი თორმეტი ხელის მტევანი შეიძლება უცხოელი დამპყრობლის მიერ შესრულებული საზარელი, „ნადავლის მიღების“ რიტუალის შედეგი იყოს. ამის შესახებ ახალი კვლევა იუწყება.

ეგვიპტური სამარხებისა და ტაძრების წარწერებსა და რელიეფებზე დასახიჩრებული ან ამპუტირებული ხელები ჯერ კიდევ ახალი სამეფოს პერიოდში გვხვდება, ძვ. წ. მე-16 – მე-11 საუკუნეებში. ახალი კვლევის ავტორთა განცხადებით, ეს პირველი შემთხვევაა, როცა არქეოლოგებმა ნამდვილი ხელები აღმოაჩინეს და შეისწავლეს.

„ისინი სულ მცირე თერთმეტ მამაკაცს და სავარაუდოდ ერთ ქალს ეკუთვნის, რაც შეიძლება იმაზე მიუთითებდეს, რომ ქალებისთვის ომი უცხო სულაც არ იყო“, — წერენ მკვლევრები.

ჯგუფმა ანალიზები ჩაუტარა 2011 წელს აღმოჩენილ მარჯვენა ხელის მტევნებს. ისინი ჩრდილო-დასავლეთ ეგვიპტეში, ჰიქსოსის სასახლის ეზოში, სამ სხვადასხვა ორმოში იყო დამარხული.

სასახლე მე-15 დინასტიას ეკუთვნოდა (ძვ. წ. 1640-1530), როდესაც ქვემო და შუა ეგვიპტეს, ქალაქ კუზაემდე, ჰიქსოსი მეფეები მართავდნენ. მიიჩნეოდა, რომ ჰიქსოსები ეგვიპტის დამპყრობლები იყვნენ, მათი მეფეები კი ცივილიზაციის პირველი უცხოელი მმართველები, მაგრამ უახლესი მტკიცებულებების მიხედვით, შეიძლება ასე სულაც არ იყო.

გერმანელ და ავსტრიელ მკვლევართა ჯგუფის ცნობით, ორმოში ნაპოვნი მოჭრილი ხელები სულ მცირე 12 ზრდასრულ ადამიანს ეკუთვნის, მაგრამ ასევე აღმოჩენილია რამდენიმე არასრული ხელი და თითები, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ჯამში იქ შეიძლება 18 ხელი იყოს.

ჯგუფმა, რომელსაც გერმანიის არქეოლოგიური ინსტიტუტის პალეოპათოლოგი ჯულია გრესკი ხელმძღვანელობდა, პირველ რიგში მოჭრილი ხელების განლაგების ტაფონომიური მიზეზები განიხილა. ტაფონომია სიკვდილის შემდეგ სხეულსა და მის ნაწილებს სწავლობს, აფასებს შენარჩუნების, ხრწნისა და განმარხების პროცესებს.

მიუხედავად იმისა, რომ სხეულის ნაწილების დროთა განმავლობაში გადაადგილება უცხო არ არის, თუნდაც წყალდიდობის ან ლეშისმჭამელების, ანდაც ეროზიის მიერ, მკვლევრები ფიქრობენ, რომ ორმოებში მოჭრილი ხელები მიზანმიმართულად უნდა დაემარხათ.

„წინამხრის მოცილების შემდეგ, ხელის მტევნები მიწაში ფართოდ თითებგაშლილი მოუთავსებიათ, ძირითადად, ხელისგულებზე“, — წერენ ავტორები.

მაჯის პროქსიმალური რიგის ძვლები, რვა პატარა ძვლის კრებული მაჯაში, რომლებიც ხელის მტევანს წინამხართან აკავშირებს, 12 შესწავლილი ხელიდან 6-ში ხელუხლებელი იყო. ვერ იპოვეს ქვედა მკლავის ფრაგმენტები, რაც მკვლევრებს აფიქრებინებს, რომ ხელები განზრახ არის მოკვეთილი, სახსრის კაფსულების გაჭრით და შემდეგ მაჯის მყესების გადაჭრით.

