close

ეს საინტერესოა

ეს საინტერესოაისტორია

როგორი იყო გლადიატორთა ბრძოლები?

რომაული საგარეო პოლიტიკოს ფორმულას – ,,გათიშე და იბატონე”, საშინაო პოლიტიკაში ემატებოდა ,,პური და სანახაობა”.  პოპულარობის მოსაპოვებლად და სოციალური პრობლემებიდან  ხალხის ყურადღების ჩამოსაშორებლად, პოლიტიკოსები ხშირად პურს უფასოდ არიგებდნენ და სანახაობებს მართავდნენ. რომაელთა საყვარელმა გასართობმა – გლადიატორთა ბრძოლებმა, პიკს იმპერიის ხანაში მიაღწია. იმპერატორებს არენაზე გლადიატორთა ათეულ ათასობით წყვილი გაჰყავდათ. სანახაობათა რაოდენობა წელიწადში 100-200 დღეს აღწევდა. მაყურებლის ზევით აწეული ცერი დამარცხებული გლადიატორისთვის სიცოცხლის შენარჩუნებას ნიშნავდა. დაწეული სასიკვდილო განაჩენს. მის ბედს საბოლოოდ იმპერატორი წყვეტდა. ერთადერთი, ვისაც იმპერატორის გადაწყვეტილების შეცვლა შეეძლო, ვესტას ქურუმი ქალი იყო. ბევრ მდიდარ რომაელს საკუთარი გლადიატორები ჰყავდა, რომლებიც ბრძოლებში მონაწილეობის გარდა პატრონსაც იცავდნენ. რომის იმპერიის დაცემის ხანაში გლადიატორთა ბრძოლები შეწყდა.

ყველაზე განთქმულ გლადიატორი სპარტაკი იყო, რომლის ხელმძღვანელობით მონათა დიდმა აჯანყებამ ძვ.წ. 73-71 წლებში რომის იმპერი შეაზანზარა.

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეს საინტერესოაისტორია

,,დაკიდული ბაღების” ნამდვილი ისტორია

ძვ. წ. VI საუკუნეში  ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორ II-მ აუშენა საყვარელ მეუღლეს ,,დაკიდული ბაღები”. მიდიის მეფის ასულ ამიტას ბაბილონის სიცხე ძალიან აწუხებდა და თავისი ქვეყნის მცენარეები ენატრებოდა. ქვისა და აგურის სვეტებს ეყრდნობოდა ტყვიის ფირფიტებით დაფარული ოთხი ტერასა, სარწყავი წყალი მდინარიდან ტუმბოებით აჰქონდათ მოედნებზე, რომლებზეც მიდიიდან და სხვადასხვა ქვეყნიდან  ჩამოტანილი ნარგავები იყო გაშენებული. ბაღები თავზე დაჰყურებდა ქალაქს და თითქოს ცაზე იყო ჩამოკიებული. ბაღებს დედოფალ სემირამიდასაც მიაწერდნენ, თუცა ის სამი საუკუნით ადრე ცხოვრობდა, წყალდიდობებმა ტერასები დაანგრია, ნანგრევები კი მე-19 საუკუნეში გერმანელმა არქეოლოგმა, რობერტ კოლდევაიმ, აღმოაჩინა.

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
გეოგრაფიაეს საინტერესოამსოფლიო

ველურად მცხოვრები ადამიანები თანამედროვე მსოფლიოში

დღემდე დედამიწის სხვადასხვა კუთხეში ვხვდებით ადამიანთა ჯგუფებს, რომლებიც ნადიროებთა და შემგროვებლობით არსებობენ, ყველაზე ცნობილი ავსტრალიის აბორიგენები ანუ ძირძველი მცხოვრებნი არიან, ისინი იქ 40 000-ზე მეტი წელია, რაც იქ ცხოვრობენ. მათ დღემდე არ იციან მიწათმოქმედება და მესაქონლეობა. არიან შემგროვებლები.

