close

ტექნოლოგიები

ტრანსპორტი

ჩინეთში ტვინის საშუალებით მართვადი ავტომობილი შექმნეს

ჩინეთის ქალაქ ტიანძინში პირველი გონებით კონტროლირებადი მანქანა შექმნეს.

ჩინელმა მეცნიერებმა გამოიგონეს მანქანა, რომლის მართვა მხოლოდ და მხოლოდ ტვინის ძალითაა შესაძლებელი.

ნანკაის უნივერსიტეტის მკვლევართა გუნდს ორი წელი დასჭირდა იმისთვის, რომ გონებით კონტროლირებადი ავტომანქანა რეალობად ექცია.

ტვინის სიგნალის წამკითხველი აღჭურვილობის საშუალებით მძღოლს შეუძლია ხელის ან ფეხის მოძრაობის გარეშე აკონტროლოს მანქანის წინ წასვლა, უკანსვლა, გაჩერება, მანქანის ჩაკეტვა და გაღება.

მკვლევარმა ჟანგ ჟაომ როიტერსს განუცხადა, რომ აღჭურვილობა შეიცავს 16 სენსორს, რომელიც იჭერს  EEG (ელექტროენცეფალოგრამის) სიგნალებს მძღოლის ტვინიდან. მათ შეიმუშავეს კომპიუტერული პროგრამა, რომელიც ირჩევს და გადაცემს შესაბამის სიგნალებს, რაც მანქანის კონტროლის საშუალებას იძლევა.

“ტვინის სიგნალის წამკითხველი მოწყობილობა ტესტერის EEG სიგნალებს კრებს და კომპიუტერს უსადენოდ გადასცემს. კომპიუტერი სიგნალებს ამუშავებს, რათა ადამიანების განზრახვების კატეგორიზაცია და ამოცნობა მოახერხოს, შემდეგ ამ სიგნალებს მანქანის კონტროლირებულ ბრძანებად აქცევს. მთელი ამ პროცესის არსი არის EEG სიგნალების დამუშავება, რაც კომპიუტერით კეთდება,“ – განაცხადა ჟანგ ჟაომ.

პროექტის ხელმძღვანელი ასოცირებული პროფესორი დუან ფენგია. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ აღნიშნული ტექნოლოგიის მიზანი ადამიანთა უკეთესი მომსახურებაა და მალე ტვინით კონტროლირებადი ტექნოლოგიისა და თვითმართვადი ავტომობილების, როგორიცაა Google Self Driving Car (SDC), კომბინირება იქნება შესაძლებელი.

მკვლევარების თქმით, აღნიშნული ავტომობილის შექმნის იდეა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებისთვის დახმარების აღმოჩენის სურვილით იყო ინსპირირებული.

 

წყარო: Reuters

მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
ტრანსპორტი

ახალი მიღწევა! რეაქტიული ძრავი, რომელიც 4 საათში დედამიწას შემოუფრენს!

BAE ინვესტიციას დებს სივრცული ძრავების ფირმაში „რეაქტიული სისტემები“

BAE-მ შეიძინა  რადიკალური სისტემის განმავითარებელი კომპანიის 20%, რათა მოამზადონ საჰაერო ხომალდი კოსმოსში გაშვებისთვის.

BAE 20.6 მილიონ დოლარად ყიდულობს „რეაქტიული ძრავების“ წილს, რომელიც ანვითარებს ჰიბრიდულ სარაკეტო/რეაქტიულ ძრავას, სახელად საბრე.

კომპანია ამბობს, რომ ტექნოლოგია თანამგზავრების კოსმოსში გაშვების საშუალებას იძლევა, რომელსაც შეეძლება ოთხი საათში მგზავრების გადაადგილება მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

ბრიტანეთის მთავრობა ასევე ახდენს 60 მილიონი დოლარის ინვესტირებას კომპანიაში.

იგი ეფუძნება კალჰემის მეცნიერების ცენტრს აბინგდონთან ახლოს, ოქსფორდშირში. კომპანია იმედოვნებს, რომ შეიმუშავებს ზედაპირზე დამაგრებად ძრავას ათწლეულების მუშაობის შედეგად და უპილოტო საცდელი ფრენები დაიწყება 2025 წლისთვის.

სარაკეტო რეჟიმი

„რეაქტორის“ მიხედვით, საჰაერო ხომალდი გამოიყენებს ისეთ ძრავას, რომელსაც შეეძლება ასაფრენი ბილიკიდან აფრენა და ბგერის გავრცელების სიჩქარეზე 5-ჯერ უფრო მეტად აჩქარება, სანამ გადავა სარაკეტო რეჟიმში, რომელიც მოძრაობაში მოიყვანს საჰაერო ხომალდს ორბიტაზე.

