close

არქეოლოგია

არქეოლოგიაისტორიაკულტურა

უძველესი ფილისტიმელები შესაძლოა ევროპელები იყვნენ

ახალი კვლევის თანახმად, უძველესი ფილისტიმელები, რომლებიც ბიბლიაში არაერთხელ არიან მოხსენიებულები და რომელთა წარმომავლობას ათწლეულების განმავლობაში განსჯის საგანია მეცნიერთა შორის, ახლო აღმოსავლეთში სამხრეთ ევროპიდან დაახლოებით 3000 წლის წინათ ჩავიდნენ.

აღნიშნული დასკვნა მეცნიერებმა 2016 წელს ისრაელში აღმოჩენილ ჩონჩხებზე ჩატარებული დნმ-ის კვლევის საფუძველზე გააკეთეს.

ფილისტიმელები-ბიბლიური ქანაანის ყველაზე იდუმალი ხალხია, რომლებიც ძირეულად განსხვავდებოდნენ ამ რეგიონის სემიტური მოსახლეობისაგან. ბიბლიაში ნათქვამია, რომ ეს ხალხი კუნძულ კაფტორზე ( თანამედროვე ივრითიდან-”კრეტა”) გაჩნდა.  თუმცა არქეოლოგიური წყაროებით ეს დამტკიცებული არაა. “ზღვის ხალხების” ერთ-ერთმა ტომმა, ფელესეტებმა ანუ ფილისტიმელებმა ქანაანის ოთხი ქალაქი: ასკალონი (აშკალონი), აშდოდი, გათი და ღაზა დაიპყრეს და მათ მიმდებარე ტერიტორიებზე დასახლდნენ. აქ დაარსეს მათ ქალაქი ეკრონიც. ფილისტიმელების დასახლებამ ამ ტერიტორიაზე დიდი გავლენა მოახდინა შემდეგ განვითარებულ მოვლენებზე და მნიშვნელოვანი კვალი დაამჩნია პალესტინის ხალხების ისტორიას.

ზემოთაღნიშნული დნმ-ის კვლევის ჩატარებამდე უცნობი იყო, თუ საიდან მოდიოდა ფილისტიმელების კვალი მანამ, სანამ ისინი თანამედროვე სამხრეთ ისრაელისა და ღაზას ტერიტორიაზე დასახლდებოდნენ.

“ჩვენმა კვლევამ პირველად აჩვენა, რომ ფილისტიმელები ამ რეგიონში ძვ.წ.აღ-ის მე -12 საუკუნეში გადავიდნენ”, განაცხადა დანიელ მასტერმა, რომელიც ლეონ ლევის აშკელონის ექსპედიციის დირექტორი გახლავთ. აშკელონი არის სანაპირო ქალაქი, სადაც ფილისტიმელთა პირველი სასაფლაო აღმოაჩინეს.

აშკელონის ექსპედიციის კვლევა დნმ-ის ტესტირებას ეფუძნება. გუნდმა გერმანიის მაქს პლანკის მეცნიერებისა და ადამიანის ისტორიის ინსტიტუტში ჩონჩხის 100 ნიმუში გაგზავნა, სადაც ათი ადამიანის ჩონჩხში დნმ-ი იქნა აღმოჩენილი და შესწავლილი.

მეცნიერები აცხადებენ, რომ ჯერ-ჯერობით უცნობია, სად ცხოვრობდნენ ფილისტიმელები მანამდე. დნმ-ის კვლევის საფუძველზე კი დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ მათი მიგრაცია  ახლო აღმოსავლეთში დაახლოებით 300 წლის წინ სამხრეთ ევროპიდან განხორციელდა.

Reuters 

სრულად ნახვა
არქეოლოგიაისტორიაკულტურასაქართველო

ქოჩალოს ეკლესიაში მე-10 საუკუნის ქართული წარწერა აღმოაჩინეს

2 დღის წინ, ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიაზე, ქოჩალოს ეკლესიის გაწმენდითი სამუშაოების შედეგად უმნიშვნელოვანესი ქართული წარწერა იპოვეს.

ასომთავრული ტექსტი X საუკუნის ბოლოსაა შესრულებული და ეკლესიისთვის მიწების შეწირვის შესახებ ჰყვება. წარწერაში ჰერეთის მეფე ადარნასე და დედოფალი დინარია მოხსენიებული. დღემდე მხოლოდ ნარატიული წყაროებით ცნობილი მეფე-დედოფალის მოხსენიების გარდა, უნიკალური აღმოჩენის განსაკუთრებულ მნიშვნელობას წარწერაში აღნიშნული საქართველოს ისტორიისთვის ამ დრომდე უცნობი რამდენიმე მმართველის სახელი და ისტორიული ჰერეთის უცნობი ტოპონიმი განსაზღვრავს.

