close

რობოტექნიკა

გამოგონება - ინოვაციარობოტექნიკატექნოლოგიები

მეცნიერებმა რობოტი-თევზი „ივი“ შექმნეს

შვედეთში, ინჟინერიის ფაკულტეტის სტუდენტებმა რობოტი თევზი „ივი“ შექმნეს, რომელიც ოკეანის შესწავლაში რევოლუციას მოახდენს, – ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

„ივის“ სილიკონის კუდი აქვს, რომელიც ზუსტად თევზის კუდის მსგავს მოძრაობებს იმეორებს. ის რობოტის წინა ნაწილში ჩამონტაჟებული მექანიზმებით იმართება. გარდა ამისა მასში ინტეგრირებულია კამერა, რომელსაც წყლის ქვეშ გადაღების ფუნქცია აქვს.

სტუდენტები თევზის ფორმის რობოტის შექმნაზე უკვე ორი წელია მუშაობენ. ახლახან კი მათ ციურიხის წყლებში რობოტის პროტოტიპი პირველად დატესტეს.

რობოტი-თევზის ერთ-ერთი შემქმნელის, მაგისტრატურის სტუდენტის დენის ბაუმანის თქმით, რობოტი ოკეანის შესწავლის პროცესს უფრო მარტივსა და სწრაფს გახდის.

„თევზის ფორმის რობოტის შექმნა საშუალებას გვაძლევს, ეკოსისტემას მინიმალური ცვლილებებით შევერწყათ და ისე შევისწავლოთ ის“, – განაცხადა ბაუმანმა.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
რობოტექნიკატექნოლოგიები

სამხრეთ კორეაში რობოტმა ადამიანი მოკლა

სამხრეთ კორეაში რობოტმა ადამიანი ყუთისგან ვერ გაარჩია და სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ინციდენტი ქვეყნის სამხრეთით, ერთ-ერთ ქარხანაში მოხდა, სადაც რობოტიზებულ ხელს წიწაკით სავსე კოლოფების დიდ ყუთებში ჩასალაგებლად იყენებენ. როდესაც გეგმური შემოწმებისას რობოტთან ქარხნის თანამშრომელი მივიდა, რობოტმა ისიც ყუთად აღიქვა, დაიჭირა და კონვეიერზე დააგდო. კაცმა სახისა და გულმკერდის არეში სერიოზული დაზიანებები მიიღო და კლინიკაში გარდაიცვალა.

ინციდენტის შემდეგ გავრცელებულ განცხადებაში, ქარხნის მფლობელმა კომპანიამ Donggoseong Export Agricultural Complex უსაფრთხო გარემოს შექმნისადმი მზადყოფნა გამოთქვა.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
რობოტექნიკატექნოლოგიები

კომპანია Boston Dynamics მფრინავ რობოტებზე მუშაობს

რობოტების მწარმოებელი კომპანია Boston Dynamics მფრინავი ჰუმანოიდი რობოტის შექმნას აპირებს. ახლახან შევიტყვეთ, რომ იგი ფირმა Gravity Industries-თან ითანამშრომლებს. ეს უკანასკნელი ვერტიკალური აფრენისა და დაჯდომის (VTOL) საავიაციო სისტემებს, Jet Suit-ებს აწარმოებს — ერთგვარ მოსასხამებს, რომლებიც ადამიანს ფრენის საშუალებას აძლევს.

კომპანიები ერთმანეთთან თანამშრომლობით მფრინავ რობოტზე იმუშავებენ. კერძოდ, Gravity-ს ტექნოლოგიის დახმარებით Boston Dynamics-ის ჰუმანოიდ რობოტს, სახელად Atlas, ფრენის უნარს შესძენენ. სპეციალისტებმა სატესტო ფრენები უკვე დაიწყეს ბოსტონის პორტის თავზე.

 

 

კომპანიების წარმოდგენით, მფრინავი რობოტი სამომავლოდ არაერთი კუთხით შეიძლება დაგვეხმაროს. მათ შორისაა: ტურბინების ინსპექცია და შეკეთება, ტყის ხანძრების მონიტორინგი და საჭიროების შემთხვევაში სასწრაფო დახმარების გაწევა, ცათამბჯენებზე ფანჯრების წმენდა, მწყობრიდან გამოსული საჰაერო ბურთებიდან ხალხის ჩამოყვანა, ჰაერში ტრანსპორტის მოძრაობის კონტროლი და ა. შ.