„რეაქტორმა“ შექმნა ასეთი თვითმფრინავი, რომელსაც skylon უწოდა.

 86440682 skylon.engine

„დღევანდელი განცხადება წარმოადგენს მნიშვნელოვან ეტაპს „რეაქტორი ძრავების“ ფორმირებისთვის კომპანიიდან, რომელიც ფოკუსირებული იყო კვლევაზე და  ახალი ტექნოლოგიების გატესტვაზე, ხოლო ახლა ფოკუსირებულია მსოფლიოს პირველი საბრეს ძრავის განვითარებასა და ტესტირებაზე.“ განაცხადა მარკ ტომასმა, რეაქტორი ძრავების დირექტორმა.

გამოწვევა

რეაქტორის ინჟინრებისთვის ყველაზე დიდი გამოწვევაა მართონ ძალიან ცხელი ჰაერი, რომელიც შედის ძრავაში დიდი ხიჩქარით.

ეს ჰაერი უნდა გაგრილდეს, რათა შეიკუმშოს და დაიწვას საბორტო წყალბადით.

რეაქტორის ინჟინრებმა შეიმუშავეს მოდელი, რომელიც შეიცავს მილის კოლექტორებს და გულისხმობს სითბო განადგურებას და უზრუნველყოფს ჰაერის გაგრილებას 140 გრადუსამდე 1/100 წამში.

ნაიჯელ ვაიტჰედი, BAE-ს სისტემის პროგრამირებისა და მხარდაჭერის ჯგუფის დირექტორი ამბობს: „რეაქტიული ძრავები არის უაღრესად ინოვაციური ბრიტანული კომპანია, ხოლო BAE-ს სისტემას აქვს ჰაერის გარღვევის და სივრცული ტექნოლოგიის განვითარების სტრატეგიული ინტერესი და მნიშვნელოვანი პოტენციალი.“

 86441527 skylon sabre test stand illustrationjpeg

ბაზარზე რაკეტის გაშვების მხრივ კონკურენცია მატულობს. SpaceX, მხარდაჭერილი მილიარდელი ელონ მუსკის მიერ, იყენებს კონვენციურ რაკეტებს სატელიტების სივრცეში განსათავსებლად.

Blue Origin, რომელიც დაფინანსებულია ამაზონის დამფუძნებლის ჯეფ ბეზოს მიერ, მუშაობს სივრცეში მრავალჯერადი მანქანის გაშვებისთვის. ამასობაში რიჩარდ ბრენსონის Virgin Galactic-მა გაუშვა სისტემა, რომელიც მოიცავს თვითმფრინავების მართვას მაღალ, სარაკეტო სიმაღლეზე.

 

წყარო: BBC

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
ტრანსპორტი

რა უფანტავს მძღოლს ყურადღებას და რატომ ხდება ავარიები?!

მკვლევარების ჯგუფმა აღმოაჩინა, რომ კომპიუტერული სისტემების, სმარტფონებისა და ტელეფონების ხმა მძღოლის ყურადღებას ფანტავს. წინა კვლევებზე დაყრდნობით მეცნიერებმა შექმნეს სპეციალური შკალა, რომელიც აფასებს მძროლის ყურადღების გაფანტვას. 1 ქულა ნიშნავს, რომ რაიმე უცხო საქმიანობა არ ფანტავს მძღოლის ყურადღებას,  5 ქულა ნუშნავს მაქსიმალურად ყურადღების გაფანტვას. ჩვეულებრივი ტელეფონის ზარით გამოწვეული ყურადღების გაფანტვა  მეცნიერებმა 2,5 ქულით შაფასეს.  ახალ ნამუშევარში მეცნიერებმა გადაწყვიტეს შეეფასებინათ ხმოვანი სისტემების მოქმედება, რომლებიც ჩაშენებულია ამერიკულ ბაზარზე არსებულ მანქანებში.

 

ამისათვის შერჩეულ იქნა 257საცდელი პირი,   21-დან 70- წლამდე გამოცდილი ადამიანი. თითოეულ მათგანს უნდა გაევლო 4,5 კმ 40კმ/სთ -სიჩქარით. გადაადგილების დროს ამ ადმაიანებს უნდა გამოეყენებინათ ხმოვანი ჩანაწერები, ეკარნახათ ტელეფონის ნომრები, მოესმინათ რადიოსთვის , მუსიკისთვის და აუდიო წიგნებისთვის .

