close

რობოტექნიკა

გამოგონება - ინოვაციაეს საინტერესოაკომუნიკაციაკულტურარობოტექნიკა

შუბერტის „დაუსრულებელი“ სიმფონია რობოტმა დაასრულა

შუბერტის მერვე სიმფონიის შექმნა 1822 წელს დაიწყო, თუმცა რიგი მიზეზების გამო ვერავინ მიხვდა, რომ შუბერტმა სამუშაო ბოლომდე არ დაასრულა.

გამოცემის ინფორმაციით, კომპოზიციის პირველი ორი ნაწილი დასრულებული, ხოლო ბოლო ორი ნაწილის ფრაგმენტები დაუსრულებელი იყო.

სწორედ ამიტომ Huawei-მ გადაწყვიტა საქმეში ხელოვნური ინტელექტი (AI) გამოეყენებინა, რა თქმა უნდა ეს ყველაფერი კომპოზიტორ ლუკას კანტორის დახმარებით განახორციელდა.

ირკვევა, რომ ჩინურმა კომპანიამ Huawei Mate 20 Pro-ზე ხელოვნური ინტელექტი გამოიყენა, რათა ახალი მელოდიები შეექმნა.

ახალი კომპოზიცია ლონდონის კადოგანის ჰოლში 4 თებერვალს შესრულდა.

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაციაკომუნიკაციამსოფლიორობოტექნიკა

რობოტი, რომელიც ახალ ამბებს წაიყვანს

ჩინეთის საინფორმაციო სააგენტომ “Xhinhua” გამოუშვა ხელოვნური ინტელექტის მქონე რობოტი, რომელიც ახალ ამბებს კითხულობს და აცნობს საზოგადოებას. მათი განცხადებით, რობოტს უსაზღვრო პერსპექტივები აქვს, მისი გამოყენება შეიძლება როგორც სატელევიზიო, ისე ინტერნეტ-მედიისთვისაც.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაციაეს საინტერესოამსოფლიორობოტექნიკატექნოლოგიები

,,Boston Dynamics–ის” ახალი რობოტი კიდევ უფრო ადამიანურია

კომპანია ,,Boston Dynamics–მა” თავის ,,YouTube-ის” არხზე გამოაქვეყნა ორი ახალი ვიდეო, სადაც ასახულია მათი ახალი პროდუქტის სხვადახვა მოძრაობა, ვიდეო ამტკიცებს, რომ კომპანია წინ მიიწევს, მათ კიდევ უფრო მიამსგავსეს ახალი რობოტი ადამიანს.

ვიდეოში თითქოს არაფერია ისეთი, რაც ჯერ არ გვინახავს, მაგრამ აშკარაა, რომ მოძრაობები დახვეწილია, თითქოს – რობოტი ბუნებრივად მოქმედებს. პირველ ვიდეოში ნაჩვენებია რობოტი “Atlas–ი“, რომელიც დაბრკოლებას წარმატებით გადალახავს, დარბის, დახტის.  ხოლო მეორე ვიდეოში კი – ალბათ, გახსოვთ ძაღლი რობოტი, რომელიც კარებს აღებდა. ახლა მას ახალი ფუნქცია დაემატა და უპრობლემოდ შეუძლია კიბეებზე გადაადგილება.

 

წყაროTheverge.com

მასალა მოამზადა:  ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა

 

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაციარობოტექნიკასაქართველოტექნოლოგიები

ქართველი მოსწავლის გამოგონება – მანძილმზომი რობოტი ქუთაისიდან

სხვადასხვა ექსპედიციასა თუ კვლევით სამუშაოს ან უბრალოდ სამშენებლო საქმიანობას საკმაოდ დიდი სიფრთხილე სჭირდება, რადგან ბევრ რისკთან და საფრთხესთანაა დაკავშირებული. განსაკუთრებით მღვიმეების შესწავლის და ექსპედიციების საჭიროება ისეთ ისტორიულ ქალაქში დგას, როგორიც ქუთაისია. სწორედ აქაურმა მოსწავლეებმა თავიანთი ინოვაციური პროექტით სხვადასხვა ტიპის კვლევითი საქმიანობისთვის აუცილებელი ხელსაწყო შექმნეს, რომელმაც დიდი მოწონებაც დაიმსახურა და წინა წელს ახალგაზრდა გამომგონებელთა კონკურს „ლეონარდო  და ვინჩის” გამარჯვებულიც გახდა.

