close

მედიცინა

მედიცინა

პაპილომავირუსის ვაქცინა საშვილოსნოს ყელის კიბოს შემთხვევებს 90%-ით ამცირებს

ადამიანის პაპილომა ვირუსის, ანუ HPV-ის ვაქცინა საშვილოსნოს ყელის კიბოს
შემთხვევებს თითქმის 90%-ით ამცირებს, – შესამაბისი დასკვნები ვაქცინის
შესახებ პირველ რეალურ მონაცემებს ეფუძნება, რომელიც ჟურნალ Lancet-ში
გამოქვეყნდა
Cancer Research UK-მა დასკვნები, "ისტორიულ" შედეგად შეაფასა.
საშვილოსნოს ყელის კიბოს 99%-ს ადამიანის პაპილომა ვირუსები იწვევს, მაგრამ
არსებობს მოლოდინი, რომ ვაქცინაცია ამ დაავადებას თითქმის აღმოფხვრის.
კვლევის ფარგლებში მედიკოსები დააკვირდნენ, როგორ განვითარდა მოვლენები
მას შემდეგ, რაც 2008 წელს ინგლისში პაპილომავირუსზე აცრა გოგონებისთვის
შემოიღეს.
ის გოგონები ახლა უკვე 20 წელს გადაცილებული არიან. კვლევა აჩვენებს, რომ
საშვილოსნოს ყელის კიბოს შემთხვევები 87 პროცენტით არის შემცირებული.
კვლევის შეფასებით, პაპილომავირუსის პროგრამამ საერთო ჯამში კიბოს 450 და
პრეკანცერის (კიბოს წინა სტადიის) 17 200 შემთხვევის პრევენცია მოახდინა.
საშვილოსნოს ყელის კიბო მეოთხე ყველაზე გავრცელებული კიბოა ქალებში
მთელს მსოფლიოში, რასაც ყოველწლიურად 300 000-ზე მეტი ადამიანის
სიცოცხლე ეწირება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გეგმის ფარგლებში,
რომელიც საშვილოსნოს ყელის კიბოს ელიმინაციას ისახავს მიზნად, ვაქცინის
გამოყენება მსოფლიოს ასზე მეტმა ქვეყანამ დაიწყო.

წყარო : BBC

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეს საინტერესოაკატეგორიის გარეშემედიცინა

10 დაავადება, რომელსაც შეუძლია 24 საათში მოკლას ადამიანი! ფრთხილად!

კიბო, გულის დაავადებები და შიდსი – თითოეული მათგანი შიშს იწვევს პაციენტებში. ეს ის დაავადებებია, რომლებიც დროში პროგრესირდებიან და საბოლოო ჯამში, თითოეული შეიძლება ფატალურად დამთავრდეს.

თუმცა, არსებობს რიგი დაავადებებისა, რომლებსაც ადამიანის სიკვდილის გამოწვევა 24 საათის განმავლობაში შეუძლიათ.

გასულ წელს მთელი მსოფლიო შეძრა  ებოლას ეპიდემიამ, რომელსაც, მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, 11.314 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. კრიზისის პერიოდში დაავადებამ აშშ-ს, დიდი ბრიტანეთის, ესპანეთის და სხვა ერების საზღვრებამდეც მიაღწია.

წარმოგიდგენთ იმ 10 საშიში დაავადების სიას, რომელსაც სიკვდილის გამოწვევა დროის ძალიან მოკლე პერიოდში შეუძლიათ.

1.     ნეკროზული ფასციიტი

იგი ხშირად მოიხსენიება, როგორც ხორცის მჭამელი ბაქტერია, რომელიც ძალიან სწრაფად ვრცელდება ორგანიზმში და სხეულის რბილ ქსოვილებს ჭამს.

დაავადება შეიძლება გამოწვეული იყოს ერთზე მეტი ტიპის ბაქტერიებით, Streptococcus (A ჯგუფის strep) დაავადების ყველაზე გავრცელებული გამომწვევი მიზეზია. ჩვეულებრივ, A ჯგუფის strep-ის ბაქტერიების მიერ გამოწვეული ინფექციები ადვილად ინკურნება.

მაგრამ ნეკროზული ფასციიტის შემთხვევაში,  ბაქტერიები სწრაფად ვრცელდება ორგანიზმში.

ისინი აინფიცირებენ ქსოვილებს, მათ შემაერთებელ ზოლებს, რომლებიც კარს ეკვრიან კუნთებს, ნერვებს, ცხიმს და სისხლძარღვების. ბატქრეეიბი ფაქტობრივად ჭამენ ადამიანს და გამოყოფენ ტოქსინებს, რომლებიც ანადგურებს რბილ ქსოვილებს.

როცა ეს ხდება, ინფექცია ძალიან სერიოზულია და შეიძლება გამოიწვიოს  კიდურების დაკარგვა ან სიკვდილი.

მიუხედავად იმისა, რომ სასიკვდილოა, ეს დაავადება იშვიათია.

2.      მენინგოკოკური დაავადება.

მენინგოკოკური დაავადება, რომელსაც ტვინის მენინგიტაც უწოდებენ, არის მენინგოკოკით (Neisseria meningitidis) გამოწვეული გადამდები ბაქტერიული დაავადება.

ის ვრცელდება ინფიცირებულ ადამიანთან პირდაპირი კონტაქტის, ანუ ჰაერწვეთოვანი გზით.

არსებობს ამ დაავადების სამი ძირითადი კლინიკური ფორმა: მენინგეალური სინდრომი, სეპტიური ფორმა და პნევმონია.

დაავადებას სიკვდილის გამოწვევა სიმპტომების გაჩენიდან რამდენიმე საათში შეუძლია.

გადარჩენილთა 10-15 პროცენტს რჩება მუდმივი ნევროლოგიური დეფექტები, მათ შორის, სმენის დაკარგვა, მეტყველების დარღვევა,  გონებრივი ჩამორჩენილობა და დამბლა.

N. meningitidis ბინადრობს ცხვირისა და ყელის ლორწოვან გარსში, სადაც იგი ჩვეულებრივ არანაირ ზიანს არიწვევს.

მოსახლეობის დაახლოებით 5-10 პროცენტი შეიძლება იყოს დაავადების ასიმპტომური მატარებელი. დაავადება უფრო ხშირად გვხვდება ჩვილებში, ბავშვებში, მოზარდებშიდა ახალგაზრდებში.

არსებობს Neisseria meningitides-ის ხუთის ერო ჯგუფი (“შტამების”): A, B, C, E, და Y.

დაავადების დროს ინფიცირდება თავისა და ზურგის ტვინის დამცავი გარსები .

სიმპტომები მოიცავს მოულოდნელ ცხელებას, თავის ტკივილს, კისრის ძლიერ ტკივილს სინათლის ზიზღს, გულისრევასა და დაბნეულობას.

მენინგიტით დაავადებული ჩვილები  არიან ნელი ან არააქტიურები, გაღიზიანებულები, აღენიშნებათ ღებინება.

