ადამიანის ევოლუციის ისტორია შესაძლოა ბევრად უფრო რთული იყოს, ვიდრე
აქამდე ითვლებოდა. ახალი ნამარხები მიუთითებს, რომ აფრიკის დატოვება
მხოლოდ Homo erectus-ის დამსახურება არ ყოფილა. მკვლევრები ვარაუდობენ,
რომ უფრო პრიმიტიულ ჰომინინებსაც შეეძლოთ კონტინენტის დატოვება
მილიონობით წლის წინ.
აღმოჩენილი ძვლები და ქვის იარაღები მიუთითებს, რომ ადრეული ადამიანები
გაცილებით მოქნილები იყვნენ გარემოსთან ადაპტაციის მხრივ. ეს ნიშნავს, რომ
მიგრაცია არ ყოფილა ერთჯერადი მოვლენა, არამედ ეტაპობრივი და
მრავალტალღოვანი პროცესი, რომელშიც სხვადასხვა სახეობა მონაწილეობდა.
ეს აღმოჩენა ცვლის ადამიანის გავრცელების კლასიკურ სქემას და აჩენს ახალ
კითხვებს: რა ფაქტორებმა უბიძგა ადრეულ ადამიანებს მიგრაციისკენ და როგორ
მოახერხეს ისინი მკაცრი გარემო პირობების დაძლევა თანამედროვე
ტექნოლოგიების გარეშე.
ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”










იტალიის კულტურის სამინისტროში განმარტავენ, რომ ნაკვალევები ბილიკებით მიუწვდომელ ტერიტორიაზე მდებარეობს და მათ შესასწავლად სპეციალისტები დრონებსა და სხვა დისტანციურ ტექნოლოგიებს გამოიყენებენ.


„სპილოს ძვლისგან დამზადებული ნაკეთობების გარდა, ევროპაში არქეოლოგები ძალიან იშვიათად პოულობენ სპილოების ნაშთებს. ეს ძვალი ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეკუთვნოდა იმ ლეგენდარულ სპილოთაგან ერთ-ერთს, რომლებიც ჰანიბალმა ალპებში გადაიყვანა“, – აღნიშნულია კვლევის შესახებ გამოქვეყნებულ 







