close

ტექნოლოგიები

განათლებასაქართველოტექნოლოგიები

შემეცნებითი და სახალისო სწავლის პროცესი – ახალი საგანმანათლებლო რესურსი საქართველოში

თანამედროვე ტექნოლოგიების როლი სწავლების პროცესში ნელ-ნელა იზრდება, იცვლება მეთოდოლოგია, მოსწავლეების სტიმულირებისთვის პედაგოგები სხვადასხვა ხერხს მიმართავენ. რასაკვირველია, სიახლე მუდმივად იწვევს ინტერესს, შესაბამისად, საგანმანათლებლო აპლიკაციები დადებით გავლენას ახდენს მათს მოტივაციაზე.

ასეთი აპლიკაცია შექმნეს თავისუფალი უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერებების ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტებმა, მათს გუნდში სამი წევრია: ნიკა ლოსაბერიძე, ნიკა ონიანი და ლევან ტაბიძე. საგანმანათლებლო რესურსის შექმნის იდეა თავიანთი საქმიანობიდან გამომდინარე გაუჩნდათ.

,,სამივემ დავამთავრეთ ვ.კომაროვის სახელობის ფიზიკა-მათემატიკის სკოლა და ჩვენი ინტერესებიც გამომგონებლობასთან, პროგრამირებასთან და მეცნიერებასთან სწორედ ამ სკოლიდან დაიწყო. უშუალოდ იდეა მოგვივიდა საქმიანობიდან გამომდინარე,  ვამზადებთ სკოლის მოსწავლეებს მათემატიკასა და პროგრამირებაში, ხშირად მათთვის რთულია ამა თუ იმ ახალი მასალის აღქმა. ჩვენი სურვილი იყო, დავხმარებოდით მათ და უფრო ინტერაქტიული, შემეცნებითი და სახალისო გაგვეხადა სწავლის პროცესი, აქედან გამომდინარე მოგვაფიქრდა Book AR-ის კონცეფცია” – აღნიშნავს გუნდის ერთ-ერთი წევრი – ნიკა ლოსაბერიძე.

აპლიკაციის გამოყენება ძალიან მარტივია, მისი გახსნისთანავე ტელეფონის კამერის საშუალებით პროგრამა ამოიცნობს ამა თუ იმ გვერდს, შესაბამისად, მომხმარებელი შეძლებს, დაინახოს ტექსტის ძირითადი სათქმელი ორ ან სამ განზომილებაში, აგრეთვე, ვიდეოს, ანიმაციისა და 3Dმოდელების დახმარებით.

,,იმის ნაცვლად, რომ მოსწავლე დაკმაყოფილდეს მხოლოდ და მხოლოდ ტექსტითა და რამდენიმე სურათით, ჩვენ ვაძლევთ საშუალებას, მობილური აპლიკაციის დახმარებით მოცემული თემა უკეთესად გაიაზროს და წარმოიდგინოს ვიზუალურად. ჩვენი მიზანია, რომ მოცემული პროდუქტი დაინერგოს სწავლების სისტემაში, აღნიშნული აპლიკაცია საგრძნობლად აამაღლებს სწავლის დონეს საქართველოში. ამისათვის ჩვენ ვმუშაობთ, გვაქვს შეხვედრები ბევრ ბიზნესმენთან, რომელთაგანაც ვიღებთ რჩევებს, ასევე გვიტარდება ბევრი ტრენინგი და ა.შ.” – აღნიშნავს ნიკა ლოსაბერიძე.

გუნდი მიზნად ისახავს, ეფექტური მულტიმედიური რესურსების გამოყენებით მოსწავლეებს დაეხმაროს  შემოქმედებითი, კრიტიკული აზროვნებისა და სხვა უნარების განვითარებაში.

