close

ეს საინტერესოა

ეს საინტერესოასაქართველოტურიზმი

,,National Geographic-მა” ბათუმი ევროპის საუკეთესო ტურისტული ქალაქების ათეულში შეიყვანა

„National Geographic Traveler“-მა ბათუმი ევროპაში საუკეთესო ტურისტული ქალაქების ათეულში შეიყვანა. პოლონურ გამოცემაში ბათუმი, როგორც უქმეების გასატარებლად საუკეთესო ადგილი ისეთი ქალაქების გვერდით სახელდება, როგორებიცა არიან: ნიცა, პალერმო, ამსტერდამი და ოქსფორდი. „მზესთან ახლოს“ ასე ჰქვია სტატიას, რომელიც გამოცემის მარტის ნომერში ბათუმსა და ზოგადად აჭარას მიეძღვნა.

,,ჩვენ ვიცით ბედნიერების რეცეპტი” ამბობენ ქართველები. ეს შეიძლება გადამეტებულად მოგეჩვენოთ, თუმცა ბათუმში გატარებულმა მხოლოდ ერთმა უქმეებმაც კი დამარწმუნა ამ სიტყვების სიმართლეში,“- ასე იწყებს სტატიას ჟურნალისტი ბუაჟეი გრიგილი, რომელიც მკითხველს შავიზღვისპირეთში მოგზაურობის შთაბეჭდილებებს აცნობს.

სტატიაში ჟურნალისტი ბათუმში ვიზიტისას საუკეთესო ადგილებს ასახელებს, რომელთა შორისაა – ბოტანიკური ბაღი, ბულვარი, ევროპის მოედანი და სხვა ტურისტული ღირსშესანიშნაობები. ის ასევე, ხაზს უსვამს მთიან აჭარასა და ადგილობრივ სამზარეულოს, სადაც ულამაზეს ბუნებაში ტურისტებს უგემრიელესი კერძების დაგემოვნება შეუძლიათ. „National Geographic Traveler”-ის ჟურნალისტი რეგიონში აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მოწვევით იმყოფებოდა.

„ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ, რომ საქართველოსა და ჩვენი რეგიონის შესახებ სტატიები, რეპორტაჟები და გადაცემები სამიზნე ქვეყნების პოპულარულ მედია საშუალებებში გამოქვეყნდეს. ჩვენი მოწვევით გასულ წელს რეგიონს 500-მდე ჟურნალისტი, ბლოგერი და ტურისტული სააგენტოს წარმომადგენელი სტუმრობდა. შედეგად, კი მივიღეთ 150-ზე მეტი მედიაპროდუქტი რეიტინგულ ტელევიზიებში, ჟურნალებსა და ონლაინ გამოცემებში. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი პოტენციური ტურისტები თავიანთ ქვეყნებშივე გაეცნონ აჭარას მსგავსი სტატიებით, საინტერესო რეპორტაჟებითა თუ გადაცემებით. ამ ყველაფერს კი ემატება ჩვენს სამიზნე ქვეყნებში აქტიური სარეკლამო კამპანიები შედეგად, კი ვღებულობთ აჭარის პოზიტიურ იმიჯსა და ტურისტების გაზრდილ ნაკადებს ჩვენს ქვეყანაში. აჭარის შესახებ არაერთი საინტერესო სტატია გამოქვეყნებულა, თუმცა ისეთი ქალაქების გვერდით ბათუმის დასახელება, როგორიცაა ნიცა, ამსტერდამი და პალერმოა ნამდვილად ორმაგად სასიხარულოა,“ – განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტმა.

 

წყარო: inedinews

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიოლოგიაეს საინტერესოაკვლევებიმედიცინამსოფლიო

მეცნიერების ახალი დასკვნა: თამბაქო სმენას აქვეითებს

იაპონიაში მწეველებზე ჩატარებულმა აჩვენა, რომ თამბაქო სმენას აქვეითებს. იქიდან გამომდინარე, რომ დაკვირვება 8 წლის განმავლობაში მიმდინარეობა, მეცნიერები ამბობენ, რომ ვარაუდი საკმაო საფუძვლინია – მწეველებისთვის სმენის დაქვეითების რისკი მაღალია.  

