close

არქეოლოგია

არქეოლოგიასაქართველო

ქუთაისში არქეოლოგებმა 3 000 წლის წინანდელი თავდაცვითი თხრილი აღმოაჩინეს

ქუთაისში, გორას დასახლებაში არქეოლოგებმა თავდაცვითი თხრილი აღმოაჩინეს.

არქეოლოგების ინფორმაციით, დაახლოებით 10 მეტრის სიგრძის და ექვსი მეტრის სიღრმის თხრილი სავარაუდოდ 3 000 წლის წინანდელი უნდა იყოს.

„სამუშაოებისას გამოვლინდა მრავალფეროვანი დენდროლოგიური მასალა – სხვადასხვა ხის ნაშთები, ვაზის მტევნის წიპწები და ლეღვის კურკები. ასევე, კოლხური ცულის ყალიბის ფრაგმენტი“, – განუცხადა პირველ არხს არქეოლოგმა შალვა ბუაძემ.

სამუშაოები ხვალ დილით განახლდება. ადგილზე ქართულ-პოლონური ექსპედიცია მუშაობს.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტინა”

სრულად ნახვა
არქეოლოგიაეს საინტერესოაისტორიასაქართველო

არქეოლოგებმა ძველი ქუთაისის აქამდე უცნობი დასახლება აღმოაჩინეს

ქუთაისში, გორას დასახლებაში, ცაცხვების ქუჩაზე არქეოლოგებმა ძველი ქუთაისის აქამდე უცნობი დასახლება აღმოაჩინეს. ადგილზე, სადაც კერძო მფლობელი საკუთარი სახლის მშენებლობისას საძირკველის სამუშაოებს აწარმოებდა, ძველი ნივთები გამოჩნდა.

„ჩვენ გვქონდა საფუძვლიანი ეჭვი, რომ ამ ტერიტორიაზე ძველი ქუთაისის აქამდე უცნობი უბანი იყო. ამიტომ სამშენებლო სამუშაოებს თვალყურს ვადევნებდით. ეს დასახლება უნდა იყოს ძველი ქალაქის სამეურნეო უბანი. სადაც აღმოჩენილია ქვევრების, თონეებისჭა-მაცივრების და მინისა და კერამიკული ნაწარმის ნაშთები, რომლებიც მე-11- მე-13 საუკუნეებით თარიღდება”,-განაცხადა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის ისტორიულ არქიტექტურული მუზეუმ ნაკრძალის მმართველმა – როლანდ ისაკაძემ.

ადგილზე გრძელდება აღმოჩენილი ნივთების ალაგების სამუშაოები. აღმოჩენილ ნივთებს სახელმწიფო საცავში გადაიტანენ.

წყარო: 1tv.ge

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
არქეოლოგიაისტორიაკვლევებიმსოფლიო

ვის ეკუთვნის ეგვიპტეში აღმოჩენილი საიდუმლო სარკოფაგი?

ეგვიპტელმა არქეოლოგებმა გააქარწყლეს მეცნიერთა იმედები იმის შესახებ, რომ უძველეს სარკოფაგში, რომელიც ქალაქ ალექსანდრიაში რამდენიმე დღის წინ აღმოაჩინეს, ალექსანდრე დიდი იყო დაკრძალული.

დაახლოებით 2000 წლის შავი გრანიტით დალუქული სარკოფაგი მუშებმა საცხოვრებელი სახლის სამშენებლო სამუშაოების დროს რამდენიმე დღის წინ ქალაქ ალექსანდრიაში შემთხვევით აღმოაჩინეს.

30-ტონიანი სარკოფაგი ყველაზე დიდია აქამდე ალექსანდრიაში აღმოჩენილ სარკოფაგებს შორის, რაც კიდევ უფრო ამყარებდა ადგილობრივ  და საერთაშორისო პრესაში გავრცელებულ ვარაუდს იმის შესახებ, რომ ეს, შესაძლოა, ძველი ბერძენი მმართველის, ალექსანდრე დიდის სამუდამო განსასვენებელი ყოფილიყო, რომელმაც ქალაქი ალექსანდრია ძვ.წ.აღ.-ის 331 წელს დააარსა.

ეგვიპტის სიძველეების სამინისტრომ წერტილი დაუსვა დისკუსიას იმის შესახებ, ეკუთვნოდა თუ არა აღმოჩენილ სარკოფაგში განთავსებული ნეშთი ალექსანდრე დიდს.