თუ მშობელი ეჭვობს, რომ მის ბავშვს მენინგიტის აქვს, ის დაუყოვნებლივ უნდა დაუკავშორდეს ექიმს.

მენინგოკოკური მენინგიტის არის ძალიან სერიოზული დაავადება, რომელიც შესაძლოა  ფატალური აღმოჩნდეს.

3.   შაგასის დაავადება

შაგასის დაავადება არის პოტენციურად სიცოცხლისათვის საშიში დაავადება, რომლის გამომწვევია პარაზიტი protozoan.

აღნიშნული პარაზიტი ტიპიურია ლათინურ ამერიკაში, სადაც იგი გადადის ადამიანებისა ფეკალური მასებით და ცნობილია, როგორც „კოცნის ბაქტერიები.“

ჯანმოს მონაცემებით, მსოფლიოში შაგასით დაახლოებით ექვსი-შვიდი მილიონი ადამიანია დაავადებული.

მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული დაავადება პოტენციურად სასიკვდილოა, დაავადება დროული მკურნალობის შემთხვევაში განკურნებადია.

შაგასის პირველი ხილული ნიშანი არის კანის დაზიანება ან მეწამული შეშუპება ქუთუთოებზე, რომელსაც თან ახლავს ცხელება, თავის ტკივილი, გადიდებული ლიმფური ჯირკვლები, კუნთების ტკივილი, სუნთქვის გაძნელება, შეშუპება და ტკივილი მუცლის ან გულმკერდის არეში.

დაახლოებით სამი პაციენტიდან ერთს გულის დაავადებები აწუხებს, ხოლო 10 პროცენტი განიცდის მსხვილი ნაწლავის ან საყლაპავის გაფართოებას და სხვა საჭმლის მონელებასთან დაკავშირებულ პრობლემებს.

ბოლო წლების განმავლობაში ინფიცირებული მოულოდნელად იღუპებიან ან განიცდიან გულის უკმარისობა, რომელიც გამოწვეულია გულის კუნთის და ნერვული სისტემის პროგრესული განადგურებით.

თუმცა, უკვე არსებობს რამდენიმე მედიკამენტი, რომლებიც დაავადების სამკურნალო 100 პროცენტიანი საშუალებებია, თუ მათი გამოყენება  დაავადების საწყის ფაზაშივე მოხდება.

4. ცერებროვასკულარული დაავადება

ცერებროვასკულური დაავადება, რომელიც უფრო ფართოდ ცნობილია, როგორც ინსულტი, გამოწვეულია ტვინისთვის სისხლის მიწოდების შეწყვეტით.

ჯანმოს მონაცემებით, 2012 წელს გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით, როგორიცაა გულის შეტევა ან ინსულტი, 17,5 მილიონზე მეტი ადანიანია  დაღუპული.

საბედნიეროდ, შესაძლებელი გახდა ნაადრევი გულის შეტევისა და ინსულტის 80 პროცენტით პრევენცია. ჯანსაღი დიეტა, რეგულარული ფიზიკური აქტივობა თამბაქოზე უარის თქმა –  გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პრევენციას უწყობს ხელს.

ამ მხრივ ასევე ძალიან მნიშვნელოვანია მაღალი არტერიული წნევის, სისხლში ქოლესტერინისა და შაქრის მუდმივი კონტროლი.

ანტიბიოტიკ-რეზისტენტული სტაფილოკოკური ინფექცია

5. მეტიცილინ-რეზისტენტული ოქროსფერი სტაფილოკოკი (MRSA). 

Staphylococcus aureus (ოქროსფერი სტაფილოკოკი) არის ბაქტერია, რომელიც ბინადრობს ჯანმრთელი ადამიანის კანსა და ცხვირის ლორწოვანზე 30%-ში.  უმრავლეს   შემთხვევაში, აღნიშნული ბაქტერია პათოლოგიური სიმპტომებისგან ვითარებას არ იწვევს.

კანის საფარველის მთლიანობის  დარღვევისას,   ნაკაწრების ან სხვა მიკრო ტრავმების შედეგად,  სტაფილოკოკმა შეიძლება გამოიწვიოს სხვადასხვა  პრობლემები:  დაწყებული უბრალო აკნედან, დამთავრებული მძიმე დაავადებებით, განსაკუთრებით ბავშვებში,  და იმ პირებში რომელთაც დაქვეითებული აქვთ იმუნური სისტემა.

სტატისტიკის მიხედვით, 100-დან 2 ადამიანი MRSA-ს მატარებელია.

როგორ ვრცელდება MRSA? – შესაძლოა თქვენ ხართ MRSA-მტარებელი, რაც იმას ნიშნავს რომ თქვენს კანზე ან ცხვირის ლორწოვანზე ბინადრობს ეს ბაქტერია, მაგრამ სიმპტომურად  არ ვლინდება.

MRSA-მტარებელი შეიძლება გახდეთ სხვადასხვა გზით:

• იმ პირებთან შეხებით რომლებიც არიან მტარებლები;

• დაბინძურებულ ზედაპირებთა ნშეხებით,  მაგ: როგორიცაა კარის სახელურები, ტელეფონის ყურმილი;

თქვენ შეიძლება დაგემართოთ MRSA – ინფექცია, თუ ხართ ბაქტერია მტარებელი და კანის საფარველის მთლიანობა დაირღვევა.

MRSA – ის რისკ – ფაქტორები: – ნებისმიერი ადამიანი შეიძლება გახდეს MRSA-მტარებელი.  ზოგიერთს  კი აქვს დასნებოვნების მაღალი რისკი.  კერძოდ ჰოსპიტალ-ასოცირებული MRSA რისკი  აქვთ  პირებს, რომლებიც მკურნალობენ კლინიკაში:

• ქირურგიული ჩარევა, ან ინტრავენური ინექცია;

• ხანგრძლივი დროით ჰოსპიტალიზაცია;

• ბოლოს მიღებული ანტიბიოტიკები;

• დაქვეითებული იმუნური სისტემა

• კონტაქტი იმ პირებთან ან სამედიცინო პერსონალთა, რომლებიც არიან მტარებელები.

ყველა ეს ფაქტორი წარმოადგენს დასნებოვნების რისკს ჰოსპიტალში.

საავადმყოფოებში  MRSA  შეძლება გადავიდეს პერსონალის ხელებით. სამედიცინო მუშაკმა უნდა დაიბანოს ხელები და გამოიცვალოს ხელთათმანები პაციენტთან შეხებამდე და შეხების შემდეგ. საზოგადოებრივი MRSA – ჰოსპიტალის გარეთ დასნებოვნების რისკს წარმოადგენს:

• კანისტრავმა (დამწვრობა, ნაკაწრი ან ჭრილობა);

• პარსვის ან ცვილის საშუალებით თმის მოცილება, განსაკუთრებით იღლიისა  და  საზარდულისარიდან.

• თუ გაქვთ ტატუ ან პირსინგი;

• სხვისი პირადი ჰიგიენის ნივთების  გამოყენება, თუ არ გარეცხილა და არ გაუვლია სტერილიზაცია.

