close

ეს საინტერესოა

ეს საინტერესოა

ლაბორატორიაში შექმნილი ხორცი, შესაძლოა, იმ ადამიანებმაც მოიხმარონ, რომლებიც ხორცს რელიგიური, ან სხვა მიზეზის გამო არ ჭამენ

ლაბორატორიაში შექმნილ ხორცს შეიძლება ქოშერი და ჰალალი ეწოდოს, ვინაიდან მისი უჯრედები მიიღება რელიგიური სტანდარტების შესაბამისი მეთოდებით.
ეს მოსაზრებები იმ კომპანიების გამარჯვებაა, რომლებიც ხორცს ლაბორატორიულად აწარმოებენ, რადგან ნიშნავს, რომ იუდაიზმისა და ისლამის მიმდევრებმა, შეიძლება, ერთ დღეს მათი პროდუქტები მოიხმარონ.
„ეს არის კიდევ ერთი ნიშანი იმისა, რომ კულტივირებული ხორცი ნამდვილ გამოსავალად ვაქციოთ“, – განაცდხადა GOOD Meat-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯოშ ტეტრიკმა.
კულტივირებული ხორცი ამჟამად მხოლოდ მცირე რაოდენობით იყიდება შეერთებულ შტატებსა და სინგაპურში, მაგრამ კომპანიები იმედოვნებენ, რომ კერძო და საჯარო ინვესტორები სექტორს დააფინანსებენ საკმარისად იმისთვის, რომ გააფართოვონ წარმოება და შეცვალონ კვების რეჟიმი მთელს მსოფლიოში.
კულტივირებული ხორცი მიიღება ცხოველური უჯრედების ნიმუშიდან, რომლებიც იკვებება საკვები ნივთიერებებით და იზრდება ფოლადის ჭურჭელში.
ახალბედა კომპანიები იმედოვნებენ, რომ მათი პროდუქტი მოეწონებათ ვეგანებსა და ვეგეტარიანელებს.
აღსანიშნავია, რომ მართლმადიდებლურმა კავშირმა (OU), ქოშერის სერტიფიცირების უმსხვილესმა სააგენტომ, რამდენიმე კვირის წინ განაცხადა, რომ ისრაელის კომპანია SuperMeat-ის მიერ წარმოებული კულტივირებული ქათამი აკმაყოფილებს მის სტანდარტებს, რადგან ქათმის უჯრედები არ იკვებებოდა ცხოველური ინგრედიენტებით და გამოიყვანებოდა განაყოფიერებული კვერცხუჯრედიდან სისხლის ლაქების გაჩენამდე.

წყარო : Reuters

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
ეს საინტერესოა

დღეში 20 წუთი ძილი ახანგრძლივებს სიცოცხლეს: 5 მოულოდნელი ფაქტი დღის ძილის შესახებ

მაშინაც კი, თუ მშვენივრად გეძინათ, შეგიძლიათ დღის განმავლობაში 20-25 წუთი გამოყოთ ძილისათვის – ამ გზით თქვენარა მხოლოდ მოიხსნით დაღლილობას, არამედ შეინარჩუნებთ ჯანმრთელობას და ცოტათი გახანგრძლივებთ სიცოცხლესაც კი. გთავაზობთ 5 ფაქტს დღის ძილის შესახებ:

აუმჯობესებს მეხსიერებას და სწავლის უნარს

ყველას, ვისაც კი ოდესმე ლექციაზე ეძინა, ახსოვს ეს საოცარი მოვლენა. მონაცემები დასტურდება კვლევით: დღის ძილით ხანმოკლე შესვენება, პირველ რიგში, ინფორმაციის აღქმაზე პასუხისმგებელი ნეირონების გააქტიურების საშუალებას იძლევა და მეორეც, ადრე მიღებული ინფორმაციის სტრუქტურირებას უწყობს ხელს.

უფრო ჭკვიანს გვხდის

ამას ადასტურებენ NASA-ს მეცნიერები: მათი მონაცემებით, დღის განმავლობაში მხოლოდ 30 წუთიანი დასვენება საკმარისია კოგნიტური შესაძლებლობების 40%-ით გაზრდისთვის. მაგრამ არ დაიძინოთ ძალიან ბევრი: მნიშვნელოვანია, რომ ტვინს არ ჰქონდეს დრო ღრმა ძილის ფაზაში ჩაძირვის საშუალება. წინააღმდეგ შემთხვევაში, როცა გაიღვიძებთ, თავს ზედმეტად დაღლილად იგრძნობთ.