„ჩვენ აღმოვაჩინეთ სამი ადამიანის ძვლები, რომლებიც, როგორც ჩანს, ერთი ოჯახის წევრები არიან…“, – განაცხადა სიძველეების უმაღლესი საბჭოს გენერალურმა მდივანმა მუსტაფა ვაზირიმ.

„ალექსანდრიაში აღმოჩენილი უცნობი საფლავი არ ეკუთვნის არც ალექსანდრე დიდს და არც პტოლემეციური პერიოდის (ძვ.წ.აღ.-ის 332 -30 წ.წ.) რომელიმე სხვა ცნობილ მმართველს,“ – განაცხადა ვაზირმა.  

ალექსანდრე დიდის საფლავი, რომელიც  ძვ.წ.აღ.-ის 323 წელს გარდაიცვალა, ჯერჯერობით უცნობია.

წყარო: www.reuters.com

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
არქეოლოგიაეს საინტერესოაისტორიამსოფლიო

მეცნიერებმა იორდანიაში უძველესი პური აღმოაჩინეს

მეცნიერებმა იორდანიაში, პრეისტორიულ ტერიტორიაზე, 14,500 წლის წინ გამომცხვარი უსაფუარო პურის ნაშთი აღმოაჩინეს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ადამიანები პურს მიწათმოქმედების განვითარებამდე ათასწლეულებით ადრე აცხობდნენ – გაცილებით ადრე, ვიდრე ამას აქამდე ფიქრობდნენ.

უსაფუარო პური ისეთი ველური მარცვლებისგანაა დამზადებული, როგორიცაა – ქერი, ეინკორნი და შვრია.

ის დამზადებულია Natufians-ის [უწოდებენ ადამიანებს, რომლებიც ძვ.წ. აღ-ის 12,500 -10,200 წლებში ცხოვრობდნენ] კულტურის  მიერ და ის შავი უდაბნოს ტერიტორიაზე აღმოაჩინეს.

,,ამ პერიოდის პური განსაკუთრებული გამონაკლისია“, – განაცხადა ამაია არანზოტაგუიმ, კოპენჰაგენის უნივერსიტეტის პოსტდოქტორულმა მკვლევარმა.

მისი ინფორმაციით, აქამდე პურის წარმოშობას ადრეულ ფერმერულ საზოგადოებას უკავშირებდნენ, რომლებსაც მარცვლეული და პარკოსანი მცენარეები მოჰყავდათ.

აქამდე პურის უძველესი მტკიცებულება თურქეთში იყო აღმოჩენილი და ის ძვ.წ.აღ.-მდე 9, 100 წლით თარიღდება.  

მეცნიერებმა იორდანიაში აღმოჩენილი უსაფუარო პურის აღდგენა პაპირუსებზე დაცული რეცეპტების საშუალებით სცადეს. აღმოჩნდა რომ ის საკმაოდ მარილიანი და,  ამავდროულად, ტკბილი იყო.

წყარო: Reuters

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
არქეოლოგიაისტორიამსოფლიო

ეგვიპტეში ის ადგილი აღმოაჩინეს, სადაც მუმიებს ამზადებდნენ

ეგვიპტის ნეკროპოლის საქარაში არქეოლოგებმა აქამდე უცნობი სამარხი აღმოაჩინეს. მეცნიერთა მტკიცებით, 30 მეტრის სიღრმეში განთავსებული სამარხი არის ადგილი, სადაც სასულიერო პირები გარდაცვლილი ადამიანების მუმიებს ამზადებდნენ.

სამარხის ქვემოთ არქეოლოგებმა პალატები, სამი ხის სარკოფაგი, მუმია და „იმქვეყნად გასაყოლებელი“ ნივთები აღმოაჩინეს.

აღმოჩენილ ნივთებს შორის ერთი უჩვეულო რამ იყო: ერთ-ერთ სარკოფაგში მდებარე მუმიას ვერცხლის ნიღაბი ეკეთა, რომელსაც თვალების ადგილზე კალციტი, ობსიდიანი და ონიქსი ჰქონდა. აღსანიშნავია, რომ მსგავსი ნიღაბი 1939 წლის შემდეგ არ აღმოუჩენიათ.