„ვინაიდან ოთხფეხა და ჰუმანოიდი რობოტების კუთხით გლობალური ინტერესი დიდია, გადავწყვიტეთ, რომ საზღვრები უნდა დაგვეტესტა და რაღაც ახალი გვეცადა”, — განაცხადა მარკ ტერმანმა, Boston Dynamics-ის სტრატეგიულმა დირექტორმა — “მიწაზე სიარული დღესდღეობით ლამის მარტივად გამოიყურება, ამიტომ ჩვენი ინოვაციები ცას უნდა მივაწვდინოთ”.

პირველი ტესტირების ფარგლებში ჰაერში მფრინავი რობოტის სიმარდეს ადამიანისას შეადარებენ. კვლევისა და გაუმჯობესების ეტაპზე Atlas ადამიან ათლეტებთან ერთად ჩაერთვება Gravity-ს მიერ ორგანიზებულ შეჯიბრებებში. მონაწილეები 1 500 ცხენისძალის მქონე Jet Suit-ებს გამოიყენებენ და სანაპიროებზე იფრენენ, მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში.

„სამეცნიერო ფანტასტიკას რეალობად ვაქცევთ”, — განაცხადა რიჩარდ ბრაუნინგმა, Gravity-ს აღმასრულებელმა დირექტორმა — “ეს ყველაზე მეტად გვაახლოებს სუპერგმირობის შეგრძნებასთან, და ერთი სული გვაქვს ვიხილოთ, რამდენ ადგილას გაფრინდება Atlas მომდევნო წლებში”.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
რობოტექნიკატექნოლოგიები

ჰუმანოიდმა რობოტმა კატა დახატა

ამეკა მსოფლიოში ყველაზე ექსპრესიულ რობოტად ითვლება და ახლა მან ძალები ხელოვნებაში გამოცადა.

Engineered Arts კომპანიაა, რომელიც ჰუმანოიდ რობოტებზე მუშაობს. ეს კომპანია დგას თავად Amaca-ს უკანაც და მათ ახლა რობოტს დახატვა ასწავლეს.

ვიდეოში, რომელიც 29 ივნისს გამოქვეყნდა, Ameca-ს კატის დახატვას ავალებენ.

ამეკას შესახებ

ამეკა 2021 წელს შეიმუშავეს. ის ჰუმანოიდი რობოტია, რომელიც აღჭურვილია მიკროფონებით, კამერებით, სახის ამომცნობი ტექნოლოგიითა და სხვა შესაძლებლობებით.

2023 წლის აპრილში Engineered Arts-მა რობოტის პროგრამული უზრუნველყოფა განაახლა და ის GPT-4-თან დააკავშირეს. და აი ახლა, მკვლევრებმა რობოტს “ნახატების წარმოდგენის” საშუალება მისცეს.

Engineered Arts-ის თანახმად, ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა სურათების ვექტორებად და ხაზებად გარდაქმნა იყო.

ამეკა და კატა

ვიდეოში ამეკა განმარტავს, თუ როგორ ქმნის ნახატებს.

“გამოსახულებას ვქმნი ნერვული ქსელის გამოყენებით. ქსელიდან ვიღებ ნახატებზე წვდომას და შემდეგ ვქმნი გამოსახულებას. საბოლოოდ, აღქმული ინფორმაცია ტილოზე გადმომაქვს”, — ამბობს ამეკა.

როდესაც ამეკას კატის დახატვა სთხოვეს, რობოტმა ხაზი გაუსვა იმას, რომ მას კატის კონტექსტი ესმის.

ნახატის შესრულების შემდეგ რობოტმა ტილოზე თავისი ხელმოწერა დატოვა და ისიც იკითხა, მოსწონდათ თუ არა მისი ნამუშევარი.

ფოტო: Engineered Arts

ვიდეოს ნახვა შეგიძლიათ ქვემოთ:

 

 

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
რობოტექნიკატექნოლოგიები

მკვლევრებმა რობოტებს დავალებების შესრულება ასწავლეს

ალბათ ერთხელ მაინც გიფიქრიათ რობოტზე, რომელიც თქვენს მაგივრად საოჯახო საქმეს ასრულებს. თუ ასეა, თქვენ უბრალოდ მეოცნებე არ ხართ. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. 

კარნეგი მელონის უნივერსიტეტის (CMU) მკვლევართა ჯგუფი (ისევე როგორც სხვა მეცნიერები) ფიქრობს იმაზე თუ როგორ აქციოს თქვენი ოცნებები რეალობად.