მანქანაში ერთ-ერთი ცდის პირთან ერთად იმყოფებოდა ექსპერიმენტატორი, რომელიც უბრალოდ თვალს ადევნებდა მძღოლს. ექსპერიმენტატორებმა დააფიქსირეს თუ როგორ უშვებენ ორივე ხელს საჭეს მძროლები .შეფასების შესამოწმებლად მკვლევარებმა გამოიყენეს ვიდეოჩანაწერი რომელიც მგზავრობისას იქნა გადაღებული. გარდა ამისა, ცდისპირების თავზე ეკიდა მანათობელი დიოდები, რომელის 3 ან 5 წამში ერთხელ ციმციმებს. როგორც კი მძღოლმა დაინახავდა ციმციმს მას უნდამიეჭირა მასზე მიმაგრებული ღილაკისთვის. ასეთი მეთოდით აფასებდნენ კონცენტრაციას და რეაქციის სიჩქარეს. ექსპერიმენტის ბოლოს მონაწილეებმა შეავსეს კითხვარი, სადაც ისინი სუბიექტურად აფასებდნენ მოგზაურობისას ყურადღების გაფანტვას.

აღმოჩნდა, რომ ხმავანი სისტემის გამოყენებამ შეუძლია გამოიწვიოს სერიოზული ყურადღების და კონცენტრაციის გაფანტვა. ყველაზე ცუდ შედეგად ჩაითვალა ყურადღების შემცირება 27 წამის განმავლობაში, საუკეთსო რეზულტატი კი იყო 15 წამით კონცენტრაციის დაკარგვა.

ყველაზე ცუდი შედეგები დაფიქსირდა მაზდა 6-ში (5-დან 4,5 ქულა მიენიჭა ყურადღების გაფანტვას), მაიკროსოფტი 4,1 ქულა, Apple-მ მიიღო 3,7 ქულა, ხოლო შედარებით უსაფრთხო იყო Google (3,3 ქულა). მანქანებს შორის ყველაზე კარგი შედეგი აჩვენა  Buick LaCrosse-მა (2,4 ქულა).  ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორად სახელდება ასაკი. მოხუცებში ყურადღების გაფანტვის ხანგძლივობა უფრო მაშტაბური იყო.

 

წყარო: nplus1.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
სამხედრო

გამოგონებით დასრულებული ჩხირკედელაობა ანუ სიახლე ქართულ იარაღწარმოებაში

ბაჩო ჩხარტიშვილი 20 წლისაა, ის გრიგოლ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტში სამართალმცოდნეობის სტუდენტია, სწავლობს მესამე კურსზე.
ბაჩო წარმოშობით გურიიდანა. ბავშვობა ლანჩხუთის რაიონის სოფელ წყალწმინდაში გაატარა და სკოლაც აქ დაამთავრა.
უყვარს ბევრი რამის კეთება და აკეთებს მხოლოდ იმას, რაც სიამოვნებას ანიჭებს. ყველაფერი ეს კი მუსიკის გარეშე წარმოუდგენელია მისთვის.
ბავშვობიდან აინტერესებდა იარაღი, სწორედ დამამთავრებელ კლასში ყოფნის დროს გაუჩნდა მას იდეა,რომელიც შემდგომ ბევრი შრომისა და ცდის შემდეგ საინტერესო გამგონებად აქცია. ბაჩოს სურდა გაეუმჯობესებინა იარაღის ფუნქციონირება და იგი უფრო მოსახერხებელი და მრავალჯერადი გამოყენების გაეხადა.
18 წლის ასაკში მან გამოიგონა მექანიზმი, რომელიც იარაღზე დამაგრების შემდეგ ასრულებს მრავალ ფუნქციას და შესაძლებელია როგორც ნადირობა, ასევე თევზაობა, სამიზნეებზე სროლაც სპეციალური ისრის გამოყენებით. იარაღზე მუშაობის შედეგად ბაჩომ ასეთი შედეგი მიიღო, მექანიზი , რომელი 2კგ და 500 გრ-ს იწონის , მშვილდზე მაგრდება 7 ცალიანი საისრე, დანა, სათევზაო მოწყობილობა , ასევე მობილური, რათა შესაძლებელი იყოს ამ ყველაფრის სამუშაო პროცესის გადაღება.
გამოგონილი ისრის მშვილდი ისვრის სხვადასხვა მასის ისრებს : 8 გრამიანსა და 60 მილიგრამიანს, 5 გრამიანსა და 120 მილიგრამიანს და ასევე მას შეუძლია 3 გრამისა და 160 მილიგრამი მასის ისრების სროლაც.
ახალგარზდა გამომგონებელს ყოველთვის უყვარდა ხატვა და ჩხირკედელაობა, თუმცა მსგავს მექანიზმე მუშაობა მისთვის დიდი სიახლე და გამოწვევა იყო.
მარტო მუშაობდა სახლის პირობებში, მხოლოდ youtube- ის   დახმარებით და ნაცნობების სკეპტიკურ დამოკიდებულებას მრავაჯერადი ცდითა და დაუღალავი შრომით პასუხობდა.
საბოლოოდ სამი თვის შემდეგ, ბევრმა ნახატმა, უფრო ბევრმა ცდამ და გათენებულმა ღამეებმა შედეგი გამოიღო და გამომგონებელმაც შეძლო საკუთარი იდეის რეალობაში მოყვანა.
ბაჩომ მონაწილეობა მიიღო ლეონარდო დავინჩის ნორჩ მეცნიერებათა და გამოგონებელთა პროექტში და 36 ქვეყნის მასშტაბით მეორე ადგილი დაიკავა, საქართველოში კი თავისი გამოგონებით პირველ პოზიციაზე გავიდა.
კეკულეს არ იყოს, რომელმაც ბენზოლის სტრუქტურა სიზმარში იხილა, ბაჩომ სწორედ ასე მიაგნო მექანიზმის აგებულების ძირითად საიდუმლოს.
-„ იმდენად ვიყავი ამ საქმით გატაცებული და მთელი დღეები ამით დაკავებული, რომ დამესიზმრა მექანიზი და გამოღვიძებისთანავე შევუდექი მუშაობას. ყველაზე დიდი სიამოვნებაა, როდესაც რაღაცას ქმნი, ბევრი შეცდომის და მარცხის მერე და საბოლოოდ შედეგამდე მაინც მიდიხარ. „
მექანიზმისთვის ახალგარზდა შემოქედმა ხელმისაწვდომი მასალები : რკინა, ფოლადი, პლასტმასი და ცოტა ხე გამოიყენა.
პროექტში მიღწეული წარმატების შემდეგ ინვესტორებიც გამოჩნდნენ და მექანიზმის 600 დოლარად შესყიდვა შესთავაზეს, თუმცა შემოქმედი ვერ შეელია პირველ გამოგონებას.
ახლა ნორჩი გამომგონებელი ახალ პროექტზე მუშაობს. არ სცდება თავისი ინტერესესის სფეროს- იარაღს. ბაჩო აპირებს შექმნას იგივე მექანიზმი კონდახიანი მშვილდისთვის , იგივე არბალეტისთვის, რომლის დახმარებიტაც ისრის სასროლი მანძილი 200 მეტრამდე გაიზრდება.
ამჟამად სწავლითაა დაკავებული, თუმცა თავისუფალ დროს ისევ ჩხირკედელაობას აგრძელებს და ზუსტად იცის რომ ეს ის საქმეა, რომლის კეთებას მას ძალიან სიამოვნებს.

