close
სამართალისაქართველო

ვინ შეიძლება გახდეს ნაფიცი მსაჯული და რა ფუნქცია აქვს ამ ინსტიტუტს?

 საქართველოში 2010 წლიდან მოქმედებს ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი. დღეს მოქმედი კანონმდებლობით, ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს უფლება აქვს განიხილოს მხოლოდ სისხლის სამართლის საქმეები, განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულზე. იმისთვის, რომ საქმე ნაფიცმა მსაჯულებმა განიხილონ, აუცილებელია,  ორივე მხარის – ბრალდებისა და დაცვის მხარის თანხმობა. ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს თავისებურება ისაა, რომ განხილვაში მონაწილეობენ პირები, რომელთაც იურიდიული განათლება არ აქვთ და არიან სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლები. სწორედ ამიტომ, პრობლემის თავიდან ასაცილებლად, სამართლებრივ საკითხებზე მას დახმარებას უწევს მოსამართლე. მსაჯულები მხოლოდ ფაქტეს აფასებენ და კენჭისყრის საფუძელზე გამოაქვთ გადაწყვეტილება პირის დამნაშავედ ან უდანაშაულოდ ცნობის შესახებ.

სხვა ქვეყნების მსგავსად, საქართველოში ნაფიც მსაჯულთა შემადგენლობა აირჩევა საარჩევნო სიიდან. საქმის განხილვაში მონაწილეობს 12 ნაფიცი მსაჯული.

მოქალაქეს, რომელმაც მონაწილეობა უნდა მიიღოს სასამართლოში როგორც ნაფიცმა მსაჯულმა, კანონმდებლობა უყენებს გარკვეულ მოთხოვნებს. კერძოდ:

ის შეყვანილი უნდა იყოს ამომრჩეველთა ერთიან სიაში;

უნდა იცოდეს სახელმწიფო ენა;

ცხოვრობდეს იმ ტერიტორიაზე, სადაც მიმდინარეობს პროცესი;

არ უნდა ჰქონდეს შეზღუდული და ფსიქიკური შესაძლებლობები.

ნაფიცი მსაჯული ვერ იქნება პოლიციელი,  გამომძიებელი, სახელმწიფო, პოლიტიკური თანამდებობის პირი, სასულიერო პირი, ბრადებული, პირი, რომელიც განსახილველ საქმეში პროცესის მონაწილეა, პირი, რომელიც ირიცხება საქართელოს შეიარაღებულ ძალებში. პირს არ უნდა ჰქონდეს ადმინისტრაციული სახდელი ნარკოტიკული საშუალების მოხმარებისთვის. არ უნდა იყოს ფსიქოლოგი, ფსიქიატრი, იურისტი.

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნეირთა დარბაზი ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : slid