გუნდი ამჟამად მონაწილეობას იღებს ერთ-ერთ კონკურსში, მხარდაჭერის სურვილის შემთხვევაში, შეგიძლიათ ხმა მისცეთ მითითებულ ბმულზე: http://socialimpactaward.ge/

მასალა მოამზადა: ნინი მშვენიერიძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
განათლებასაქართველოტექნოლოგიები

შემეცნებითი და სახალისო სწავლის პროცესი – ახალი საგანმანათლებლო რესურსი საქართველოში

თანამედროვე ტექნოლოგიების როლის სწავლების პროცესში ნელ-ნელა იზრდება, იცვლება მეთოდოლოგია, მოსწავლეების სტიმულირებისთვის პედაგოგები სხვადასხვა ხერხს მიმართავენ. რასაკვირველია, სიახლე მუდმივად იწვევს ინტერესს, შესაბამისად, საგანმანათლებლო აპლიკაციები დადებით გავლენას ახდენს მათს მოტივაციაზე.

ასეთი აპლიკაცია შექმნეს თავისუფალი უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერებების ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტებმა, მათს გუნდში სამი წევრია: ნიკა ლოსაბერიძე, ნიკა ონიანი და ლევან ტაბიძე. საგანმანათლებლო რესურსის შექმნის იდეა თავიანთი საქმიანობიდან გამომდინარე გაუჩნდათ.

,,სამივემ დავამთავრეთ ვ.კომაროვის სახელობის ფიზიკა-მათემატიკის სკოლა და ჩვენი ინტერესებიც გამომგონებლობასთან, პროგრამირებასთან და მეცნიერებასთან სწორედ ამ სკოლიდან დაიწყო. უშუალოდ იდეა მოგვივიდა საქმიანობიდან გამომდინარე,  ვამზადებთ სკოლის მოსწავლეებს მათემატიკასა და პროგრამირებაში, ხშირად მათთვის რთულია ამა თუ იმ ახალი მასალის აღქმა. ჩვენი სურვილი იყო, დავხმარებოდით მათ და უფრო ინტერაქტიული, შემეცნებითი და სახალისო გაგვეხადა სწავლის პროცესი, აქედან გამომდინარე მოგვაფიქრდა Book AR-ის კონცეფცია” – აღნიშნავს გუნდის ერთ-ერთი წევრი – ნიკა ლოსაბერიძე.

აპლიკაციის გამოყენება ძალიან მარტივია, მისი გახსნისთანავე ტელეფონის კამერის საშუალებით პროგრამა ამოიცნობს ამა თუ იმ გვერდს, შესაბამისად, მომხმარებელი შეძლებს, დაინახოს ტექსტის ძირითადი სათქმელი ორ ან სამ განზომილებაში, აგრეთვე, ვიდეოს, ანიმაციისა და 3Dმოდელების დახმარებით.

,,იმის ნაცვლად, რომ მოსწავლე დაკმაყოფილდეს მხოლოდ და მხოლოდ ტექსტითა და რამდენიმე სურათით, ჩვენ ვაძლევთ საშუალებას მობილური აპლიკაციის დახმარებით მოცემული თემა უკეთესად გაიაზროს და წარმოიდგინოს ვიზუალურად. ჩვენი მიზანია, რომ მოცემული პროდუქტი დაინერგოს სწავლების სისტემაში, აღნიშნული აპლიკაცია საგრძნობლად აამაღლებს სწავლის დონეს საქართველოში. ამისათვის ჩვენ ვმუშაობთ, გვაქვს შეხვედრები ბევრ ბიზნესმენთან, რომელთაგანაც ვიღებთ რჩევებს, ასევე გვიტარდება ბევრი ტრენინგი და ა.შ.” – აღნიშნავს ნიკა ლოსაბერიძე.

გუნდი მიზნად ისახავს, ეფექტური მულტიმედიური რესურსების გამოყენებით მოსწავლეებს დაეხმაროს  შემოქმედებითი, კრიტიკული აზროვნებისა და სხვა უნარების განვითარებაში.

გუნდი ამჟამად მონაწილეობას იღებს ერთ-ერთ კონკურსში, მხარდასაჭერის სურვილის შემთხვევაში, შეგიძლიათ ხმა მისცეთ მითითებულ ბმულზე: http://socialimpactaward.ge/

მასალა მოამზადა: ნინი მშვენიერიძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კომუნიკაციასაქართველოტექნოლოგიები

თბილისი ინტერნეტმმართველობის ფორუმს მასპინძლობს

თბილისი ინტერნეტმმართველობის რიგით მესამე ფორუმს – IGF 2017 მასპინძლობს.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, წელს ფორუმი ევროპის საბჭოს (CoE), ინტერნეტსაზოგადოების (ISOC), მინიჭებული სახელებისა და ნომრების ინტერნეტკორპორაციის (ICANN) და ევროპის რეგიონული ინტერნეტრეგისტრატორის (RIPE NCC), მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო კომპანიების ასოციაციის, ასევე ადგილობრივი ორგანიზაციების მხარდაჭერითა და მონაწილეობით ტარდება.

