close

ეს საინტერესოა

ეს საინტერესოა

ჰარვარდის პროფესორი უარყოფს მითს რვასაათიანი ძილის სარგებლიანობის შესახებ

ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორმა დანიელ ლიბერმანმა განაცხადა, რომ ბევრი ადამიანისათვის მნიშვნელობა არ აქვს ყოველდღიურად რვა საათიან ძილს. სტატიას ამის შესახებ mkurnali.ge ავრცელებს.

მეცნიერმა განმარტა, რომ ევოლუციური მედიცინის ექსპერტების მიერ ჩატარებულმა ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ შვიდი ან ნაკლები საათის ძილი შეიძლება იყოს ოპტიმალური ბევრი ადამიანისთვის. კვლევისას მათ დაამონტაჟეს ძილის სენსორები იმ ადამიანებზე, რომლებიც არ იყენებდნენ ტელევიზორს, ხელოვნურ განათებას ან ტელეფონებს.

ამ ადამიანებს ეძინათ ექვსი-შვიდი საათი და მთელი დღე სიმხნევეს გრძნობდნენ. დოქტორ ლიბერმანის აზრით, ეს ნიშნავს, რომ ადამიანის ბუნებრივი მოთხოვნილება ძილისთვის იმაზე ნაკლებია, ვიდრე ითვლება.

”იდეა, რომ თქვენ გჭირდებათ რვა საათი ძილი, დიდი ხანია არსებობს, ძირითადად ინდუსტრიული რევოლუციის შემდეგ,” – თქვა მან.

მეცნიერის აზრით, ეკრანის წინ გატარებული დროის შეზღუდვამ შეიძლება გამოიწვიოს ის ფაქტი, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში ადამიანს ნაკლები ძილი სჭირდება.

შვიდი საათი ძილი არის აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) რეკომენდაციების ქვედა ზღვარი. სააგენტოს ცნობით, ექვსიდან 12 წლამდე ასაკის ბავშვებს ღამით ცხრა-თორმეტი საათი, ხოლო მოზარდებს რვა-ათ საათამდე ძილი სჭირდებათ.

თუმცა, ბოლო კვლევები ადასტურებს დოქტორ ლიბერმანის აზრს.

გასულ წელს ჟურნალ Nature Aging-ში გამოქვეყნებულმა კვლევამ აჩვენა, რომ შვიდი საათი ძილის იდეალური დროა საშუალო ასაკის და უფროსი ასაკის ადამიანებისთვის. გარდა ამისა, საათზე მეტი ან ნაკლები ძილი ასოცირდება მეხსიერების დაქვეითებასთან, შემეცნების, ფოკუსირების, პრობლემების გადაჭრისა და გადაწყვეტილების მიღების უუნარობასთან.

დადასტურებულია, რომ ძილის ნაკლებობა დაკავშირებულია ჯანმრთელობის ქრონიკულ პრობლემებთან, მათ შორის გულის, თირკმელების დაავადებასთან, არტერიულ წნევასთან, შაქრიან დიაბეტთან, ინსულტთან, სიმსუქნესთან და დეპრესიასთან. ძილის მედიცინის ამერიკული აკადემია გვირჩევს ყოველ ღამე ერთსა და იმავე დროს დავიძინოთ და ყოველ დილით ერთსა და იმავე დროს გავიღვიძოთ, შაბათ-კვირასაც კი.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეს საინტერესოა

მეცნიერებმა ორსულობის ახალი, ნერწყვზე დაფუძნებული ტესტი შექმნეს

მეცნიერებმა შექმნეს ორსულობის ახალი ტესტი, რომელიც ორსულობის დასადგენად იყენებს არა შარდს, არამედ – ნერწყვს. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

ორსულობის ტესტი, სახელწოდებით Salistick™, შეიმუშავა ისრაელურმა სტარტაპმა, Salignostics-მა, და მისი გაყიდვა დიდ ბრიტანეთსა და ირლანდიაში უკვე დაიწყო.