ახლადგამოვლენილი ეპიგრაფიული ნიმუში საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს კვლევის სამსახურის ხელმძღვანელმა გიორგი გაგოშიძემ შეისწავლა. წარწერის სრულყოფილი პალეოგრაფიული შესწავლა სააგენტოში მომდევნო კვირაში გაგრძელდება და ანგარიშის სახით გამოქვეყნდება.

საეკლესიო წარწერის სამეცნიერო კვლევის მიზნით სააგენტოს სპეციალისტების ჯგუფი ლაგოდეხს უახლოეს დღეებში კიდევ ეწვევა, სადაც ეროვნული კატეგორიის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე წინასარეაბილიტაციო მოსამზადებელი ეტაპის გაწმენდით პროცესს ფონდი „ლაგოდეხის ქომაგი“ ადგილობრივი მცხოვრებლების შემოწირულობებისა და მოხალისეთა ენთუზიაზმის საფუძველზე ახორციელებს.

სამუშაოები კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ნებართვისა და ზედამხედველობის ქვეშ, არქეოლოგ – დავით ყვავაძის ხელმძღვანელობით მიმდინარეობს.

ქოჩალოს ეკლესია VI-VII საუკუნეებს განეკუთვნება და ორნავიან არქიტექტურულ ნაგებობას წარმოადგენს. ახლადგამოვლენილი წარწერის მიხედვით, მე – 10 საუკუნის ბოლოსთვის ის მონასტერი უნდა ყოფილიყო. 1614-1617 წწ. კახეთში სპარსეთის შაჰის – აბას I ლაშქრობების შემდეგ ლაგოდეხი გაუდაბურდა, რამაც ისტორიული მეხსიერების გაქრობაც განაპირობა.

სავარაუდოდ, ქოჩალოს ეკლესია ამ პერიოდიდანაა განადგურებული და უმოქმედო. ეროვნული მნიშვნელობის უძრავი ძეგლის კატეგორია ეკლესიას 2006 წლიდან აქვს მინიჭებული. 

სრულად ნახვა
არქეოლოგია

ციმბირში 40.000 წლის წინ მცხოვრები მგლის გაყინული თავი იპოვეს

Guardian-ის ცნობით, ციმბირში 40.000 წლის წინ მცხოვრები მგლის თავი იპოვეს. ცივი კლიმატური პირობების გამო მგლის ბეწვი, კბილები, ტვინი და სახის ქსოვილები შენარჩუნებულია. 

როგორც მკვლევრებმა დაადგინეს, მგლის თავი 40 სმ სიგრძისაა და თანამედროვე მგლის ზომებისგან განსხვავდება. აღნიშნული აღმოჩენა სპეციალისტებს საშუალებას მისცემს შეისწავლონ, როგორ განვითარდა მგელი დროთა განმავლობაში.

Siberian Times-ის ინფორმაციით, მგლის თავი ადგილობრივმა პაველ იეფიმოვმა გასულ ზაფხულს იაკუტის რეგიონთან ახლოს იპოვა.

სრულად ნახვა
არქეოლოგიაგეოგრაფიადედამიწაისტორია

ჩრდილოეთის ზღვაში სავარაუდოდ ქვის ხანის პერიოდის სამყარო იპოვეს

დიდ ბრიტანეთში, ბრედფორდის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ჩრდილოეთის ზღვაში ჩაძირული უძველესი ლანდშაფტი, გაქვავებული ტყის კვალი იპოვეს, რომელიც შესაძლოა ადრეულ მონადირე-შემგროვებელთა ნაშთებს ინახავდეს. ამის შესახებ ინფორმაცია Live Science-ში გამოქვეყნდა.

მკვლევრებმა 11-დღიანი ექსპედიციის ფარგლებში სინჯები აიღეს. ჩაძირული ლანდშაფტის ასაკი 10 ათას წელს აღწევს და რამდენიმე ათას კვადრატულ კილომეტრს მოიცავს. 

ნიმუშების პირველადი მონაცემების მიხედვით, ზღვის ფსკერზე არის შეკუმშული ტორფის ფენა. ეს მიუთითებს იმაზე, რომ იქ წარსულში ადამიანისთვის საცხოვრებლად შესაფერისი წყლები იყო. მეცნიერებს სჯერათ, რომ უახლოეს მომავალში ამ ადგილზე ადამიანის კვალსაც მიაგნებენ. 