ფორუმის ძირითადი საკითხებია: საავტორო უფლებები ინტერნეტში, ინტერნეტის ხელმისაწვდომობის საკითხები საქართველოში, პროპაგანდა ინტერნეტში და საქართველო, პერსონალური მონაცემების დაცვა და ა.შ.

საქართველოს ინტერნეტმმართველობის ფორუმი – Georgian Internet Governance Forum (GeoIGF) გაეროს რეკომენდაციის საფუძველზე შექმნილ ინტერნეტმმართველობის საკითხებთან დაკავშირებულ გაერთიანებას წარმოადგენს. ღონისძიების მასპინძელია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის  და ISOC-ის ადგილობრივი წარმომადგენლობა.

ფორუმის ორგანიზატორი მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის,  უჩა სეთურის განცხადებით, ფორუმის ერთ-ერთი მთავარი საკითხი არის ინტერნეტის ხელმისაწვდომობა და სახელმწიფოს გეგმები ამ მიმართულებით.

თბილისში მიმდინარე ინტერნეტმმაერთველობის ფორუმში საერთაშორისო ორგანიზაცია The Internet Society (ISOC)-იც მონაწილეობს. ISOC-არაკომერციული ორგანიზაცია, რომლის ძირითადი ფუნქცია ინტერნეტის განვითარების ხელშეწყობა და მისი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაა. სწორედ  ISOC-ის კონტრიბუციით შესაძლებელი თუშეთის ინტერნეტიზაციის პროექტის დასრულება.

ინტერნეტმმართველობის ფორუმის მოსამზადებელ სამუშაოებში ჩართულია  სხვადასხვა ორგანიზაცია, მათ შორის, სამთავრობო, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციები, მარეგულირებელი ორგანო, კერძო სექტორი და სატელეკომუნიკაციო კომპანიები.

წყარო: http://www.economy.ge

მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
განათლებასაქართველოტექნოლოგიები

NATO-ს კიბერპლატფორმა – სილიკონ ველი თბილისში შეიქმნება

 სილიკონ ველი თბილისის სივრცეში არსებულ კიბერუსაფრთხოების ლაბორატორიაში, ნატოს სამეკავშირეო ოფისის პროფესიული განვითარების პროგრამის ფარგლებში, კიბერპლატფორმა განთავსდება. 

პლატფორმის მიზანს კიბერუსაფრთხოების მიმართულებით ცნობიერების ამაღლება, კიბერშეტევებისა და თავდაცვის შესახებ განახლებული ინფორმაციის უწყვეტ რეჟიმში მიწოდების უზრუნველყოფა, არსებული რისკების პრევენცია და მიზნობრივი ჯგუფების გადამზადება წარმოადგენს.
პროექტის ფარგლებში მოხდება ნატოს სამეკავშირეო ოფისის პროფესიული განვითარების პროგრამის საგანამანათლებლო სრტუქტურებთან დაახლოება და ახალი თაობის ჩართულობის ამაღლება მომავლის პროფესიების განვითარებაში.

 იგეგმება საინფორმაციო ონლაინპლატფორმის შექმნა, იმისთვის, რომ ყველა დაინტერესებულმა მხარემ შეძლოს კიბერდანაშაულისგან თავდაცვის უნარიანობის ამაღლება და სატელეკომუნიკაციო საშუალებების მოხმარების დროს კიბერჰიგიენის დაცვა. 

პლატფორმის პრეზენტაცია 21 სექტემბერს სილიკონ ველი თბილისის სამუშაო სივრცის გახსნაზე გაიმართება.