„გადარჩენის შანსის გარეშე ადამიანთა დასახიჩრება ხშირად ხელის მოკვეთით ხდება. ეს მეთოდი სწრაფი და ადვილია, მაგრამ ამ დროს, ქვედა მკლავი ხელზე მიბმული რჩება. თუ ამ ხელების შემთხვევაშიც ასე იყო, ადამიანებს, რომლებმაც ეს ცერემონია ჩაატარეს, კარგად უზრუნიათ მტევნისგან ქვედა მკლავის მოჭრაზეც“, — წერენ მკვლევრები.

როგორც მკვლევრები აღნიშნავენ, ორმოებში აღმოჩენისას, ხელის მტევნები ჯერ კიდევ „რბილი და მოქნილი“ იყო, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ისინი ან სიკვდილის შემდეგ გამაგრებამდე დამარხეს, ან ამ პროცესიდან მალევე.

სრულად ნახეთ აქ

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
არქეოლოგია

ინგლისში, მაღაზიის მშენებლობისას, რომაული მოზაიკა აღმოაჩინეს

ბაკინგემშირში სუპერმარკეტთა ქსელის, Aldi-ს ერთ-ერთი ფილიალის მშენებლობისას, არქეოლოგებმა საოცარ რამეს მიაკვლიეს. უფრო კონკრეტულად, ახალი სასურსათო მაღაზიის საძირკველში კარგად შემონახული მოზაიკა აღმოაჩინეს, რომელიც ოდესღაც ძველ რომაულ ვილას და აბანოს ეკუთვნოდა.

BBC მოზაიკას აღწერს, როგორც „ცოცხალი ფერებითა და რთული დეკორატიული ნიმუშებით გაჟღენთილს“, რომელიც ლურჯი, წითელი და თეთრი ტონალობებით ხასიათდება. ხოლო ოქსფორდის არქეოლოგთა გუნდი, რომელიც გათხრებზე მუშაობდა, ამტკიცებს, რომ დიზაინი დრობრივანის ჯგუფს ეკუთვნის, აღმოსავლეთ მიდლენდიდან.

როდესაც ახალი Aldi-ს მშენებლობა მიმდინარეობდა, Angle Property-ის დეველოპერებმა გუნდს დაავალეს, საძირკველი საფუძვლიანად შეესწავლათ. მიზეზი კი იმ ადგილებთან სიახლოვე იყო, სადაც ადრე სხვა რომაულ ნაშთებს მიაკვლიეს. იქვე ნაპოვნი არტეფაქტები მოიცავს წყლის ცისტერნებს, რაც აბანოს პოტენციურ არსებობაზე მიუთითებს.

ამჟამად მომდევნო ეტაპს მოზაიკაზე დამცავი მასალის დადება წარმოადგენს.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
არქეოლოგია

ეგვიპტეში, 1800 წლის წინანდელი ქალაქის აღმოაჩინეს

ეგვიპტეში, ქალაქ ლუქსორის შუაგულში, რომაული ეპოქის, 1800 წლის წინანდელი საცხოვრებელი ქალაქის ნანგრევები აღმოაჩინეს.

ეგვიპტის სიძველეთა უმაღლესი საბჭოს ხელმძღვანელის, მოსტაფა ვაზირის განცხადებით, ახ. წ. II-III საუკუნეების ეს ქალაქი ყველაზე ძველი და მნიშვნელოვანია ლუქსორის აღმოსავლეთ ნაპირზე აღმოჩენილთა შორის.

არქეოლოგებმა მიაგნეს რამდენიმე საცხოვრებელ ნაგებობას, ორ ე. წ. სამტრედე კოშკს (ნაგებობა, რომლებშიც მტრედები ჰყავდათ) და რამდენიმე სამჭედლოს.

სამჭედლოებში მკვლევრებმა იპოვეს ქოთნები, ხელსაწყოები, ბრინჯაოსა და სპილენძის რომაული მონეტები.

ლუქსორის დასავლეთ ნაპირზე ასევე მდებარეობს სხვა მნიშვნელოვანი ძეგლები, მათ შორის ე. წ. დედოფლების ველი და მეფეების ველი.

