close

ტექნოლოგიები

ტექნოლოგიები

LG სმარტფონებს აღარ გამოუშვებს

LG სმარტფონების გამოშვებასა და უკვე არსებული მოდელების განახლებას წყვეტს. ამის შესახებ PhoneArena ინსაიდერ Tron-ზე დაყრდნობით წერს.

როგორც ბლოგერი აცხადებს, სამხრეთკორეული კორპორაციის ტოპ-მენეჯერებმა გადაწყვიტეს, რომ სმარტფონების გამოშვების ქვედანაყოფის მუშაობა შეაჩერონ. Tron-ის ინფორმაციით, LG ოფიციალურ განცხადებას 5 აპრილს გამოაქვეყნებს.

სმარტფონების გამოშვებაზე დასაქმებული თანამშრომლები კომპანიაში ადგილს შეინარჩუნებენ და მათ საყოფაცხოვრებო ტექნიკის წარმოებაზე გადაიყვანენ.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაციატექნოლოგიები

ისლანდიაში შექმნეს „გონიერი ბეჭედი“, რომლითაც კომპიუტერის დისტანციურად მართვა შეიძლება

ისლანდიაში, სტარტაპმა Genki Instruments შექმნა „გონიერი (სმარტი) ბეჭედი“ – Wave for Work, რომლითაც კომპიუტერის დისტანციურად მართვაა შესაძლებელი. ამის შესახებ techcult წერს.

კერძოდ, სმარტი ბეჭდის მეშვეობით დამატებების Zoom, Skype, PowerPoint, Microsoft Teams და Keynote-ს დისტანციურად ერთობლივად მართვაა შესაძლებელი.

„გონიერი ბეჭედი“ საჩვენებელ თითზე მაგრდება. ბეჭედზე არის სამი ღილაკია, რომელზეც არჩეული მოქმედებები აისახება.

სტარტაპის წარმომადგენლები არ გამორიცხავენ, რომ „გონიერი ბეჭედი“ დამატებით ფუნქციებსაც შეითავსებს. კერძოდ შეძლებს მიკროფონის გათიშვას და კამერების მართვას ონლაინ-კონფერენციის დროს. ასევე გაუშვებს სლაიდ-შოუს და გახსნის ჩანართებს. ამასთან ბეჭდის მფლობელი ოთახში თავისუფლად გადაადგილებას შეძლებს.

Wave for Work პროგრამების macOS და Windows 10-ის გამოყენებისას „ჭკვიანი ბეჭედი“ 10 მეტრის დისტანციაზე მუშაობს. ბეჭდის ელემენტი 8 საათს ძლებს. გაჯეტის ფასი $99-ია.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა

სრულად ნახვა
ბიოლოგიაგამოგონება - ინოვაცია

მეცნიერებმა ხელოვნური უჯრედი შექმნეს, რომელიც ბუნებრივის მსგავსად იზრდება და იყოფა

მეცნიერებმა შექმნეს ერთუჯრედიანი სინთეზური ორგანიზმი, რომელიც ჩვეულებრივი უჯრედის მსგავსად იზრდება და იყოფა.

მიღწევა, რომელიც დემონსტრირებულია ერთუჯრედიანი ბაქტერიების მსგავსი ცხოვრების ფორმაში, სახელწოდებით JCVI-syn3A, მეცნიერთა ათწლეულების გენომის თანმიმდევრობისა და ანალიზის შედეგია.

”ჩვენი მიზანია, ვიცოდეთ თითოეული გენის ფუნქცია, რათა შევქმნათ უჯრედის მუშაობის სრული მოდელი,” – აცხადებს MIT– ისა და სტანდარტებისა და ტექნოლოგიების ეროვნული ინსტიტუტის (NIST) ბიოფიზიკოსი ჯეიმს პელეტერი.