წყარო:  ipn.ge

მსოფლიოტექნოლოგიები

ხვალ iPhone 8-ის ახალი მოდელის პრეზენტაცია შედგება – დეტალები iPhone X-ის შესახებ

iPhone 8-ის ახალი მოდელი  iPhone X-ი, რომლის პრეზენტაციაც 12 სექტემბერს არის დაგეგმილი, მფლობელის ამოცნობის ფუნქციით იქნება აღჭურვილი. ამის შესახებ ინფორმაციას ,,Bloomberg-ი” ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, iPhone 8 ან iPhone 8 Plus-ი ახალი სახელწოდებით – iPhone X წარდგება ბაზარზე. ამასთან, iPhone X-ის პრეზენტაცია პირველი აიფონის გამოშვების თარიღს ემთხვევა.

სმარტფონის განსაკუთრებულობა ახალ დიზაინსა და გაუმჯობესებულ კამერაში მდგომარეობს. გარდა ამისა, მნიშვნელოვანი სიახლე იქნება მომხმარებლებისთვის ისიც, რომ სმარტფონი საკუთარ მფლობელს სახის სკანირების მეთოდით ამოიცნობს – მობილურის განბლოკვას მხოლოდ მისი მფლობელი შეძლებს.

მნიშვნელოვანი სიახლეა ისიც, რომ iPhone 8-ს ღილაკი Home აღარ ექნება.

iPhone 8-ის გარდა პრესკონფერენციაზე კიდევ 2 სმარტფონს წარადგენენ. ესენია: iPhone 7s და 7s Plus.  გარდა ამისა, იგეგმება ახალი საათების პრეზენტაცია. პრეზენტაცია კომპანიის ახალ კამპუსში, სტივ ჯობსის სახელობის თეატრში გაიმართება.

კომპანია Apple-მა პირველი iPhone-ის გამოშვებიდან დღემდე, სმარტფონების გაყიდვით 760 მილიარდი დოლარის მოგება მიიღო.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაციაკვლევებიმსოფლიოქიმია

Aeroice-ი –  მეცნიერებმა ყველაზე ნაკლები სიმკვრივის მქონე ყინული შექმნეს

მკვლევარები აცხადებენ, რომ მათ აღმოაჩინეს ახალი კლასის, ულტრადაბალი სიმკვრივის ყინული, რომელიც წყლის მოლეკულებზე უკიდურესად უარყოფითი წნევის პირობებში კრისტალიზდება.

მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ჩვენგანი მხოლოდ იმ სახის გაყინულ წყალს იცნობს, რომელიც ჩვენს სასმელს ცივ და სასიამოვნო დასალევს ხდის, დედამიწის ჩვეულებრივი ყინული 20 ცნობილი ფორმიდან მხოლოდ ერთ-ერთია. ხოლო იაპონელი მეცნიერების მიერ აღმოჩენილ ახალ ფორმებს ყველა ცნობილ ყინულთან შედარებით ნაკლები სიმკვრივე აქვთ.

ახალ ყინულს Aeroice-ი ეწოდება  და ის ოკაიამას უნივერსიტეტის მეცნიერებმა აღმოაჩინეს.

აქამდე ჩატარებული არაერთი კვლევის საფუძველზე მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ზემაღალი სიმკვრივის ყინულის შესაქმნელად წყლის მოლეკულებზე უზარმაზარი წნევაა საჭირო, რაც დედამიწაზე, ჩვეულებრივ ატმოსფერულ პირობებში არ ხდება, მაგრამ მეცნიერთა აღნიშნულმა გუნდი აქცენტი საპირისპირო მიზეზსა და ეფექტზე გააკეთა. არამკვრივი ყინულის შექმნა ზეწოლის გარეშე.

არსებობს წყლის 17 ცნობილი მყარი კრისტალური ფაზა, რომელსაც შეუძლია შექმნას ყველა სახის ყინული. აქედან მხოლოდ ორი ხდება ბუნებრივად დედამიწაზე, ექვსკუთხა ყინული და კუბური ყინული.

Ice Ih-ი გახლავთ  ყინული, რომელიც  პლანეტაზე თითქმის ყველა სახის ყინულს შეადგენს, თუმცა არსებობს სხვა ყინულიც – Ice Ic, რომელიც დედამიწის ზედა ატმოსფეროში ჩნდება.