ალიასკასა და კანადის ესკიმოსები უძველესი მონადირეები არიან. არც ისე დიდი ხანია, რაც მათ ხელში აიღეს ცეცხლსასროლი იარაღი და გადასხდნენ თოვლმსვლელ მანქანებზე.

დღემდე ბევრი მკვიდრი ამერიკელისათვის ანუ ინდიელისათვის თევზაობა, ნადირობა და შემგროვებლობა არსებობის ძირითადი წყაროა.

სამხრეთი ამერიკის ზოგიერთ რაიონში ასევე ცხოვრობენ ძველესი მონადირე-შემგროვებლები.

მსოფლიოში დღეს 5 000-მდე ასეთი ჯგუფია, რომელშიც 300  მილიონი ადამიანია გაერთიანებული.

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი  – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეს საინტერესოა

რატომ უწოდეს სოლომონ მეფეს ,,ბრძენი”?

ისრაელის სამეფოს მმართველს – სოლომონ მეფეს –  ხალხმა ,,ბრძენი” უწოდა. მასზე მრავალი ლეგენდა არსებობს. მაგალითად:

ერთ ქალს ჩვილი დაეღუპა, ჩუმად მეორეს გაუცვალა. ორივე იჩემებდა ბავშვს და სოლომონის სამსჯავროზე სამართალს ითხოვდა. სოლომონმა ბრძანა,  ხმლით გაეპოთ ბავში და ქალებისათვის მიეცათ. ერთი დასთანხმდა, მეორე კი მზად იყო დაეთმო, ოღონდ ბავშვი ცოცხალი დარჩენილიყო. სოლომონმა სწორად მას მისცა ბავშვი, რადგანაც ნამდვილი დედა შვილს სასიკვდილო ვერ გაიმეტებდა.

განრისხების ჟამს სოლომონი თვალს შეავლებდა ბეჭედზე წარწერას ,,ესეც გაივლის” და წყნარდებოდა. ერთხელ, როცა წარწერამ კიდე უფრო გააბრაზა, ბეჭედი მოიხსნა და გადაგდება დააპირა. წარწერა შიგნიდანაც შეამჩნია, ,,ესეც გაივლის” ეწერა ბეჭედზე. შუა საუკუნეებში სოლომონის ბეჭედმა სხვა მნიშვნელობა შეიძინა, ,,ათას ერთი ღამის“ ზღაპრებში აღწერილი ჯინი, რომელიც მეფე სოლომონმა ბოთლში ჩაკეტა და თავისი ბეჭდით დაბეჭდა. ჯინი მხოლოდ 1000 წლის შემდეგ გათავისუფლდა, როცა ბოთლი მებადურმა იპოვა და ბეჭედი ახსნა.

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა

 

სრულად ნახვა
გეოგრაფიაეს საინტერესოა

რა არის ოზონის ხვრელი და რატომ არის საშიში?

დედამიწის ატმსოფეროს ზედა ფენებში, სტრატოსფეროში, ოზონის ფენის სისქე ბოლო ათწლეულებში ანთროპოგენური (ადამიანის) ზემოქმედების შედეგად საგრძნობლად შემცირდა.

ოზონის ხვრელის გაჩენამ კაცობრობის დიდ ინტერესი იმის გამო გამოიწვია, რომ სწორედ ოზონის ფენა იცავს დედამიწის ზედაპირს მზის ულტრააისფერი გამოსხივებისგან. ოზონის ხვრელი 1000 კმ დიამეტრით პირველად 1986 წელს აღმოაჩინეს ანტრაქტიდის თავზე, იგი ყოველ აგვისტოში ჩნდება, ხოლო დეკემბერში ან იანვარში ქრება.

ჩრდილოეთ ნახევრასფეროში, არქტიკის თავზე, გაცილებით მცირე ზომის მეორე ხვრელი ჩნდება.

რატომ არის ოზონის ხვრელი საშიში?