JCVI-syn3A-ის შექმნას წინ უძღოდა ლაბორატორიაში ბაქტერიის სახეობის JCVI-syn3.0-ის შექმნა, რომელიც ჯამში მხოლოდ 473 გენს ფლობდა — ანუ ნაკლებს, ვიდრე სხვა ნებისმიერ დამოუკიდებელი ცოცხალი ორგანიზმი.

მიუხედავად იმისა, რომ მინიატურიზებული გენეტიკური კომპლექტი JCVI-syn3.0-ს უჯრედის დაყოფის გზით სიცოცხლის გაგრძელების უნარს აძლევდა, ეს მან უჩვეულო გზით, თავის მიერ წარმოქმნილ ახალ უჯრედებში გასაოცარი მორფოლოგიური ვარიაციის წარმოქმნით გააკეთა, რომელიც მრავალი სხვადასხვა ზომითა და ფორმით გაჩნდა.

ახლა კი, მეცნიერთა ამავე ჯგუფის წევრებმა, JCVI-syn3.0-ის ახლად მოდიფიცირებული ვარიანტის, JCVI-syn3A-ის, საშუალებით ამ უცნაური მორფოლოგიების პრევენციის გზას მიაგნეს.

JCVI-syn3A-ში 19 ისეთი გენის დამატებით, რომელიც JCVI-syn3.0-ში არ იყო, ის უჯრედის დაყოფას უფრო ნორმალურის მსგავსი, თანმიმდევრული გზით განიცდის და აღენიშნება გაცილებით ნაკლები მორფოლოგიური ნაირსახეობები, ვიდრე JCVI-syn3.0-ს.

მიუხედავად იმისა, რომ მეცნიერები ამ მიღწევაზე რამდენიმე წლის განმავლობაში მუშაობდნენ, ამ გენებში მაინც რჩება საკმაოდ ბევრი საიდუმლო.

მაგალითად, მიუხედავად იმისა, რომ JCVI-syn3A-ს 19 ახალი გენი აქვს, მათგან მხოლოდ 7 გენი უნდა ასრულებდეს გარკვეულ როლს უჯრედის დაყოფის პროცესის უფრო რეგულარული გზით წარმართვაში. ამ შვიდიდან კი, მხოლოდ ორმა გენმა, სახელად ftsZ და sepF — გამოავლინა საკუთარი ფუნქციები.

უცნობი რჩება, შეაქვს თუ არა რაიმე წვლილი დანარჩენ ხუთ გენს JCVI-syn3A-ს მორფოლოგიურ გამძლეობაში, მაგრამ ერთი რამ ნათელია: ეს პაწაწინა გენომი ახლა წარმოადგენს ახალ სტანდარტს ექსპერიმენტებისთვის, რომლებმაც შეიძლება, დიდი დახმარება გაგვიწიოს იმის დახასიათებაში, თუ რას აკეთებენ ეს გენები ორგანიზმებში.

კვლევის შედეგები ჟურნალ Cell-ში გამოქვეყნდა.

წყარო : sciencealert.com

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ

სრულად ნახვა
პოლიტიკასამხედრო

მიანმარის გადატრიალება: სისხლი თავისუფლების ფასად

27 მარტს მიანმარში სამხედროები „შეიარაღებული ძალების დღეს“ აღნიშნავდნენ, როდესაც მომიტინგეები ისევ სამხედრო გადატრიალების წინააღმდეგ საპროტესტო აქციებს მართავდნენ, მათ შორის დაპირისპირებას კი 100 ადამიანი ემსხვერპლა. მიანმარში განვითარებულ მოვლენებზე ზუსტად საუბარი ძნელია, მაგრამ ყველაზე სისხლისმღვრელი დღის შემდეგ ადგილობრივებისა და მედიის განცხადებით, სამხედროებმა ცეცხლი გახსნეს 40-ზე მეტ ადგილას, რასაც ათობით მომიტინგის სიცოცხლე შეეწირა.

