close
ეს საინტერესოა

ჩოხში გოდერძი ჩოხელის სახლ-მუზეუმი აშენდება

გუდამაყრის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ჩოხში გოდერძი ჩოხელის სახლ-მუზეუმი აშენდება. ამის შესახებ ინფორმაციას მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს.

კერძოდ, იგეგმება ორსართულიანი შენობის მშენებლობა, რომელშიც განთავსდება მწერლის პირადი კაბინეტი, ორი საგამოფენო დარბაზი, ბიბლიოთეკა და ადმინისტრაციული სივრცე.

ასევე იგეგმება, მუზეუმის ეზოს კეთილმოეწყობა. კერძოდ, გაკეთდება მწერლის სახელობის წყარო, ღია სცენა და სველი წერტილები.

როგორც imedinews-ს მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის ოფისში განუცხადეს, ჩოხელის მუზეუმის მშენებლობა რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება და პროექტის ღირებულება 397 000 ლარია. სამშენებლო სამუშაოები მიმდინარე წლის შემოდგომაზე დასრულდება.

გაზიარება:
fb-share-icon0