სრულად ნახვა
არქეოლოგია

სავარაუდოდ, არქეოლოგებმა ყველაზე ძველი მუმია აღმოაჩინეს

თუ არქეოლოგების მოსაზრებებს დავეყრდნობით, მათ ეგვიპტეში უძველესი და სრულყოფილად შემონახული მუმია აღმოაჩინეს — ფიქრობენ, რომ ეს იმ კაცის ნაწილებია, რომელსაც Hekashepes-ს უწოდებენ. 4300 წლის მუმია კაიროში, უძველეს სამარხში იპოვეს, რომელიც, სავარაუდოდ, მეხუთე/მეექვსე დინასტიიდან უნდა იყოს, შესაბამისად, ძვ. წ. აღ. 2500-2100 წლამდე თარიღდება.

მე ჩავიხედე სარკოფაგში, რათა მენახა, რა იყო შიგნით და დავინახე კაცის მშვენიერი მუმია, რომელიც მთლიანად ოქროს ფენებით იყო დაფარული, — აცხადებს ზაჰი ჰავასი, არქეოლოგი.

მრავალსაუკუნოვანი მუმია სტეპის პირამიდის მახლობლად საქარას ნეკროპოლისში აღმოაჩინეს, რომელიც, თავის მხრივ, იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში იმყოფება. ამას გარდა, სხვა მნიშვნელოვანი არქეოლოგიური აღმოჩენებიც გაკეთდა, რაც მოიცავს სამარხებს, რომელიც Meri-ს, ანუ „საიდუმლოების შემნახველსა“ და Khnum-djed-ef-ს, Una-ს პირამიდების კომპლექსის მღვდელს ეკუთვნოდა. აქვე, აღმოაჩინეს ღმერთების უამრავი ქანდაკება, ამულეტები, ნივთები ყოველდღიური ცხოვრებისთვის და ქვის სვეტები.

ეს აღმოჩენა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან იგი მეფეებს მათთან ერთად მცხოვრებ ხალხთან აკავშირებს, — განმარტავს ალი აბუ დეშიში, არქეოლოგი.

საინტერესოა ისიც, რომ ამ აღმოჩენამდე ერთი დღით ადრე სხვა არქეოლოგთა ჯგუფმა კაიროს სამხრეთით უძველესი ქალაქის Luxor-ის ნანგრევებს მიაგნო. მანამდე კი „ციფრულად გახსნეს“ 2300 წლის „ოქროს ბიჭის“ მუმია, შედეგად, ახალი ინფორმაციებიც მიიღეს იმის შესახებ, თუ როგორ იყენებდნენ ადრე ძვირფას ამულეტებს მკვდრების დასაცავად.

სრულად ნახვა
არქეოლოგია

იერუსალიმში X საუკუნის თხრილი აღმოაჩინეს, რომელზეც „იდუმალი“ ხელია გამოსახული

იერუსალიმის ძველ ქალაქში არქეოლოგებმა ხელის დამაინტრიგებელი ანაბეჭდი აღმოაჩინეს, რომელიც ერთ-ერთი ფარული თხრილის კედელზეა ასახული. თუმცა ეს აღმოჩენა არქეოლოგიური გათხრების ნაწილი ნამდვილად არ ყოფილა, მაშინ შეამჩნიეს, როცა გზაზე ინფრასტრუქტურულ პროექტს ახორციელებდნენ. ექსპერტთა მოსაზრებით, იგი მეათე საუკუნეში მუსლიმებმა გათხარეს, რათა ქალაქის დაცვა მეტად გაეძლიერებინათ.

Israel Antiquities Authority-ის (IAA) თანახმად, თხრილის შესახებ, რომელსაც 10 მეტრი სიგანე და 7 მეტრი სიგრძე აქვს, არავინ იცოდა…

ძველი ქალაქის გარშემო მდებარე თხრილი დაახლოებით 1000 წლით თარიღდება, მეათე საუკუნით ან უფრო ადრე. მისი ფუნქცია იერუსალიმის მტრისგან დაცვა იყო, — განმარტავს ზუბაირ ადავი, გათხრების ხელმძღვანელი.

