close

ეს საინტერესოა

ეს საინტერესოა

16 წლის გოგომ ოკუპირებული დონეცკის ტერიტორიიდან უკრაინის კონტროლირებად ტერიტორიაზე გადასასვლელად დანაღმული ველი გაიარა

16 წლის გოგონა, რომელიც დონეცკის ოკუპირებული ტერიტორიის მცხოვრებია, ამბობს, რომ თავისუფალ უკრაინაში სურს ცხოვრება. უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს ინფორმაციას, რომ 16 წლის გოგო სადემარკაციო ხაზთან, ე.წ. დონეცკის ოკუპირებული ტეროტორიიდან, სოფელ  Verkhnotoretske-ს მახლობლად ამ სურვილით გამოცხადდა.

16 წლის გოგონა ბებიასთან ერთად სოფელ გორლოვკში, დონეცკის ოლქში  ცხოვრობს, რომელიც მისი მეურვეა და აქვთ ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის პასპორტი. პოლიციის განცხადებით, გოგონამ გადაკვეთა დანაღმული ველი და განზრახ მივიდა სოფელ Verkhnotoretske-ს  სადემარკაციო ხაზთან.

სავარაუდოდ გოგონას ნათესავები ჰყავს დასავლეთ უკრაინაში. მასზე ახლა ზრუნავს დონეცკის არასრულწლოვანთა პოლიცია და სოციალური სამსახური. გოგონასთან მუშაობენ ფსიქოლოგები. სანამ ყველა გარემოება დადგინდება, არასრულწლოვანი თავშესაფარში იქნება პოლიციისა და სპეციალური სამსახურის მეთვალყურეობის ქვეშ.

მასალა მოამზადა: ნინი ხეცურიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეს საინტერესოაისტორია

მეგზური ძაღლები, რომლებიც 11 სექტემბრის ტერაქტის გმირები გახდნენ

2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტის შესახებ ბევრი ისტორია არსებობს, ერთ-ერთი მათგანის გმირები არიან ძაღლები, რომლებიც უსინათლო პატრონებთან ერთად იმყოფებოდნენ ნიუ-იორკში ტერაქტის დროს.

სალთი და როზელი იყვნენ ლაბრადორის ჯიშის ძაღლები, რომლებმაც უსინათლო პატრონები გადაარჩინეს, რომლებიც ტერაქტის პირველი შეტაკებისა და პირველი თვითმფრინავის შეჯახების დროს იმყოფებოდნენ სამსახურში, მსოფლიო სავაჭრო ცენტრის შენობაში. ძაღლებმა უსაფრთხოდ დააბრუნეს პატრონები სახლში. შენობიდან გამოსვლის შემდეგ კი რამდენიმე წუთში შენობა ჩამოინგრა.

როზელი გაწვრთნილი იყო სპეციალურად, როგორც მეგზური ძაღლი, რომელსაც თანამგზავრობა უნდა გაეწია უსინათლო ადამიანებისთვის, წვრთნა ასევე მოიცავდა მეტროში გადაადგილებასაც.

სალთი მეგზურობას უწევდა კოლუმბიელ რივერას, რომელიც 71-ე სართულზე აღმოჩნდა ტერაქტის დროს. როზელი კი მის მეპატრონესთან, ჰინგსტონთან ერთად მსოფლიო სავაჭრო ცენტრის შენობაში იმყოფებოდა ტერაქტის დღეს. ძაღლს 78-ე სართულზე მეპატრონის მაგიდის ქვეშ ეძინა და თვითმფრინავის ხმამ გამოაფხიზლა.

ჰინგსტონმა ძაღლის სიკვდილის შემდეგ 9/11-ის გამოცდილებაზე დაწერა წიგნი, სახელად: “Thunder Dog: The Blind Man, The True Story of Blind Man, and the Triumph of Trust at Ground Zero”.

მასალა მოამზადა: ნინი ხეცურიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეს საინტერესოა

იტალიელმა მხატვარმა უხილავი ქანდაკება 15 ათას ევროდ გაყიდა

იტალიელმა მხატვარმა, სალვატორე გარაუმ უხილავი ქანდაკება, სახელწოდებით „მე ვარ“ (I am) 15 ათას ევროდ გაყიდა. ამის შესახებ გამოცემა Italy 24 News-ი წერს.

გარაუს განცხადებით, ქანდაკება ნამდვილად არსებობს და ის ენერგიისა, ძალისა და აზრებისგან არის შექმნილი. მისივე თქმით, ქანდაკების დასადგმელად სახლში 1,5 მეტრის ფართობის გამოყოფაა საჭირო.