აუმჯობესებს კრეატიულობას

20 წუთი “გადატვირთვაც” საკმარისია ახლის შექმნისას საჭირო ასოციაციური აზროვნებისა და წარმოსახვის გასაუმჯობესებლად. ასე რომ, თუ რაიმე მნიშვნელოვან პრობლემას ვერ გადაჭრით, წადი დაიძინე 20-25 წუთი. წყარო

 

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
ეს საინტერესოა

ნავთობის მწარმოებელი ქვეყნების ტოპ ათეული – ვინ რა ოდენობის “შავ ოქროს” აწარმოებს?

ნავთობის ინდუსტრია ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში უამრავმა გლობალურმა კრიზისმა შეარყია და მსოფლიოს აჩვენა, თუ რამდენად ვართ დამოკიდებული წიაღისეულ საწვავზე.

მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოს დიდი ნაწილი ცდილობს შეამციროს ნავთობის მოხმარება ნახშირბადის გამონაბოლქვის შემცირების მიზნით, გასულ წელს თითქმის 90 მილიონი ბარელი შავი “ოქრო“ მაინც იქნა წარმოებული.

საინტერესოა, რომელი ქვეყანა აწარმოებს ყველაზე მეტს? წარმოგიდგენთ BP-ის 2022-2023 წლის რეიტინგს:

შეერთებული შტატები: 17,770 მილიონი ბარელი დღეში

შეერთებულმა შტატებში, მხოლოდ ტეხასში ნავთობის 40%-ზე მეტი იწარმოება. აშშ იყო პირველი ქვეყანა, რომელმაც შემოიღო ჰორიზონტალურად ბურღვა.

ტურბულენტობის მიუხედავად, აშშ-ს ნავთობის მოპოვება 2021 წელს 16,585 მილიონ ბარელამდე გაიზარდა, ხოლო გასულ წელს – 17,770 მილიონი ბარელი იყო, რაც სხვა ქვეყნებთან შედარებით ბევრად მაღალი მაჩვენებელია.

საუდის არაბეთი: 12,136 მილიონი ბარელი დღეში

საუდის არაბეთი რჩება მსოფლიოში სიდიდით მეორე ნავთობის მწარმოებელ ქვეყანად.

2018 წელს ყოველდღიურად იწარმოებოდა 12,2 მილიონ ბარელზე მეტი, რაც 2019 წელს 11,8 მილიონამდე დაეცა. 2020 წლის აპრილში საუდის არაბეთმა წარმოების მაჩვენებელი 11,039 მილიონ ბარელამდე შეამცირა. ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო დაეცა 2021 წელს- 10,954 მილიონ ბარელამდე. თუმცა შარშან წარმოება ოთხწლიანი მაქსიმუმდე გაიზარდა და 12,136 მილიონ ბარელს მიაღწია.

რუსეთი: 11,202 მილიონი ბარელი დღეში

რუსეთი OPEC+-ს 2016 წლის ბოლოს შეუერთდა, რათა გლობალური ფასების გასაზრდელად წარმოება შეეზღუდა, თუმცა შეთანხმების შესრულება უჭირდა.

2018 წელს ქვეყნის წარმოებამ დააფიქსირა ზღვრული ზრდა- დღეში 11,562 მილიონი ბარელიდან -11,679 მილიონ ბარელამდე. ითვლებოდა, რომ 2020 წლის დასაწყისში რუსეთის ნავთობის წარმოება 20%-მდე კორონავირუსის გავრცელების შედეგებმა შეამცირა.

უახლესი ანგარიში აჩვენებს, რომ რუსეთის ფედერაციამ გასულ წელს 11,202 მილიონი ბარელი ნავთობი აწარმოა, ხოლო ნედლი ნავთობი ევროპის ნედლი ნავთობის ექსპორტის 23%-ს შეადგენს.

კანადა: 5,576 მილიონი ბარელი დღეში

2021-2022 წლებში კანადაში ნავთობის წარმოება გაიზარდა 3%-ით და დღეში 5,576 მლნ ბარელს მიაღწია. ბოლო ანგარიშები ვარაუდობენ, რომ კანადაში ნავთობის მოპოვებამ შესაძლოა, პიკს 2026 წელს მიაღწიოს.