მანძილის მზომი რობოტი – იონა იობაძისა და მისი მეწყვილე გიორგი უროტაძის მიერ შექმნილი მართვადი რობოტია, რომელიც იმართება პლანშეტიდან, ტელეფონიდან ან სხვა ელექტრონული საშუალებიდან.  გამოგონების მთავარ ფუნქციას წარმოადგენს მრუდი ტრაექტორიის, მაგალითად, წრეწირის გაზომვა. რობოტი დისტანციურად იმართება, შესაბამისად, დამკვირვებელი, რომელიც მას სიმაღლეებზე, მღვიმეში თუ სხვა საფრთხისშემცველ ადგილზე სამუშაოებისას იყენებს, უბედური შემთხვევისგან აბსოლუტურად დაცულია.

სწორედ ამიტომაც – რობოტს საკმაოდ დიდი პრაქტიკული გამოყენება აქვს და მისი მრავალი ფუნქციის გამო ძალიან დიდი დაინტერესებაც გამოიწვია.

თავად გამომგონებელი 13 წლის იონა იობიძე  სკოლის მოსწავლეა. ის ქუთაისის ქართულ- ამერიკულ სკოლა „პროგრესში“ სწავლობს და სამეცნიერო საქმიანობით საკმაოდ დიდი ხანია დაინტერესებულია.

სკოლის საგნებიდან ყველაზე დიდი სიყვარულით და სიამოვნებით ტექნიკურ საგნებს- მათემატიკას, ქიმიასა და ფიზიკას სწავლობს.

თავისუფალ დროს სხვადასხვა ჟანრის მუსიკას უსმენს, უყვარს ფენტეზის ჟანრის ლიტერატურის კითხვა და ხშირად მონაწილეობს ინტელექტუალურ თამაშ რა ? სად  ? როდიში?

გამომგონებლები  რობოტის პროტოტიპის შექმნაზე მენტორთან დავით სონღულაშვილთან და STEM-ის (გამოყენებითი ფიზიკა და პროგრამირება) მასწავლებელთან, უტა კილასონიასთან ერთად თითქმის ერთი წლის განმავლობაში მუშაობდნენ.

სამუშაო პროცესების სირთულეებსა და საკუთარ პროექტებზე დოქტრინას ქუთაისელი გამომგონებელი იონა ესაუბრა:

-როდიდან დაინტერესდი სამეცნიერო საქმიანობით და რამ განაპირობა ეს?

-დაახლოებით 2 წლის წინ სკოლა „პროგრესში“ დაიწყო STEM-ის შესწავლა, რამაც მე დიდად დამაინტერესა და გადავწყვიტე, დამეწყო STEM-ის კურსები, რაც დამეხმარა,  რომ გამეკეთებინა ჩემი თავის რეალიზება და პროექტის იდეა განმეხორციელებინა რეალობაში.

-გვიამბე შენს გამოგონებაზე და რა ფუნქციებს ასრულებს ის?

-გამოგონების ფუნქციაა გაზომოს ნებისმიერი სახის მანძილი დიდი სიზუსტით,დროის მცირე ნაწილში ადამიანური რესურსისა და დიდი ენერგიის დახარჯვის გარეშე.

ალბათ,  თქვენც გინახავთ ქუჩში არქიტექტორთა ჯგუფი,  რომლებიც კურვიმეტრის დახმარებით ცდილობდნენ გაეზომათ ქუჩის რაღაც მონაკვეთი. მაგრამ უნდა აღინიშნოს რომ ამ საქმის შესრულებას კურვიმეტრის გამოყენებით საკმაოდ დიდი დრო მიაქვს და ასევე დამღლელიცაა,ჩვენი იდეა კი იმაში მდგომარეობდა,რომ მაქსიმალურად გაგვემარტივებინა და შეგვემცირებინა ადამიანის ფიზიკური შრომა.