“ეს საინტერესო ინოვაცია ქალებს აძლევს შესაძლებლობას, დაადგინონ ორსულობა უფრო სუფთა, პირდაპირი და მარტივი გზით”, – თქვა კრის იეტსმა, Abingdon Health plc-ის აღმასრულებელმა დირექტორმა.

Salignostics-ის მიერ ბაზრის კვლევამ აჩვენა, რომ ქალების 68%-ს შარდის ტესტის ნაცვლად ურჩევნია ნერწყვზე დაფუძნებული ტესტი.

პროდუქტის ინსტრუქციაში ნათქვამია, რომ მომხმარებლებმა ტესტი ჭამიდან ან დალევიდან 30 წუთის შემდეგ უნდა ჩაიტარონ. კომპლექტს მოჰყვება ტამპონი, რომელიც უნდა ამოძრაოთ პირის ღრუს გარშემო 90 წამის განმავლობაში და შემდეგ ჩასვათ ანალიტიკურ ერთეულში. პასუხი, სულ რაღაც, 5-დან 15 წუთამდე დროის განმავლობაში ფიქსირდება.

Salistick™ ადგენს იმავე ჰორმონს (ადამიანის ქორიონული გონადოტროპინი (hCG)), რომელსაც ეყრდნობა ორსულობის სხვა კომერციული ტესტები. ამ ჰორმონის გამომუშავება იწყება ორსულობის დასაწყისში, ემბრიონული ქსოვილებით, რომლებიც განაგრძობს პლაცენტის ფორმირებას. ორსულობის დასადგენი ტრადიციული ტესტების მსგავსად, ახალი ტესტიც გვერდითი ნაკადის პრინციპზე მუშაობს.

Salistick™-ს სპეციალური აპლიკაციაც აქვს, რომლის საშუალებითაც შედეგის ოჯახის წევრებსა და მეგობრებთან გაზიარებაა შესაძლებელი.

ახალი ტესტი ნამდვილად უფრო მოსახერხებელია, თუმცა რამდენად აკურატულია იგი?

Abingdon Health-ის მიხედვით, სწორი გამოყენების შემთხვევაში, Salistick™ 96,32%-ით აკურატულია მენსტრუაციის გამოტოვების შემდეგ პირველ დღეს და 97,35%-ით – მეორე დღეს. აღსანიშნავია, რომ ეს მაჩვენებელი ცოტათი ჩამორჩება ტრადიციულ, შარდზე დაფუძნებულ ორსულობის დასადგენ ტესტებს, რომლებსაც 99%-იანი სიზუსტე ახასიათებს.

თუმცა ბევრი ადამიანისთვის ჰიგიენისა და მოსახერხებლობის ასპექტი, ალბათ, სიზუსტის უმნიშვნელო ვარდნას გადაწონის.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეს საინტერესოა

რატომ გვაქვს განსხვავებული სისხლის ჯგუფები

ადამიანები სისხლის ჯგუფით განსხვავდებიან. შეიძლება განსხვავებული სისხლის ჯგუფი გქონდეთ, ვიდრე ეს თქვენს ნაცნობს, მეგობარს და ოჯახის წევრს აქვს. თქვენი სისხლის ჯგუფის ცოდნა მნიშვნელოვანია სისხლის გადასხმისთვის და სხვა სამედიცინო საჭიროებებისთვის, რაც აჩენს კითხვას: რატომ აქვთ ადამიანებს სხვადასხვა სისხლის ჯგუფი? ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

არსებობს ოთხი ძირითადი სისხლის ჯგუფი: A, B, AB და O. თითოეული განისაზღვრება, იმით თუ რომლი ანტიგენია სისხლის წითელი უჯრედების ზედაპირზე. A ტიპის სისხლს აქვს A ანტიგენი სისხლის წითელ უჯრედებზე, B-ს აქვს B ანტიგენი, AB აქვს ორივე და O-ს არც ერთი.

