close
არქეოლოგია

რუსეთში 40,000 წლის წინ გარდაცვლილი მგლის თავი აღმოაჩინეს

ციმბირში, რუსეთში 40,000 წლის წინ გარდაცვლილი მგლის თავი აღმოაჩინეს. ცხოველის თავი ყინულისგან იმდენად კარგად არის შენახული, რომ ბეწვი, კბილები, ტვინი და სახის ქსოვილები ძირითადად დაუზიანებელია.

Siberian Times-ის ინფორმაციისთ, ცხოველის თავი ადგილობრივმა მამაკაცმა, პაველ იაფიმოვმა, იაკუტიაში, მდინარე ტირეხტიახის ნაპირებზე შარშან ზაფხულს აღმოაჩინა. მგლის თავი იაკუტიის მეცნიერებათა აკადემიას გადასცეს. მათ ნიმუშები და სხვა მონაცემები საზღვარგარეთ გაგზავნეს და იაპონელი და შვედი კოლეგების დახმარებით მისი დაახლოებითი ასაკი დაადგინეს.

მგლის თავი თანამედროვე მგელზე გაცილებით დიდია, ის ბეწვითაა დაფარული.

მგელს პლასტინაციას ჩაუტარებენ, რაც წყლისა და ცხიმის პლასტმასით შეცვლას გულისხმობს. პლასტინაცია თავს გახრწნისგან დაიცავს და ქსოვილებს სამეცნიერო მიზნებისთვის შემოინახავს.

წყარო : Reuters  

მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

გაზიარება:
fb-share-icon0