როგორც ზევით აღინიშნა, ოზონის შრე ულტრაიისფერი გამოსხივებისგან გვიცავს, რომლის პირობებშიც არცერთ უჯრედს არ შეუძლია სიცოცხლე. ოზონის შრეს აქვს თვისება, შთანთქას ის ისე, რომ ჩვენამდე მოღწეული ულტრააისფერი გამოსხივების ინტენსივობა იყოს უსაფრთხო. თუმცა, ოზონის ხვრელის წარმოშობამ და მისი ფენის გათხელებამ მეცნიერები შეაშფოთა.

საქმე ისაა, რომ ჯერჯერობით ულტრააისფერი გამოსხივების შემოჭრის ინტენსივობა ძალიან საგანგაშოც არ არის, თუმცა, დედამიწაზე დაწყებულ ბიომრავალფეროვნებასთან, კანის სიმსივნურ დაავადებებთან მიმართებით არსებული პრობლემების წარმოშობის მიზეზად მეცნიერები ოზონის ხვრელის არსებობას ასახელებენ.

 

 

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეს საინტერესოა

ელენე ახვლედიანის ნახატი, რომელიც მან პიკასოს არ მიჰყიდა

ელენე ახვლედიანმა პარიზის ცნობილ ,,შემოდგომის სალონში” ,,ზამთრის კახეთი” გამოფინა. ეს სურათი მან საფრანგეთში ყოფნისას სამშობლოს მონატრების გამო დახატა.

პაბლო პიკასოს ძალიან მოსწონებია ,,ზამთარი კახეთში” და მისი შეძენის სურვილი გამოუთქვამს. ავტორი ვერ შეელია თავის საყვარელ ნამუშევარს – ,,ეს ნახატი მეც ძალიან მომწონს და არასდროს გავყიდიო”.

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
დედამიწაეს საინტერესოამედიცინა

რა საფრთხეს ქმნის ბუზები?

 გაზაფხულსა და ზაფხულს სითბოს, მზის სხივებთან ერთად, ბუზებიც მოჰყვება, რომლებიც გამუდმებით ცდილობენ საკვებ პროდუქტებზე დასხდომას.

თუმცა ბევრმა შესაძლოა არც კი იცოდეს, რეალურად რა საფრთხეს წარმოადგენს მიკრობებით სავსე ბუზები.

ბუზები საშუალოდ 200-ზე მეტი სახის მავნე ბაქტერიის მატარებლები არიან, რომლებსაც იმ საგნებიდან იღებენ, რომლებსაც ასხდებიან, მათ შორის მიწა, დამპალი საკვები და ფეკალური მასები.  შემდეგ კი კიდურებზე განლაგებული ათასობით წვრილი თმით იმ საკვებზე გადააქვთ, რომელსაც ასხდებიან.

„მათ მხოლოდ წამი სჭირდებათ იმისთვის, რომ მიკრობები თავიანთი სხეულიდან ადამიანების საკვებზე გადაიტანონ,“ – განაცხადა ბრიტანეთის მავნებლებთან ბრძოლის სამსახურის ენტომოლოგმა და ტექნიკური მომსახურების დირექტორმა რონ ჰარისონმა. „იმის გამო, რომ ბუზებს ისეთი სერიოზული, გადამდები დაავადებების გადატანა შეუძლიათ, როგორიცაა : ქოლერა, დიზენტერია, და ტიფი, საუკეთესო გამოსავალია, უარი ვთქვათ იმ საკვების მიღებაზე, რომელზეც ბუზი იჯდა,“ – დასძინა მან.

რამდენად ამაზრზენადაც უნდა ჟღერდეს, ბუზი საკვებზე დაჯდომისთანავე ნაწლავებს ითავისუფლებს და აღებინებს, ამიტომ ექსპერტები გვირჩევენ, რომ საკვების ის ნაწილი, რომელსაც ბუზი დააჯდა, მოვაცალოთ და გადავაგდოთ.