ქანდაკების ყიდვის დამადასტურებელი საბუთის სახით მყიდველს გადაეცა სერტიფიკატი, რომელიც მისი საკუთრების უფლებას ადასტურებს.

„ქანდაკება აბსოლუტურად უხილავია, ამიტომ მისი გამეორება უბრალოდ შეუძლებელია“, – აღნიშნულია სააუქციონო ლოტის აღწერაში.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეს საინტერესოამსოფლიო

ბიჭმა მაროკოდან ესპანეთში გადასასვლელად ზღვა გადაცურა პლასტმასის ბოთლებით

ერთ-ერთმა არასრულწლოვანმა მიგრანტმა მაროკოდან ესპანეთის კონტროლირებად ტერიტორიამდე მისაღწევად ზღვა გადაცურა პლასტმასის ბოთლების დახმარებით. საბოლოოდ, ბიჭმა მიაღწია ესპანეთის ჩრდილოეთ აფრიკის ტერიტორიაზე მდებარე ანკლავს, სახელად სუეტა, რომელიც მაროკოს ჩრდილოეთით მდებარეობს, 80 000-იანი მოსახლეობით. ანკლავი მხოლოდ რამდენიმე ასეული მეტრით არის დაშორებული.

ბიჭი დაახლოებით 13-14 წლის არის და მისივე სიტყვებით, რაც ესპანელმა ჯარისკაცმა თარგმნა, მაროკოში უკან დაბრუნებას სიკვდილი ურჩევნია. ჯარისკაცებმა ბიჭი კარიბჭის გავლით უსაფრთხო ზონაში გადაიყვანეს სხვა მიგრანტებთან ერთად.

ერთ-ერთმა ესპანელმა სამხედრომ აღნიშნულთან დაკავშირებით განაცხადა – “სასოწარკვეთილი ხდები, როდესაც არ შეგიძლია გააკეთო მეტი ასეთი ბავშვებისთვის.”

მიმდინარე კვირა კი ესპანეთისთვის მიგრანტების დიდი ტალღით იყო გამორჩეული. ბიჭი იმ 8 000 მიგრანტს შორის ერთ-ერთია, ვინც ამ კვირის განმავლობაში ესპანეთის ანკლავის ტერიტორიის საზღვარი გადაკვეთა მას შემდეგ, რაც მაროკომ შეამსუბუქა საზღვრის კონტროლი. ესპანეთის ჯარისკაცები კი საზღვარზე განლაგდნენ სიტუაციის კონტროლისა და პატრულირებისთვის.

მასალა მოამზადა: ნინი ხეცურიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
ეს საინტერესოა

თურქეთში დასუფთავების სამსახურმა ქუჩაში ნაპოვნი წიგნებით ბიბლიოთეკა გახსნა

ანკარაში დასუფთავების სამსახურის წევრებმა ქუჩებში ნაპოვნი წიგნებით, რომელთა რიცხვი უკვე 6 000-ზე მეტია, ბიბლიოთეკა გახსნეს. აღნიშნული ბიბლიოთეკა საჯაროა და ის შედგება წიგნებისგან, რომლებიც ადრე ნაგავსაყრელზე იყო განთავსებული.

ანკარაში ბიბლიოთეკა დაარსდა მას შემდეგ, რაც თანამშრომლებმა სანიტარული განყოფილებიდან შეამჩნიეს, რომ საკმაოდ დიდი რაოდენობის წიგნებს პოულობდნენ და გადაგდებული წიგნების შეგროვება გადაწყვიტეს.

თავდაპირველად წიგნები მხოლოდ თანამშრობლებისთვის იყო განკუთვნილი, მათი რაოდენობის გაზრდის შემდეგ, კოლექციაც გაიზარდა და 2017 წლის სექტემბერში ოფიციალურად გაიხსნა ბიბლიოთეკა. დღეს კი ბიბლიოთეკას აქვს 6 000-ზე მეტი წიგნი, სადაც შევხვდებით მხატვრულ და სამეცნიერო ლიტერატურას, კომიქსებს, ასევე წიგნების ნაწილი ხელმისაწვდომია ინგლისურ და ფრანგულ ენებზე.

