close

ეს საინტერესოა

ეს საინტერესოა

ჩოხში გოდერძი ჩოხელის სახლ-მუზეუმი აშენდება

გუდამაყრის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ჩოხში გოდერძი ჩოხელის სახლ-მუზეუმი აშენდება. ამის შესახებ ინფორმაციას მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს.

კერძოდ, იგეგმება ორსართულიანი შენობის მშენებლობა, რომელშიც განთავსდება მწერლის პირადი კაბინეტი, ორი საგამოფენო დარბაზი, ბიბლიოთეკა და ადმინისტრაციული სივრცე.

ასევე იგეგმება, მუზეუმის ეზოს კეთილმოეწყობა. კერძოდ, გაკეთდება მწერლის სახელობის წყარო, ღია სცენა და სველი წერტილები.

როგორც imedinews-ს მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის ოფისში განუცხადეს, ჩოხელის მუზეუმის მშენებლობა რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება და პროექტის ღირებულება 397 000 ლარია. სამშენებლო სამუშაოები მიმდინარე წლის შემოდგომაზე დასრულდება.

სრულად ნახვა
ეს საინტერესოამედიცინა

მეცნიერებმა სიბრმავის წინააღმდეგ გენური თერაპია პირველად გამოიყენეს

ოქსფორდელი ქალი მსოფლიოში პირველი ადამიანი გახდა, რომელმაც სიბრმავის ყველაზე გავრცელებული ფორმის სამკურნალოდ გენური თერაპია გაიარა. ამის შესახებ BBC წერს.

ქირურგებმა ჯანეტ ოსბორნის თვალში სინთეტიკური გენი შეიყვანეს. ეს არის პირველი მკურნალობა, რომელიც ასაკობრივი მაკულოდისტროფიის წინააღმდეგ გამოიყენეს.

როგორც BBC წერს, დიდ ბრიტანეთში ეს დიაგნოზი 600 000-მდე ადამიანს აქვს. მათ უმრავლესობას მხედველობის სერიოზული დარღვევები აქვთ.

80 წლის ჯანეტ ოსბორნი 10 პაციენტიდან პირველია, რომელზეც გენური თერაპია გამოსცადეს.

მეცნიერების განმარტებით, სიბერის პარალელურად, გენები, რომლებიც პასუხს აგებს თვალების დაცვაზე, შეფერხებით მუშაობს, რაც, თავის მხრივ, მხედველობის დაქვეითებას იწვევს.

გენური თერაპიისას თვალის უკანა ნაწილში კეთდება ინექცია, რომელიც სინთეტიკურ გენს შეიცავს და მეცნიერების მტკიცებით, სრულიად უვნებელია.

სრულად ნახვა
დედამიწაეკოლოგიაეს საინტერესოაკატეგორიის გარეშემსოფლიო

დედამიწა მაშინ და ახლა – Nasa-ს ფოტოებში აღბეჭდილი წარმოუდგენელი ცვლილებები

ამერიკის კოსმოსური სააგენტო Nasa მუდმივად აწარმოებს დედამიწის სხვადასხვა წერტილების ფოტო გადაღებას. გადავწყვიტეთ თქვენთვის წარმოგვედგინა რამდენიმე საინტერესო შედარება, დედამიწის კონკრეტული ადგილების წარმოუდგენლად დიდი სახეცვლილი ბუნების ამსახველი ფოტოების საშუალებით. ფოტოებს შორის დროითი ხანგრძლივობა 5-დან 100 წლამდე მერყეობს.

16953310-R3L8T8D-1000-7

ალიასკა.1917 წლის ზაფხული – 2005 წლის ზაფხული.

16953210-R3L8T8D-1000-10

არალის ზღვა, ცენტრალური აზია. აგვისტო 2000 წ. – აგვისტო 2014 წ.

16952810-R3L8T8D-1000-1

ალიასკა. აგვისტო 1906 წ. – სექტემბერი 2003 წ.