როგორც ჟურნალ ,,Nicotine and Tobacco-ში“ გამოქვეყნებულ ნაშრომში ვკითხულობთ, 50 000 ადგილობრივზე დაკვირვებამ აჩვენა, რომ საშუალო სიხშირის მწეველებმა, არამწეველებთან შედარებით,  დაახლოებით 1.6-ჯერ მეტად ან ნაწილობრივ დაკარგეს სმენა. აქვე აღნიშნულია, რომ სმენის დაკარგვის ალბათობა იმ ობიექტებს შეუმცირდათ, რომელთაც თამბაქოს მოწევას დაანებეს თავი.

წყარო: Nicotine and Tobacco

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაციაეს საინტერესოამსოფლიორობოტექნიკატექნოლოგიები

რობოტი, რომელიც ნამდვილ მწერს ჰგავს

სულ რამდენიმე დღის წინ ტოკიოში გამოიგონეს რობოტი ხოჭო, რომელიც ძალიან ჰგავს რეალურს – მოძრაობებით და გარეგნულადაც.  მეცნიერები აქტიურად ცდილობენ, რაც შეიძლება მეტი არსების ანალოგი შექმნან ტექნოლოგიურ სფეროში, სწორედ ამას გულისხმობს ,,Tokyo Tech–ის“ პროგრამა, რომლის მიხედვითაც, ხოჭოს ფრენაც შეუძლია, ეს  აქამდე არასდროს არ დაუპროგრამებიათ მეცნიერებს.

მწარმოებლებმა განაცხადეს, რომ მათ წინასწარ არ ჰქონდათ დაგეგმილი, თუ რა ფორმა ექნებოდა რობოტს, არც მის დანიშნულებაზე ჰქონდათ რაიმე ვარაუდი, როგორც ჩანს, სრულიად შემთხვევით მიიღეს საკმაოდ საინტერესო შედეგი.

წყარო: Techcrunch.com

მასალა მოამზადა: ლაშა ჯინჭარაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა

სრულად ნახვა
ბიზნესიგანათლებაეს საინტერესოაკვლევებიმსოფლიოსოციოლოგია

მეცნიერებმა გამდიდრების საიდუმლო გამოიკვლიეს – აღმოჩნდა, რომ ნიჭი აქ არაფერ შუაშია

მეცნიერებმა კომპიუტერული ანალიზის საფუძველზე აღმოაჩინეს, რომ  გამორჩეულად მდიდრები სულაც არ არიან გამორჩეულად ნიჭიერები და მთელი საიდუმლო მათ იღბლიანობაშია.

იტალიის კატანიის უნივერსიტეტის მეცნიერების განცხადებით, მათი მიზანი ადამიანების სასოწარკვეთილებაში ჩაგდება ნამდვილად არ ყოფილა. ,,ჩვენ შევეცადეთ, საზოგადოებისთვის გვეჩვენებინა, რა როლს ასრულებს შანსი ცხოვრებაში.”

ამოცანა, რომლის გადაჭრაც მათ დაისახეს, შემდეგია : თუკი ნიჭი, ინტელექტი, სამუშაოს სურვილი და სხვა ფაქტორები, რომელიც ცხოვრებაში გვეხმარება, საკმაოდ სწორადაა მოსახლეობას შორის განაწილებული, რატომ არაა სიმდირე?

კიდევ უფრო დეტალურად რომ ვთქვათ, კაცობრიობის 10 პროცენტის ხელში სიმდიდრის 85 პროცენტია, თუმცა ეს ,,რჩეულები” ნიჭითა და ჭკუით გამორჩეულები სულაც არ არიან. მაშ რა არის დაფარული ინგრედიენტი?

,,ჩვენი კვლევა აჩვენებს, რომ ასეთი ფაქტორი არის იღბალი,” – წერენ კვლევის ავტორები.

კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა 1,000 კომპიუტერული მოდელი – აგენტი შექმნეს. თითოეულს გარკვეული ნიჭი ჰქონდა, მაგრამ არა გამორჩეულად დიდი ან მცირე. მათი სიმდიდრის დონე თავდაპირველად თანაბარი იყო.

აგენტებმა იღბლიანი (მწვანე წრე) და უიღბლო (წითელი წრე) მოვლენები განიცადეს.

ეს შემთხვევითი მოვლენები სიმულაციაში გადაიტანეს. აგენტების სიმდიდრე იღბლიანი მომენტების პროპორციულად იზრდებოდა და მცირდებოდა.