„ან ნიღბის აღმოჩენას შესაძლოა, სენსაცია ვუწოდოთ, ვინაიდან დღემდე მეტალის ძალიან ცოტა ნიღაბია აღმოჩენილი,“ – განაცხადა არქეოლოგმა რამადან ჰუსეინმა, რომელიც გერმანელ-ეგვიპტელ არქეოლოგთა იმ ჯგუფს ხელმძღვანელობს, რომელმაც აღნიშნული აღმოჩენა გააკეთა.  

მეცნიერთა გუნდმა ნიღბის მფლობელის ვინაობა დაადგინა – ის  ქალღმერთ მუტის მეორე სულიერი მოძღვარი და ქალღმერთ ნიუტ-შაეს სულიერი წინამძღოლი იყო. ის ცხოვრობდა და გარდაიცვალა 26- დინასტიის დროს, სეიტსპარსული პერიოდი ჩვ.წ.აღ-მდე 664 -404 წლებში.

სამარხში აღმოაჩინეს ორი დიდი აუზი, რომლებიც, სავარაუდოდ, ორი მიზნით იყენებდნენ: ბუნებრივი, მარილისგან დამზადებული კონსერვანტის – ნატრონის გამოყენებით ადამიანის სხეულის გამოსაშრობად და შესახვევი დოლბანდების დასამზადებლად.

არქეოლოგებმა ალებასტრის ქილებიც აღმოაჩინეს, რომელსაც ძველ ეგვიპტეში გარდაცვლილი ადამიანის ორგანოების შესანახად იყენებდნენ, რომელსაც მუმიფიცირების დროს აცლიდნენ.

გუნდმა აღმოჩენის გასაკეთებლად უახლესი ფოტოგრამეტრია და 3Dლაზერული სკანირება გამოიყენა. ისინი ყველა აღმოჩენილი არტეფაქტის 3Dლაზერულ სკანირებას ახორციელებენ.  

წყარო: https://www.sciencealert.com

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
არქეოლოგიაკულტურასაქართველოტურიზმი

გუდაბერტყას ნამოსახლარს ტურისტული ინფრასტრუქტურა შეემატა

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით, გუდაბერტყას ნამოსახლართან ახალი ტურისტულ-ინფრასტრუქტურული ნაგებობა იხსნება. არქეოლოგიური ძეგლის ვიზიტორები ამიერიდან გადასახედი მოედნით სარგებლობას შეძლებენ, რომლიდანაც კონფლიქტის ზონის ტერიტორია უშუალო თვალთახედვის არეალში ხვდება. ბაქანზე მოწყობილია საინფორმაციო ბანერები, რომლითაც უცხოელი და ადგილობრივი მოქალაქეები არქეოლოგიური ძეგლის შესახებ მიღებული ცნობების მიღმა, კონფლიქტური რეგიონის ირგვლივ და იქ არსებული კულტურული მემკვიდრების ძეგლების შესახებაც მიიღებენ სათანადო ინფორმაციას. ახლო მომავალში, დამთვალიერებელთა მეტი ექსპრესიისთვის, გადასახედ მოედანზე ტურისტული ბინოკლიც განთავსდება, რაც ვიზიტორებს ცხინვალის რეგიონის მაქსიმალური სიახლოვით ვიზუალური ხედვის საშუალებას მისცემს. არქეოლოგიურ ობიექტზე მისულ ტურისტებს არქეოლოგიური გათხრების პროცესისა და მისი მიმდინარეობისას აღმოჩენილი არტეფაქტების გაცნობის საშუალებაც ექნებათ. არქელგიურ ძეგლზე ახალ ინფრსატრუქტურულ ობიექტს 11 ივლისს საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ გიორგაძე და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე გახსნიან. მიმდინარე წლიდანვე სააგენტო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სხვა ტურისტული- ინფრასტრუქტურული ელემენტებით კეთილმოწყობის საპროექტო დოკუმენტაციაზე დაიწყებს მუშაობას. არქეოლოგიური საიტის ტერიტორიას ვიზიტორთა ცენტრი, სავალი ბილიკები და კაფე შეემატება. სამომავლოდ პროექტი ასევე მიცავს გუდაბერტყას ტერიტორიიდან უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალამდე ველო და საცხენოსნო ტურიზმის ტრასების მოწყობასაც. პარალელურად, გუდაბერტყას ნამოსახლარზე გრძელდება არქეოლოგიური კვლევა-ძიების პროცესიც, რომელიც სააგენტოს დაფინანსებით უკვე მე-3 წელია გრძელდება. არქეოლოგ გოგი მინდიაშვილის ხელმძღვანელობით დგილზე მიმდინარე გათხრების შედეგად უკვე აღმოჩენილია მტკვარ-არაქსის კულტურის, ძვ.წ.აღ-ის IV – III ათასწლეულის ნახანძრალი საკულტო ნაგებობა. შიდა ქართლის ტერიტორიაზე ერთ-ერთ ყველაზე დიდ ნამოსახლარზე, რომელიც ორ კულტურულ ფენას მოიცავს, ზედა ფენაში აღმოჩენილია გვიანი ბრინჯაოს ადრე რკინის ხანის (ძვ. წ.აღ.XII-VII სს.) შენობათა ნანგრევები, იმ დროისთვის დამახასიათებელი ფურნე – ღუმელები, რიგ შემთხვევაში კი დაუზიანებელი, მთლიანი ჭურჭელი.ქვედა ფენების გათხრებით კი გამოვლენილია ადრე ბრინჯაოს, მტკვარ-არაქსის კულტურის (ძვ. წ.აღ.XVII ს.) ნამოსახლარი – თითქმის მთლიანი ნაგებობების ნაშთები, იმ დროისთვის დამახასიათებელი ცენტრალურშვერილებიანი კერები, რომლებიც, როგორც წესი, შეღებილია წითელი საღებავით. გათხრების დროს ასევე ნაპოვნია იმ პერიოდის ჭურჭელი, გამომწვარი ბათქაში, რელიეფები.  გუდაბერტყას არქეოლოგიური ობიექტი თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის 77-ე კილომეტრზე მდებარეობს.