ყინულის ფაზის ყველა სხვა სახეობა გახლავთ ის, როდესაც წყლის მოლეკულები საგანგებო პირობებში  იყინება.

17 ცნობილი ყინულის ფაზისგან მხოლოდ ორს აქვს ჩვეულებრივ ყინულთან შედარებით დაბალი სიმკვრივე. ესენი გახლავთ ყინულები სახელწოდებით – Ice XVI და Ice XVII.

 Ice XVI 2014 წელს აღმოაჩინეს მკვლევარებმა, რომლებმაც დაადგინეს, რომ ყინულს შეუძლია ერთგვარ 3D კრისტალურ კეიჯში ფორმირება, რომელსაც უწოდებენ ცეოლითურ სტრუქტურას.

ამ პირობებში, ამ გაყინულმა კეიჯმა შესაძლოა, მასპინძელი მოლეკულას ირგვლივ მიიღოს ფორმა- ამ შემთხვევაში ნეონის ატომები, რომლებიც შემდგომში სტრუქტურისგან მიიღება, რის შედეგადაც აქამდე აღმოჩენილ ყინულის ყველაზე დაბალი სიმკვრივის ფაზად გადაიქცევა.

იაპონელი მეცნიერების ახალი აღმოჩენა, aeroice-ი, წარმოიქმნება უარყოფით წნევაზე წარმოშობილი მოლეკულური გადაჯგუფებისგან, თუმცა, ამ შემთხვევაში, სილიკას  (სკაიკონის დიოქსიდი, SiO2) ჩათვლით.

 სიმულაციებში, გუნდმა SiO2 მოლეკულური სტრუქტურისაგან ჟანგბადის ორი ატომი ამოიღეს და შემდეგ თითოეული მოლეკულის  სილიციუმისა და ჟანგბადის ატომებს ადგილები გაუცვალეს მანამ, სანამ წყალბადის ატომებს დაუმატებდნენ.

 ამის შედეგად მიიღეს ახალი სახის ყინული, რომელსაც თხევადი წყლის ნახევარი სიმკვრივე ჰქონდა. თუმცა მიუხედავად ასეთი დაბალი სიმკვრივისა, მეცნიერები აცხადებენ, რომ aeroices-ი გაცილებით მყარია, ვიდრე ნებისმიერი სხვა სახის ცეოლითური ყინული, რომელიც დღემდე დამუშავებულა.

დამატებითი სიმულაციები მიანიშნებს, რომ aeroices-ი შეიძლება კიდევ უფრო ნაკლები სიმკვრივის იყოს- კუბურ სანტიმეტრე 0-დან 5 გრამი.

 მრავალწახნაგოვანი სამშენებლო ბლოკების დამატებით (ნაგებობა ექვსი ან მეტი თვითმფრინავით), მოლეკულებს შეუძლიათ შეინარჩუნონ კრისტალური სტაბილურობა.

მიუხედავად იმისა, რომ დღეს დასკვნები შეიძლება დიდწილად აკადემიური ინტერესის საგანი იყოს, აღმოჩენის პოტენციური აპლიკაციები უზარმაზარია, მაგალითად, იმის დასადგენად, თუ როგორ მოქმედებს წყალი ნანოტებსა და ნანოპორეებში, ან როგორ მოქმედებს ყინული იმ კოლონისტებზე, რომლებიც მზის სისტემაში სხვადასხვა კვლევას აწარმოებენ.

წყარო: http://www.sciencealert.com/

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
მსოფლიოპოლიტიკატექნოლოგიები

,,რუსეთი საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებზე შპიონაჟს ,,Facebook-ის” საშუალებით ახორციელებდა”

 რუსეთის სადაზვერვო ორგანიზაციები საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის წინასაარჩევნო კამპანიას თვალყურს ყალბი Facebookპერსონებით ადევნებდნენ.

ამის შესახებ განცხადება აშშ-ს კონგრესმენმა გააკეთა.

მისი ინფორმაციით, მაკრონის კამპანიის ოფიციალური პირებისა და მასთან დაახლოებული სხვა პირების სათვალთვალოდ ოცამდე Facebookანგარიში შექმნეს.