• მტარებელთანან და სნებოვნებულთან ფიზიკური შეხება.

საზოგადოებასთან ასოცირებული MRSA  ინფექციები, ძირითადად გვხვდება მჭიდრო კოლექტივებში, როგორიცაა საბავშვო ბაღები, ციხეები, ჯარი, სპორტის ჯგუფური სახეობის წარმომადგენლებში.

ინვაზიური ინფექციის ნიშნებია: მაღალი ტემპერატურა, 38 გრადუსი და ზემოთ, შემცივნება, ზოგადად ცუდად ყოფნის შეგრძნება, თავბრუსხვევა, დაბნეულობა, კუნთების ტკივილი, შეშუპება და სიმსივნე ნფექციის ადგილას.

RSA -ინფექციის  დიაგნოსტიკა – პაციენტების ტესტირება კანის ინფექციაზე შეიძლება მოვახდინოთ კულტურის კვლევით, რომლის პასუხიც, როგორც წესი 48-72სთ საჭიროებს.

შინაგანი ორგანოების დაინფიცირების შემთხვევაში საჭიროა დამატებითი კვლევები: სისხლის ანალიზი, RO-გრაფია; CT-კვლევა,   ექოკარდიოგრაფიადა ა.შ.

MRSA -ინფექციის მკურნალობა- თუ უკვე მოვახდინეთ MRSA დიაგნოსტირება შეგვიძლია დავიწყოთ ანტიბიოტიკოთერაპია. ანტიბიოტიკის დოზის და ტიპის შერჩევა ხდება მას შემდეგ, რაც გვეცოდინება კულტურის პასუხი.

ინვაზიური MRSA ინფექციები მოიცავს სისხლის მოწამვლას, რომელიც ცნობილია როგორც სეფსისი, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს სეპტიური შოკი ან დაავადებული ადამიანის სისხლის წნევის საგანგაშოდ დაბლა დაცემა.

MRSA-ს მძიმე ფორმებს განეკუთვნება : საშარდე გზების ინფექციები, ენდოკარდიტი, რომელიც არის გულის სარქველების ინფექცია, პნევმონია, სეპტიური ართრიტი და ოსტეომიელიტი, ანუ ძვლის ინფექცია.

6. ქოლერა

ქოლერა არის მწვავე ნაწლავური ინფექცია, რომელსაც იწვევს vibrio ქოლერის ბაქტერიით დაბინძურებული საკვების ან წყლის ჩაყლაპვა.

ეს არის სასიკვდილო დაავადება, რომლითაც შეიძლება დაავადდნენ როგორც მოზრდილები, ასევე ბავშვები და რომელსაც რამდენიმე საათში შეუძლია სიკვდილის გამოწვევა.

ინკუბაციური პერიოდი ხანმოკლეა, ერთიდან ხუთ დღემდე.

ინფიცირებულებს აღენიშნებათ უხვი, უმტკივნეულო, წყლიანი დიარეა, რომელმაც შესაძლოა სწრაფად გამოიწვიოს მძიმე დეჰიდრატაცია და სიკვდილი, რასაკვირველია, თუ მკურნალობა ადროულად არ ჩატარდა.

ათი ინფიცირებულიდან დაახლოებით რვას დაავადების სიმპტომები არ აქვს, მაგრამ ბაქტერიას მათ განავალში 10 დღის განმავლობაში შეუძლია არსებობა, შემდეგ გარემოში ხვდება და სხვა ადამიანების დაინფიცირება შეუძლია.

იმ ადამიანებს შორის ვისაც სიმპტომები აღენიშნება, 80 პროცენტს დაავადება მსუბუქად ან საშუალო სიმძიმით გადააქვს, ხოლო 20 პროცენტი ფატალურად მძიმე დეჰიდრატაციის რისკის ქვეშაა.

მკვლევარები აცხადებენ,  რომ მსოფლიოში ყოველწლიურად ქოლერას 1.4 – 4.3 მილიონი შემთხვევა ფიქსირდება და აქედან 28,000-დან 142,000-მდე შემთხვევა სიკვდილით მთავრდება.

7. ენტეროვირუსული D68

ყოველ წელს ენტეროვირუსებით მილიონობით ბავშვი ავადდება, რაც იწვევს  ხველას, ცემინებასა და ცხელებას.

ჩვილები, ბავშვები და თინეიჯერები შედარებით სუსტი იმუნიტეტის გამო აღნიშნული დაავადებით დასნებოვნების ყველაზე მაღალი რისკის ქვეშ იმყოფებიან. ხოლო მათ, ვისაც ასთმაც აწუხებთ, EV-D68-ით დაავადების კიდევ უფრო დიდი შანსი აქვთ.

ვირუსი ვრცელდება დაზარალებულთა ნერწყვითა და სხვა რესპირატორული გამონადენით, როდესაც ადამიანი ახველებს ან აცემინებს.

იგი შესაძლოა „ავითვისოთ“ საყოფაცხოვრებო ნივთების ზედაპირებიდანაც.

სიმპტომები განსხვავებულია, დაწყებული შედარებით რბილი, მათ შორის, ცხელება, გამონადენი ცხვირიდან, ცემინება, ხველა და კუნთების ტკივილი, დამთავრებული უფრო მძიმემდე, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სუნთქვის გაძნელება და სუნთქვის მწვავე უკმარისობა, რომელმაც საბოლოო ჯამში შესაძლოა სიკვდილიც გამოიწვიოს.

EV-D68-ის კონკრეტული მკურნალობა არ არსებობს, თუმცა ექიმები გვაძლევენ რეკომენდაციებს დაავადების საკონტროლებლად.

8. ბუბონური შავი ჭირი

ამ დაავადებას  “შავ სიკვდილსაც” უწოდებენ, რომელმაც მეთოთხმეტე საუკუნეში, დაახლოებით 50 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

ეს არის ჭირის ყველაზე გავრცელებული ფორმა და გამოწვეულია ინფიცირებული რწყილის ნაკბენიგან.

ჭირის ბაცილა ორგანიზმში ნაკბენიან შედის და ლიმფური სისტემის გავით უახლოეს ლიმფურ კვანძში გადაადგილდება, სადაც მრავლდება.

დღესდღეობით ჭირი ენდემურია ბევრ აფრიკულ ქვეყანაში, რუსეთში, ამერიკისა და აზიაში.

ჭირი ძალიან მძიმე დაავადებაა, 30-60 პროცენტიანი ლეტალობით, თუკი, რასაკვირველია, სათანადო მკურნალობა არ ჩატარდა.

ჯანმოს მონაცემებით, 2013 წელს მთელ მსოფლიოში დაავადების 783 შემთხვევა დაფიქსირა და აქედან 126 ლეტალურად დამთავრდა.

დაავადების ადრეულ ეტაპზე ადამიანები გრიპისმაგვარ სიმპომებს უჩივიან. როგორც წესი, მას ახასიათებს მოულოდნელად დაწყებული ცხელება, შემცივნება, სხეულის ტკივილი, სისუსტე და ღებინება.