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
არქეოლოგიასაქართველო

თერჯოლაში ზედაპალეოლითური პერიოდის მასალა აღმოაჩინეს

სპეციალისტების თქმით, აღმოჩენილი მასალა, დაახლოებით, 15 ათასი წლის წინანდელია.

საგვარჯილეს კარსტული მღვიმე სოფელ ძევრის მახლობლად, მდინარე შავიწყლს ხეობაში (თერჯოლის მუნიციპალიტეტი), 220 მეტრ სიმაღლელეზე მდებარეობს  და მრავალფენიანი არქეოლოგიური ძეგლია.

სტრატიგრაფიულ ჭრილში ფიქსირებულია 12 ფენა; ზედა პალეოლითის, ნეოლითის, ენეოლითის, ადრინდელი ბრინჯაოს, ანტიკური და ფეოდალური ხანის საერთო სიმძლავრეა 13 მ სტერილური შრეებით ერთმანეთისაგან გამოყოფილია პალეოლითური ხანის 5 ფენა. ქვედა ფენაში აღმოჩნდა ზედაპალეოლითური ხანის ქვის ნაწარმი, შუაპალეოლითური (მუსტიეს ეპოქის) წვეტანები და სახოკები. მომდევნო 4 ფენა შეიცავდა ზედა პალეოლითის სხვადასხვა საფეხურისათვის დამახასიათებელ ნივთებს (ზღვის ლოკოკინებისაგან დამზადებული ყელსაბამი; გეომეტრული ორნამეტრით შემკული ძვლის საკინძი, ტალკისაგან დამზადებული ძვლის საკინძი, ტალკისაგან დამზადებული წერტილოვანი ნაჭდევებით შენკული საკიდი – ავგაროზები, ცხოველთა გახვრეტილი კბილები და სხვა).

ენეოლით-ადრინდელი ბრინჯაოს ფენებში ნაპოვნია ირმის რქისგან დამზადებული თოხისნაირი იარაღი, ძვლის ჭვილთი, ანკესი, ნემსები, სადგისები და სხვა. მრავლადაა კაჟის ქვის ნაკეთობანი (სხვადასხვა ტიპის ისრისპირები და შუბისპირები, ქვის გახეხილ-გაპრიალებული იარაღი, სამაჯურები, კერამიკური ნაწარმი და სხვა).

ენეოლით-ადრინდელი ბრინჯაოს მასალა დაცულია აკად. ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში, დანარჩენი – ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგარაფიის ინსტიტუტის არქეოლოგიის კვლევის ცენტრში.