ბიბლიოთეკა განთავსებულია აგურის ძველ ქარხანაში, ქალაქის სანიტარული განყოფილების შტაბში. წიგნების რაოდენობამ იმდენაც მოიმატა, რომ გადაწყვიტეს საგანმანათლებლო პროგრამებში ჩართვა და სკოლებისა თუ ციხეებისათვის მათი გადაცემა.

ბიბლიოთეკის შენობაში ასევე არის მოწყობილი ოთახი მკითხველებისთვის და ჭადრაკის დაფები ვიზიტორებისთვის.

მასალა მოამზადა: ნინი ხეცურიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეს საინტერესოა

ფერმერმა შემთხვევით ბელგია-საფრანგეთის საზღვარი შეცვალა

ბელგიელმა ფერმერმა შემთხვევით ბელგია-საფრანგეთის საზღვარი შეცვალა. BBC-ის ინფორმაციით, ფერმერმა საზღვრის აღმნიშვნელი ბოძი საფრანგეთის მიმართულებით 2.29 მეტრით გადაწია. როგორც აღმოჩნდა, ფერმერს ბოძი ტრაქტორით გავლისას ხელს უშლიდა, რის გამოც გადაადგილა ის.

ფაქტს საზღვრის ორივე მხარეს ღიმილით შეხვდნენ. ბელგიური სოფლის, ერქიულინესის მერმა დევიდ ლავუმ განაცხადა, რომ ფერმერმა ბელგიის ტერიტორია გაზარდა, საფრანგეთის კი შეამცირა, რაც კარგი იდეა არ არის.

“მე ძალიან ბედნიერი ვარ, ჩემი ქალაქი კიდევ უფრო გაიზარდა, თუმცა საზღვრის მეორე მხარეს მდებარე ქალაქის, ბუსინი მერს სხვა აზრი აქვს,” – აღნიშნა ლავუმ ხუმრობით.

ადგილობრივი ხელისუფლება აპირებს, თხოვნით მიმართოს ფერმერს, ქვა ძველ ადგილას დააბრუნოს.

სრულად ნახვა
გეოგრაფიადედამიწაეს საინტერესოა

მსოფლიოში ყველაზე გრძელი დაკიდებული საფეხმავლო ხიდი

პორტუგალიაში დასრულდა მსოფლიოში ყველაზე გრძელი დაკიდებული საფეხმავლო ხიდის მშენებლობა, რომლის გახსნაც 3 მაისს იგეგმება. ხიდის სიგრძე 516 მეტრია, სიმაღლე 175 მეტი და ის ქალაქ აროუკაში მდებარეობს, კერძოდ აროუკას გეოპარკში, რომელიც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვის ნუსხაშია შეტანილი და ნამდვილად ტურისტებისთვის პოპულარულ ტერიტორიას მოიცავს. სწორედ ამიტომ ხიდს “516 აროუკა” ჰქვია. ხიდის გავლას კი დაახლოებით 10 წუთი სჭირდება.

ხიდის მშენებლობა 2018 წლიდან მიმდინარეობდა, მის აშენებას დაახლოებით 2,3 მილიონი ევრო დასჭირდა. 516 აროუკას დიზაინი შთაგონებული იყო ინკების ხიდებით, რომლებიც ანდების მთებში მდებარეობდა. ხიდი აკავშირებს მდინარე პაივას სანაპიროებს, ეს მდინარე პოპულარულია ჯომარდობისთვის.

516 აროუკამ მართლაც დაიმკვიდრა ადგილი მსოფლიო რეკორდების წიგნში, ის უფრო დიდია, ვიდრე შვეიცარიის 494 მეტრიანი (1,621 ფუტი) ჩარლზ კუონენის დაკიდებული ხიდი, რომელიც მსოფლიოში ყველაზე გრძელი საცალფეხო დაკიდებული ხიდი იყო აქამდე.

ადგილობრივი ხელისუფლება იმედოვნებს, რომ ახალი ხიდი მეტ ტურისტს მოიზიდავს რეგიონში, მათთვის სტიმულის მომცემი იქნება და ეკონომიკის გაძლიერებასაც შეუწყობს ხელს, განსაკუთრებით COVID19-ით გამოწვეული ეკონომიკური ზიანის შემდეგ.

მასალა მოამზადა: ნინი ხეცურიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა

სრულად ნახვა
ეს საინტერესოა

კომპანია Eachnight მოხალისეებს ძილში ფულს გადაუხდის

ამერიკული კომპანია Eachnight, რომელიც სწორი ძილის შესახებ რჩევებს აქვეყნებს, მოხალისეებს ეძებს. ამის შესახებ CNN-იიტყობინება.

