close
განათლებაეს საინტერესოასაქართველო

charte.ge-ს საშუალებით, სოცდაუცველი მოსწავლეები ინტერნეტს უფასოდ მიიღებენ

საგანმანათლებლო ფონდმა Educare Georgia-მ საქართველოში მცხოვრები სოციალურად დაუცველი მოსწავლეებისთვის ახალი პროექტი Charte.ge დაიწყო. პროექტი სოციალურად დაუცველი მოსწავლეებისთვის ინტერნეტზე წვდომას გულისხმობს. ინფორმაციას Navigator-ი ავრცელებს.

charte.ge არის ონლაინპლატფორმა, სადაც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია დაუფინანსოს ყოველთვიური ინტერნეტის გადასახადი და კომპიუტერი სოციალურად დაუცველ უფროსკლასელებს.

ამავე დროს, პროექტი ,,ჩართე“ ასწავლის ბავშვებს ინტერნეტის გამოყენებას განათლებისათვის და ხელშესახებს ხდის ქართული და უცხოენოვანი პლატფორმების გამოყენებას მომხმარებლისთვის. პროექტის მთავარი მიზანი განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდაა.

პროექტის მხარდაჭერა ნებისმიერ მსურველს შეუძლია, რომელიც საბანკო ბარათის მონაცემების შეყვანით, მიუთითებს სასურველ თანხას (რა ოდენობითაც სურს, რომ დაეხმაროს). ამასთან, მონაცემები ბანკის დაცულ სერვერებზე შეინახება.

Educare Georgia აქართულებს მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან და უფასო ონლაინსკოლას – ka.khanacademy.org-ს, რომელსაც 40 მილიონი მომხმარებელი ჰყავს მთელ მსოფლიოში და მსოფლიოს 30 ენაზე ითარგმნება. მათ შორის ქართულადაც. ამასთან, Educare Georgia-მ შექმნა ქართული Youtube-არხი Khan Academy Kartuli.

Khan Academy-ზე განთავსებულია ყველა ძირითად საგანში (მათ შორის კომპიუტერული პროგრამირება, ეკონომიკა, ხელოვნება და სხვა) მაღალი ხარისხის 6 500-მდე ვიდეოგაკვეთილი, 100 000-მდე პრაქტიკული სავარჯიშო და საკითხავი მასალა.

 

წყარო: imedinews

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : slid