16953160-R3L8T8D-1000-9

პაეუელის ტბა, არიზონას შტატი. მარტი 1999 წ. – მაისი 2014 წ.

16953610-R3L8T8D-1000-17

ბრაზილია, რონდონიის ტყეები. ივლისი 1975 წ. – აგვისტო 2009 წ.

16952860-R3L8T8D-1000-2

მაკარტი, ალიასკა. ივლისი 1909 წ – აგვისტო 2004 წ.

16952960-R3L8T8D-1000-6

ალპები. აგვისტო 1960 წ. – აგვისტო 2005 წ.

16958460-R3L8T8D-1000-22

არგენტინის ტბა. ივლისი 1998 წ. – სექტემბერი 2011 წ.

16953310-R3L8T8D-1000-7

ალიასკა, ყინულის საფარი. აგვისტო 1941 წ. – აგვისტო 2004 წ.

16958560-R3L8T8D-1000-23

ურუგვაის ტყე. მარტი 1975 წ. – თებერვალი 2009 წ.

 

წყარო:

ADME

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეს საინტერესოაკატეგორიის გარეშე

ჩინეთი შემდეგ წელს მარსზე როვერის გაგზავნას აპირებს

ჩინეთი შემდეგ წელს მარსზე როვერის გაგზავნას აპირებს. მთვარის შესწავლის შესახებ ჩინური პროგრამის ხელმძღვანელის ვუ ვაირენის განცხადებით, წითელი პლანეტა მათი შემდეგი “გაჩერება იქნება”. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

“ჩვენ ბოლო 60 წლის განმავლობაში ბევრ წარმატებას მივაღწიეთ, თუმცა ჯერ კიდევ ბევრი გვაკლია იმისთვის, რომ კოსმოსში ანგარიშგასაწევ ძალად ვიქცეთ. ჩვენი ტემპი უნდა დავაჩქაროთ”, – განაცხადა ვუ ვაირენიმ და დასძინა, რომ ჩინეთი შემდეგ წელს მარსის ორბიტაზე როვერს გააგზავნის, რომელიც წითელი პლანეტიდან ნიმუშებს აიღებს.

ამასთან, ჩინეთი მთვარეზე დამატებითი მისიის გაგზავნასაც აპირებს, რომელიც მთვარის ზედაპირიდან სინჯებს აიღებს და დედამიწაზე დაბრუნდება.

Chang’e-4 – ასე ჰქვია კოსმოსურ მისიას, რომელიც ჩინეთმა ერთ-ერთი სატელიტური ცენტრიდან უკვე გაუშვა. მისიის მიზანი მთვარის იმ მხარეს მოხვედრაა, რომელიც დედამიწას არასოდეს უთანაბრდება. მსგავსი პროექტი აქამდე არავის განუხორციელებია.

მთვარისა და მარსის შესასწავლად მზადება დონალდ ტრამპის ბრძანების საფუძველზე, აშშ-შიც მიმდინარეობს.

სრულად ნახვა
განათლებაეს საინტერესოა

ცნობილია 10 ყველაზე განათლებული ქვეყანა მსოფლიოში

ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების საერთაშორისო ორგანიზაციამ  (Organisation for Economic Co-operation and Development – OECD) მსოფლიოს ყველაზე განათლებული ქვეყნების ათეული გამოაქვეყნა – წერს Edu.aris.ge

OECD-მა განსაზღვრა ქვეყნის ზრდასრულ მოქალაქეთა (25-დან 60 წლამდე) განათლების დონე, იმის მიხედვით, დაასრულეს თუ არა მათ რაიმე სახის უმაღლესი განათლების საფეხური, ორწლიანი, ოთხწლიანი ან პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამით.