ტელეარხის ცნობით, კომპანია ექსპერიმენტში მონაწილეებს 30 დღის განმავლობაში დღისით დაძინებისთვის 1 500 დოლარს გადაუხდის. ექსპერიმენტის მიზანია „რამდენიმე თეორიის შემოწმება დღისით ძილის სარგებლის შესახებ“.

„30 დღის განმავლობაში ჩვენი მოხალისეები სხვადასხვა თეორიის ტესტირებაში მიიღებენ მონაწილეობას, მათ შორის დაადგენ რამდენსაათიანი ძილია საჭირო დასვენებისთვის, რა გავლენა აქვს დღისით ძილს მეხსიერებაზე, მოტივაციასა და პროდუქტიულობაზე“, – აცხადებენ კომპანიაში.

ექსპერიმენტში მონაწილეობა ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეებს შეუძლიათ. თუმცა, მათ კარგად უნდა იცოდნენ ინგლისური, რათა კომპანიას თავისი ძილის შესახებ სწორი ინფორმაცია მიაწოდონ.

ექსპერიმენტში მონაწილეობის მსურველებმა განცხადება კომპანიის ვებგვერდზე უნდა შეავსონ. აპლიკანტების ასაკი 18 წელს უნდა აღემატებოდეს. განცხადებების მიღება 31 მაისს დასრულდება.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა

სრულად ნახვა
ეს საინტერესოა

მალის რესპუბლიკაში ქალმა 9 ტყუპი გააჩინა

მალის რესპუბლიკაში მცხოვრებმა 25 წლის ქალმა 9 ტყუპი გააჩინა, მათგან 5 გოგო და 4 ბიჭია. ულტრაბგერითი გამოკვლევების თანახმად, მას 7 შვილი უნდა ჰყოლოდა. როდესაც მარტის თვეში ექიმებმა გადაწყვიტეს, რომ ის სპეციალურ მოვლას საჭიროებდა და  25 წლის დედა მალის დედაქალაქ ბამაკოს საავადმყოფოდან მაროკოში გაგზავნეს, სადაც 5 კვირის შემდეგ მალის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ტყუპები საკეისრო კვეთის შედეგად დაიბადნენ. ახალშობილთა რაოდენობა შვიდის ნაცვლად ცხრა იყო, 5 გოგონა და 4 ბიჭი.

აღნიშნული შესაძლოა იყოს ახალი მსოფლიო რეკორდი ერთ მშობიარობაზე დაბადებული ბავშვების რაოდენობით. უნდა აღინიშნოს, რომ ექიმები შეშფოთებულები იყვნენ დედის  და ახალშობილების ჯანმრთელობით, რადგანაც მსგავს შემთხვევებს სამედიცინო გართულებები ხშირად თან ახლავს.

პირველად მსგავსი შემთხვევა დაფიქსირდა 1971 წელს ავსტრალიაში, სიდნეიში, როდესაც 29 წლის ქალს  9 ტყუპი შეეძინა, 5 ბიჭი და 4 გოგო. ასვე 1999 წელს მალაიზიაში, სამწუხაროდ ორივე შემთხვევასთან ახლდა გართულებები და ახალშობილებიდან ვერცერთი გადარჩა.

აშშ-ში კი 2009 წელს 29 წლის ქალმა 8 ტყუპი გააჩინა, რომელიც გინესის მსოფლიო რეკორდად იქნა აღიარებული.

მასალა მოამზადა: ნინი ხეცურიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა

სრულად ნახვა
ეს საინტერესოამსოფლიო

დუბაიში მსოფლიოში ყველაზე მაღალი „უსასრულო აუზი“ გაიხსნა

დუბაიში მსოფლიოში ყველაზე მაღალი უსასრულო აუზი გაიხსნა. ამის შესახებ CNN-ი იტყობინება.

ტელეარხის ცნობით, აუზი სასტუმრო Address Beach Resort-ის სახურავზე, 293, 906 მეტრის სიმაღლეზეა აშენებული. ამ მაჩვენებლით ის გინესის რეკორდების წიგნში მოხვდა. ამასთან, აუზის სიგრძე 94,84, სიგანე კი 16,5 მეტრია.

აუზით სარგებლობას სასტუმროს მხოლოდ ის კლიენტები შეძლებენ, რომელთა ასაკიც 21 წელს აღემატება.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა

სრულად ნახვა
1 29 30 31 32 33 100
Page 31 of 100