“მონაცემები მტკიცედ მეტყველებს იმაზე, რომ მთელი მიზეზი, რის გამოც ჩვენ გვაქვს სხვადასხვა სისხლის ჯგუფი, არის მალარია. თუ გადახედავთ რუკას იმის მიხედვით თუ სად ვხვდებით მალარიის პარაზიტსა და O ჯგუფის სისხლს ყველაზე მეტად, საოცარ კავშირს ნახავთ”, – თქვა დოქტორმა კლაუდია კონმა, მინესოტას უნივერსიტეტის სისხლის ბანკის სამედიცინო დირექტორმა.

დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მონაცემებით, მალარიას აქვს სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებელი, რომელმაც 2020 წელს მსოფლიოში 627 000 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. მალარიის გამომწვევი პარაზიტის მატარებელ ადამიანებში, ინფიცირებული სისხლის წითელი უჯრედები გროვდება წვრილ სისხლძარღვებში, ბლოკავს სისხლს და ჟანგბადს, რომელიც ტვინში გადადის. მაგრამ O ჯგუფის სისხლის მქონე ადამიანებს მნიშვნელოვანი დაცვა აქვთ მალარიისგან. მაგალითად, 2007 წელს ჩატარებულმა კვლევამ, რომელიც გამოქვეყნდა ჟურნალში Proceedings of the National Academy of Sciences, აჩვენა, რომ O ტიპის სისხლის მქონე ადამიანებს 66%-ით ნაკლები შანსი აქვთ მალარიის მძიმე ფორმის განვითარების, ვიდრე ეს სხვა სისხლის ჯგუფის მქონე ადამიანებშია.

ეს ნაწილობრივ მაინც იმიტომ ხდება, რომ მალარიის პარაზიტი აიძულებს ინფიცირებულ სისხლის წითელ უჯრედებს გამოყონ ცილა მათ ზედაპირზე, სახელად RIFIN, რომელიც მოქმედებს როგორც წებო. ის აქცევს არაინფიცირებულ სისხლის წითელ უჯრედებს ინფიცირებული სისხლის წითელი უჯრედის გარშემო, ნათქვამია 2015 წლის კვლევის მიხედვით ჟურნალ Nature Reviews Microbiology-ში. თუმცა, მაშინ, როცა RIFIN ძლიერად უკავშირდება A ტიპის სისხლის წითელი უჯრედების ზედაპირს, ის სუსტად “მაგრდება” O სისხლის წითელ უჯრედებზე.

მიუხედავად ამისა, სისხლის ჯგუფი არ არის ადამიანის სისხლის ერთადერთი ასპექტი, რომელიც გავლენას ახდენს მალარიის რისკზე. სისხლის ოთხი ძირითადი ჯგუფის ფაქტორების გარდა, არსებობს 15 სხვა ტიპის ანტიგენი, რომლებიც შეიძლება იყოს სისხლის წითელი უჯრედების ზედაპირზე, განუცხადა კონმა Live Science-ს. ერთ-ერთ მათგანს “დაფის ჯგუფი” ჰქვია. ადამიანები, რომლებსაც არ აქვთ ეს ანტიგენი, შედარებით გამძლე არიან მალარიის ორი ძირითადი პარაზიტის მიმართ. “დაფის მიმართ” უარყოფითობა გავრცელებულია მთელს სუბსაჰარის აფრიკაში, სადაც მალარია ყველაზე გამორჩეულია, მაგრამ ის იშვიათად გვხვდება სხვაგან.