ერაყი: 4,520 მილიონი ბარელი დღეში

2019 წელს მისმა დღიურმა წარმოებამ 4,779 მილიონი ბარელი შეადგინა. 2021 წელს ქვეყნის ნავთობის მოპოვების მაჩვენებელი დაეცა, ერაყი აწარმოებდა 4,102 მილიონ ბარელს დღეში. მაგრამ ეს მაჩვენებელი 2022 წელს დღეში 4,520 მილიონ ბარელამდე გაიზარდა.

 იხილეთ სრულად

 

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეს საინტერესოა

დრონმა 7 000 წლის ხელოვნების ნიმუში აღმოაჩინა

7 000 წლით დათარიღებული ხელოვნების ნიმუში მეცნიერებმა დრონით აღმოაჩინეს. მკვლევრები, რომლებიც სწავლობდნენ ალიკანტეს მიმდებარე მთებს, უძველეს აღმოჩენებს მიჩვეულები იყვნენ. თუმცა, ახლა ნამდვილად ღირშესანიშნავი აღმოჩენა გაკეთდა და თან ეს ყველაფერი დრონით.

მკვლევრებს მთებში დამალული პრეისტორიული ნიმუშების მოძიება სურდათ. ამ ფაქტორმა მკვლევარი ხავიერ ფერნანდეს მოლინა, დრონის გამოცდილი პილოტი, მიიყვანა იმ აზრამდე, რომ ამისთვის დრონი იდეალური იყო.

მკვლევრებმა დრონებით 18 გამოქვაბული შეისწავლეს. მათგან ორში პრეისტორიული ნახატები აღმოჩნდა.

ვიდეოს ნახვა შეგიძლიათ ქვემოთ:

“ეს მეთოდოლოგია შეიძლება გამოვიყენოთ არა მხოლოდ პრეისტორიული ხელოვნების კვლევებში, არამედ ზოგადად არქეოლოგიაშიც”, — ამბობენ მკვლევრები.

არქეოლოგებს იმედი აქვთ, რომ მომავალში დრონებს კიდევ უფრო კომპლექსური კვლევებისთვის გამოიყენებენ.

კვლევა Lucentum XVII-ში გამოქვეყნდა.

 

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეზოთერიკაეს საინტერესოაფილოსოფია

მინერალურ ქვებში დამალული მაგია   

ჩვენი ღრმა კავშირი სამყაროსთან ასოცირდება იმ ელემენტებთან, რომელთაც ვუზიარებთ ჩვენივე სამყაროს. მინერალური ქვები ოდითგანვე გამოიყენებოდა მეფეების, შამანების, ბელადების მიერ რელიგიური რიტუალებისთვის, რომელიც ერთგვარი რწმენის სიმბოლოდ იქცეოდა ხოლმე. საინტერესოა, რატომ სჯერათ ადამიანებს ერთიდაიგივე?  მიუხედავად ქვების მეტაფიზიკური ძალისა და რელიგიური რიტუალებისა, მინერალური ქვები შეიძლება გამოვიყენოთ ასევე ჯადოქრობისთვის, ენერგიების გაცვლისთვის, ფსიქიკური ჯანმრთელობის მოსაპოვებლად და ა.შ. ამულეტები და თილისმანები გამოიყენებოდა, როგორც ერთ-ერთი უძლიერესი მაგიური იარაღი სხვადასხვა დაავადებისა და ეშმაკური ძალების წინააღმდეგ.

ობიდიანი (obsidian) – თითქმის ყველა კულტურაში, ათასობით წლის მანძილზეб ამ ვულკანურ მინებს გარდაქმნიდნენ სარკეებად, ხანჯლებად, ხმლებად, გამოიყენებოდა ფირფიტებისა და ორნამენტების გასაკეთებლად. ომებში მისი გამოყენება ჯერ კიდევ ატარებს აგრესიულ სიმბოლიკას მეზოამერიკულ კულტურაში. იგი შავი ფერის ქვაა, რომელიც ხშირად გამოიყენება, როგორც ,,თავდაცვითი ამულეტი”.

მთვარისქვა (moonstone)- უძველესი რომაელები დარწმუნებული იყვნენ, რომ მთვარის სინათლე მთვარეზე სხივდებოდა. ამდენად, აქედან წარმოდგება ამ ქვის სახელი. ეს ქვა ბერძნულ და ლათინურ კულტურებში ასოცირდება ქალთა მთვარის ქალღმერთთან. ამიტომ იგი გამოიყენებოდა, როგორც ქალური ქვა, ღმერთებთან კომუნიკაციისთვის, ორნამენტებისთვის და როგორც თანამორწმუნეებთან დასაკავშირებლად რიტუალების დროს.