-რა სირთულეები შეგხვდა სამუშაო პროცესში?

-რა თქმა უნდა, მუშაობისას იყო გარკვეული შეფერხებები,მაგრამ ამ მცირე შეფერხებებმა ვერ შეაჩერა პროექტის განვითარება და საბოლოო შედეგის  მიღწევა.

-რაში მდგომარეობს თქვენი გამოგონების უნიკალურობა?

-გამოგონების უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ ის მის წინამორბედ კურვიმეტრს ბევრად უსწრებს განვითრებით. რობოტი იმართება დისტანციურად და შეუძლია შეითავსოს კურვიმეტრის და ასევე მრავალი სხვა ფუნქციაც,თუნდაც მისი გამოყენებით შესაძლებელია შეიქმნას გამოუკვლეველი ადგილის(მღვიმის,ან თუნდაც რაიმე ნაპრალის) რუკა, რაც გაამარტივებს კვლევის პროცესს. ასევე –  ადამიანის სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდება რიგ სიტუაციებში აღარ იქნება საჭირო. რობოტის შეუძლია მანძილის გაზომვის პროცესი გახადოს ბევრად უფრო ზუსტი,  მარტივი და უსაფრთხო ადამიანისთვის.

-ამჟამად რა პროექტზე მუშაობ და როგორია შენი სამომავლო გეგმები?

-დიახ, ამ წუთას ვმუშაობ რამდენიმე პროექტზე, მაგრამ ჯერჯერობით მათი დასახელებისგან თავს შევიკავებ. 

 

მასალა მოამზადა ანა ურუშაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა

 

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაციამანქანათმშენებლობამსოფლიორობოტექნიკატექნოლოგიები

ტექნოლოგიები, რომლებიც მსოფლიოს ცვლიან

1950–1960–იან წლებში იწინასწარმეტყველეს, რომ 2000 წლისთვის მფრინავი მანქანები და რობოტები ყოველდღიური ცხოვრების ნაწილები გახდებოდნენ. ეს პროცესი უკვე დაწყებულია, თუმცა, ჯერჯერობით სმარტფონებისა და სოციალური ქსელების ხანაა.

ნაწილობრივ შესრულდა წინასწარმეტყველება, მაგალითად – ნახევრად თვითმმართავი მანქანები, რობოტები, რომლებიც ჯერ ბევრ ფუნქციას არ ასრულებენ, თუმცა – ყველაფერი განვითარების პერსპექტივის ქვეშაა. სულ მალე კიდევ ბევრი სხვა ტექნოლოგია შეცვლის ჩვენს ყოვედღიურ ცხოვრებას, Enterpreneur.com–მა შემოგვთავაზა რამდენიმე სავარაუდო ტექნოლოგია, რომლებიც მსოფლიოს შეცვლიან:

  1. ხმოვანი ასისტენტი, რომელიც სხვადასხვა მოქმედების შესრულებაში მიეხმარება ადამიანებს
  2. დამხმარე რობოტები
  3. თვითმავალი მანქანები
  4. კრიპტოვალუტა
  5. ხელოვნური ინტელექტი

წყარო: Entrepreneur.com

მასალა მოამზადა:  ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაციაკვლევებიმსოფლიორობოტექნიკარობოტექნიკატექნოლოგიები

,,MantaDroid-ი“ – ახალი წყალქვეშა რობოტი მეცნიერებისგან

სინგაპურში მკვლევარებმა ააგეს წყალქვეშა რობოტი, რომელიც მანტა რეის ჰგავს ერთფაზიანი ძრავისა და მოქნილი ფარფლების  მეშვეობით წყალზე ბიოლოგიური ბიძაშვილის მსგავსად მოქმედებს.

სინგაპურის ეროვნული უნივერსიტეტის მკვლევარი – ჩიუ ჩი მენგი მიიჩნევს, ეს პირველი შემთხვევაა, როცა თითოეული ფარფლი ერთ ძრავას იყენებს და რობოტი სითხისა და ფარფლის ურთიერთქმედებას ეფუძნება.