,,Facebook-მა” აპრილში განაცხადა, რომ იმ ყალბი ანგარიშების წინააღმდეგ, რომლებიც საფრანგეთის არჩევნების შესახებ დეზინფორმაციის ავრცელებდნენ, მოქმედება დაიწყო. თუმცა მაკრონის ოფიციალური პირების სოციალური ქსელების ინფილტრაციის მცდელობაზე აქამდე არავის განუცხადებია.

რუსეთმა არაერთხელ უარყო ჰაკერული თავდასხმითა და ელ-ფოსტებისა და დოკუმენტების გამოაშკარავებით საფრანგეთის არჩევნებში ჩარევის ფაქტები.

აშშ-ს სადაზვერვო სამსახურებმა  მაისში საინფორმაციო სააგენტო ,,როიტერსს” განუცხადეს, რომ ჰაკერები რუსეთის ხელისუფლებასთან  იყვნენ კავშირში, მაგრამ მათ არ ჰქონდათ დამაჯერებელი მტკიცებულებები, რომ ჰაკერული თავდასხმა კრემლის მიერ იყო შეკვეთილი.

,,Facebook -მა” ,,როიტერსს” განუცხადა, რომ მათ აღმოაჩინეს და დააუქმეს ჯაშუშური ანგარიშები საფრანგეთში.

კვლევაში ჩართული პირები აცხადებენ, რომ არჩევნებთან დაკავშირებული დახურული Facebookანგარიშების რიცხვი 70,000-ია, ეს მაჩვენებელი ორჯერ მეტად აღემატება კომპანიის მიერ აპრილში შეწყვეტილი ანგარიშების რაოდენობას.

წყარო: Reuters

მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაციამსოფლიოტექნოლოგიებიტრანსპორტი

თვითმართული კატერი ჩინეთში ადამიანებს დახრჩობისგან იცავს

ჩინეთში ინოვაციური კატერი გამოჩნდა – თვითმართული მოწყობილობა ადამიანებს დახრჩობისგან იხსნის.

ინიციატივა მას შემდეგ გაჩნდა, რაც ქალა ჰეფეიში, ტიანის ტბაში 2004 წლიდან დღემდე, ჯამში, 66 ადამიანი დაიხრჩო.

ავტონომიური კამერა აკუსტიკური და ინფრაწითელი სენსორებით, ასევე, კამერითა და GPS–ითაა აღჭურვილი.

სენსორები ტბას სახიფათო და უსაფრთხო ზონებად ჰყოფს და, იმ შემთხვევაში, თუკი ტბაში შესული ადამიანი სახიფათო ზონაში შეცურავს, კატერი სიგნალით გააფრთხილებს, ამავდროულად კი, მაშველებს მისი ლოკაციის კოორდინატებს გადასცემს. თუ ადამიანი მოახერხებს, კატერს ჩაეჭიდოს, თვითმართული მოწყობილობა მას უსაფრთხო ზონამდე მიიყვანს.

მას შემდეგ, რაც კატერი ტბაზე გაჩნდა, არცერთი ადამიანი არ დაღუპულა.

წყარო:  https://newsworld.co

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაციატექნოლოგიები

,,ფეისბუკის“ რეკლამები მალე მესენჯერშიც გამოჩნდება

 მართალია, ,,ფეისბუკის“ რეკლამების ფუნქცია მესენჯერში რამდენიმე ქვეყანაში აქამდეც გააქტიურებული იყო, მაგრამ ამჯერად ის გლობალური გახდება.

როგორც ოფიციალური ინფორმაციით ირკვევა, სისტემამ უკვე გაიარა რამდენიმე შემოწმება და ,,ფეისბუკი“ უახლოეს მომავალში დაიწყებს საკუთარი შემოსავლის ამ გზით ზრდას.

ახალი სივრცე კომპანიებისათვის მიმზიდველი უნდა იყოს.

არ შეშინდეთ, რეკლამები სასაუბრო სივრცეში არ გამოჩნდება, იგი მხოლოდ საუბრების ჩამონათვალში განთავსდება. ასევე, შეგეძლებათ მათი დამალვა ისევე, როგორც ამას ,,ნიუსფიდში“ აკეთებთ.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
1 66 67 68 69 70 90
Page 68 of 90