ფირუზი (Turquoise)- იგი ძალიან ღირებული ქვაა, მისი იშვიათი სილამაზის გამო. იგი ევროპაში პირველად თურქეთიდან შემოვიდა, სახელიც სწორედ აქედან დაერქვა . უძველეს დროში აცტეკები მას ეძახდნენ „chalchihuitl-ს”, რომელიც აღნიშნავდა ისეთ პირებს, ვისაც სახეზე ჰქონდათ „პირსინგი“ . თანამედროვე დროში ფირუზი გამოიყენება ნათელმხილველების მიერ სხვადასხვა რიტუალისთვის.

ამეთვისტო (Amethyst) – მეწამულტონიანი კვარცი შუშის ან იასამნის ტონში. ამ ქვას გამოიყენებენ ამულეტის სახით სიმთვრალის წინააღდეგ სიფხიზლისთვის. ძველი ეგვიპტელები კი მას გამოიყენებდნენ დამნაშავებისა და შიშის წინააღმდეგ. მისი სახელი წარმოდგება ბერძნული მითიდან კერძოდ: დიონისეს, ღვინისა და ლანძღვის ღმერთს, შეუყვარდა ქალიშვილი – სახელად ამეთვისტო, რომელსაც სურდა რომ „წმინდანად“ დარჩენილიყო . დახმარებისათვის ღმერთმა არტემისმა იგი თეთრ ქვად გადააქცია.  დიონისემ, იმისთვის რომ ამეთვისტო დაემდაბლებინა, ქვას ღვინო გადაასხა. იქიდან მოყოლებული, დღემდე, მიიჩნევა, რომ ქვამ მეწამული ფერი სწორად აქედან მიიღო. მას დღესდღეობით გამოიყენებენ მედიტაციისთვის, უძილობისთვის, კარგი სიზმრებისთვის.

საფირონი (Sapphire)- იგი გამოიყენება სულიერ სამყაროში ინფორმაციისა და კომუნიკაციისათვის. სიბრძნის თილისმანია, გვეხმარება ყალბი მეგობრები თავიდან ავიცილოთ. ხელს უწყობს ბუნებრივი ნიჭის განვითარებას. საფირონის იშვიათი და ღრმა ლურჯი შეღებვა და სანახაობრივი ბრწყინვალება მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძვირფას ქვაად ხდის. არსებობს ასევე ყვითელი, ვარდისფერი და ფორთოხლის საფირონები. ეს არის სექტემბრის თვეში დაბადებული ადამიანების ქვა, რომელიც  უძველესი ლათინურ სამყაროში ასოცირებული იყო პლანეტა სატურნთან. შუასაუკუნეების დროს,  ამ ქვას შეყვარებულები ერთმანეთს ჩუქნიდნენ. იმ შემთხვევაში, თუ ეს ქვა ფერს შეიცვლიდა, სჯეროდათ, რომ ერთ-ერთმა პარტნიორმა მეორეს უღალატა.

ალმასი-ბრილიანტი (Diamond) – შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე ძვირადღირებული ქვაა და თან მძიმეც. ამ ქვის სახელი ბერძნული სიტყვა ‘,,adamant’’-დან მოდის, რაც „უკენკურენტო“, „მტკიცეს“ , „უხრწნელს“ ნიშნავს . შუა საუკუნეებში მიაჩნდათ, რომ ბრილიანტები ღმერთების ცრემლები იყო, ამიტომ ამულეტებს რომლებსაც ბრილიანტებისგან ამზადებდნენ თვლიდნენ, რომ წარმატების მომტანი იქნებოდა. ალმასი დღესაც მიიჩნევა ფსიქიკური სიწმნიდისა და სულიერების განმანათლებლობის სიმბოლოდ. პლინიუს აზრით, ბრილიანტი გამოიყენებოდა სიგიჟისგან, შხამისგან, უსაფუძვლო შიშისგან, ეშმაკებისგან თავის დასაცავაად. თუ ძალიან დიდხანს შეხედავთ ალმასს, იგი გაგაღიზიანებთ და მღელვარებას აღძრავს თქვენში.