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
არქეოლოგიაეს საინტერესოაისტორიაკულტურამსოფლიო

ჯოსერის პირამიდაში ოსირისის ქანდაკება აღმოაჩინეს

ჯოსერის პირამიდაში ოსირისის ქანდაკება აღმოაჩინეს მაშინ, როდესაც საჰარის უდაბნოში არსებული ნაგებობის რესტავრაცია მიმდინარეობდა. 

ოსირისი ძველ ეგვიპტურ მითოლოგიაში ერთ-ერთი უმთავრესი ღვთაება, მცენარეულობისა და წყლის ღმერთი, მიცვალებულთა მფარველი და მსაჯული იყო. ჩნდება კითხვა, თუ რატომ იყო ოსირისის ქანდაკება პირამიდაში, რაზეც პასუხი ჯერჯერობით არ არის.

ძველი ეგვიპტის ფარაონ ჯოსერის საფეხუროვანი პირამიდა ძველი სამეფოს III დინასტიიდან, აგებულია, დაახლოებით, ძვ. წ. 2650 წლისათვის. ჯოსერის პირამიდა უძველესია ეგვიპტის პირამიდებს შორის, მისი სიმაღლე შეადგენს 62,5 მეტრს და, ამ მონაცემით, იგი მეცხრე ადგილს იკავებს. იგი ასევე ერთადერთი ეგვიპტური პირამიდაა, რომლის ფუნდამენტიც არაა კვადრატული ფორმის.

წყარო:  ancient-origins.net

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
არქეოლოგიაისტორიაკულტურასაქართველო

გუდიაშვილის მოედანზე სხვადასხვა ზომის ქვევრები აღმოაჩინეს

დედაქალაქის მერიისა და თბილისის განვითარების ფონდის პროექტის ,,ახალი ტფილისი” ფარგლებში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს, გუდიაშვილის მოედანზე, მორიგი არქეოლოგიური მასალა აღმოაჩინეს.

ბ. ახოსპირელის N4-ში, სარდაფში განლაგებულ სხვადასხვა ზომის ქვევრში კერამიკული ნაწარმი – დიდი, საშუალო და მცირე ზომის, მოჭიქული სამი დოქი, ასევე, საშულო და მცირე ზომის ჭინჭილა აღმოჩნდა. ხუთივე ჭურჭელი ერთნაირად, მომწვანოდაა მოჭიქული. ისინი ზუსტად იმეორებენ ცოტა ხნის წინ გუდიაშვილის მოედანზე, ახოსპირელის N7/2-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის სარდაფში გამოვლენილ კერამიკულ ჭურჭელზე დატანილ დამღას, წვეროსანი მამაკაცის ანფასს, რომელსაც პირობითად „თბილისელი“ ეწოდა. კერამიკული ნაწარმი, შესაძლოა, გვიანი შუა საუკუნით დათარიღდეს.

გარდა ამისა, ერთ-ერთ ქვევრში სპილენძის აზარფეშა – გრძელტარიანი, ფართოპირიანი დიდი კოვზისებური ღვინის სასმისი და სპილენძის თეფში აღმოჩნდა.

გუდიაშვილის მოედანზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს არქეოლოგების ზედამხედველობით, სამშენებლო კომპანიები – „ინსი“ და „ანაგი“ ახორციელებენ.

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

 

 

 

 

 

სრულად ნახვა
არქეოლოგიაარქიტექტურა/დიზაინიკულტურარელიგია და მეცნიერებასაქართველო

მიწისძვრის გამო დანგრეულ ჯრუჭის მონასტერს აღადგენენ

საჩხერის მუნიციპალიტეტში 1991 წლის მიწისძვრის გამო დანგრეული ჯრუჭის მონასტრის რეაბილიტაცია იწყება. პროექტი გარდამავალია და ორწლიანი სამუშაოების სატენდერო ღირებულება შეადგენს 685 000 ლარს.

თანხა გამოიყოფა რეგიონული განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის 5% თანადაფინანსებით.

ჯრუჭის მონასტერი X საუკუნეშია დაარსებული და ერთ-ერთ გამორჩეულ კულტურულ და საგანმანათლებლო კერას წარმოადგენდა. ცნობილია ჯრუჭის სახარება (ოთხთავი), რომელიც ქართული კალიგრაფიის უბრწყინვალეს ნიმუშს წარმოადგენს და დაცულია საქართველოს კორნელი კეკეკლიძის სახელობის ხელნაწერთა სახელმწიფო ინსტიტუტში.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
1 12 13 14 15 16 17
Page 14 of 17