როგორც ორგანიზაციის ანგარიშში ვკითხულობთ, იმის მიუხედავად რომ ყოველ წელს მსოფლიოს საუკეთესო კოლეჯების რეიტინგებში აშშ-ის უნივერსიტეტები ლიდერობენ და მსოფლიოს 10 საუკეთესო უნივერსიტეტიდან რვა შტატებშია, ზრდასრულთა განათლების დონის მიხედვით აშშ მე-6 ადგილზეა.

OECD-ს ათეული კი ზრდასრული მოსახლეობის წილის მიხედვით ასე გამოიყურება:

10. ლუქსემბურგი – 42.86 პროცენტი;

9. ნორვეგია – 43.02 პროცენტი;

8. ფინეთი – 43.60 პროცენტი;

7. ავსტრალია – 43.74 პროცენტი;

6. ამერიკის შეერთებული შტატები – 45.67 პროცენტი;

5. დიდი ბრიტანეთი – 45.96 პროცენტი;

4. კორეა – 46, 86 პროცენტი;

3. ისრაელი – 49. 90 პროცენტი;

2. იაპონია – 50.50 პროცენტი;

1. კანადა – 56. 27 პროცენტი.

როგორც ხედავთ, რეიტინგში კანადა ლიდერობს, როგორც ყველაზე განათლებული ქვეყანა მსოფლიოში.

სრულად ნახვა
ბიზნესიეს საინტერესოაფსიქოლოგია

რა იწვევს ყურადღების გაფანტვას?

ფოკუსირება – ყურადღების მოკრებას გულისხმობს,  უმრავლესობას აწუხებს ეს პრობლემა, ნებისმიერი ასაკის ადამიანი შეიძლება უჩიოდეს გაფანტულ ყურადღებას. რადგან საზოგადოება უამრავ სხვადასხვა საკითხზე ფიქრობს, ხშირ შემთხვევაში მათ ავიწყდებათ ძალიან მნიშვნელოვანი საქმეებიც კი, ასევე, უჭირთ მუშაობა ან მეცადინეობა.

მოცემული პრობლემის გამომწვევი უამრავი მიზეზი არსებობს, Enterpreneur.com–მა  შემოგვთავაზა რამდენიმე ძირითადი რამ, რაც იწვევს ყურადღების გაფანტვას:

  1. უძილობა, გამოუძინებელი ტვინი ჩვეულებრივზე ბევრად ცუდად მუშაობს;
  2. პრიორიტეტული საქმის არქონა, როდესაც თქვენ არ იცით, რა უფრო მნიშვნელოვანია გიჭირთ არჩევნის გაკეთება;
  3. სტრესი;
  4. ცხოვრებისეული ფაქტორები, პრობლემები.

წყარო: Entrepreneur.com

მასალა მოამზადა: ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსიეს საინტერესოა

მარსის ახალ ფოტოებზე უძველესი მდინარეების კვალი ჩანს

ევროპის კოსმოსურმა სააგენტოს თანამგზავრ Mars Express-ით გადაღებულ წითელი პლანეტის ფოტოებზე მდინარეების ქსელის კვალი ჩანს.

კითხვა, რომელიც მეცნიერებს აქვთ არის ის, თუ საიდან გაჩნდა ეს მდინარეები : მიწისქვეშა წყლისგან, ატმოსფერული ნალექისგან, დამდნარი მყინვარისგან თუ სხვა რამისგან.

დღეს მარსის ზედაპირზე თხევადი წყალი არ გვხვდება, თუმცა დიდი რაოდენობის წყლის კვალი იმაზე მიგვანიშნებს, რომ ერთ დროს მარსზე გაცილებით ნოტიო და თბილი კლიმატი იყო.

ყოველი აღმოჩენა ახალ კითხვებს ბადებს იმის შესახებ, თუ როგორი იყო პლანეტის ატმოსფერო წარსულში,მეცნიერები ცდილობენ გაიგონ, იყო თუ არა მარსი ოდესმე სიცოცხლისთვის შესაფერისი.