ზურმუხტი (Emerald)- ზურმუხტი მწვანე ფერის ქვაა, რომელიც მიიჩნევა სიყვარულის, ინტუიიცისია და დაბრკოლების საწინააღმდეგო ქვად. უძველეს ხალხს სჯეროდათ, რომ ზურმუხტი ჯადოსნურ სარკეს ჰგავდა, რომელიც ასახავდა ადამიანების წინა ცხოვრებას . მისი სახელი წარმოდგება ფრანგული სიტყვისგან “esmeraude” და ბერძნული სიტყვა “smaragdos”, რაც ნიშნავს მწვანე გვირგვინს. ლეგენდის მიხედვით ჰერმან კორტესი ამერიკის ყოფნის შემდეგ ევროპაში ბევრი ზურმუხტით დაბრუნდა. კორტესის თხოვნით,  ბიბლიაზე ზურმუხტით ამოკვეთეს წარწერა : „Natos Mulierum non sur-rexit mayor-ი” ( დაბადებულ ქალთა შორის არცერთი არ აღმოცენდა ). მოწინააღმდეგეებს სწამდათ, რომ ზურმუხტის ქვის ასე დამახინჯებამ გამოიწვია კორტესის დამარცხება და საფრანგეთის მეფის ჩარლზ IX სიკვდილი.  არსებობს მეორე ლეგენდა, რომლის მიხედვით, ზურმუხტი გამოიყენებოდა შხამიანი გველების წინააღმდეგ, მისი ყურებით ისინი ბრმავდებოდნენ.

ლაპის ლაზული (Lapis Lazuli ) – ეს არის გულწრფელობის ქვა, რომელიც გვეხმარება, რომ შევცვალოთ ცხოვრება უკეთესობისკენ. გვიძლიერებს მეგობრობას და მოაქვს ბედნიერება სასიყვარულო ურთიერთობაში. იგი გვეხმარება, რომ თავიდან ავიცილოთ სტრესი და მტკივნეული მოგონებები, ამისათვის საჭიროოა დავიდოთ ეს ქვა მესამე თვალის ადგილას. ძველ ეგვიპტეში და ბაბილონში ამ ქვას ყველაზე მეტად აფასებდნენ. ეგვიპტელი მოსამართლეები ატარებდნენ ამ ქვისგან გაკეთებულ ყელსაბამებს წარწერით – სიმართლე. იგი გამოხატავდა ფარაონების სიძლიერეს. ძველ ჩინეთში ამ ქვით მანდარინულ სამოსებს ამკობდნენ.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეს საინტერესოა

რამდენს იწონის ჰაერი თქვენს ოთახში? – მეცნიერების მიერ დადგენილი, მაგრამ აუხსნელი ფაქტები, რომელთა დაჯერებაც ძნელია

თანამედროვე მეცნიერება და ტექნოლოგია არასოდეს წყვეტს ჩვენს გაოცებას ინოვაციებით. უმართავი მანქანები, ადამიანის თავის გადანერგვა და კიდევ ბევრი სხვა რამ – ეს ყველაფერი შესაძლოა რეალობად იქცეს უახლოეს მომავალში.

მიუხედავად ამისა, ჩვენს სამყაროში არის საოცარი და ერთი შეხედვით აუხსნელი ფაქტები.

წარმოგიდგენთ ზოგიერთ მათგანს.

• ადამიანის ნერწყვი შეიცავს მორფინზე ექვსჯერ უფრო ძლიერ საანესთეზიო საშუალებას.

• ყველაზე ძლიერი არსებები გონორეის ბაქტერიებია. მათ შეუძლიათ საკუთარი წონზე 100 000-ჯერ მეტი ტვირთის გაწევა.

• გორილებსა და კარტოფილს ადამიანებზე ორი ქრომოსომით მეტი აქვთ.

• ადამიანის ორგანიზმში სისხლძარღვების სიგრძე დაახლოებით 100 000 კილომეტრია.
• ერთი ელვა შეიცავს 100 000 ბურგერის მოსამზადებლად  საკმარის ენერგიას.

• პოლარული დათვის ინფრაწითელი კამერებით დაფიქსირება შეუძლებელია, მათი სითბოგაუმტარი ბეწვის გამო.

• ოკეანეები შეიცავს იმდენ მარილს, რომ შეუძლია, ყველა კონტინენტი დაფაროს მარილის ფენით 152 მეტრის სიმაღლეზე.

• ფინური ფიჭვის ფესვების საერთო სიგრძე 48 კილომეტრზე მეტია.

• ცხოვრების განმავლობაში ადამიანის კანი მთლიანად 900-ჯერ განახლდება.