არსებობს საკმაოდ ბევრი მტკიცებულება იმის შესახებ, თუ რატომ არის მალარიისადმი მიდრეკილ ადგილებში O ჯგუფის სისხლი ყველაზე ხშირად, მაგრამ ნაკლებად ნათელია, რატომ შეიძლება იყოს A, B და AB ტიპის სისხლი სხვაგან შედარებით მაღალი პროპორციებით. ზოგიერთი მეცნიერი დაავადების გავრცელების მიზეზს სისხლის სხვადასხვა ჯგუფებს შორის კავშირში ეძებს. მაგალითად, 2021 წელს ჟურნალ BioMed Research International-ში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ სისხლის O ჯგუფის მქონე ადამიანებს უფრო მეტად აქვთ ქოლერა, ტუბერკულოზი და ყბაყურა. სხვა სისხლის ჯგუფების მქონე ადამიანებს უფრო მეტად აქვთ სხვა დაავადებები; მაგალითად, AB ტიპის სისხლის შემთხვევაში უფრო ხშირად ვხვდებით ჩუტყვავილას.

კონი არ თვლის ამ კავშირებს ბოლომდე დამაჯერებლად, თუმცა, ისინი ნამდვილად საინტერესოა. კონის თქმით, ეს კვლევები სრულად არ ადასტურებს მიზეზობრივ კავშირს სისხლის ჯგუფებსა და ამ დაავადებების გავრცელებას შორის. ეს კავშირები შეიძლება გამოწვეული იყოს სხვა ფაქტორებით. თუმცა მალარიის შემთხვევა განსხვავებულია.

“მალარია ერთადერთია, სადაც ეს ფაქტორი მართლაც თავს იჩენს”, – ამბობს კონი.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეს საინტერესოა

აღმოაჩინეს მიკრობები, რომლებსაც დაბალ ტემპერატურაზე პლასტმასის მონელების უნარი აქვთ

შვეიცარიელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს მიკრობები, რომლებსაც დაბალ ტემპერატურაზე პლასტმასის მონელების უნარი აქვთ.

აქამდე აღმოჩენილ მიკროორგანიზმებს ამ ფუნქციის შესრულება 30°C ტემპერატურიდან შეეძლოთ, რაც მეთოდს ძვირადღირებულსა და არაეკოლოგიურს ხდიდა, რადგან გათბობაზე დიდი რაოდენობით ენერგია იხარჯებოდა. ახალი მიგნება პლასტმასის გადამუშავებას 15°C-ზე იწყებს.

მეცნიერებმა ცდები 19 სახეობის ბაქტერიასა და 15-მდე სოკოზე ჩაატარეს. 126-დღიანი კვლევის შემდეგ ვერცერთმა მიკროორგანიზმმა პოლიეთილენის მონელება ვერ შეძლო, თუმცა მათმა 56%-მა წარმატებით გადაამუშავა პოლიურეთანი და ზოგიერთი პლასტმასის ნარევი.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა

სრულად ნახვა
ეს საინტერესოა

ჩინეთში თორიუმზე მომუშავე რეაქტორს გამოცდიან – საწვავს შეუძლია, ქვეყანა 20 ათასი წლით უზრუნველყოს

ჩინეთში ბირთვული უსაფრთხოების მეთვალყურე ორგანიზაციამ ნებართვა გასცა, რომლის ფარგლებშიც ქვეყანაში თორიუმზე მომუშავე პირველი რეაქტორი ამუშავდება. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. 

თორიუმის გამდნარი მარილის რეაქტორი (MSR) ორმეგავატიანია და თხევად საწვავზე მუშაობს. იგი გობის უდაბნოშია განთავსებული, განსუს პროვინციაში. მას შანხაის გამოყენებითი ფიზიკის ინსტიტუტი (ჩინეთის მეცნიერებათა აკადემია) ამუშავებს.

ნებართვის მეშვეობით, რომელიც ეროვნული ბირთვული უსაფრთხოების ადმინისტრაციამ გასცა ივნისში, შანხაის ინსტიტუტს საშუალება ექნება, რეაქტორი 10 წლით ამუშაოს. ეს ჯერ ტესტირებით დაიწყება.

ნებართვაში დაკონკრეტებულია, რომ რეაქტორის უსაფრთხოებაზე შანხაის ინსტიტუტი აგებს პასუხს. იგი ყველა შესაბამის კანონს, რეგულაციასა და ტექნიკურ სტანდარტს უნდა ექვემდებარებოდეს.