მკურნალობის გარეშე ჭირი შეიძლება ფატალური აღმოჩნდეს, ასე რომ ადრეული დიაგნოსტიკა და მკურნალობა აუცილებელია.

ანტიბიოტიკები და დამხმარე თერაპიები დაავადებულების განკურნებას უწყობს ხელს.

9. ებოლა

მსოფლიოში ებოლას ვირუსისგან 11.314 ადამიანი დაიღუპა.

შემთხვევების უმრავლესობა დასავლეთ აფრიკაში, გვინეაში, სიერა ლეონესა და ლიბერიაში დაფიქსირდა. ებოლა წარმოადგენს ჰემორაგიულ ცხელებას. ის იშვიათი დაავადებაა, თუმცა ხასიათდება მაღალი სიკვდილიანობით (დაავადებულთა 90%-ზე მეტი დაიღუპა). ვირუსით ავადდებიან ადამიანები, ზოგიერთი პრიმატები და წყვილჩლიქოსნები.

7 ნოემბერს, მსოფლიო ჯანდაცვის განაცხადა, რომ ებოლას გადაცემა უკვე შეწყვეტილია სიერა-ლეონეში.

ქვეყნამ 90-დღიან გაძლიერებული მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება, რომელიც მომავალი წლის 5 თებერვალს დასრულდება.

გვინიაში ნოემბერში ვირუსის არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა, ხოლო ბოლო 21 დღის განმავლობაში ებოლათი სულ 4 ადამიანი დაავადდა, რომლებიც ერთი ოჯახის წევრები არიან. ბოლო 21 დღის განმავლობაში დაავადების არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა ლიბერიაშიც.

ვირუსი ვრცელდება ლორწოვანი გარსით და კანის მიკრო დაზიანებებით. კანადელმა მეცნიერებმა ექსპერიმენტებით დაადასტურეს, რომ ვირუსი შესაძლებელია კონტაქტის გარეშეც გადაეცეს.

დაკრძალვის რიტუალები, რომლის დროსაც ჭირისუფლებს აქვთ კონტაქტი დაღუპულის სხეულთან, ვირუსის გავრცელების ერთ-ერთი წყაროა. დაღუპულის ორგანიზმიდან ვირუსი 3 კვირის განმავლობაში გამოიყოფა.

დაფიქსირებულია ვირუსის გავრცელება გორილებიდან, შიმპანზეებიდან და დუკერებიდან (აფრიკული წყვილ ჩლიქოსანი ცხოველი). ვირუსის გავრცელებუნებრივ არეალად ითვლება ეკვატორული აფრიკის ჯუნგლები.

ვირუსის საინკუბაციო პერიოდი 2-დან 21 დღემდე გრძელდება

დაავადების განსხვავებული სიმძიმე და სიკვდილიანობის განსხვავებული სტატისტიკა გამოწვეულია ვირუსის სხვადასხვა შტამებით (ქვე სახეობებით). ებოლას ვირუსი იყოფა 5 ქვესახეობად: სუდანის, ზაირის, ტაისტყის (კოტ-დივუარის), რესტონის და ბუნდიბუგიოს. ადამიანისათვის საშიში 4 ქვესახეობა. ებოლას რესტონული ვირუსით დაავადება უსიმპტომოდ მინდინარეობს. ტაისტყის და რესტონის ებოლას ვირუსები შედარებით იშვიათია.

დაავადების სიმპტომებია თავის, კუნთებისა და მუცლის ძლიერი ტკივილები, დიარეა და ანგინა. მოგვიანებით ჩნდება მშრალი ხველება, მჩხვლეტავი ტკივილები მკერდში და დეჰიდრატაცია. ვირუსი იწვევს სისხლის შემადგენლობის შეცვლას – იწყება ანემია, ლეიკოციტებისა და ტრომბოციტების მკვეთრი შემცირება. შედეგად იშლება სისხლის შედედების ფუნქცია, ზიანდება სასხლძარღვები და იწყება სისხლდენები. სიკვდილი დგება დაავადების მეორე კვირას სისხლდენებისა და შოკის შედეგად.

10. დენგეს ცხელება

დენგეს ცხელება არის დაავადება, რომელიც ინფიცირებული კოღოს ნაკბენით გადაიცემა.

დადგენილია, რომ მსოფლიოში ყოველწლიურად დაავადების 100 მილიონი შემთხვევა ფიქსირდება. დენგეს ცხელების ყველაზე მკაცრი ფრმა არის დენგეს ჰემორაგიული ცხელება. თუკი დაავადების დროული დიაგნოსტიკა არ მოხდება, იგი დამღუპველი ხდება დაავადებული ადამიანისთვის.

დაავადების სიმპტომებია : მაღალი სიცხე, თავის ტკივილი, მწვავე ტკივილი უკან თვალში, კუნთებისა და ძვლების ტკივილი, გამონაყარი და რბილი სისხლდენა ცხვირიდან და ღრძილებიდან.

დენგეს ინკუბაციური პერიოდი ჩვეულებრივ 5-7 დღეა, კლასიკური ფორმის დროს 15 დღემდე მერყეობს, ჰემორაგიულის დროს 10-მდე. სხეულის ტემპერატურა 3-4 დღის განმავლობაში რჩება მომატებული, 1-2 დღიანი რემისიის შემდეგ კი ვითარდება ცხელების ახალი ტალღა, რომელიც გრძელდება 2-3 დღე.

დენგე შეიძლება გართულდეს ენცეფალიტით, პოლინევრიტით, ფსიქოზით, პნევმონიით, ოტიტით, თრომბო ფლებიტით, ორქიტითადა  პაროტიტით. დენგეს გადატანის შემდეგ რჩება არამყარი ტიპო სპეციფიური იმუნიტეტი რამდენიმე წლის განმავლობაში.

დაავადებამ შესაძლოა გამოიწვიოს გულსისძარღვთა სისტემის მოშლა, შოკი და სიკვდილი.

დენგეს სპეციფიური მკურნალობა არ არსებობს, მძიმე შემთხვევებში, განსაკუთრებით დენგეს ჰემორაგიული ცხელების დროს, ტარდებაინფუზური თერაპია, ინიშნება კორტიკოს ტეროიდები, ნაჩვენებია ტკივილგამაყუჩებელი,  ანტიჰისტამინური, სედატიური საშუალებები, ვიტამინო თერაპია, რეკომენდებულია დიდი რაოდენობით სითხის მიღებადა  ცილებით მდიდარი დიეტა.

დენგეს კლასიკური ფორმის დროს შემთხვევათა უმეტესობაში, პროგნოზი კეთილ საიმედოა, ჰემორაგიული ცხელებისაგან განსხვავებით, რომლის დროსაც  პაციენტთა დაახლოებით 40%-ში მე – 3-7 დღეს ვითარდება შოკი.