მასალა მოამზადა: ანა ურუშაძემ. 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

ჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰდდდდდდდდდდდდდბჰდჰდ

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაცია

შესაძლებლობა ქართველ ახალგაზრდა გამომგონებლებს ანუ ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი

18ოქტომბერს დასრულდა რეგისტრაცია პროექტში ,,ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი,“ რომელიც განკუთვნილია საშუალო სკოლის მოსწავლეებისთვის და არაჩვეულებრივ შანსს აძლევს დამწყებ გამომგონებლებს  განახორციელონ თავიანთი იდეები და მოხვდნენ აშშ-ში გამართულ ინოვაციების სამიტში. ჩვენ გავესაუბრეთ პროექტის კოორდინატორს, ქ-ნ ანა ბერძენაძეს, რომელმაც დაწვრილებით ისაუბრა კონკურსის შესახებ:

-ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი ხორციელდება ათასწლეულის გამოწვევის ფონდის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერებათა სამინისტროს, აშშ-ს საელჩოსა და კომპანია ჯეოსელის თანამშრომლობითი, საინტერესოა ვის ეკუთვნის თავად ამ პროექტის წამოწყების იდეა?

-აღნიშნულ კონკურსს ახორციელებს ათასწლეულის გამოწვევის ფონდი-საქართველო, კონკურსის იდეაც შესაბამისად ამ ფონდს ეკუთვნის და ჩვენი ფონდივე უზრუნველყოფს მის განხორციელებას, რაც შეეხება აშშ-ს საელჩოსა და კომპანია ჯეოსელს, ისინი კონკურსს მხოლოდ ფინანსურ მხარდაჭერას უწევენ, ანუ არიან ჩართულები როგორც სპონსორები. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროც არის ასევე კონკურსის მხარდამჭერი.

– რა გამოხმაურება მოჰყვა გასულ კონკურსებში გამარჯვებულ პროექტებს და ხომ არ ჰქონია მათ წარმატებას  გაგრძელება საქართველოში?