მომავალ წელს ევროპული კოსმოსური სააგენტო რუსეთის კოსმოსურ სააგენტო Roscomos-თან ერთად მისია ExoMars-ის დაწყებას გეგმავს.მისიის მიზანია პასუხი გაეცეს კითხვას : არსებობდა თუ არა ოდესმე მარსზე სიცოცხლე.

მარსის ახალ ფოტოებს, რომლებზეც წყლის კვალი ჩანს, გამოცემა Independent-ი აქვეყნებს.

https://www.independent.co.uk/

 

 

 

სრულად ნახვა
ეს საინტერესოაკატეგორიის გარეშესაქართველო

კონფუცის თასის გამარჯვებული – წარმატებული ქართველი ახალგაზრდა

გო- ყველაზე ხანგრძლივი ისტორიის მქონე და მრავალთა მიერ აღიარებული, როგორც ყველაზე რთული სამაგიდო თამაშია. ამ თამაშში განსხეულებულია ცნობილი გამოთქმა- გენიალობა სიმარტივეშია. მიუხედავად უმარტივესი წესებისა, გო კაცობრიობის მიერ შექმნილი ერთ-ერთი ყველაზე კომპლექსური სისტემაა.   დოქტრინა კონფუცის თასის გამარჯვებულ წარმატებულ ახალგაზრდას  ოთარ ჭიღლაძეს ესაუბრა, რომელიც უკეთ გაგვაცნობს თამაშის თავისებურებებს.

ოთარ , როგორც ვიცით „გოს“  ღმერთების თამაშსაც ეძახიან ,  მოკლედ რომ გააცნოთ ჩვენს მკითხველს რა არის „გო“ და რა კულტურული მნიშვნელობა აქვს?

გო, იგივე ვეიცი, წარმოშობით ჩინური თამაშია, რომლის განვითარებაში იაპონელებს ძალიან დიდი წვლილი მიუძღვით. ამჟამად გო ძალიან პოპულარულია აღმოსავლეთ აზიაში, თუმცა ნელ-ნელა მსოფლიო მასშტაბით იკიდებს ფეხს. როგორც აღნიშნეთ, გოს ღმერთების თამაშსაც ეძახიან. ეს იმიტომ, რომ მიუხედავად ძალიან მარტივი თამაშის წესებისა, განვითარების შესაძლებლობები გოში ძალიან ბევრია. ბევრი ამბობს, რომ გოს დაფა ბრძოლის ველს ან საერთოდაც ცხოვრებას გავს- აიღე იმდენი, რამდენის დაცვასაც შეძლებ. მაგრამ მეორეს მხრივ მისაკუთრებული ნაწილი საკმარისი უნდა იყოს მოსაგებად. სწორედ ესაა გო- ოქროს შუალედი ზედმეტ მომხვეჭელობასა და ზედმეტ ხელგაშლილობას, ზღვარგადასულ შეტევასა და ზღვარგადასულ თავდაცვას შორის. ამ ფასეულობების გამო ძველი წელთაღრიცხვიდან მოყოლებული გოს თამაშობდნენ ჩინეთის ინტელექტუალურ ელიტაში. მომავალში კი კორეისა და იაპონიის კულტურებშიც ღრმად გაიდგა ფესვები

რატომ გაგიჩნდათ ამ თამაშის მიმართ ინტერესი და რამდენი ხანია რაც თამაშობთ?

2017 წელს ჩინეთში სპონტანურად გამიჩნდა სურვილი რომელიმე ჩინურ სამაგიდო თამაშს გავცნობოდი. ამ პროცესში წავაწყდი გოს. მან გამაკვირვა თავისი სიმარტივითა და სირთულით. გამოვიწერე დაფა და შეძლებისდაგვარად ხშირად ვთამაშობდი. შემდეგ, საქართველოში დაბრუნებისას აღმოვაჩინე, რომ ჩვენთანაცაა გოს მოთამაშეთა ჯგუფი და აქტიურად ჩავები გოს პოპულარიზაციის საქმეში.