დენგეს პროფილაქტიკა მოიცავს ვირუსის გადამტანი კოღოების განადგურებას, რეპელენტებისა და დამცავი ბადეების გამოყენებას.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზო “დოქოტრინა”

სრულად ნახვა
ბიოლოგიამედიცინა

ხელოვნური სისხლი, რომელიც სისხლის ნებისმიერ ჯგუფთან თავსებადია

იაპონურ სამედიცინო კოლეჯში შექმნეს ხელოვნური სისხლი, რომელიც ნებისმიერი პაციენტის სისხლთან თავსებადია. გამოგონება შეიძლება ძალიან სასარგებლო იყოს შემთხვევებში, როცა სისხლის დონორის პოვნა ვერ ხერხდება. სამედიცინო ჟურნალ Transfusion-ში გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, ამ ტიპის ხელოვნური სისხლით შესაძლებელი იქნება ისეთი პაციენტების პირველადი და სწრაფი დახმარება, რომელთა სისხლის ჯგუფი, დახმარების საჭიროების მომენტისთვის, დადგენილი არ არის.

ხელოვნური სისხლი შეიცავს თრომბოციტებსა და ერითროციტებს და მისი უსაფრთხოდ შენახვა შესაძლებელია ოთახის ტემპერატურაზე, ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში. ხელოვნური სისხლის თრომბოციტები, ისევე, როგორც ნამდვილ სისხლში, უზრუნველყოფენ სისხლის შედედებასა და გათხელებას, ერითროციტები კი უზრუნველყოფენ ორგანიზმში ჟანგბადის მიწოდებას. ამ ეტაპზე, ხელოვნური სისხლი კურდღლებზე გამოსცადეს და მან ეფექტურად იმუშავა.

„რთული იქნებოდა საკმარისი რაოდენობის ხელოვნური სისხლის წარმოება და მისი მიწოდება სხვადასხვა ქვეყანაში. უფრო ვფიქრობთ, რომ ხელოვნური სისხლის გამოყენება შეგვიძლია ისეთი ადამიანების შემთხვევაში, რომლებსაც მისი გამოყენების გარეშე ვერ გადავარჩენთ“, – ამბობს მანაბუ კინოშიტა, იაპონიის National Defense Medical College-ის ასოცირებული პროფესორი.

 

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
მედიცინამსოფლიო

ადამიანი, რომელმაც, მოხალისე დონორობით, 2 მილიონზე მეტი ბავშვის სიცოცხლე გადაარჩინა

 ავსტრალიელმა ჯეიმს ჰარისონმა  2 მილიონზე მეტი ბავშვის სიცოცხლე იხსნა. 

როგორც აღმოჩნდა მისი სისხლი უნიკალურია. კერძოდ, რეზუს უარყოფით ქალებს იცავს ანტისხეულების წარმოქმნისგან რეზუს დადებითი ნაყოფით ფეხმძიმობის პერიოდში.

სანამ ჰარისონის უნიკალურ სისხლს აღმოაჩენდნენ, ჩვილები ტვინის დაზიანებით იბადებოდნენ ან სავალალო შემთხვევაში, ნაყოფი კვდებოდა.ერთხელ, როდესაც მას ჰკითხეს, გრძნობთ თუ არა თავს გმირადო, მან გულახდილად უპასუხა: 

”არა, გმირები ომში არიან. მე ვაკეთებ იმას, რაც შინაგანად სწორად მიმაჩნია”

სამწუხაროდ, როგორც გაირკვა, ავსტრალიის კანონმდებლობის მიხედვით, სისხლის დონაცია ასაკობრივად იზღუდება, სწორედ ამის გამო ვეღარ ჩააბარებს სისხლს ჰარისონი.

ავსტრალიის წითელი ჯვრის სისხლის ბანკის ინფორმაციით, ჯეიმს ჰარისონმა ამ ხნის განმავლობაში დაახლოებით 2 400 000 ბავშვი გადაარჩინა.

 

სრულად ნახვა
კვლევებიმედიცინა

“ᲛᲐᲠᲘᲮᲣᲐᲜᲐ ᲐᲓᲔᲑᲘᲚᲔᲑᲡ, ᲘᲬᲕᲔᲕᲡ ᲘᲛᲞᲝᲢᲔᲜᲪᲘᲐᲡ ᲓᲐ ᲛᲙᲕᲚᲔᲚᲐᲓ ᲐᲥᲪᲔᲕᲡ!”-ᲜᲔᲕᲠᲝᲚᲝᲒᲘ ,ᲖᲣᲠᲐᲑ ᲛᲔᲢᲠᲔᲕᲔᲚᲘ

წააკითხეთ ეს შვილებს!
მარიხუანა ადებილებს, იწვევს იმპოტენციას და მკვლელად აქცევს!

ნევროლოგი ზურაბ მეტრეველი ეხმაურება მარიხუანის ლეგალიზაციას და ამხელს საქართველოს წინააღმდეგ უდიდეს დივერსიას:“მინდა, ჩემი აზრი გამოვთქვა ყბადაღებულ მარიხუანას ლეგალიზაციასთან დაკავშირებით.ჩემი პროფესიის გამო საკმარისად ხშირად მიხდება შეხება პრობლემასთან, რომელიც დაკავშირებულია მარიხუანას მოწევასთან. უმეტესად პაციენტები აღნიშნავენ, რომ წარსულის რომელიღაც მონაკვეთში იღებდნენ მარიხუანას მეტ-ნაკლები სიხშირით. რა ტიპური ჩივილით მოდიან ამ ტიპის ავადმყოფები:

1.ემოციური გაუწონასწორებლობა
2. მეხსიერების დაქვეითება
3.ძილის დარღვევა
4.ინტელექტუალური სამუშაოს შესრულებისას სწრაფად გამოფიტვა
5.ლიბიდოს დაქვეითება
6 უსიამოვნო ხასიათის ფიქრები
აჟიირებისა და დეპრესიის ტალღები
აღნიშნული ჩივილი შეიძლება გამოჩნდეს არა მარტო უშუალოდ მარიხუანას მიღების შემდეგ, არამედ შეძლება მიიღოს ქრონიკული ხასიათი წლების განმავლობაში.ამ კატეგორიის პაციენტების მკურნალობა ხანგრძლივ დროს, ენერგიას, ფინანსურ რესურსებს მოითხოვს გარანტირებული შედეგის გარეშე.
კიდევ ერთხელ დავინტერესდი, რას გვეუბნება მსოფლიო გამოცდილება და არაერთი სერიოზული კვლევები აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით (აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით უამრავი კლინიკურ-ექსპერიმენტული მონაცემი არსებობს ამერიკულ პერიოდულ გამოცემებში—Jurnal of Neurosaience, Nature Jurnal, National Institute on Drug Abuse, American Addictional Centers, Psychology Today, JAMA და სხვ.)
მათი მონაცემებით, მარიხუანას სისტემატური მიღება იწვევს:
1. ტომოგრაფიულად დადასტურებულ დაზიანებას თავის ტვინის გარკვეული უბნებისა (ჰიპოკამპი, ამიგდალა)
2. ქვეითდება IQ3. ქვეითდება ხანმოკლე მეხსიერება,
4. 30%-ით მატულობს ფსიქოზის განვითარების რისკი
5.პაციენტები ხდებიან სოციალურად ნაკლებად ადაფტირებულები,
6. ქვეითდება ერექცია.
7. მატულობს გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიის განვითარების რისკი
8. უარესდება ძილი
9. ქვეითდება სპონტანური რეაქციის სიჩქარე ( ანუ მძღოლებს მკვლელებად აქცევს! – გ.გ.)და ა.შ.
აღსანიშნავია, რომ მარიხუანის ერთჯერადი მოხმარების შემდეგ მისი მოქმედების კვალი რჩება 7 დღის განმავლობაში.
ყველა მკვლევარი ერთსულოვნად აღნიშნავს, რომ დაზიანების ხარისხი ბევრად მეტია მარიხუანას ახლგაზრდებში მიღებისას.
ლაპარაკია არა მარიხუანას მოწევის უშუალოდ შემდეგ, არამედ აღნიშნული მონაცემები მიღებულია ხანგრძლივი დაკვირვების შედეგად და უმეტესად მარიხუანას მოხმარებიდან წლების შემდეგაც.
დასკვნების გაკეთება თქვენთვის მომინდია…“-ნევროლოგი, ზურაბ მეტრეველი