ბუნების ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური და მოხდენილი მოცურავეები – მანტა რეები დიდი ხნის მანძილზე მეცნიერებს განსაკუთრებული პროპულსიური მეთოდით ანცვიფრებდნენ, რისი საშუალებითაც ისინი ტურბულენტური ზღვების გადაცურვასაც კი ახერხებენ.

,,ე.წ. ბიოლოკომონია ნას 30 წლის განმავლობაში სწავლობდა,” – აცხადებს მექანიკური ინჟინერიისა და მექანიკის ასისტენტ პროფესორი კეიტ მორისი.

ჩიუს MantaDroid-ი არის ბრტყელი შავი PVC (პოლივინილის ქლორიდის) სხეული, სხივების მსგავსი ფარფლებითა და ორი უკანა საჭით. ის წყალზე ბუნებრივი პარტნიორის მსგავსად მოძრაობს.

ჩიუს განმარტებით, ფარფლის პასიური მოქნილობა საშუალებას აძლევს MantaDroid-ს, რომ წყალთან ბუნებრივად იმოქმედოს და წამში შვიდი მეათედი მეტრი სიჩქარე განავითაროს. 

სინგაპურელ მეცნიერთა გუნდმა ორი წლის მანძილზე 40 განსხვავებული დიზაინის ფარფლი შექმნა, სანამ მოქნილი პოლივინილის ქლორიდის (რომელიც ასევე პოლი ვინილის, ან უბრალოდ ვინილის სახელითაა ცნობილი) ფირფიტას გამოიყენებდა.

MantaDroid -ს დაახლოებით 10 საათის განმავლობაში შეუძლია ცურვა.

მეცნიერები აცხადებენ, რომ მომავალში ორიგინალურზე ორჯერ უფრო დიდი ზომის მანტა რეის შექმნას აპირებენ.

ისინი მიიჩნევენ, რომ ასეთი რობოტები სასარგებლო იქნება საზღვაო ბიომრავალფეროვნების შესასწავლად, ჰიდროგრაფიული მონაცემების შეგროვებისა და წყალქვეშა საძიებო სამუშაოებისთვის.

 

წყარო: Reuters

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

 

 

 

სრულად ნახვა
მანქანათმშენებლობარობოტექნიკარობოტექნიკატექნოლოგიები

,,ტოიოტამ” საკუთარი რობოტი გამოუშვა

დღეს უკვე გასაკვირი აღარ არის, რომ სხვადასხვა კომპანია რობოტების წარმოებას იწყებს, რადგან ყოველი დღე რაღაც სიახლით იწყება, ყველა ცდილობს უფრო და უფრო გაუმჯობესებული სახით შესთავაზოს მოსახლეობას ახალი პროდუქტი.

როგორც ხედავთ, არც კომპანია ,,ტოიოტამ” დააყოვნა და მათ აწარმოეს ახალი ჰუმანოიდი რობოტი, რომელიც თქვენს ყველა მიმიკას აღიქვამს  და იმეორებს. მოგეხსენებათ, რომ ,,ტოიოტა” აქტიურადაა ჩართული მანქანების წარმოებაში და საკმაოდ წარმატებულიცაა, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, მათი პირველი მცდელობა წარმატებით დასრულდა, მათ გამოუშვეს მრავალფუნქციური რობოტი, რომელიც დაეხმარება ადამიანებს საავადმყოფოებში და ასევე – შეეცდება გადაარჩინოს საზოგადოება მსხვერპლისგან.

წყარო: Entrepreneur.com

მასალა მოამზადა: ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
რობოტექნიკატექნოლოგიები

რობოტებს ადამიანის ტვინი ესაჭიროებათ

ხელოვნური ინტელექტის შექმნა ტექნოლოგიის სამყაროში ერთ–ერთი ყველაზე დიდი მიღწევაა, რომელიც რადიკალურად შეცვლის ადამიანთა ცხოვრებას. მსოფლიოს საუკეთესო მკვლევარები და ახალი ტექნოლოგიების გამომგონებელი კომპანიები ერთ აზრზე არიან, რომ ხელოვნური ინტელექტის მქონე რობოტებს არ აქვთ იმდენი შესაძლებლობა, რომ ადამიანზე უკეთ გადაჭრან პრობლემები და თავი გაართვან სერიოზულ დავალებებს დამოუკიდებლად.