-კონკურსი საქართველოში უკვე მესამედ ცხადდება, პირველ წელს გაიმარჯვა ორმა ახალციხელმა ახალგაზრდამ ირაკლი კაპანაძემ და კარლო ხუციშვილმა (პროექტით ,,მულტიკლიმატიზატორი“), ხოლო შარშან გამარჯვებული გახდა სკოლა ,,აია-GESS”-ის ოთხი მოსწავლისგან შემდგარი ჯგუფი (პროექტით ,,მზის პანელის მქკ-ის გაზრდის ინოვაციური ტექნოლოგია“). რაც შეეხება გამოხმაურებას, მათ ეს პროექტები წარადგინეს კონრადის ფონდის საერთაშორისო ინოვაციების სამიტზე, რომელიც ყოველწლიური ინოვაციების სამიტია და მასში მსოფლიოს მრავალი ქვეყნის წარმომადგენელი გუნდი იღებს მონაწილეობას, მათ შორის საქართველომ 2015 წელს მიიღო პირველად მონაწილეობა და ძალიან მაღალი შეფასებაც დაიმსახურა ადგილობრივი კომისიის წევრების, მასწავლებლებისა და კერძო სექტორის მხრიდან.

– რამდენი წელია რაც აღნიშნული  სამიტი იმართება ყოველწლიურად?

– ეს სამიტი თორმეტი წელია რაც იმართება, მას ორგანიზებას უწევს კონრადის ფონდი, რომელსაც მართავს გარდაცვლილი ასტრონავტის პიტ კონრადის მეუღლე ნენსი კონრადი. პიტ კონრადი გახლავთ NASA-ს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ასტრონავტი, რომელიც სამჯერ გაემგზავრა მთვარეზე, 1999 წელს მისი გარდაცვალების შემდეგ კი მისმა მეუღლემ დაარსა მისივე სახელობის ფონდი,რომელიც ყოველწლიურად ატარებს ამ ღონისძიებას.

– გასული წლებისგან განსხვავებით წელს ხომ არ არის კონკურსის ფორმატში რაიმე სიახლე?

          – წელს ცვლილება გვაქვს იმ კუთხით, რომ დაემატა ახალი საკონკურსო კატეგორია – მობილური ტექნოლოგიები და აპლიკაციები. ასევე, პროექტში ჩაერთო კერძო სექტორიც, ვგულისხმობ კომპანია ჯეოსელს და აქედან გამომდინარე იგეგმება პროექტის  მასშტაბების გაზრდა და უფრო მეტი ახალგაზრდის მოზიდვა.

-რაც შეეხება კონკურსის მიმდინარეობის პროცესს, რა არის ზოგადად მასში მონაწილეობის წინაპირობა და რა ეტაპების გავლა მოუწევთ მონაწილეებს?

          -იმისათვის რომ მოზარდი კონკურსში ჩაერთოს, პირველ რიგში აუცილებელია რომ აკმაყოფილებდეს ასაკობრივ კრიტერიუმს, ანუ დაბადებული უნდა იყოს 1998 წლის 1-აპრილიდან 2004 წლის პირველ აპრილის ჩათვლით, ის აუცილებლად უნდა იყოს სკოლის მოსწავლე და ამასთანავე ინდივიდუალურად ჩვენს კონკურსში მონაწილეობის უფლება არ აქვთ, ვინაიდან ეს არის გუნდური კონკურსი, ამრიგად უნდა შექმნან გუნდი რომელიც დაკომპლექტებული იქნება მინიმუმ ორი, მაქსიმუმ კი ხუთი წევრისგან. პირველ ეტაპზე მოსწავლეებმა უნდა შეავსონ სააპლიკაციო განაცხადი სადაც ძალიან მარტივად, სულ 250 სიტყით აღწერენ თავიანთი ინოვაციური პროექტის მხოლოდ იდეას. აპლიკაცია ფასდება დამოუკიდებელი კომისიის მიერ, რომელიც შედგება სფეროს ექსპერტებისგან, თუ გუნდი წარმატებით გადალახავს პირველ საფეხურს ის დაბარებული იქნება ინტერვიუზე, ანუ მეორე ეტაპი უკვე მოიცავს გასაუბრებას გუნდებთან. შემოსული აპლიკაციების სავარაუდოდ ნახევარი გადავა მეორე ეტაპზე, საშუალოდ ეს არის 30-35 გუნდი, სადაც შეირჩევიან უკვე ფინალისტები, რომელბსაც ფონდი გაუწევს ფინანსურ დახმარებას იმისათვის, რომ განახორციელონ თავიანთი იდეები და შექმნან პროექტები, ან პროექტების მაკეტები, ასევე ვუზრუნველყოფთ მათ მენტორული მხარდაჭერითაც. ფინალი გაიმართება 2017 წლის თებერვალში, სადაც გამოვლინდება გამარჯვებული გუნდი, რომელიც 2017 წლის აპრილში ერთი კვირით გაემგზავრება აშშ-ში, NASA-ში.