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიოლოგიაეს საინტერესოაკვლევებიმედიცინასაქართველო

ექსპერიმენტალური ინსტიტუტი სოხუმში, რომლის ანალოგიც მსოფლიოში ერთადერთი იყო

საბჭოთა კავშირში აქტიურად ცდილობდნენ, ადამიანისთვის სიცოცხლის გახანგრძლივების ფორმულისათვის მიეგნოთ. როგორც ცნობილია, სისხლის გადასხმის გარდა (ახალგაზრდის სისხლი ხანდაზმულს), პოპულარული იყო ექსპერიმენტები მაიმუნებზეც. სწორედ ამიტომ – ცნობილი ქირურგის – სერგეი ვორონოვის თაოსნობით,  1927 წელს სოხუმის მაიმუნების საშენი დაარსდა. აქ, ექსპერიმენტების ჩატარების გზით, ადამიანის დაავადებები უნდა შეესწავლათ.

1927 წლის 24 აგვისტოს ხომალდმა „პესტელმა“ გვინეაში შეძენილი ანუბისი და შიმპანზე ბათუმიდან სოხუმში ჩაიყვანა. საშენის ბაზაზე, 1958 წელს შეიქმნა საერთაშორისო მნიშვნელობის ლაბორატორია, სადაც ონკოლოგიური დაავადების წინააღმდეგ ექსპერიმენტები ტარდებოდა. იმ დროს 100-მდე მაიმუნი ჰყოლიათ, რომლებსაც ჯერ დააავადებდნენ, შემდეგ საწინააღმდეგო აცრებს უკეთებდნენ.

საშენი რამდენიმე მიმართულებით იყო დატვირთული – აქ არსებობდა ექსპერიმენტალური თერაპიისა და პათოლოგიის ინსტიტუტი, სადაც ცდები არა მხოლოდ მაიმუნებზე, არამედ – ბოცვერებზე, ვირთხებზე, ზღვის გოჭებზე, კურდღლებზე, თაგვებზე მიდიოდა. აქ მოლეკელუურ, ბიოლოგიურ და გენეტიკურ დონეზე შეისწავლიდნენ ცოცხალ ორგანიზმებს, მათ პათოლოგიებსა და მათ გამომწვევ მიზეზებს. აქტუალური მიმართულებები იყო ვირუსოლოგია, რადიოლოგია.

უნდა ითქვას, რომ – როგორც ცნობილია, მსგავსი ტიპის კვლევითი ინსტიტუტი იმ დროისათვის მხოლოდ ამერიკაში – სან-ფრანცისკოში იყო და მეორე – საბჭოთა კავშირში – სოხუმში.

ერთ-ერთი ვერსიით, აქ პროექტიც კი მიმდინარეობდა –  ეგრეთ წოდებული, „ჩო 01“, რაც რუსული აბრევიატურაა და ნიშნავს ადამიანის მსგავს მაიმუნს.   როგორც ირკვევა, სტალინი დაჰყვა ბიოლოგ იაკობ კრასინსკის მიერ მოფიქრებულ და თეორიულად ჩამოყალიბებული იდეას, ეგრეთ წოდებული ძლიერი მუშა-მებრძოლის ტიპის შექმნის შესახებ. მარტივად რომ ვთქვათ, კრასინსკი  ადამიანისა და ადამიანის მსგავსი მაიმუნის ერთმანეთთან შეჯვარების საექსპერიმენტო სამუშაოებს ატარებდა, რათა ისეთი არსება ,,გამოეძერწათ”,  რომელიც დაუღალავად იშრომებდა მრავალი საათის განმავლობაში, უშიშრად შეებრძოლებოდა მტერს და, რაც მთავარია, უსიტყვოდ დაემორჩილებოდა ნებისმიერ ბრძანებას.

მაიმუნების „პიტომნიკში“  ამ პროექტმა მხოლოდ ერთ წელს იარსება, შემდეგ კი – კრასინსკი თაღლითობის გამო დახვრიტეს კიდეც.

შეიარაღებული კონფლიქტის დროს 1992-1993 წლებში მაიმუნების საშენი ნაწილობრივ განადგურდა. ცხოველების უმრავლესობა დაიღუპა. მოგვიანებით – საშენი აღადგინეს და ახლა იქ მეცნიერული კვლევითი ცენტრი მუშაობს.

გამოყენებული ლიტერატურა:

    1. თარხან-მოურავი, გიორგი. ,,ჯიხვთა, მაიმუნ-ადამიანი, ბურჟუაზიული ცრუმეცნიერებები და სხვა” (გვ.77),   წიგნში – ,,საბჭოთა ხანის სამეცნიერო ექსპერიმენტები”.
    2. ლაშაური, ნიკა. რატომ გაიხსნა მაიმუნების საშენი უშუალოდ ბერიას თაოსნობით სოხუმში. ჟურნალი ,,თბილისელები” #47.
    3. სოხუმის მაიმუნების საშენი – სასიკვდილოდ განწირული ცხოველები, www.livepress.ge (28.07.2018)