სრულად ნახვა
არქეოლოგიაეს საინტერესოაისტორიაკულტურა

ეგვიპტეში აკლდამებში მუმიფიცირებული თაგვები იპოვეს

ეგვიპტეში, კაიროდან 390 კილომეტრში, ნილოსის მახლობლად მდებარე აკლდამაში მუმიფიცირებულ თაგვებს მიაგნეს. ამის შესახებ BBC წერს.

საქმე ეხება 2 ათას წელზე მეტი ხნის სულ მცირე 50 თაგვს. გამოცემის ინფორმაციით, თაგვები და სხვა ცხოველები ორი მუმიფიცირებული სხეულის გარშემო იყო განთავსებული.

ირკვევა, რომ აღმოჩენის შესახებ გასული წლის ოქტომბერში გახდა ცნობილი, როდესაც კონტრაბანდისტები შემთხვევის ადგილზე დააკავეს.

სფეროს სპეციალისტები განმარტავენ, რომ განსვენებულების აკლდამები ფარაონის მწერალ ანის და მის მეუღლე ტუტუს ეკუთვნით.

სრულად ნახვა
არქეოლოგიაეს საინტერესოაისტორიაკატეგორიის გარეშეკულტურამსოფლიოსაქართველო

საქართველო უძველესი ცივილიზაციების სამეულში მოხვდა

ამერიკულმა საიტმა The Top Tens გამოკითხვა ჩაატარა, რომლის მიხედვითაც „საუკეთესო უძველესი ცივილიზაციების“ ათეული უნდა დასახელებულიყო. შეფასებების მიხედვით საქართველომ რეიტინგში მესამე ადგილი დაიკავა.

პირველი ორი ადგილი საბერძნეთსა და ეგვიპტეს ერგოთ. შემდეგი პოზიციები კი რომმა, ჩინეთმა, ინდოეთმა, სპარსეთმა, აცტეკებისა და სპარტის იმპერიებმა დაიკავეს. ბოლო ადგილებზე კი კელტები, შუასაუკუნოვანი ინგლისი და ეთიოპია აღმოჩნდნენ.

რეიტინგის კრიტერიუმები უძველეს ცივილიზაციებს შეესაბამება და მომხმარებლებს აქვთ საშუალება კომენტარის სახით დააფიქსირონ ქვეყნის შესახებ საკუთარი მოსაზრება და დაასაბუთონ, თუ რატომ თვლიან ისინი კონკრეტულ ქვეყანას უძველეს ცივილიზაციად.

მომხმარებლების მიერ დატოვებულ კომენტარებში საქართველო მოხსენიებულია ყურძნის სამშობლოდ და აღნიშნულია ქვეყნის კოლორიტი, სტუმართმოყვარეობა და ცეკვები.

სრულად ნახვა
არქეოლოგიაეს საინტერესოაკატეგორიის გარეშემსოფლიო

მექსიკაში მაიას ცივილიზაციის ორასამდე ნივთი იპოვეს

მექსიკელმა არქეოლოგებმა მაიას ცივილიზაციის დროინდელი ორასამდე არტეფაქტი აღმოაჩინეს. The new york times-ის ინფორმაციით აღმოჩანილი ნივთებიდან უმრავლესობა ჭურჭელია.

არტეფაქტებს გამოქვაბულ “ბალაკუში” მიაკვლიეს. გამოქვაბული ნახევარკუნძულ “იუკატანის” ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობს. “ბალამკუ” მიწისქვეშა გამოქვაბულების და მღივმეების დიდი ქსელის ნაწილად ითვლება. მაიას ტომელები აქაურობას მიწისქვეშეთის კარიბჭედ მიიჭნევდნენ. აღმოჩენილი ნივთების უმრავლესობაზე “ტალოკა”, წვიმის და მოსავლის ღმერთია გამოსახული. მაიას გარდა, “ტალოკას” სხვადასხვა სახელით აცტეკები, საპოტეკები და მიშტეკებიც ეთაყვანებოდნენ

სრულად ნახვა
არქეოლოგიაისტორია

შავი ზღვის ფსკერზე ჰიტლერის „დაკარგული ფლოტი“ იპოვეს

თურქმა საზღვაო ინჟინერმა და დაივერმა სელჩუკ კოლაიმ შავი ზღვის ფსკერზე მეორე მსოფლიო ომისდროინდელი სამი გერმანული წყალქვეშა ნავი აღმოაჩინა. ამაზე TRT Haber-მა დოკუმენტური ფილმიც გადაიღო.