– უკვე ხომ არ არის ცნობილი წლევანდელი კომისიის წევრების ვინაობა?

კომისიის წევრების სახელები ამ ეტაპისთვის უკვე ცნობილია, თუმცა კონკურსის წესებიდან გამომდინარე ჯერ-ჯერობით თავს შევიკავებ მათი ვინაობის გამხელისგან. კონკურსს სულ ცხრა კომისიის წევრი ჰყავს და მათ შორის არის კერძო სექტორის წარმომადგენელიც, რომელიც აფასებს კომერციალიზაციის პოტენციალს.

-როგორც უკვე თქვით პროექტს ამჯერად ხუთი საკონკურსო კატეგორია გააჩნია, გასულ წლებში წარმოდგენილი პროექტებიდან გამომდინარე რომელი სფერო გამოირჩევა განსაკუთრებული პოპულარობით?

წინა ორი წლის გამოცდილებით შეიძლება ითქვას რომ ყველაზე მეტი აპლიკაცია შემოდის გარემოს დაცვის კატეგორიაში, ხოლო ყველაზე ნაკლები კატეგორიაში -კოსმოსი და ავიაცია.

-უახლოეს მომავალში თქვენი ფონდი ხომ არ გეგმავს, სხვა,  მსგავსი სახის კონკურსებისა, თუ ღონისძიებების ჩატარებას, რომებიც ასევე ახალგაზრდების წახალისებას ისახავს მიზნად?

ჩვენი პროექტი არ მოიცავს მხოლოდ ამ ეროვნულ კონკურსს და მოსწავლეების ერთჯერადად გაშვებასNASA-ში, ეს არის ერთწლიანი პროექტი, რომელიც გულისხმობს ასევე ცნობიერების ასამაღლებელ კამპანიას. ამერიკიდან საქართველოში დაბრუნების შემდეგ ჩვენ სამი თვის განმავლობაში, მაისიდან აგვისტოს ჩათვლით, ვმოგზაურობთ რეგიონებში ჩვენს ფინალისტ გუნდებთან ერთად და ვხვდებით ადგილობრივ მოსწავლეებს, რომლებსაც ჩვენი გამარჯვებულები აცნობენ თავიანთ პროექტებს. ზოგადად ეს კამპანია ემსახურება მოსწავლეების მოტივაციის გაზრდას. გარდა ამისა, შუალედებში დაგეგმილი გვაქვს სხვადასხვა საინტერესო აქტივობა, ასე რომ ვფიქრობ საინტერესო წელი იქნება როგორც კონკურსის მონაწილეებისთვის, ისევე მათთვის, ვინც ჯერ არ ჩართულან კონკურსში, მაგრამ გეგმავენ რომ მიიღონ მონაწილეობა.

 

მასალა მოამზადა: თამარ დევდარიანმა 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
კომუნიკაცია

Facebook – ის ახალი ფუნქცია Marketplace

სოციალური ქსელი Facebook-ი ახალ ფუნქციას ამატებს. Marketplace მომხმარებელს სხვადასხვა ნივთის გაყიდვისა და შეძენის საშუალებას აძლევს.

კომპანიის განცხადებით, ნივთების საიტზე გაყიდვა უკვე საკმაოდ პოპულარული ხერხია და მსოფლიოს მასშტაბით დაახლოებით 450 მილიონი გამყიდველი და მყიდველი ჯგუფი არსებობს. სტატისტიკის მიხედვით, მომხმარებლის მეოთხედისთვისFacebook სხვადასხვა ნივთებით ვაჭრობის საშუალებაა.

რაც შეეხება ახალ ფუნქციას –  Marketplace, ეს გახლავთ საშუალება ადამიანებისთვის, რომ აღმოაჩინონ, ან გაყიდონ სხვადასხვა ნივთი მათ გარშემო მყოფი ადამიანების დახმარებით.

მომხმარებელი, რომელსაც რამე ნივთის შეძენა სურს, სპეციალურ კლავიშზე დააწკაპუნებს და Marketplace-ის ჩამონათვალს ნახავს. იმავე კლავიშზე დაწკაპუნება მოუწევს გაყიდვის მსურველსაც, ფოტოსა და აღწერილობის განთავსების შემდეგ ნივთი გასაყიდი საგნების სიას დაემატება.

MarketplaceFacebook-ის ალგორითმების დახმარებით ადგენს, რომელი მომხმარებელი რითია დაინტერესებული.

აღსანიშნავია, რომ საიტი კრძალავს ისეთი ნივთებით ვაჭრობას, როგორიცაა : იარაღი და ცხოველები.