როდესაც მკვლევარებმა საბოლოო შედეგები გააანალიზეს, აღმოჩნდა, რომ სიმდიდრის გადანაწილება რეალურ ცხოვრებაში არსებულ სინამდვილესთან ძალიან ახლოს იყო. ადამიანების დაახლოებით 20 პროცენტის ხელში სიმდიდრის 80 პროცენტი აღმოჩნდა.

თუმცა ყველაზე მდიდარი 20 პროცენტი და ყველაზე ნიჭიერი (ან უნიჭო) 20 პროცენტი ერთმანეთს ნამდვილად არ ემთხვეოდა.

ისინი, რომლებიც ყველაზე მეტ ფულს შოულობდნენ, საშუალო ნიჭის მქონე ადამიანები იყვნენ. თუმცა სიმდიდრის პირამიდის თავში მოქცეული ადამიანები ყველაზე იღბლიანები იყვნენ.

,,ცხოვრებაში წარმატების მისაღწევად გარკვეული მოცულობის ნიჭი ნამდვილად საჭიროა, თუმცა, ფაქტია, რომ როგორც წესი, ძალიან ნიჭიერი ადამიანები ძალიან წარმატებულები ვერ ხდებიან. საშუალო ნიჭისა და კარგი იღბლის მქონეები კი ცხოვრებაში წარმატებას აღწევენ და მდიდრდებიან”, –  აცხადებენ მეცნიერები.

 

 

წყარო: https://www.sciencealert.com/

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
ბიოლოგიაეს საინტერესოაკვლევები

კვლევა: ადამიანის ტვინი 13 წლამდე იზრდება

ახალი კვლევის თანახმად, რომელიც სამეცნიერო ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნდა, ადამიანის ტვინი 13 წლამდე იზრდება ანუ იქამდე, სანამ ადამიანი ზრდასრულობას მიაღწევს.  ტვინის ზრდა კი ჰიპოკამპუსის ნაწილში ახალი უჯრედების წარმოქმნას ითვალისწინებს.

აქამდე არსებული ვერსიით,  ადამიანის ჰიპოკამპუსში ახალი უჯრედები და ნეირონები ზრდასრულობის პერიოდშიც წარმოიქმნებოდა. თუმცა დადგინდა, რომ არანაირი მაჩვენებელი არ ადასტურებს იმ ვარაუდს, რომ ნეირონები ზრდასრულობაშიც წარმოიქმნება.

კვლევის ფარგლებში, 59 მომაკვდავისა და პოსტოპერაციული ადამიანის ტვინის ქსოვილები შეისწავლეს.

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეკოლოგიაეს საინტერესოაკვლევებიმსოფლიო

შვეიცარიაში ცნობილ მყინვარს, პირდაპირი გაგებით, ფუთავენ, რათა მისი დნობა შეანელონ

უკანასკნელი 8 წლის განმავლობაში, ყოველი ზაფხულის დასაწყისში, შვეიცარიელები ალპების ცნობილი მყინვარის, რონის, შეფუთვას იწყებენ.

თეთრი ნაჭრისგან შეკერილი უზარმაზარი შესაფუთი მასალა გამოიყენება იმისთვის, რომ მზის სხივები მყინვარის ზედაპირიდან აირეკლოს და ამით ტემპერატურის მატებით გამოწვეული ყინულის საფარის დნობა შეამციროს.

რონის მყინვარი შვეიცარიის ალპებში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული ადგილია, რომელიც უკანასკნელი ათწლეულის მანძილზე მნიშვნელოვნად მცირდება ზომაში. მეცნიერების მტკიცებით, 1856 წლიდან ყინულის საფარი 350 მეტრით შემცირდა, უკანასკნელი 10 წლის მანძილზე კი – 39 მ-ით, რაც თითქმის საგანგაშო მაჩვენებელია.

მყინვარწვერის შეფუთვა უცნაური მეთოდია, თუმცა არა უპრეცედენტო. ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა გერმანია და იტალია ხალხი დიდი ხანია იყენებს ამრეკლავ მასალას მყინვარწვერების ან ყინულის საფარის შესანარჩუნებლად.

ამას გარდა, ევროპელი გეომეცნიერების გაერთიანების ყოველწლიურ შეხვედრაზე, მეცნიეთა ჯგუფმა უტრეხტის უნივერსიტეტიდან წარმოადგინა მოსაზრება ხელოვნური თოვლის შესახებ, რათა შვეიცარიის მყინვარებს უფრო ეფექტიანად დახმარებოდა.