როგორც ავღნიშნეთ რთული თამაშია,  რამდენად რთული წესები აქვს  და როგორ უნდა ვითამაშოთ?

გო ძალიან რთული თამაშია, თუმცა კი წესები უმარტივესია. გოს დაფა წარმოადგენს ვერტიკალური და ჰორიზონტალური ხაზების ბადეს. არსებობს 9-9, 13-13 და 19-19 ზომის დაფები. ქვები იდება გადაკვეთის წერილებზე. გოს პრინციპია შემოსაზღვრო ტერიტორია ისე, რომ თუ შიგნით მოწინააღმდეგე შემოვა, მისი მოკვლა შეგეძლოს, ანუ იყო სრულიად დაცული. ქვის მოკვლა შეიძლება მისთვის ყველა ჰორიზონტალური და ვერტიკალური მოსაზღვრე გადაკვეთის დაკავებით. თამაშის ბოლოს ითვლება მოთამაშეების მიერ დაკავებული გადაკვეთის წერტილები და მეტი რიცხვის მქონე იმარჯვებს. საინტერესოა, რომ გოს თამაში უსასრულოდ შეიძლება გაგრძელდეს. აქ თამაშის დასრულება დამოკიდებულია მოთამაშეების შეთანხმებაზე, რომ თამაშის გაგრძელება არსებულ სიტუაციას აღარ შეცვლის და ორივე უარს ამბობს თავის სვლაზე.

გაგიჭრდათ თუ არა კონკურსში გამარჯება?

კონკურსში გამარჯვება მარტივი არ იყო. რამდენიმე სერიოზული მოწინააღმდეგე მყავდა. რეალურად ყველა მათგანს კარგად ვიცოდი და მათ თამაშის სტილსაც კარგად ვიცნობდი, რადგან ერთად ვვარჯიშობდით ხოლმე კონკურსამდე. განსაკუთრებულად დაძაბული ბოლო ეტაპი იყო, სადაც 4 ფინალისტი ერთმანეთს 2-2 ხელს ვეთამაშებოდით.საბედნიეროდ ფინალური 8 შეხვედრიდან 7 მოვიგე და ეს საკმარისი იყო პირველი ადგილის ასაღებად.

რამდენად არის ინტერესი ჩვენს ქვეყანაში ამ თამაშის მიმართ ?

სამწუხაროდ ამჟამად გო ჩვენს ქვეყანაში არც თუ ისე პოპულარულია. ამის მიზეზი კი მხარდაჭერის ნაკლებობაა. საქართველოში არსებობს გოს ეროვნული ფედერაცია, რომელიც ევროპის გოს ფედერაციის მიერ იქნა ოფიციალურად აღიარებული.  ფედერაციის წევრები თავისი ენთუზიაზმის ხარჯზე იცავენ საქართველოს სახელს გოს ტურნირებში და მის პოპულარიზაციასაც ეწევიან. საბედნიეროდ, ბოლო ხანებში ამ კუთხით ღია უნივერსიტეტის კონფუცის კლასმა გაგვიმართა ხელი, ყოველ შაბათს სივრცეს გვითმობენ შეკრებებისათვის და ტურნირიც კი ჩაგვატარებინეს. ამისათვის მათ დიდი მადლობა. გოს ნამდვილად აქვს პოტენციალი პოპულარობა მოიხვეჭოს საქართველოში, რამეთუ ეს თამაში ეხმარება ადამიანს, განსაკუთრებით კი ბავშვს გონების განვითარებაში.

როგორც ვიცით „გო“-ს ბევრი ცნობილი და  წარმატებული ადამიანი თამაშობდა.  რამდენად  გვეხმარება ის თვითგანვითარებაში?