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსიმედიცინა

ბავშვთა ტვინის სიმსივნის კვლევის ფარგლებში კიბოს უჯრედებს კოსმოსში აგზავნიან

კიბოს უჯრედებს კოსმოსში გააგზავნიან იმისთვის, რომ უფრო მეტი რამ შეისწავლონ ბავშვთა განუკურნებელი სიმსივნის შესახებ.
დიდი ბრიტანეთის „კიბოს კვლევის ინსტიტუტის“ მეცნიერები დიფუზური შუა ხაზის გლიომის ნიმუშებს საერთაშორისო კოსმოსურ სადგურში (ISS) გააგზავნიან, რათა ნახონ, როგორ ვრცელდება იგი მიკროგრავიტაციაში.
მეცნიერებმა განაცხადეს, რომ მათმა კვლევამ – სახელწოდებით D(MG)2 – შეიძლება გზა გაუხსნას ამ დაავადების შესახებ მეტი ინფორმაციის მოპოვებას.
მკვლევარები ფიქრობენ, რომ თუკი ექსპერიმენტებს მიკროგრავიტაციის პირობებში, ჩაატარებენ, იქ მათი 3D კულტურები ბევრად უფრო დიდი ზომა გახდება, ვიდრე დედამიწაზე და ამრიგად, ხელთ ექნებათ ბევრად უფრო დიდი ზომის ნიმუშები, რომელშიც კიბოს უჯრედების ურთიერთქმედება უნდა შეისწავლონ.
„საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ისეთი ექსპერიმენტები ჩატარება, როგორიცაა D(MG)2, გააუმჯობესებს ჩვენს ცოდნას იმის შესახებ, თუ როგორ ურთიერთქმედებენ კიბოს უჯრედები სამგანზომილებიან სტრუქტურებშუ და იმედია, მიგვიყვანს სიმსივნის ზრდის შეფერხების ახალ იდეებამდე,“- განაცხადეს კვლევის ავტორებმა.
აღსანიშნავია, რომ D(MG)2 კვლევამ ბრიტანეთის მთავრობისგან 1.2 მილიონი ფუნტის დაფინანსება მიიღო.
„პროექტი დაეხმარება ბრიტანელ მეცნიერებს გამოიკვლიონ, თუ როგორ არის შესაძლებელი ბავშვებში თავის ტვინის სიმსივნის პრევენცია“, – განაცხადა დიდი ბრიტანეთის მეცნიერების, კვლებისა და ინოვაციების მინისტრმა, ჯორჯ ფრიმანმა.
პროექტი, სავარაუდოდ, 2025 წელს დაიწყება. ექსპერიმენტებს ასტრონავტები ჩაატარებენ, ნიმუშებს კი დედამიწაზე დაახლოებით ექვსი თვის შემდეგ დააბრუნებენ.

წყარო : independent.co.uk

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევებიმედიცინამსოფლიო

მეცნიერებმა აღმოაჩინეს მედიკამენტი, რომელიც ანეიტრალებს ალკოჰოლს და ხელს უწყობს სწრაფად გამოფხიზლებას

ახალი კვლევა აჩენს იმის ვარაუდის საფუძველს, რომ შესაძლოა, მხოლოდ ერთი ინექციით შესაძლებელი გახდეს სიმთვრალის ან ალკოჰოლით მოწამვლის ეფექტის სწრაფი შემსუბუქება.
თაგვებზე ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ამის მიღწევა ჰორმონ ფიბრობლასტის ზრდის ფაქტორის 21-ის (FGF21) სამკურნალოდ გამოყენებითაა შესაძლებელი.
როგორც ჩანს, FGF21 ზრდის სიფხიზლეს თავის ტვინში, ებრძვის ინტოქსიკაციის გარკვეულ ეფექტებს – როგორიცაა ძილიანობა და კოორდინაციის ნაკლებობა. ღვიძლი აწარმოებს ჰორმონს როგორც თაგვებში, ასევე ადამიანებში, რაც იმაზე მეტყველებს, რომ კვლევის შედეგები შეიძლება ადამიანებზეც გავრცელდეს. საბოლოო ჯამში, ის შეიძლება გამოყენებულ იქნას ალკოჰოლური მოწამვლის ან ზედმეტად მთვრალი ადამიანების გამოსაფხიზლებლად.
კვლევის ფარგლებში ჩატარებულმა ანალიზმა აჩვენა, რომ FGF21 გავლენას ახდენდა ტვინის სპეციფიკურ რეგიონზე, რომელსაც ლურჯი ლაქა (locus coeruleus) ეწოდება. ტვინის ეს ნაწილი გამოიმუშავებს ნორადრენალინს –  ნეირომედიატორს, რომელიც არეგულირებს სიფხიზლესა და გამოღვიძებას.
საინტერესო ის ფაქტი, რომ FGF21 ჰორმონს არ ჰქონდა იგივე აღდგენითი ეფექტი, როდესაც დატესტეს კეტამინთან, დიაზეპამთან ან პენტობარბიტალთან. ეს იმაზე მეტყველებს, რომ ის კონკრეტულად ეთანოლს უწევს წინააღმდეგობას.
კვლევის ავტორები ამტკიცებენ, რომ იგივე კვლევის ადამიანებზე ჩატარებით იგივე შედეგს მიიღებენ.

წყარო : sciencealert.com

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა

სრულად ნახვა
კვლევებიმედიცინამსოფლიო

მეცნიერები ასახელებენ ფერმენტს, რომელიც, შეიძლება, ადამიანების ნაწილში დეპრესიის გამომწვევი მიზეზი იყოს

მსოფლიოში დეპრესიის პრობლემა დაახლოებით 280 მილიონ ადამიანს აწუხებს. ახალი კვლევის შედეგად მეცნიერებმა აღმოაჩინეს ფერმენტი, რომელიც, შესაძლოა, პასუხისმგებელი იყოს რეპროდუქციული ასაკის ზოგიერთ ქალში დეპრესიის გამოწვევაზე.
ვუჰანის უნივერსიტეტის სამედიცინო მკვლევარმა დი ლიმ და მისმა კოლეგებმა შეადარეს 18-დან 45 წლამდე ასაკის 91 ქალის სისხლის შრატი, რომლებსაც დეპრესია აწუხებდათ 98 ქალის სისხლის შრატს, რომლებსაც დეპრესია არ აწუხებდათ. მეცნიერები გაოცდნენ, როდესაც აღმოჩნდა, რომ დეპრესიის მქონე ადამიანებს შრატში ესტრადიოლის დონე თითქმის ნახევარი ჰქონდათ.
იდეა, რომ ესტრადიოლი დაკავშირებულია დეპრესიასთან 100 წელზე მეტია არსებობს. ესტრადიოლის ბუნებრივი დაქვეითება მენოპაუზის დროს და ორსულობის შემდეგ აშკარად დაკავშირებულია განწყობის უარყოფით ცვლილებებთან.
დეპრესიის კავშირი ესტრადიოლთან, სავარაუდოდ, ხსნის, თუ რატომ არის ის ორჯერ უფრო ხშირი ქალებში, ვიდრე მამაკაცებში.
ესტრადიოლი საკვერცხეებში წარმოიქმნება, ღვიძლში მეტაბოლიზდება და შემდეგ გადადის ნაწლავში. აქ კი ჰორმონი ნაწილობრივ ხელახლა შეიწოვება სისხლძარღვში.
გენის ანალიზმა აჩვენა, რომ K. aerogenes ესტრადიოლს გარდაქმნის ესტრონად ფერმენტით, რომელსაც ეწოდება 3β-HSD. ამ ფერმენტის გენის E. coli-ში შეყვანამ და შემდეგ თაგვების ამ ბაქტერიებით დაინფიცირებამ ესტრადიოლის იგივე ვარდნა და დეპრესიის სიმპტომების გაჩენა გამოიწვია.
თაგვებს 3β-HSD-ით, რომლებიც აწარმოებენ E. coli-ს, ასევე ჰქონდათ ესტრადიოლის დაბალი დონე თავის ტვინში, მათ შორის ჰიპოკამპში, ეს არის ტვინის ნაწილი, რომელიც, როგორც ცნობილია, ჩართულია დეპრესიაში. ეს ყველაფერი ერთად აღებული იმაზე მეტყველებს, რომ მიკრობებით წარმოქმნილი ფერმენტი ტვინის პრობლემებს იწვევს.
წინა კვლევაში, მკვლევარებმა დაადგინეს იგივე ფერმენტის დონის ზრდა დეპრესიულ მამაკაცებში; ფერმენტს ასევე შეუძლია ტესტოსტერონის დაქვეითება.
„ორივე კვლევა იძლევა იმის ვარაუდის საფუძველს, რომ 3β-HSD ფერმენტი მონაწილეობს დეპრესიის განვითარებაში და რომ ეს კავშირი სქესზე არ არის დამოკიდებული“, – განმარტავენ მკვლევარები.
გარკვეული აქცენტი გაკეთდა ესტროგენის შემცვლელ თერაპიაზე, როგორც ქალებში დეპრესიის შესაძლო მკურნალობის გზაზე, მაგრამ მეცნიერთა გუნდი აღნიშნავს, რომ 3β-HSD-ის გამომმუშავებელმა ბაქტერიამ შეიძლება  რეციდივები გამოიწვიოს.
„ნაწლავში ესტრადიოლის დამშლელი ბაქტერიები შეიძლება ინტერვენციისთვის უკეთესი სამიზნე იყოს“, – აღნიშნავენ ისინი.
კვლევა Cell Metabolism-ში გამოქვეყნდა.