Facebook ახალი ფუნქციის დატესტვას გასული წლიდან ახორციელებს. Marketplaceდღეიდან ხელმისაწვდომი გახდა შეერთებულ შტატებში, გაერთიანებულ სამეფოში, ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში. დანარჩენ მსოფლიოში კი Facebook-ის ახალი ფუნქცია უახლოეს მომავალში ამოქმედდება.

წყარო: www.independent.co.uk

მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
კომუნიკაცია

ჩინეთი ინტერნეტ კონტროლის გამკაცრებას აპირებს

ჩინეთმა საკამათო კიბერ უსაფრთხოების კანონის მისაღებად კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა მას შემდეგ, რაც ორშაბათს ქვეყნის პარლამენტმა კანონპროექტის მეორე მოსმენა გამართა.
ექსპერტები მიიჩნევენ, რომ კანონი მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს საშინაო და საგარეო ბიზნესზე და მისთვის დიდი ცენზურის დაწესების ტოლფასია.
ჩინეთი ინტერნეტზე კონტროლის გამკაცრებას აპირებს. კანონი სოციალური მორალის დასაცავად და ამ მიზნით საზოგადოებასა და მთავრობაზე ზედამხედველობის დასაწესებლად ქსელის ოპერატორების შექმნას ითვალისწინებს. კანონპროექტში წერია, რომ ჩინელი მოქალაქეების პირადი და „მნიშვნელოვანი ბიზნეს მონაცემების“ შენახვა ქვეყნაში უნდა მოხდეს, რადგან მისი საზღვარგარეთ გატანა ხელისუფლების უსაფრთხოებას უქმნის საფრთხეს.
ჩინეთის პარლამენტს კანონპროექტის სრული ვერსია ჯერ არ გამოუქვეყნებია, ასევე უცნობია, როდის მიიღებენ კანონს.
კიბერ უსაფრთხოება ჩინეთის ეკონომიკურ პარტნიორებთან ურთიერთობაში, როგორიცაა აშშ და ევროკავშირი, განსაკუთრებით მოსაბეზრებელი საკითხია. ჩინეთის ოფიციალური პირები მიიჩნევენ, რომ ტერორიზმის მზარდი საფრთხის პირობებში უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით აუცილებელია ინტერნეტ შეზღუდვები, რაც ისეთი უცხოური საიტების დაბლოკვას ითვალისწინებს, როგორიცაა Googleდა Facebook.
ჩინეთის მიერ მკაცრად განსაზღვრული წესები შეშფოთების წყაროს წარმოადგენს, განსაკუთრებით უცხო ქვეყნის მთავრობების, მრავალეროვნული კომპანიებისა და უფლებებადამცავი აქტივისტებისთვის, რომლებიც შიშობენ, რომ მთავრობა აღნიშნული კანონის ინტერპრეტირებას თავისი შეხედულებისამებრ მოახდენს.
მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
კომუნიკაცია

Twitter მომხმარებელს 140 წამიანი ვიდეოების განთვსების შესაძლებლობას აძლევს

სოციალური ქსელი Twitter მომხმარებელს140 წამიანი ვიდეოს განთავსების შესაძლებლობას აძლევს.

აქამდე Twitter-ზე მხოლოდ 30 წამიანი ვიდეოს განთავსება იყო შესაძლებელი.

140 წამიანი ლიმიტი Twitter-ის რამდენიმე წამიან ვიდეო სერვის Vine-საც ეხება, რომელსაც მანამდე 7-წამიანი ლიმიტი ჰქონდა.

“ვიდეო Twitter -ის რეალურ დროში საუბრებისთვის უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ხდება,“ – წერს საკუთარ ბლოგში Twitter -ის ვიცე პრეზიდენტი  ჯერემი რიშელი.

შემოთავაზებულ სიახლეს წინ უძღოდა Twitter-ის ხელმძღვანელობის გუშინდელი განცხადება იმის თაობაზე, რომ უკეთესი ვიდეო და ფოტო შინაარსის წარმოსადგენად  ლონდონში დაფუძნებულიკომპანია Magic Pony Technology შეიძინეს.

აღსანიშნავია, რომ სამშაბათს გამართულ ვაჭრობაზე Twitter-ის აქციების ფასმა მოიმატა.