გო მნიშვნელოვნად ავითარებს არამხოლოდ  ადამიანის გონებრივ შესაძლებლობებს, არამედ მის ხედვას ცხოვრებისადმი. სხვა სამაგიდო თამაშების მსგავსად გოც მოითხოვს სტრატეგიულ აზროვნებას, რაც ცხოვრებაში ძალიან გამოყენებადია. გაჩვევს ოქროს შუალედის პოვნას და მუდმივად ყურადღებიანად ყოფნას- საკმარისია ერთი შეცდომა და ჩანაფიქრი შეიძლება მთლიანად ჩაგივარდეს. შეუძლებელია გოს თამაშისას ემოციებს ვერ თოკავდე და განვითარდე. აუცილებელია კარგი ნებისყოფა, შეგუება იმასთან, რომ ხშირად წააგებ. მხოლოდ ასე შეძლებ შენ თავს აჯობო და უკეთესი გახდე.

სრულად ნახვა
ეს საინტერესოაკატეგორიის გარეშე

რატომ აქვთ ზებრებს ზოლები?

მეცნერებმა დაადგინეს, რატომ აქვთ ზებრებს ზოლები. აღმოჩნდა,რომ ზოლებს მხოლოდ ვიზუალური დანიშნულება არ აქვთ, ისინი ამ ცხოველებს სისხლის მწოველი მწერებისა და სასიკვდილო დაავადებებისგან იცავს.

მეცნიერებმა ცდა ჩაატარეს, რომლის დროსაც ცხენებს ზოლიანი მოსასხამი „ჩააცვეს“, აღმოჩნდა, რომ ამის შემდეგ მათ გაცილებით ცოტა მწერი ეტანებოდა, ვიდრე მანამდე.

“ბუზები ზებრებისა და ცხენების გარშემო ჩვეულებრივ დაფრინავდნენ, ისინი მხოლოდ მაშინ იბნეოდნენ, როდესაც ზებრაზე დაფრენას ცდილობდნენ. ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ ბუზები ზებრებს სწრაფად უახლოვდებოდნენ, მიახლოებისას კი უკან ბრუნდებოდნენ, ზოგჯერ კი ზებრას პირდაპირ ეჯახებოდნენ”, – აცხადებს ბრისტოლის უნივერსიტეტის მეცნიერი და კვლევის თანაავტორი მარტინ ჰოუ.

აქამდე არსებული თეორიების თანახმად, ზოლები ზებრებს ტემპერატურის რეგულირებისა და მტაცებლებისგან დასაცავად განუვითარდათ.

თეორია იმის შესახებ, რომ ზოლები ზებრას მკბენარე მწერებისგან იცავს, მანამდეც არსებობდა, თუმცა მასზე საგულდაგულო კვლევა ახლახანს ჩატარდა.

აფრიკული ცხენის ბუზები ისეთი დაავადებების გადამტანები არიან, როგორიცაა ტრიპანოსომოზი და აფრიკული ცხენის დაავადება, რომელიც ცხოველის დასუსტებას იწვევს და რიგ შემთხევაში ფეტალური შედეგით მთავდება. ასე რომ ზოლები ზებრებს ამ დაავადებების თავიდან აცილებაში ეხმარება.

მეცნიერების მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ზებრებს ოთხჯერ ნაკლები ბუზი აჯდებოდა, ვიდრე ცხენებს.

კვლევით ირკვევა, რომ ზოლები შორიდან მწერების არიდებას ვერ ახერხებს, თუმცა ბუზები, რომლებსაც დაბალი გარჩევადობის მხედველობა აქვთ, ზოლებთან მიახლოებისას გაჩერებას ვეღარ ახერხებდნენ და მათ ეჯახებოდნენ, ცხენებზე კი ისინი წყნარად და მშვიდად სხდებოდნენ.

აღსანიშნავია ისიც, რომ ზებრები კუდს ცხენებზე ხშირად იქნევენ და მწერების მოშორებას უფრო აქტიურად ახერხებენ, რითაც იმ ბუზების ნაწილსაც კი, რომლებიც მათზე დასხდომას ახერხებენ, მშვიდად დაკბენის საშუალებას არ აძლევენ.