თორიუმის MSR-ები დახვეწილი ბირთვული ტექნოლოგიაა, რომელიც თხევად საწვავზე (როგორც წესი, გამდნარ მარილებზე) მუშაობს — იყენებს როგორც საწვავად, ასევე მაცივებელ აგენტად. ურანზე მომუშავე ტრადიციულ რეაქტორებთან შედარებით, იგი მეტად უსაფრთხოა, ნაკლებ ნარჩენს წარმოქმნის და საწვავსაც უფრო ეფექტიანად იყენებს.

ურანთან შედარებით, თორიუმი მეტად გავრცელებული ელემენტია, ჩინეთში კი მისი საკმაოდ მნიშვნელოვანი რეზერვები აქვთ — მეტიც, მიჩნეულია, რომ მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი. მასშტაბი საზოგადოებისათვის არაა გაცხადებული, თუმცა ქვეყნის ენერგიულ საჭიროებებს მინიმუმ 20 ათასი წლის განმავლობაში ეყოფა.

საგულისხმოა ისიც, რომ გამდნარი მარილის რეაქტორების აშენება წყლისგან მოშორებითაც არის შესაძლებელი, თუნდაც უდაბნოში.

უნდა აღინიშნოს, რომ შანხაის ინსტიტუტმა უდაბნოში, იმავე ტერიტორიაზე, მომდევნო პროექტიც გამოუშვა — კვლევითი დაწესებულება მცირემასშტაბიანი მოდულური თორიუმის გამდნარი მარილის რეაქტორისთვის. ინსტიტუტის ვებსაიტის მიხედვით, ამის მიზანი ტექნოლოგიის დახვეწა და ტექნიკურ გამოწვევებთან გამკლავებაა.

თუკი თორიუმის რეაქტორის მასშტაბური გამოყენება დაიწყება, შესაძლოა, ეს ჩინეთისათვის ერთგვარი უპირატესობა იყოს ენერგიის სექტორის გლობალურ ასპარეზზე.

ინდუსტრიის ექსპერტთა აზრით, სანამ ტექნოლოგიის მასშტაბური გამოყენება დაიწყება, არაერთი ტექნიკური, რეგულატორული და ეკონომიკური საკითხია მოსაგვარებელი.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა

სრულად ნახვა
ეს საინტერესოა

მარილის მარცვალზე მცირე ზომის ჩანთა 63 750 დოლარად გაიყიდა

აუქციონზე მარილის მარცვალზე მცირე ზომის მიკროსკოპული ჩანთა 63 750 აშშ დოლარად გაიყიდა. ჩანთის დიზაინის სანახავად საჭიროა მიკროსკოპი.
“იმდენად ვიწროა, რომ ნემსის ყუნწში შეუძლია გაიაროს, ისეთი პატარა ჩანთაა, რომ მის სანახავად მიკროსკოპი დაგჭირდებათ”, – აცხადებენ ჩანთის შემქმნელ ხელოვნების ჯგუფ MSCHF-ში.
MSCHF-ი, რომელიც დაფუძნებულია ბრუკლინში, ცნობილია თავისი საკამათო დიზაინით. მათ შორისაა ფეხსაცმელი, რომელიც შეიცავს ადამიანის სისხლს, სპორტულ ფეხსაცმელს ძირში წმინდა წყლით, ოდეკოლონს, რომელსაც ჟანგის მოსაცილებელი სპრეის, WD-40-ის სუნი აქვს და გიგანტური წითელი რეზინის ჩექმები.
“არსებობს დიდი ხელჩანთები, ნორმალური ზომის ხელჩანთები და პატარა ჩანთები, მაგრამ ეს არის ბოლო სიტყვა ჩანთების მინიატურიზაციაში”, – აცხადებენ MSCHF-ში.
იგი დამზადებულია ფოტოპოლიმერული ფისისგან და შეიქმნა 3D ბეჭდვის ტექნოლოგიის გამოყენებით.
ჩანთაზე Louis Vuitton-ის ბრენდის ლოგოა დატანილი, თუმცა მას არაფერი აქვს ამ ბრენდთან საერთო. MSCHF-ში აცხადებენ, რომ ჯგუფს ბრენდისგან მისი გამოყენების ნებართვა არ უთხოვია.
აღსანიშნავია, რომ 2021 წელს MSCHF-ს სამართელბრივი დავა ჰქონდა Nike-თან სპორტული ფეხსაცმლის გამო, რომელიც ადამიანის სისხლის წვეთს შეიცავდა. დავა იმით დასრულდა, რომ MSCHF-ი პროდუქტის გაწვევას დათანხმდა და მომხარებლებს, რომლებმაც ფეხსაცმელი შეიძინეს, თანხის სრული დაბრუნება შესთავაზა.