შვეიცარიელი მყინვარწვერების ექსპერტის, დავიდ ვოლკენის განცხადებით, მყინვარების შეფუთვამ შესაძლოა 70 %-ით შეამციროს მათი დნობა.

 

 

წყარო: wired.com

მასალა მოამზადა: ცირა შვანგირაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
ეს საინტერესოაკვლევებიმედიცინამსოფლიო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ახალ სასიკვდილო ვირუსზე ალაპარაკდა

დაავადება ,,Disease X-ი” შესაძლოა მომავალი გლობალური ეპიდემია გახდეს – ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ განაცხადა.

ეს საიდუმლო პათოგენი, კოდური სახელწოდებით ,,Disease X-ი’, ჯერჯერობით აღმოჩენილიც არაა, თუმცა შესულია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ყველაზე სახიფათო პოტენციური დაავადებების სიაში, რომლებსაც ადამიანის სიცოცხლის განადგურება შეუძლიათ და რომელთა წინააღმდეგ საბრძოლველი საშუალებები არასაკმარისია, ან საერთიდ არ არსებობს.

მაგრამ შესაძლოა კი, რომ დაავადება, რომელიც ჯერჯერობით იდენტიფიცირებულიც კი არაა, საზოგადოების ჯანრთელობისთვის სერიოზულ საფრთხედ აღვიქვათ?

ჯანმოს კვლევისა და განვითარების პროექტმა – ,,R&D Blueprint-მა“  ,,Disease X-ი“ პრიორიტეტულ დაავადებად აღიარა, რომელსაც სამყარო მომზადებული უნდა შეხვდეს.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ R&D Blueprint-ი თავდაპირველად 2015 წელს გაავრცელა და ის მიმოიხილავს იმ პათოგენებს, რომლებიც კაცობრიობისთვის პოტენციურად საშიშ დაავადებებს წარმოადგენს.

ბოლო კვლევა თებერვალში გამოქვეყნდა, სადაც დასახელებულია ის დაავადებები, რომლებიც მეცნიერების განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებენ, მათ შორის, ყირიმი-კონგოს ჰემორაგიული ცხელება (CCHF); ებოლა ვირუსის დაავადება და მარბურგის ვირუსი; ლასას ცხელება; შუა აღმოსავლეთის რესპირატორული სინდრომი კორონაირუსი (MERS-CoV) და მწვავე რესპირატორული სინდრომი (SARS); რიფტის ველის ცხელება (RVF); და ზიკა ვირუსი.

წელს პირველად ჯანმომ სიაში ,,Disease X-იც“შეიტანა.

,,X-ის“ დამატება ამ სიაში შესაძლოა უცნაურად აღიქმებოდეს, თუმცა, მნიშვნელოვანია, მისთვის წინასწარი მზადება – ვაქცინაზე ზრუნვისა და სადიაგნოსტიკო ტესტების თვალსაზრისით.

რაც შეეხება იმას, თუ საიდან გაჩნდება დაავადება, ეს დაზუსტებით არავინ იცის, არსებობს უამრავი შესაძლო წყარო, მათ შორის, არსებული ვირუსები, რომლებიც ავლენენ ახალ ვირულენტობასა  სიმპტომებს, ლაბორატორიებიდან ,,გაქცეული” ან ბიოიარაღად გამოყენებული ვირუსები და  ზოონოზური ვირუსები, რომლებიც ცხოველებისგან ადამიანებს გადაეცემათ.

,,ეს ბუნებრივი პროცესია, რომელსაც ინფორმირებულები და შეიარაღებულები უნდა შევხვდეთ,” – აცხადებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მრჩეველი ჯონ-არნ როტინგენი.

 

წყარო: https://www.sciencealert.com/

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
ეს საინტერესოაკვლევებიმსოფლიოსაქართველოსოციოლოგია

გაეროს ბავშვთა ფონდი: საქართველოში ყოველი 141 ახალშობილიდან ერთი იღუპება

ახალშობილთა სიკვდილიანობის მაჩვენებელთან დაკავშირებული მოხსენების მიხედვით, რომელიც გაეროს ბავშვთა ფონდმა გამოაქვეყნა, ნათქვამია, რომ  საქართველო ევროპის რეგიონშია მოცემული და 115 ქულით -კონტინენტის მასშტაბით, ბოლოდან მეხუთე ადგილს იკავებს.

