მეფუტკრეობის კოოპერატივების ხელშეწყობის მიზნით კიდევ ერთი პროგრამა დაიწყო. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის პროგრამაზე რეგისტრაცია სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს ვებგვერდზე 11 ივნისს დაიწყო და 10 ივლისის 18:00 საათამდე გაგრძელდება.
„სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის მეფუტკრეობის მომთაბარეობის მხარდაჭერის“ სახელმწიფო პროგრამით დადგენილი კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში კოოპერატივები 40 %-იანი თანადაფინანსებით მიიღებენ მისაბმელს სკების ტრანსპორტირებისათვის. ერთ მონაწილეს გადაეცემა არაუმეტეს ორი ერთეული მისაბმელი, თითოეული უზრუნველყოფს არანაკლებ 20 სკის (ერთ რიგად) ტრანსპორტირებას.
პროგრამა ხელს შეუწყობს მეფუტკრეობის კოოპერა
მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერა 2015 წლიდან ხორციელდება. ჯამში 203 კოოპერატივს, მიღებული აქვს – 18,433 სკა. 51 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს – 112 000 ლიტრის მოცულობის თაფლის შესანახი ჭურჭელი, 48 კოოპერატივს -48 ერთეული თაფლის საწური ციბრუტი, ხოლო 22 კოოპერატივს – 22 ერთეული ფიჭის ასათლელი დანა.
ვრცლად პროგრამის შესახებ.
ბმული რეგისტრაციისათვის.
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”






