close
მსოფლიოტექნოლოგიები

ახალ ზელანდიაში დასაქმების მსურველებს მგზავრობისა და ცხოვრების ხარჯებს აუნაზღაურებენ

ტექნოლოგიური კომპანია გლობალურ ტალანტს ეძებს. ის კანდიდატებს უფასო თვითმფრინავის ბილეთსა და საცხოვრებელს ჰპირდება.

არავის უყვარს სამუშაო ინტერვიუ. ნერვები, ფორმალობები, ტესტები და კითხვები, რომელზე პასუხის გასაცემად წინასწარ მომზადებული არ ხართ. ინტერვიუზე წასვლა შესაძლოა ჯოჯოხეთში მგზავრობის ტოლფასად მოგეჩვენოთ… და ეს ყველაფერი დემორალიზებული სიტყვებით მთავრდება: ,,არ დარეკოთ, თვითონ დაგირეკავთ.“

თუმცა, ახალ ზელანდიაში სამუშაო ინტერვიუების კონცეფცია საერთოდ შეცვალეს.

ქვეყნის დედაქალაქ ველინგტონში დაფუძნებული ტექნოლოგიური კომპანია მთელი მსოფლიოს მასშტაბით ტექნოლოგიურ ექსპერტებს ეძებს. ის 100 კანდიდატს მგზავრობისა და ცხოვრების ხარჯების დაფარვას სთავაზობს.  კანდიდატებს ქალაქის ღირსშესანიშნაობებსაც დაათვალიერებინებენ.

ინტერვიუები  8-11 მაისსაა დაგეგმილი. დაინტერესებულ პირებს CV-ის გაგზავნა 20 მარტამდე შეუძლიათ. ვაკანსიები შემდეგ პოზიციებზეა გამოცხადებული: პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპერები, შემოქმედებითი დირექტორები, პროდუქტის მენეჯერები და ანალიტიკოსები.

რეკრუტირების პროგრამა –  LookSee Wellington – ახალი ზელანდიის ხელისუფლებასა და ,,Workhere New Zealand-ის” შორის თანამშრომლობის შედეგად განვითარდა. მისი მიზანი ქვეყანაში ტექნოლოგიურ სფეროში გამოცდილების მქონე კადრების ნაკლებობის პრობლემის გადაჭრაა.  პროგრამა საშუალებას აძლევს ტექნოლოგიურ სექტორში დასაქმების სურვილის მქონე ადამიანებს, მსოფლიოში ერთ-ერთ ულამაზეს ქვეყანაში იმუშაონ.

 

მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

 

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : slid

Leave a Response