გერმანიის სამხედრო საზღვაო ძალების წყალქვეშა ნავები U-23, U-19 და U-20 1944 წელს ჩაძირეს. მათი ადგილმდებარეობა უცნობი იყო და ამიტომ მათ „ჰიტლერის დაკარგული ფლოტი“ დაარქვეს.

დაახლოებით 10 წლის წინ სელჩუკმა აღმოაჩინა რუკა, რომელზეც U-23-ის მეთაურმა ეკიპაჟის გასვლის ადგილი მონიშნა. სწორედ ამის შემდეგ დაიწყო ინჟინერმა ნავების ძებნა. მას თურქეთის საზღვაო ძალებიც შეუერთდა. ერთობლივმა სამუშაოებმა  4 წელს გასტანა. ბოლოს ისინი სტამბულის მახლობლად ზღვაში, 25-დან 300 მეტრის სიღრმეზე აღმოაჩინეს.

სრულად ნახვა
არქეოლოგიაისტორიაკულტურამსოფლიოსაქართველო

საქართველო არა მხოლოდ ვაზის, არამედ თაფლის სამშობლოც არის.

ბორჯომში, სოფელ საკირეში, ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად, აღმოაჩინეს უძველესი თაფლი. რამდენიმე წლიანი ლაბორატორიული კვლევების შედეგად დადასტურდა რომ თაფლი 5500 წლის წინანდელია. ასევე მეცნიერები გვიდასტურებენ რომ თაფლი არის მოშინაურებული ფუტკრისგან დამზადებილი და არა ველური. აქამდე თაფლის უძველეს კერად ეგვიპტე ითვლეობდა, რადგან 3000 წლის წინანდელი თაფლი, ტუტანხამონის საფლავში აღმოაჩნეს და მისი ანალოგი არ მოიძებნებოდა.

ბორჯომში ჩატარებულმა არქეოლოგიურმა კვლევამ კი დაადასტურა, რომ საქართველო არა მხოლოდ ვაზის, არამედ თაფლის ასამშობლოც არის.

წყარო: გეგა ხვედელიძე

სრულად ნახვა
არქეოლოგია

მეცნიერებმა იქთიოზავრის აქამდე უცნობი სახეობა აღმოაჩინეს

მეცნიერებმა 200 მილიონი წლის წინ დაღუპული და ზღვის ფსკერზე ჩაძირული დელფინის მაგვარი რეპტილიის ჩონჩხის ციფრული რეკონსტრუქცია განახორციელეს.

ბრიტანეთში, ვორვიკშირში (Warwickshire) აღმოჩენილი განმარხებული არსების ფოტო სამეცნიერო ჟურნალმა PeerJ-მა გამოაქვეყნდა. მეცნიერები აცხადებენ, რომ ჩონჩხი იქთიოზავრის ცხოვრების შესახებ უნიკალური ინფორმაციის მატარებელია.

ზღვის ეს მტაცებელი არსება როგორც ჩანს იკვებებოდა თევზით, კალმარით და მსგავსი წყლის ბინადრებით.

ჩონჩხი მეცნიერებმა 60 წელზე მეტი ხნის წინ აღმოაჩინეს, მისი შესწავლა კი მხოლოდ ახლახანს გახდა შესაძლებელი.

„ნახევარ საუკუნეზე მეტი დრო დაგვჭირდა იმისთვის, რომ ეს იქთიოზავრი შეგვესწავლა, თუმცა ლოდინად ნამდვილად ღირდა,“ აცხადებენ მანჩესტერის უნივერსიტეტის მეცნიერები.

CT სკანერით შეგროვებული მონაცემების საშუალებით მეცნიერებმა მთელი ჩონჩხის  ციფრული რეკონსტრუქცია 3 დ ფორმატში განახორციელეს.

აღმოჩენილი რეპტილია თავდაპირველად  ჩვეულებრივ სახეობად ჩათვალეს, თუმცა დეტალურად შესწავლის შემდეგ მეცნიერებმა მას Protoichthyosaurus prostaxalis-ი უწოდეს.

უახლოეს მომავალში მკვლევარები იქთიოზავრის ჩონჩხის ციფრული გამოსახულების დახვეწას გეგმავენ.

წყარო : BBC

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტინა”

სრულად ნახვა
1 10 11 12 13 14 17
Page 12 of 17