მკვლევრებმა რობოტებს ვიდეოები აყურებინეს, სადაც ადამიანები ჩვეულებრივი საქმიანობებით: უჯრის გამოღებით, ტელეფონზე პასუხითა და სახლის დალაგებით იყვნენ დაკავებულნი.

აქამდე, მეცნიერები რობოტებს დავალებების შესასრულებლად იმიტირებულ გარემოში ავარჯიშებდნენ. ამ მიდგომას დიდი დრო და რესუსრები სჭირდება.

ახალი მეთოდი სტანდარტულს ბევრად ჯობია. მკვლევრების თქმით, მათ მიერ შემოთავაზებული მოდელი, “ვიზუალური რობოტიკის ხიდი” (VRB), რობოტებს დავალების შესრულებას 25 წუთში ასწავლის. რაც მთავარია, ეს ადამიანისა და სიმულირებული გარემოს გარეშე.

„დიახ, ჩვენ ვაჩვენეთ, რომ რობოტებს ვიდეოების ყურებით ბევრი რამის სწავლა შეუძლიათ. ეს დროისა და რესურსის დაზოგვის საშუალებაა”, – თქვა შიხარ ბაჰლმა, კვლევის ერთ-ერთმა ავტორმა.

ეს WHIRL-ის გაუმჯობესებული ვერსიაა. განსხვავება WHIRL-სა და VRB-ს შორის არის ის, რომ პირველი მოითხოვს ადამიანს, მეორე კი მხოლოდ ვიდეოს გაშვებას საჭიროებს. WHIRL სწავლების ფარგლებში ადამიანი ასრულებს გარკვეულ დავალებას, მას რობოტი უყურებს და ასე სწავლობს.

ვიდეოების ყურების შემდეგ რობოტებმა თორმეტივე დავალება წარმატებით შეასრულეს. ესენი იყო ქილის გახსნა, ტელეფონის აღება, სახურავის აწევა, კარის გაღება, უჯრის გამოღება და სხვა.

 

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაციარობოტექნიკატექნოლოგიები

ნიუ-იორკის პოლიცია კრიმინალთან საბრძოლველად რობოტ ძაღლებს გამოიყენებს

სისხლის სამართლის დანაშაულთან ბრძოლაში ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქის, ნიუ-იორკის პოლიცია (NYPD) რობოტ ძაღლებს გამოიყენებს, – ამის შესახებ ქალაქის მერმა, ერიკ ადამსმა განაცხადა. მისი თქმით, ნიუ-იორკის პოლიცია “ციფრულ ძაღლებს” დამნაშავეების მიერ მოქალაქეების მძევლად აყვანის შემთხვევებში და დაზვერვისთვის გამოიყენებს. ამასთან, ნიუ-იორკის პოლიცია K5-ის ტიპის რობოტის გამოყენებასაც გეგმავს.

რობოტების პროგრამა NYPD-მ ჯერ კიდევ 2021 წელს დაიწყო, მაგრამ მალევე გააუქმა, რადგან ეს ნაბიჯი გარკვეულმა პოლიტიკურმა ჯგუფებმა და სამოქალაქო საზოგადოების წევრებმა პოლიციის მილიტარიზაციად ჩათვალეს. კრიტიკა ერიკ ადამსის ბოლოდროინდელ განცხადებასაც მოყვა, რომელსაც თავად ნიუ-იორკის მერიც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ 21-ე საუკუნეში, პოლიციაში რობოტების გამოყენება ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორიც, თავის დროზე, თითების ანაბეჭდების აღების ტექნოლოგია იყო.

„თუ პროგრესი და ქალაქებში უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ტექნოლოგიის გამოყენება არ გვინდა, ბოროტმოქმედებს ვერ ავუვალთ”, – განაცხადა ნიუ-იორკის მერმა.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაციაეს საინტერესოარობოტექნიკარობოტექნიკა

რაში გამოიყენებენ ღამურა და ობობა რობოტებს?

რობოტები, რომლებიც კომპანია ,,ფესტომ“ შექმნა  აგებულებით ობობასა და ღამურას ჰგვანან, მათი ფუნქციებიც მსგავსია.

რობოტს, რომელსაც ღამურის ფორმა აქვს – შეუძლია ფრენა, აქვს ფრთები, მას მხოლოდ ფერით თუ განასხვავებთ ნამდვილისგან, რადგან თეთრია, ხოლო მეორე რობოტსაც, რომელიც ობობას ჰგავს, ნამდვილი ობობის დამახასიათებელი დამახასიათებელი ნიშნები აქვს.