• საშუალო ზომის ოთახში ჰაერი დაახლოებით 45 კგ-ს იწონის.
• ვარსკვლავთშორისი გაზის ღრუბელი Sagittarius B შეიცავს მილიარდობით ლიტრ ალკოჰოლს (C2H5OH).

• ერითროციტს შეუძლია თქვენი სხეულის გარშემო წრე 20 წამში გაიაროს.

• 2000 კილომეტრზე გადაჭიმული დიდი ბარიერული რიფი ყველაზე დიდი ცოცხალი სტრუქტურაა დედამიწაზე.

• ლაზერული გამოსხივება მილიონჯერ უფრო კაშკაშაა, ვიდრე მზე.

• 60-65 მილიონი წლის წინ დელფინებსა და ადამიანებს საერთო წინაპარი ჰყავდათ.

• მუხა ან წიფელი დღეში ათიდან ოცდახუთ ლიტრამდე ტენს აორთქლებს.

 

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეს საინტერესოა

ნიანგებში მამრის გარეშე გამრავლების შემთხვევა დააფიქსირეს

პირველად ისტორიაში, მეცნიერებმა აღმოაჩინეს იმის მტკიცებულება, რომ მდედრ ნიანგებს კვერცხების დადება შეჯვარების გარეშე შეუძლიათ, რისთვისაც იყენებს უცნაურ რეპროდუქციულ სტრატეგიას, რომლის ევოლუციური ფესვები შეიძლება დინოზავრების ხანაში იმალებოდეს.

2018 წელს, 16 წლის განმავლობაში ტყვეობაში მყოფმა მდედრმა ამერიკულმა ნიანგმა (Crocodylus acutus) კვერცხები დადო, რომელთაგან ერთში ნაყოფიც განვითარდა, დედის მსგავსად მდედრი ნიანგის.

ამერიკელ მეცნიერთა მიერ ახლახან ჩატარებულმა გენეტიკურმა ანალიზებმა ცხადყო, რომ მდედრმა კვერცხები მამრის ყოველგვარი მონაწილეობის გარეშე დადო; ამ პროცესს პართენოგენეზს უწოდებენ, ყოველდღიურობაში კი „ქალწულებრივ დაბადებას“.

მიუხედავად იმისა, რომ კვერცხები არ გამოიჩეკა, ნამდვილად გასაოცარი აღმოჩენაა ცხოველთა სამეფოს ახალ შტოში, რომელიც აჩვენებს, რამდენად შორეულ წარსულში იღებს სათავეს რეპროდუქციის ეს უცნაური სტრატეგია.

ახლა, როდესაც ქალწულებრივი დაბადება დაფიქსირებულია ნიანგებსა და ფრინველებში, შედეგები მიუთითებს, რომ გამრავლების ეს სასწაულებრივი უნარი შეიძლება მათ უძველეს წინაპრებს, დინოზავრებსაც ჰქონდათ. წაიკითხეთ სრულად

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეს საინტერესოა

ქალი, რომლის უკვდავმა უჯრედებმა მედიცინა სამუდამოდ შეცვალა

ჰენრიეტა ლაკსის უკვდავი უჯრედები მედიცინაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ნაყოფიერი ინსტრუმენტია, რომელიც გამოიყენეს პოლიომიელიტის ვაქცინის შექმნაში, კლონირებაში, გენეტიკურ კვლევებში და ა. შ.

თუმცა, ეს უჯრედები მისი ნებართვის გარეშე შეაგროვეს და ამით მის ოჯახს არასოდეს უსარგებლია.

რამდენიმე დღის წინ, ლაკსის ოჯახმა საბოლოოდ მიაღწია შეთანხმებას მასაჩუსეტსში ბაზირებულ ბიოტექნოლოგიურ კომპანია Thermo Fisher Scientific-თან ამ უჯრედების კომერციული გამოყენების შესახებ. მათ HeLa უჯრედებს უწოდებენ, ლაკსის გვარ-სახელის პირველი ასოების მიხედვით.

რატომ არის ეს შემთხვევა ასეთი გახმაურებული? ვინც არ იცით, სტატიაში მოგიყვებით ტრაგიკულ ამბავს, რომელიც ამ საოცარი მემკვიდრეობის მიღმა იმალება.

ჰენრიეტა ლაქსი ხუთი შვილის დედა იყო; 1951 წლის 4 ოქტომბერს, ის საშვილოსნოს ყელის კიბოთი გარდაიცვალა 31 წლის ასაკში.