წყარო:reuters
მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
კომუნიკაცია

ჰაკერებმა ISIS-ის Twitter-ის გვერდი LGBT სლოგანებით ააჭრელეს

ჰაკერთა ჯგუფმა ე.წ. ისლამურ სახელმწიფოსთან დაკავშირებული Twitter-ის  გვერდი გატეხეს და LGBT სლოგანებითა და ცისარტყელას გამოსახულებებით ააჭრელეს.
ჰაკერთა ქმედება ორლანდოს ერთ-ერთ ღამის გეი-კლუბში მომხდარ თავდასხმას უკავშირდება.
ჰაკერი, რომელიც WauchulaGhost-ის  სახელითაა ცნობილი და რომელიც ჰაკერთა ჯგუფ Anonymous-თან   არის დაკავშირებული, აცხადებს, რომ Twitter-ის  გვერდი მისი გატეხილია. ჰაკერი აცხადებს, რომ გასული თვის მანძილზე მან ე.წ. ისლამურ სახელმწიფოსთან დაკავშირებულ Twitter-ის  250-მდე გვერდზე გეი პორნოგრაფიის ამსახველი ფოტოები განათავსა, მაგრამ კვირის თავდასხმის შემდეგ მხარდამჭერ მესიჯებზე გადაერთო.
„თქვენ მოსპეთ უდანაშაულო სიცოცხლეები. ერთადერთი, რისი გაკეთებაც თქვენს წინააღმდეგ ამ ხალხის დასაცავად შემიძლია, ეს გახლავთ,“ –

აცხადებს WauchulaGhost.

Anonymous, რომელიც4Chanფორუმზე2 000-იანი წლების მიწურულს დაარსდა, 2015 წლიდან აწარმოებს ანტი ISIS კამპანიას. ჯგუფმა ჩჰარლიე Charlie Hebdo-ის რედაქციაზე განხორციელებული თავდასხმების შემდეგ ISIS-თან დაკავშირებულ ათობით Twitter  ანგარიშზე აიღო კონტროლი. სდფდსფსფსდფ

ორლანდოში, ღამის გეი-კლუბ “პულსში” სროლის შედეგად დაიღუპა 49 ადამიანი. თავდამსხმელი, წარმოშობით ავღანელი, აშშ-ის 29 წლის მოქალაქე ომარ მატინი შტურმის დროს სპეცრაზმმა მოკლა. ორლანდოში მომხდარი სროლა აშშ-ის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური შეიარაღებული თავდასხმა გახდა.
ამასთან, აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიურო აცხადებს, რომ ომარ მატინის ისლამისტურ სახელმწიფოსთან კავშირი ჯერ-ჯერობით საბოლოოდ დადგენილი არ არის. ომარ მატინის მამამ მირ სედიკმა ტელეკომპანია NBC-სთან  ინტერვიუში განაცხადა, რომ თავდასხმა რელიგიური მოტივებით არ იყო განპირობებული და რომ მომხდარი შესაძლოა, სექსუალური უმცირესობებისადმი მისი შვილის ნეგატიურ დამოკიდებულებას უკავშირდებოდეს.

წყარო:BBC
მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაცია

ჩინეთმა კოსმოსში მეორე ლაბორატორია გახსნა

ჩინეთი კოსმოსური შესაძლებლობების გაძლიერებას აგრძელებს. ქვეყანამ მეორე ექსპერიმენტული კოსმოსური ლაბორატორია გახსნა.
როგორც ქვეყნის ოფიციალური პირები აცხადებენ, ლაბორატორიის გახსნა იმ გეგმის ნაწილია, რომელიც დაახლოებით 2022 წლისთვის მუდმივი, პეროსონალით დაკომპლექტებული კოსმოსური სადგურის ფლობას ითვალისწინებს.

ჩინეთი ირწმუნება, რომ მისი კოსმოსური პროგრამა მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიან მიზნებს ემსახურება, თუმცა აშშ თავდაცვის დეპარტამენტი აცხადებს, რომ ჩინეთის მზარდი კოსმოსური შესაძლებლობების მიზანია ხელი შეუშალოს მოწინააღდეგეებს კრიზისის დროს კოსმოსური აქტივების გამოყენებაში.
კოსმოსური ხომალდი Shenzhou 11, რომელიც ორ ასტრონავტს გადაიყვანს და Tiangong 2 -ს შეურთდება, სტარს ოქტომბერში აიღებს. ასტრონავტები Tiangong 2 -ზე სავარაუდოდ ერთ თვეს დარჩებიან, სისტემებს დატესტავენ და სამედიცინო და სხვა ექსპერიმენტებს ჩაატარებენ.
ჩინეთი კოსმოსური სადგურის აგების დაწყებას მომავალი წლიდან გეგმავს. როგორც ჩინეთის კოსმოსური პროგრამის წარმომადგენლები აცხადებენ, სადგური ეკონომიკურად უფრო ეფექტური იქნება, ვიდრე საერთაშორისო კოსმოსური სადგური. მათივე ინფორმაციით, როგორც კი კოსმოსური ლაბორატორიის მისია დასრულდება, ჩინეთი საკუთარ კოსმოსურ სადგურს ააგებს.წყარო:reuters
მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
1 82 83 84 85
Page 84 of 85