წყარო : sciencealert.com

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა

სრულად ნახვა
ბიოლოგიაკვლევებიმედიცინა

შესაძლებელია თუ არა დაბერების შეჩერება?

დაბერებასთან ერთად ჩვენს ორგანიზმში ბევრი ცვლილება ხდება, ვსუსტდებით, თმა გვითეთრდება, კანი გვინაოჭდება, დაავადებების მიმართ უფრო დაუცველი ვხდებით და შესაძლოა, შემეცნებითი უნარებიც დაგვიქვეითდეს.

დაბერება, ზოგადად, ცხოვრების გარდაუვალ ნაწილად ითვლება, მაგრამ, შეიძლება თუ არადაბერების შეჩერება? ამ კითხვას რამდენიმე ექსპერტმა გასცა პასუხი.

რა არის დაბერება?

ყველა ცოცხალი ორგანიზმი უჯრედებისგან შედგება. მეცნიერები უჯრედებს, მათი შესწავლის მიზნით, ხშირად ლაბორატორიებში ზრდიან.

უჯრედულ დონეზე არსებობს დაბერების და სიბერის მრავალი მიზეზი. ეს მოიცავს ოქსიდაციურ დაზიანებას, დნმ-ში მცირე შეცდომების დაგროვებას და ტელომერებისშემცირებას. არსებითად, უჯრედის სხვადასხვა კომპონენტი განიცდის ზოგად ცვეთას უჯრედის მთელი ცხოვრების განმავლობაში. გარკვეულ მომენტში, ეს დაზიანება ნიშნავს, რომ უჯრედს აღარ შეუძლია ფუნქციონირება ისე, როგორც ადრე.

შეგვიძლია, თუ არა უჯრედებში დაბერება შევაჩეროთ?

ზოგიერთ უჯრედს შეუძლია განუსაზღვრელი ვადით გამრავლება. ეს ჩვეულებრივ არის კიბოს უჯრედები ან გენმოდიფიცირებული უჯრედები. უჯრედებში გარკვეული გზების შეცვლით, როგორიცაა მათი გამრავლების ან ტელომერების შენარჩუნება, ჩვენ შეგვიძლია დავძლიოთ დაბერების ნორმალური პროცესი.

ამიტომ დაბერება შეიძლება შეფერხდეს უჯრედებში და ეს ჩვეულებრივ კეთდება კვლევის ფარგლებში. თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ეს უჯრედები არ არის ის ჯანმრთელი უჯრედები, რომლებსაც ნახავთ ადამიანის სხეულში.

შეიძლება შეფერხდეს დაბერება ადამიანებში?

ევროპული ბიოინფორმატიკის ინსტიტუტის დაბერების ექსპერტი პროფესორი ჯანეტ თორნტონი ხაზს უსვამს იმას, რომ ადამიანებში მუტაციების განხორციელება არაეთიკურია და იმდენი ურთიერთსაწინააღმდეგო ძალაა, რომ ძნელია გავლენის შეფასება. ლაბორატორიაში, ჭიების სიცოცხლის ხანგრძლივობა შეიძლება 10-ჯერ გაიზარდოს; ბუზებსა და თაგვებში, სიცოცხლის ხანგრძლივობა მაქსიმუმ მხოლოდ 1.5-ჯერ შეიძლება გაიზარდოს, მაგრამდაბერების ეკვივალენტური ზომა ადამიანებში უცნობია. ადამიანის სხეულის სისტემა კომპლექსურია მრავალი ურთიერთკავშირით და ბუფერიზაციით, ამიტომ ასეთი გახანგრძლივება, შეიძლება, მიუწვდომელი იყოს. “

ამ გართულებების მიუხედავად, არსებობს რამდენიმე პრეპარატი, რომლებიც გადიან კლინიკურ კვლევებს იმის დასადგენად, შეუძლიათ თუ არა მათ დაბერების შეჩერება.

გრონინგენის უნივერსიტეტის წარმომადგენელი დოქტორი მარკო დემარია აცხადებს, რომ ”ჩვენ გვაქვს რამდენიმე ჩარევა, რომლებიც აშკარად აისახება დაბერების დაწყებაზე და პროგრესირებაზე (კვების რეჟიმი და ვარჯიში ამ სიის სათავეში არიან). კვების რეჟიმი და ვარჯიშის გაუმჯობესებას  დაბერების შესაჩერებლად უამრავი ექსპერტი გვირჩევს. ადამიანები, რომლებიც რეგულარულად ვარჯიშობენ და ცხოვრების ჯანსაღი წესით ცხოვრობენ, ჩვეულებრივ, ასაკის მატებასთან ერთად, უფრო მოძრავები არიან და ცხოვრების უფრო მაღალი ხარისხით სარგებლობენ.

დასკვნა :

მიუხედავად იმისა, რომ დაბერება ჯერ კიდევ გარდაუვალია ყველა ცოცხალი არსებისთვის, მისი შეჩერება უჯრედებსა და ცხოველებში შესაძლებელია ექსპერიმენტის დონეზე. ჩვენთვის, ადამიანებისთვის, დაბერების შეფერხების საუკეთესო გზა არის დაბალანსებული კვება და რეგულარული ვარჯიში.

წყარო : sciencealert.co

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ 

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა

სრულად ნახვა
1 17 18 19 20 21 91
Page 19 of 91