გამოდის, იმ პერიოდში დამპყრობლებს ქალაქი რომ აეღოთ, ჯერ ეს თხრილი უნდა გადაელახათ. შემდეგ კი 2 სქელ დამცავ კედელს მიადგებოდნენ, სადაც მათ ცეცხლისა და გოგირდის წვიმა დახვდებოდათ. აქ ერთი კითხვა რჩება, ვის ეკუთვნის ეს იდუმალებით მოცული ხელის ანაბეჭდი? ან რას უნდა ნიშნავდეს? ამჯერად არავინ იცის, რაც მაგიას კიდევ უფრო აძლიერებს. თუმცა მკვლევრებს აინტერესებთ, რაიმეს სიმბოლო ხომ არ არის? კონკრეტულ ელემენტზე ხომ არ მიგვითითებს? თუ უბრალოდ ადგილობრივების ხუმრობაა? ამ კითხვებზე პასუხს, ალბათ, მალე მივიღებთ

 

სრულად ნახვა
არქეოლოგია

კლეოპატრას საფლავის ძებნისას არქეოლოგებმა გვირაბი – “გეომეტრიული სასწაული” – აღმოაჩინეს

ეგვიპტის სანაპიროზე, ანტიკურ დანგრეულ ქალაქ ტაპოსირის მაგნას ტაძრის ქვეშ, არქეოლოგებმა უზარმაზარი გვირაბი აღმოაჩინეს, რომელსაც ექსპერტები „გეომეტრიულ სასწაულს“ უწოდებენ.
მიმდინარე გათხრებისა და ტაძრის შესწავლის დროს, დომინიკის რესპუბლიკაში სანტო დომინგოს უნივერსიტეტის მკვლევარმა კეტლინ მარტინესმა  და მისმა კოლეგებმა აღმოაჩინეს ნაგებობა მიწისქვეშე 13 მეტრის სიღრმეზე – 2 მეტრის სიმაღლის გვირაბი 1 305 მეტრის სიგრძეზე ქვიშაქვაშია გათხრილი. აღსანიშნავია რომ მარტინესი ტაპოსირის მაგნაში კლეოპატრა VII-ის დაკარგული საფლავის ძიების მიზნით მუშაობს.
ეგვიპტის ტურიზმისა და სიძველეების სამინისტროს ინფორმაციით, გვირაბი საოცრად ჰგავს ძვ. წ. მე-6 საუკუნის ევპალინოსის გვირაბს, რომელიც საბერძნეთის კუნძულ სამოსზე აღმოაჩინეს და ხშირად მოიხსენიება, როგორც ინჟინერიის საოცრებას.
მიუხედავად იმისა, რომ ტაპოსირის მაგნას გვირაბი არ არის თანაბარი, მისი ინჟინერია მაინც ძალიან შთამბეჭდავია.
ტაპოსირის მაგნა დააარსა დაახლოებით ძვ. წელთაღრიცხვით 280 წელს მეფე პტოლემე II-მ დააარსა, რომელიც ალექსანდრე მაკედონელის სახელოვანი გენერლისა და კლეოპატრას ერთ-ერთი წინაპარის ვაჟი იყო. ვარაუდობენ, რომ ტაძარი ეძღვნებოდა ღმერთ ოსირისს და მის დედოფალს, ქალღმერთ ისისს.
ჯერ ნაადრევია იმის თქმა, შეიძლება თუ არა ახალმა გვირაბმა მკვლევარები კლეოპატრასა და მისი ქმრის, მარკ ანტონის, დაკარგულ საფლავებამდე მიიყვანოს, მაგრამ სამომავლო სამუშაოებმა შეიძლება მეტი ინფორმაცია მოგვცეს.
იმის მიუხედავად, აღმოჩნდება თუ არა სამარხები, ამ ნანგრევების საფუძვლიანი გათხრები მაინც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან უფრო მეტ ინფორმაციას მოგვცემს იდუმალი უძველესი ქალაქის შესახებ. გვირაბმა უკვე მოიპოვა გარკვეული საგანძური: ჭურჭლის ნატეხები და კირქვის მართკუთხა ბლოკი.

სრულად ნახვა
1 2 3 4 5 17
Page 3 of 17