მკვლევარები აცხადებენ, რომ ზოლიანი ტანსაცმლის ჩაცმით სარგებელი შესაძლოა ადამიანებმაცნახონ და გამაღიზიანებელი მწერები თავიდან მოიშორონ.

 

https://www.independent.co.uk

სრულად ნახვა
ეს საინტერესოაკატეგორიის გარეშე

რატომ აქვთ ზებრებს ზოლები?

მეცნერებმა დაადგინეს, რატომ აქვთ ზებრებს ზოლები. აღმოჩნდა,რომ ზოლებს მხოლოდ ვიზუალური დანიშნულება არ აქვთ, ისინი ამ ცხოველებს სისხლის მწოველი მწერებისა და სასიკვდილო დაავადებებისგან იცავს.

მეცნიერებმა ცდა ჩაატარეს, რომლის დროსაც ცხენებს ზოლიანი მოსასხამი „ჩააცვეს“, აღმოჩნდა, რომ ამის შემდეგ მათ გაცილებით ცოტა მწერი ეტანებოდა, ვიდრე მანამდე.

“ბუზები ზებრებისა და ცხენების გარშემო ჩვეულებრივ დაფრინავდნენ, ისინი მხოლოდ მაშინ იბნეოდნენ, როდესაც ზებრაზე დაფრენას ცდილობდნენ. ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ ბუზები ზებრებს სწრაფად უახლოვდებოდნენ, მიახლოებისას კი უკან ბრუნდებოდნენ, ზოგჯერ კი ზებრას პირდაპირ ეჯახებოდნენ”, – აცხადებს ბრისტოლის უნივერსიტეტის მეცნიერი და კვლევის თანაავტორი მარტინ ჰოუ.

აქამდე არსებული თეორიების თანახმად, ზოლები ზებრებს ტემპერატურის რეგულირებისა და მტაცებლებისგან დასაცავად განუვითარდათ.

თეორია იმის შესახებ, რომ ზოლები ზებრას მკბენარე მწერებისგან იცავს, მანამდეც არსებობდა, თუმცა მასზე საგულდაგულო კვლევა ახლახანს ჩატარდა.

აფრიკული ცხენის ბუზები ისეთი დაავადებების გადამტანები არიან, როგორიცაა ტრიპანოსომოზი და აფრიკული ცხენის დაავადება, რომელიც ცხოველის დასუსტებას იწვევს და რიგ შემთხევაში ფეტალური შედეგით მთავდება. ასე რომ ზოლები ზებრებს ამ დაავადებების თავიდან აცილებაში ეხმარება.

მეცნიერების მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ზებრებს ოთხჯერ ნაკლები ბუზი აჯდებოდა, ვიდრე ცხენებს.

კვლევით ირკვევა, რომ ზოლები შორიდან მწერების არიდებას ვერ ახერხებს, თუმცა ბუზები, რომლებსაც დაბალი გარჩევადობის მხედველობა აქვთ, ზოლებთან მიახლოებისას გაჩერებას ვეღარ ახერხებდნენ და მათ ეჯახებოდნენ, ცხენებზე კი ისინი წყნარად და მშვიდად სხდებოდნენ.

აღსანიშნავია ისიც, რომ ზებრები კუდს ცხენებზე ხშირად იქნევენ და მწერების მოშორებას უფრო აქტიურად ახერხებენ, რითაც იმ ბუზების ნაწილსაც კი, რომლებიც მათზე დასხდომას ახერხებენ, მშვიდად დაკბენის საშუალებას არ აძლევენ.

მკვლევარები აცხადებენ, რომ ზოლიანი ტანსაცმლის ჩაცმით სარგებელი შესაძლოა ადამიანებმაცნახონ და გამაღიზიანებელი მწერები თავიდან მოიშორონ.

 

https://www.independent.co.uk

სრულად ნახვა
1 54 55 56 57 58 99
Page 56 of 99