close
ეს საინტერესოა

ფერმერმა შემთხვევით ბელგია-საფრანგეთის საზღვარი შეცვალა

ბელგიელმა ფერმერმა შემთხვევით ბელგია-საფრანგეთის საზღვარი შეცვალა. BBC-ის ინფორმაციით, ფერმერმა საზღვრის აღმნიშვნელი ბოძი საფრანგეთის მიმართულებით 2.29 მეტრით გადაწია. როგორც აღმოჩნდა, ფერმერს ბოძი ტრაქტორით გავლისას ხელს უშლიდა, რის გამოც გადაადგილა ის.

ფაქტს საზღვრის ორივე მხარეს ღიმილით შეხვდნენ. ბელგიური სოფლის, ერქიულინესის მერმა დევიდ ლავუმ განაცხადა, რომ ფერმერმა ბელგიის ტერიტორია გაზარდა, საფრანგეთის კი შეამცირა, რაც კარგი იდეა არ არის.

“მე ძალიან ბედნიერი ვარ, ჩემი ქალაქი კიდევ უფრო გაიზარდა, თუმცა საზღვრის მეორე მხარეს მდებარე ქალაქის, ბუსინი მერს სხვა აზრი აქვს,” – აღნიშნა ლავუმ ხუმრობით.

ადგილობრივი ხელისუფლება აპირებს, თხოვნით მიმართოს ფერმერს, ქვა ძველ ადგილას დააბრუნოს.

გაზიარება:
fb-share-icon0