ადამიანის შესაძლებლობებს საზღვარი არ აქვს, ჩვენ შევქმენით სწორედ ის ხელოვნური ინტელექტის მქონე რობოტები, გასაკვირი არ არის, რომ ჩვენზე უკეთ ვერაფერს გააკეთებენ.

იმისათვის, რომ დამოუკიდებლად იაზროვნონ და მიიღონ გადაწყვეტილებები, მათთვის ადამიანის ტვინია საჭირო.

 

წყარო: Businessinsider.com

მასალა მოამზადა: ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კომუნიკაციარობოტექნიკა

რობოტებმა ,,ერთმანეთთან საუბარი” დაიწყეს

 საუბარია ორ რობოტზე, რომლებსაც ხელოვნური ინტელექტი ჰქონდათ, მათ გამოიგონეს თავიანთი ენა და ერთმანეთში საუბარი დაიწყეს ყველასთვის გაუგებარ ენაზე, რაც გახდა იმის მიზეზი, რომ მათი ხელოვნური ინტელექტი გამოირთო.

 ექსპერტები ცდილობდნენ მათი ენა გაეშიფრათ, მაგრამ ეს შეუძლებელი აღმოჩნდა.

რობოტებმა ისიც კი შეძლეს, რომ მოეფიქრებინათ ერთმანეთთან მოლაპარაკების სხვადასხვა გზა და გაეუმჯობესებინათ მოლაპარაკებების საშუალებები.

მეცნიერების ნაწილია საუბრობს საშიშროებაზე, რომლის მიხედვითაც, შესაძლოა უკონტროლო გახდეს მსგავსი ხელოვნური ინტელექტის მქონე რობოტების ქმედებები.

 

წყარო: Engadget.com

მასალა მოამზადა:  ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
მსოფლიორობოტექნიკა

რობოტმა ფუკუშიმაზე მდნარი ბირთვული საწვავი აღმოაჩინა

დისტანციური მართვის მქონე წყალქვეშა რობოტმა – Little Sunfish-მა, იაპონიაში,  ფუკუშიმაზე მდნარი ბირთვული საწვავის პირველი გამოსახულებები გადაიღო.

მკვრივი, ლავას მსგავსი ქვები და ბელტები მის რეაქტორ 3-ში ჩანს.

თუკი ეს ფაქტი დადასტურდება,  ეს იქნება გაწმენდითი ოპერაციის ძირითადი ეტაპი.

ფუკუშიმას ატომური ელექტროსადგური ცუნამის შედეგად 2011 წელს დაზიანდა.

წყალდიდობის შემდეგ სამი რეაქტორი დაზიანდა. ბირთვული დაბინძურების გამო,  200 000-ზე მეტი ადამიანი იძულებული გახდა საკუთარი სახლი დაეტოვებინა.

დაზიანებული რეაქტორების ნაწილები  რადიაციულად კვლავ უკიდურესად დაბინძურებულია და მის გაწმენდაში რობოტები კი გადამწყვეტ როლს თამაშობენ.

თითოეულ დაზიანებული რეაქტორში საწვავის ნარჩენების არსებობა ექსპლუატაციიდან გამოსვლის პროცესის მნიშვნელოვანი ნაწილია, რომელსაც, სავარაუდოდ, ათეულობით წელი დასჭირდება.

Tokyo Electric Power Company (Tepco)-მ განაცხადა, რომ რობოტ Little Sunfish -გან პარასკევს მიღებული გამოსახულებები მდნარი საწვავის ნიშნის პირველი მნიშვნელოვანი მტკიცებულებაა 2011 წლის კატასტროფის შემდეგ.

რობოტის ირგვლივ ყინულის ლოლუას მსგავსი ობიექტებიც ჩანს, რომელიც რეაქტორის წნევის რეზერვუარის ფსკერზეა მიმაგრებული.

კომპანიის ინფორმაციით, ნივთიერების ანალიზის ჩატარებას გარკვეული დრო სჭირდება.

 

 

წყარო: BBC

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
1 2 3 4
Page 2 of 4