ლაკსი აფროამერიკელი თამბაქოს ფერმერი იყო. მკურნალობას ის ჯონ-ჰოპკინსის ჰოსპიტალში გადიოდა, სადაც მას საშვილოსნოს ყელის ორი ნიმუში ამოუღეს — ჯანმრთელი და სიმსივნური ნაწილი; როგორც მაშინ ხშირად ხდებოდა, ამის შესახებ მან არაფერი იცოდა და შესაბამისად, ექიმებს არც ნებართვა ჰქონდათ.

ეს უჯრედები დოქტორ ჯორჯ ოტო გეის გადაეცა, რომელმაც აღმოაჩინა, რომ მათ ისეთი რაღაც შეეძლოთ, რაც იქამდე არასოდეს ჰქონდათ ნანახი ადამიანის უჯრედებში — ცოცხლად შენარჩუნება და მათი განუსაზღვრელი დროით ზრდა.

იქამდე, კულტივირებული უჯრედები ლაბორატორიაში მხოლოდ რამდენიმე დღეს ძლებდა.

გეიმ ერთი კონკრეტული უჯრედის იზოლირება შეძლო და სათავე დაუდო უჯრედების პირველ უკვდავ ხაზს, რომელსაც მან HeLa უწოდა.

მას შემდეგ, ამ უჯრედებზე ცდიან ტოქსინებს, ვირუსებსა და რადიაციას, გზავნიან კოსმოსში და ამრავლებენ უთვალავჯერ. სრულად

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეს საინტერესოა

რა არის მეწყერი და ღვარცოფი და რა უნდა ვიღონოთ ექსტრემალურ პირობებში

მეწყერი მოვლენაა, როდესაც ქვების, მიწისა და ქანების მყარი მასა ფერდობზე იწყებს ჩამოწოლას.

ღვარცოფი სწრაფად მოძრავი მეწყერია, რომელიც თხევადი მასისაგან შედგება და ძირითადად არხებში გადაადგილდება.

პრევენცია

  • შეამოწმეთ, რამდენადაა ადგილი მეწყრის/ღვარცოფის რისკის ქვეშ — ტყის ხანძრები, ხეების მასობრივი ჭრა და აქამდე მომხდარი ბუნებრივი კატასტროფა რამდენიმე ასეთი რისკფაქტორია.
  • დააკვირდით წყლის დონეს — შესაძლოა, უცაბედი კლება ან მატება მეწყერზე/ღვარცოფზე მიანიშნებდეს; მცირეოდენ ტალახიან დინებას ზოგჯერ უფრო დიდი ნაკადი მოსდევს;
  • ყურადღებით დააკვირდით გარემოს — საფრთხეზე შეიძლება მეტყველებდეს: გადახრილი ხეები, სატელეფონო ბოძები და ღობეები; ასევე გორაკებზე ხვრელების ან შიშველი ადგილების გაჩენა;
  • ყური მიუგდეთ ნებისმიერ ხმაურს — ასე მეწყრის ან ღვარცოფის მოახლოებას გაიგებთ; ყურადღებით იყავით მანქანის მართვის დროსაც, რადგან ამ დროს გზის ჩახერგვის საშიშროება არსებობს.

როგორ მოვიქცეთ მეწყრის/ღვარცოფის დროს

  • შეძლებისდაგვარად მოშორდით ნაკადს — თუკი მეწყრის/ღვარცოფის მოახლოება გარდაუვალია, სწრაფად გადადით ნაკადის საპირისპირო მიმართულებით — უკეთესი გამოსავალი არ არსებობს;
  • იპოვეთ შემაღლებული ადგილი — იგი ნაკადის საპირისპირო მიმართულებით უნდა იყოს;
  • რაიმეს შეეფარეთ — თუკი ქვები და სხვა მასა ახლოვდება, უახლოესი თავშესაფრისკენ გაიქეცით და რაიმეს ამოეფარეთ (მაგიდას ან რომელიმე სხვა მყარ ავეჯს, თუ შესაძლებელია).

 

მეწყრის ან ღვარცოფის შემდეგ

  • შეძლებისდაგვარად მოშორდით სტიქიის ადგილს — შესაძლოა, მეწყრის/ღვარცოფის შემდეგ დატბორვამ ან განმეორებითმა ნაკადებმა იჩინოს თავი;
  • შეამოწმეთ, გარშემო ვინმე ხომ არაა დაზიანებული/გაჭედილი — შეძლებისდაგვარად ეცადეთ მათი შველა ისე, რომ მეწყრის/ღვარცოფის ნაკადში არ მოგიწიოთ შესვლა;
  • ეცადეთ დარჩეთ ხაზზე, რათა რადიოდან, ტელევიზიიდან თუ სოციალური ქსელებიდან საჭირო ინფორმაცია შეიტყოთ;
  • ზარალის შესახებ შესაბამის უწყებებს აცნობეთ.