 

წყარო: Dailymail

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
ეს საინტერესოაფსიქოლოგია

პლაცებოს ეფექტი – ადამიანის თვითდარწმუნებისა და ,,განკურნების” საშუალება

პლაცებო  – ეს არის ნივთიერება სამკურნალო თვისებების გარეშე, რომელსაც წამლის საშუალების სახით იყენებენ. ექიმი არწმუნებს პაციენტს, რომ ის პროცედურის შემდეგ გამოჯანმრთელდება, თუმცა უმალავს წამლის ინერტულობის ფაქტს.
ეს ქმედება საჭიროა იმისთვის, რომ პაციენტმა ირწმუნოს საკუთარი გამოჯანმრთელების შესახებ.
ხშირად პლაცებოს ჩვეულებრივი წამლის საწინააღმდეგოდაც იყენებენ – ახალი წამლის შემოღებისას პაციენტთა ნაწილს პლაცებოს ასმევენ, ნაწილს – ნამდვილ წამალს და შედეგებს აკვირდებიან. მხოლოდ მაშინ, თუკი წამალს გაცილებით უკეთესი შედეგი ექნება, ვიდრე პლაცებოს, მას ვარგისად აღიარებენ. ბევრი მიიჩნევს, რომ მსგავსი რამ არასწორი და არაეთიკურია, რადგან პაციენტს რაღაცას ატყუებენ.
პლაცებოს ეფექტი დაახლოებით იგივეა, რომ თავს დააჯერო რაიმე არარეალური და შემდგომ მართლაც შეძლო მისი შესრულება.
დაზუსტებით იმის თქმა, თუ როგორ მუშაობს პლაცებო, ჯერ კიდევ შეუძლებელია, მაგრამ კვლევებმა აჩვენა, რომ პოზიტივის მოლოდინი ჩვენს ტვინში დადებით ცვლილებებს იწვევს. პლაცებოს მიღება იწვევს ტვინში ენდორფინის გამომუშავებას, რაც ხელს უწყობს ტკივილის შემცირებას ან მთლიანად მოხსნას.
პლაცებოს ეფექტის მოქმედების ხარისხი უკავშირდება ადამიანის თვითდარწმუნებას და „მკურნალობის“ გარეფაქტორებს – მაგალითად, პლაცებოს სახეს, მის ღირებულებას და „წამლის“ მოპოვების საშუალების სირთულეს, ნდობას ექიმისადმი და კლინიკის ავტორიტეტს. მეცნიერებმა ასევე აღმოაჩინეს: მსხვილი და დიდი ზომის პლაცებოს აბი უფრო ეფექტურია, ვიდრე პატარა. ასევე მნიშვნელოვანია ფერიც – ფერადი უფრო ქმედითია, ვიდრე თეთრი.
პლაცებოს ეფექტი რეალურია და ნამდვილად არსებობს, რომელიც მრავალი ექსპერიმენტითაა დამოწმებული. პლაცებო არის მაგალითი იმისა, თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს პაციენტის განწყობას მკურნალობისას.

 

მასალა მოამზადა: ნინო კერესელიძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
ეს საინტერესოა

საინტერესო ფაქტები დელფინების შესახებ და მათი მსგავსება ადამიანთან

,,დოქტრინა” გთავაზობთ საინტერესო ფაქტებს ბევრისთვის საყვარელ ძუძუმწოვრებზე – დელფინებზე:

  • სიტყვა დელფინის ეტიმოლოგია ბერძნულია და სათავეს იღებს ,,დელფოსისგან”, რომელიც ძმას ნიშნავს;
  • დელფინი ნებისმიერ საკვებს ჭამს;
  • დელფინებს წრიული ცურვა ახასიათებთ, ძირითადად, ამის მიზეზი დაზვერვაა;
  • მდედრი ცალნამგალა ვეშაპი არის ერთადერთი ძუძუმწოვარი, რომელიც განიცდის მენოპაუზას, ისევე, როგორც ადამიანი და მას შემდეგ ცოცხლობს მრავალი წელი, თუმცა, გამრავლების უნარი არ აქვს;
  • დელფინების გუნდურად დადიან და ყველაფერში გუნდურობა ახასიათებთ. მაშინ, როდესაც რომელიმე მათგანი უძლურდება, ისინი ცდილობენ, გადაარჩინონ და წყლის ზედაპირზე ამოიყვანონ, რადგანაც, ცნობილია, რომ დელფინისთვის სუნთქვა აუცილებელია;
  • დელფინებს 100 კბილი აქვთ, მაგრამ მათ საკვების დაღეჭვისთვის არ იყენებენ, კბილებით მხოლოდ საჭმლის მოპოვება შეუძლიათ;
  • დელფინების ტვინი ადამიანის ტვინის ზომისაა;
  • დელფინებს ადამიანების მსგავსად ოთხსარქვლიანი გული აქვთ, სუნთქავენ ფილტვებით და თბილსისხლიანები არიან;
  • ამ ძუძუმწოვრებს ძალიან უყვართ დედა და დიდხანს ცხოვრობენ მასთან, ზოგ შემთხვევაში, 3-8 წლამდეც კი;
  • დელფინების სიგრძეც ადამიანის ზომის საპირწონეა – 150-200 სმ;
  • დელფინებს გააჩნიათ ადამიანის მსგავსი კოგნიტური უნარები და ქცევები. ზოგიერთმა მკვლევარმა გამოთქვა აზრი, რომ იგი ცალკე კლასიფიკაციად დაიყოს;
  • მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ ყველა დელფინს აქვს თავისი სახელი ისევე, როგორც ადამიანებს. ისინი სტვენითი ბგერებით უხმობენ ერთმანეთს.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

 

 

 

 

სრულად ნახვა
ეს საინტერესოა

25-ე კადრი ანუ მომხმარებლის ჰიპნოზი – მითი თუ რეალობა?

 ბევრ ქვეყანაში 25-ე კადრი აკრძალულია, როგორც ადამიანის ფსიქიკაზე ნების საწინააღმდეგოდ ზემოქმედების მექნიზმი.

„ფარული შეტყობინების“ ( ოფიციალურად ასე ჰქვია 25-ე კადრს) მეთოდი პირველად 1957 წელს ამერიკელმა მარკეტერმა – ჯეიმს ვაიქერიმ – დააპატენტა. მან ფილმ „პიკნიკის“ ფირში ჩაამონტაჟა 1/30000 ხანგრძლივობის კადრი, რომელიც გახლდათ ერთგვარი მოწოდება: „დალიე კოკა-კოლა“, „გშია? ჭამე პოპ-კორნი“, არსებულ ტექსტს მაყურებლის თვალი ვერ აღიქვამდა, ფილმის მსვლელობას უადგილო კადრის ჩამატების გამო ხელი არ შეშლია, ჩვენების დასრულებისთანავე კი მაყურებლის 90% კოკა-კოლისა და პოპკორნის რიგში ჩადგა. ცდის ჩატარების შემდეგ, ვაიქერმა ექსპერიმენტების შედეგები წარადგინა, რასაც თავისთავად დიდი ხმაური მოჰყვა, მეთოდი ადამიანის მანიპულაციად გამოაცხადეს და მისი გამოყენება აკრძალეს.

რატომ ვერ აღიქვამს თვალი 25-ე კადრს? ექსპერტები გვიხსნიან, რომ თვალის ბადურა რეალურად წამში 25 კადრს კი აღიქვამს, მაგრამ ტვინს  მხოლოდ 24-ის გაშიფვრა შეუძლია. ის ერთი კადრი კი არაცნობიერში იგზავნება, ილექება და ადამიანზე ზემოქმედებას ახდენს.

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
1 93 94 95
Page 95 of 95