წყარო : BBC
 

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეს საინტერესოა

7 ფაქტი, რომლებიც ადამიანის ხასიათის ამოცნობაში დაგეხმარებათ

გთავაზობთ ფქისოლოგიურ ხრიკებს, რომლებიც ადამიანის ბუნების ამოცნობაში დაგეხმარებათ.

1. თუ ადამიანი ძალიან ბევრს იცინის, თუნდაც სისულელეებზე, ის ძალიან მარტოსულია.

2. თუ ადამიანი ნაკლებად, მაგრამ სწრაფად ლაპარაკობს, ის საიდუმლოებას ინახავს.

3. თუ ადამიანს ზედმეტად სძინავს, ის მოწყენილია.

4. თუ ადამიანს ტირილი არ შეუძლია, ის სუსტია.

5. თუ ადამიანი არანორმალური მანერით ჭამს, ის დაძაბულია.

6. თუ ადამიანი წვრილმანებზე ტირის, ის სათნო და გულჩვილია.

7. თუ ადამიანი სულელური ან წვრილმანი მიზეზის გამო ბრაზდება, ეს ნიშნავს, რომ მას სიყვარული სჭირდება. შეეცადეთ, უფრო მეტად გაუგოთ ადამიანებს.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეს საინტერესოა

„ვეჭვობთ, წყალქვეშა ტურიზმი გაიზრდება“ – ექსპერტი

სტეფან უილიამსი, სიდნეის უნივერსიტეტის საზღვაო რობოტიკის პროფესორი ამბობს, რომ წყალქვეშა ტურიზმი ”ტიტანის” ტრაგედიის მიუხედავად გაიზრდება.

„მე ეჭვი მაქვს, რომ ეს ინდუსტრია გაიზრდება“, – ამბობს პროფესორი Reuters-თან საუბრისას.

იგი აღნიშნავს, რომ ამ მიმართულებით შესაბამისი რეგულაციებია დასაწესებელი.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეს საინტერესოა

რუსეთში ევრაზიის უდიდესმა ვულკანმა ამოფრქვევა დაიწყო

რუსეთში, კამჩატკის ნახევარკუნძულზე, ევრაზიის უდიდესმა ვულკანმა, კლიუჩევსკაიამ ამოფრქვევა დაიწყო.  მონიტორინგის ჯგუფის ცნობით, ვულკანი პარასკევს გააქტიურდა.

“ვულკანის ზომიერი ფეთქებადი ამოფრქვევა 22 ივნისიდან გრძელდება” – თქვა მონიტორინგის ჯგუფმა, რომელიც აგროვებს მონაცემებს ვულკანური აქტივობის შესახებ.

უწყება ამბობს, რომ ნებისმიერ დროს შეიძლება დაიწყოს ფერფლის ამოფრქვევა, რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს დაბალ სიმაღლეზე მფრინავ თვითმფრინავებზე.