ჯერჯერობით უცნობია, რა დანიშნულებით გამოიყენებენ ახალ პროდუქტს, მაგრამ, ცხადია, ეს ადამიანის შრომის კიდევ უფრო შემცირებასა და გაიოლებას შეუწყობს ხელს.

წყარო: Techcrunch.com

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაციამანქანათმშენებლობამანქანათმშენებლობარობოტექნიკარობოტექნიკატექნოლოგიებიტრანსპორტი

5 რამ ტექნოლოგიის შესახებ, რაც აუცილებლად უნდა იცოდეთ

21-ე საუკუნეში ყოველდღიურად ძალიან ბევრ სიახლეს შეხვდებით ტექნოლოგიის სფეროში, რაც მსოფლიოში მომხდარ მოვლენებზე დიდ გავლენას ახდენს.
,,ბიზნეს ინსაიდერმა” შემოგვთავაზა 5 ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რაც აუცილებლად უნდა ვიცოდეთ ტექნოლოგიის განვითარების შესახებ:

1. ავტომობილები მძღოლების გარეშე;
2. ხელოვნური ინტელექტის მქონე რობოტები;
3. მფრინავი ტაქსები;
4.  ჭკვიანი, მოსახერხებელი სახლის ატრიბუტები, რომლებიც თქვენი სურილისამებრ მოქმედებენ;
5. სახის იდენტიფიკაციის მქონე სმარტფონები.

წყარო: Businessinsider.com

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
რობოტექნიკა

რუსეთში რეესტრის ერთ-ერთ ოფისში მოქალაქეებს ჰუმანოიდი რობოტი ემსახურება

რუსეთის ქალაქ პერმში ერთ-ერთ სამთავრობო შენობაში მოქალაქეებს მომსახურებას ადამიანის მსგავსი რობოტი უწევს.

ჯერჯერობით ჰუმანოიდი მონაწილეობს ნასამართლეობისა და ნარკოლოგიური შემოწმების ცნობების გაცემაში.

ქალი რობოტის  სახის ნაკვთები ხელოვნური ინტელექტის მიერ რამდენიმე ათასი ქალის გარეგნობის ანალიზის შედეგად შეიქმნა.

რობოტს, რომელსაც რეესტრის თანამშრომლის უნიფორმა აცვია, ტუჩების, თვალების, წარბებისა და ხელოვნური კანით დაფარული სხვა მექანიკური კუნთების მოძრაობით ადამიანის სახის 600-ზე მეტი გამომეტყველების მიღება შეუძლია.

„რობოტს ზოგადი ტიპის კითხვების დასმა და პასუხების გაცემის უნარიც აქვს. ის შეერთებულია სკანერსა და პრინტერზე. ჰუმანოიდს დოკუმენტების მონაცემთა ბაზაზეც აქვს წვდომა და შეუძლია ჩაანაცვლოს რეგისტრაციის ოფისის რეესტრის ოფისის თანამშრომელი,“- აცხადებს ოფისის ხელმძღვანელი ლეონიდ გრომოვი.

რეესტრის ჰუმანოიდი „თანამშრომელი“ კომპანია Promobot-ის პროექტია,

წყარო : Reuters

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეს საინტერესოაკომუნიკაციარობოტექნიკარობოტექნიკა

Microsoft-ი ჟურნალისტებს რობოტებით ჩაანაცვლებს

კომპანია Microsoft-მა ბრიტანეთში სააგენტო PA Mediа-ს 27 ჟურნალისტს კონტრაქტი არ გაუგრძელა, რომლებიც პორტალ MSN-ზე ახალ ამბებს აქვეყნებდნენ. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ჟურნალისტებს რობოტიზირებული ალგორითმები ჩაანაცვლებენ, რომლებიც დამოუკიდებლად აირჩევენ ახალ ამბებს და მათ რედაქტირებას შეძლებენ. MSN-ს ორიგინალური კონტენტი არ აქვს, მათი ახალი ამბები სხვადასხვა გამოცემის ტექსტებისგან შედგება, რომლებსაც პორტალის ფორმატის მიხედვით არედაქტირებენ.

სავარაუდოდ, მალე ანალოგიურ გადაწვეტილებას Microsoft-ი სხვა ქვეყნებში მომუშავე სააგენტოების მიმართაც მიიღებს. კორპორაციაში აზუსტებენ, რომ ჟურნალისტების გათავისუფლება კორონავირუსის პანდემიით გამოწვეულ ეკონომიკურ სირთულეებს არ უკავშირდება.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტინა”

სრულად ნახვა
1 2 3 4 5
Page 2 of 5