ჩამოთვლილ პუნქტთა უმრავლესობა გამოუსადეგარია მათთვის, ვისაც ამ მასშტაბის სტიქიისას არც კი მიეცა მოქმედების შანსი. მეორე მხრივ, ზოგადი პრინციპების გათვალისწინება ის მნიშვნელოვანი მინიმუმია, რომლის გაკეთებაც სხვა დროს შესაძლო ტრაგედიების თავიდან ასარიდებლად შეგვიძლია.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეს საინტერესოა

რუსი მკვლევარი ამტკიცებს, რომ სიზმრების კონტროლის მიზნით ტვინში ჩიპი საკუთარი ხელით ჩაისვა

40 წლის რუსი მკვლევარი მიხაილ რადუგა, რომელიც ახლა ყაზახეთში ცხოვრობს, ამტკიცებს, რომ სიზმრების კონტროლის მიზნით თავის ქალის ტრეპანაცია დამოუკიდებლად ჩაიტარა და ტვინში ჩიპი ჩაისვა. ამის შესახებ Daily Mail-ი წერს.

როგორ რადუგამ გამოცემასთან ინტერვიუში განაცხადა, ის 16 წლიდან იკვლევს გააზრებულ სიზმრებს. ახლა მისი მიზანი იყო ერთი ჰიპოთეზის შემოწმება, რომელიც თავის ტვინის ქერქის სტიმულაციის მეშვეობით, სწრაფი ძილის ფაზაში სიზმრების კონტროლის შესაძლებლობას ეხება.

იქიდან გამომდინარე, რომ ადამიანებზე მსგავსი ექსპერიმენტების ჩატარება აკრძალულია, მკვლევარმა გადაწყვიტა ეს თეორია საკუთარ თავზე გამოეცადა. თავიდან ნეიროქირურგებთან წასვლას ფიქრობდა, თუმცა გაიაზრა, რომ მსგავსი პროცედურის ჩატარების გამო, ექიმებს შეიძლება ლიცენზია ჩამოართვან, ამიტომ ამ იდეაზე უარი თქვა და ოპერაციისთვის დამოუკიდებლად მზადება დაიწყო. ამასთან, მას არანაირი სამედიცინო განათლება არ აქვს.

რადუგა 1,5 წლის განმავლობაში Youtube-ზე ნეიროქირურგების მუშაობის შესახებ რგოლებს უყურებდა, შემდეგ კი ცხვრების თავებზე იმეცადინა. როცა მიხვდა, რომ მზად იყო, ჩვეულებრივი ბურღით თავისქალა გაიხვრიტა და ენდოსკოპის დახმარებით ტვინში ჩიპი ჩაისვა. რადუგა ამტკიცებს, რომ 4-საათიანი ოპერაციის სრული ვიდეო აქვს.

კაცის თქმით, მან 1 ლიტრამდე სისხლი დაკარგა და სიკვდილთან ახლოს იყო. „ამ კვლევის გარეშე სიცოცხლე არ შემიძლია. მიხარია, რომ გადავრჩი, მაგრამ სიკვდილისთვის მზად ვიყავი“, – ამბობს ის.

ოპერაციის შემდეგ რამდენიმე კვირის განმავლობაში მიხაილი ასისტენტთან ერთად კვლევას ატარებდა. მისი თქმით, მომავალში ასეთი კვლევები მიგვიყვანს იმ შედეგამდე, რომ ადამიანი გააზრებულ სიზმრებში მოხვედრას და მათ მართვას შეძლებს.

კვლევის დასრულებისას, ოპერაციიდან 5 კვირის შემდეგ, მიხაილის ტვინიდან ელექტროდი ერთ-ერთი საავადმყოფოს ექიმებმა ამოიღეს. კაცი თავისი კვლევით კმაყოფილია, თუმცა ოქსფორდის უნივერსიტეტის ნეიროქირურგი ალექს გრინი მიიჩნევს, რომ სამედიცინო მანიპულაციების შედეგად რადგუას შესაძლოა ეპილეფსია განუვითარდეს.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
1 3 4 5 6 7 95
Page 5 of 95