თითქმის 5 კილომეტრის სიმაღლის (3 მილი), კლიუჩევსკაია არის ყველაზე მაღალი და აქტიური ვულკანი ევრაზიაში. ის ბოლოს ოქტომბერში ამოიფრქვა.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეს საინტერესოა

ნარკოლოგი ზურა სიხარულიძე საგანგაშო ინფორმაციას ავრცელებს

ნარკოლოგი ზურა სიხარულიძე ამერიკასა და ევროპაში გავრცელებულ ახალ ნარკოტიკთან დაკავშირებით საზოგადოებას მის ხელთ არსებულ ინფორმაციას უზიარებს.

ზურა სიხარულიძის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

„იცით რომ არ ვწერ ხშირად, მაგრამ მაინც მიწევს რაღაცების წერა, ვინაიდან სულ ახალ-ახალი რაღაცები ხდება ჩვენს ქვეყანაში, მით უმეტეს ეს ყველაფერი აქტიურდება სეზონის მოსვლასთან ერთად – განსაკუთრებით აჭარაში.

ეს ეყრდნობა ჩემ პირად გამოცდილებას და იმ ინფორმაციას, რასაც ვისმენ და აქედან გამომდინარე მიწევს საზოგადოება გავაფრთხილო იმ საშიშროებაზე, რაც ქვეყანაში შეიძლება მოხდეს. ერთი დაკარგული სიცოცხლეც და ერთი ზედოზირებაც არის დიდი ტრაგედია, ამიტომ ვთვლი ვალდებულად, რომ დავწერო იმ საშიშროებაზე, რაც ხდება დღევანდელ დღეს, რომ ავიცილოთ თავიდან უბედურება.

ჩემი პოსტი არის ახალ ნარკოტიკზე, რომელიც დღეს ამერიკაში და ევროპაში წარმოადგენს უკვე დიდ საშიშროებას და უამრავი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. მას „ზომბ ნარკოტიკს“ ეძახიან ან „ტრანკს“.

ეს არის ეგრეთ წოდებული ქსილაზინი – ანალგეტიკური მიორლაქსაცოური და დასაძინებელი საშუალება, რომელსაც იყენებენ ვეტერინარიაში ცხოველის დასაძინებლად და ტკივილგამაყუჩებლად. დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენ ქვეყანაში აკრძალული ნივთიერებების სიაში არის და მისი გამოყენება აკრძალულია და არ არის თავისუფალ გაყიდვაში, თუ არის, მაშინ უნდა მოხდეს სასწრაფოდ მისი ამოღება!

სამწუხაროდ, დღეს მას იყენებენ ფენტანილთან კომბინაციაში და ის წარმოადგენს დიდ საშიშროებას ვინაიდან ფენტანილი ერთი მხრივ უკვე წარმოადგენს ზედოზირების დიდ რისკს და დამატებული ქსილაზინი აძლიერებს ასმაგად ფენტანილის მოქმედებას, იწვევს გულის რითმის დარღვევას ქანის ოქსიგენაციის შემცირებას, ინექციის ადგილას ჩნდება დიდი წყლულები და შემდგომ შესაძლებელია განგრენა და კიდურის დაკარგავაც.

ასევე, მას ხშირად ურევენ სხვა კლუბურ ნარკოტიკსაც, რაც იყიდება დარკნეტზე მათი ეფექტების გასაძლიერებლად. ის რომ დარკნეტი დღეს ძალიან გააქტიურებულია ქვემოთ ერთ ტელეგრამ არხიდან მოცემული სკრინი მეტყველებს!

ამიტომ მოერიდეთ უცნობი ნივთიერების ყიდვას! გაუფრთხილდით თქვენ სიცოცხლეს. ეს განსაკუთრებულად თინეიჯერებს ეხებათ ვინაიდან ყველაზე დიდი რისკი ზედოზირიბის მათ აქვთ, ერთი მოხმარებაც შესაძლებელია დამთავრდეს სიკვდილით“, –  წერს ზურა სიხარულიძე.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
1 4 5 6 7 8 95
Page 6 of 95