გაეროს ბავშვთა ფონდის მოხსენებაში აღნიშნულია, რომ საქართველოში ყოველი 141 ახალშობილიდან ერთი იღუპება. ევროპის მასშტაბით, ბოლო ადგილებს შემდეგი ქვეყნები ინაწილებენ – აზერბაიჯანი (1-55), მოლდოვა (1-84), მაკედონია (1-120) და სომხეთი (1-135) არიან. ყველაზე მეტი ახალშობილი პაკისტანში (1-22), ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკასა  (1-24) და ავღანეთში (1-25) იღუპება.

გაეროს ანგარიშის თანახმად, ახალშობილებს გადარჩენის ყველზე მაღალი შანსი იაპონიაში (1-1,111), ისლანდიაში (1-1000) და სინგაპურში (1-909) აქვთ.

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეს საინტერესოაკვლევებიკომუნიკაციამედიცინამსოფლიოსოციოლოგიატექნოლოგიები

კვლევა: სმარტფონს ფსიქიკური აშლილობის გამოწვევა შეუძლია

უკვე დიდი ხანია საუბრობენ იმაზე, რომ გახშირებული ნევროზისა და დეპრესიის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, შესაძლოა, ტექნოლოგიური განვითარებაც კი იყოს. როგორც მეცნიერების ახალი კვლევით იკვეთება, სმარტფონს შეუძლია საკუთარ მფლობელში ფსიქიკური პრობლემები გამოიწვიოს.

როგორც სპეციალისტები ამტკიცებენ, გაუთავებელი სატელეფონო ზარები და შეტყობინებები სტრესის ჰორმონს მოქმედებისკენ უბიძგებს, რომელიც მუდმივ თავდაცვით რეაქციას იწვევს.

ხშირად გექნებათ შეგრძნება, როდესაც ცრუ ვიბროზარებს გრძნობთ – ტვინი რეაგირებს ტელეფონზე მაშინაც კი, როცა ის გამორთულია. ამას  მსოფლიო მოსახლეობის ნახევარზე მეტი განიცდის.

გამოკითხულთა 86 % აცხადებს, რომ მუდმივად ამოწმებს სოციალურ ქსელებსა და ელექტრონულ ფოსტას.

წყარო: Business Insider

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
ეს საინტერესოაკვლევებისაქართველოსოციოლოგია

თბილისის მოსახლეობის დიდი ნაწილი 06:00-08:00 საათებში იღვიძებს

კვლევითი ორგანიზაცია ,,ACT Global-ი” დაინტერესდა თუ როგორია თბილისის მოსახლეობის დილის რუტინა. კვლევის შედეგების მიხედვით, თბილისის მოსახლეობის ყველაზე დიდი ნაწილი (41%), 06:01-დან 08:00-მდე პერიოდში იღვიძებს. 08:01-დან 10:00 საათამდე იღვიძებს გამოკითხულთა 39%, ხოლო 10:01-12:00 პერიოდში 9%.

მოსახლეობის ყველაზე მცირე ნაწილი (4%) იღვიძებს 12:01 საათზე ან უფრო გვიან, რაც შეეხება იმ ადამიანების რიცხვს, რომლებიც ყველაზე ადრე (06:00 ან უფრო ადრე) იღვიძებენ, მათი რაოდენობაც საკმაოდ დაბალია და 6%-ს შეადგენს.

რაც შეეხება თბილისის მოსახლეობის ახალი ამბებით დაინტერესებას. დილით 30% საერთოდ არ ეცნობა ახალ ამბებს. 

ახალი ამბების შესახებ ინფორმაციის მიღების ყველაზე პოპულარულ საშუალებად ტელევიზორი დასახელდა და მას გამოკითხულთა ნახევარზე მეტი (53%) იყენებს, ყოველი მეოთხე თბილისელისთვის (24%), ინტერნეტი არის ინფორმაციის მიღების წყარო, ხოლო რადიოს ინფორმაციის მისაღებად მხოლოდ 1% უსმენს დილით.

კვლევა თბილისის მაშტაბით ჩატარდა და შემთხვევითი შერჩევის გზით 403 ზრდასრული გამოიკითხა. კვლევის პერიოდი მოიცავს 2018 წლის 12-14 თებერვალს. მონაცემთა სტატისტიკური ცდომილება საშუალოდ 3.0%-6.5%-იან შუალედში მერყეობს.

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

 

 

 

 

სრულად ნახვა
1 76 77 78 79 80 98
Page 78 of 98