მსხვერპლთა შორის არიან ბავშვებიც. 12 წლის გოგონას მშობელი ამბობს, რომ როდესაც შეიტყო სამხედროების მოსვლის შესახებ, სასწრაფოდ მივარდა კარის დასახურად, მაგრამ გვიანი იყო, რამდენიმე წუთის შემდეგ უკვე ქალიშვილის სისხლით დასვრილი სხეული ეჭირა.

პირველი თებერვლის სამხედრო გადატრიალების შემდეგ მსხვერპლთა საერთო რაოდენობამ 400-ს გადააჭარბა. უკან დახევას არცერთი მხარე არ აპირებს, არც სამხედროები და არც დემოკრატიული მოძრაობის წევრები. სამხედროების ლიდერის, მინ ან ჰლაინმის განცხადებით, ისინი ქვეყანაში დემოკრატის, მშვიდობისა და სტაბილურობის მიღწევას ცდილობენ. მოძრაობას კი, რომელსაც ახალგაზრდები ხელმძღვანელობენ, გადაწყვეტილი აქვს მიანმარი სამუდამოდ გაათავისუფლოს სამხედრო დიქტატურისგან.

აშშ-მა და ევროკავშირმა მიანმარის სამხედრო გადატრიალებასთან დაკავშირებულ პირებს სანქციები დაუწესეს, აქტივები გაუყინეს და სავიზო შეზღუდვები დაუწესეს.

მასალა მოამზადა: ნინი ხეცურიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა

სრულად ნახვა
ტექნოლოგიები

iPhone-ის დამტენის გარეშე გაყიდვისთვის Apple 2 მილიონი დოლარით დაჯარიმდა

Procon-Sp-მა, სან პაულოს მომხმარებელთა უფლებების დაცვის სააგენტომ გადაწყვიტა, Apple დაეჯარიმებინა, iPhone-ების ყუთებიდან კვების ადაპტერის ამოღების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ. კომპანიამ ამის მიზეზად ნახშირბადის გავრცელებისა და იშვიათმიწა ელემენტების გამოყენების შემცირება დაასახელა.

დეკემბერში ბრაზილიურმა სააგენტომ Apple-ს აცნობა, რომ ქვეყანაში მობილური ტელეფონის კვების ადაპტერის გარეშე გაყიდვა მომხმარებელთა დაცვის კოდექსის დარღვევაა. თუმცა კომპანიის თქმით, შეშფოთების მიზეზი სრულებით არ არსებობს, რადგან მომხმარებელთა უმეტესობას უკვე აქვს სათადარიგო გადამყვანები და ყუთში კიდევ ერთის მოთავსება საჭირო არაა.

Procon-SP-ის აღმასრულებელი დირექტორი, ფერნანდო კაპეზი აღნიშნავს, რომ ჯარიმასთან ერთად, Apple-მა მკაცრი გაფრთხილებაც კი მიიღო, რადგან ბრაზილიის სამომხმარებლო კანონის პატივისცემა და გაგებაა საჭირო. გარდა ზემოთ აღნიშნული მიზეზისა, კომპანია დაჯარიმდა წყალგაუმტარობის შესახებ მომხმარებლების შეცდომაში შეყვანის გამო.

როგორც იცით, ბოლოდროინდელ iPhone 12-ის 6 მეტრის წყლის სიღრმეში, 30 წუთის განმავლობაში მოთავსებაა შესაძლებელი. თუმცა ბევრ მომხმარებელს, წესების დაცვის მიუხედავად, მობილური ტელეფონები გაუფუჭდა. Apple-მა კი უარი განაცხადა წყალგამძლე მოწყობილობების შეკეთებაზე. ამასთან ერთად, სააგენტო ჩივის ძველ მოდელებზე iOS  განახლებების შენელებაზე, რაც ადამიანებს ახალი სერიების ყიდვას აიძულებს.

ამ ეტაპისთვის, Apple არანაირ კომენტარს არ აკეთებს 2 მილიონი დოლარის ოდენობის ჯარიმის შესახებ.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
ტექნოლოგიები

ამერიკული კომპანია მომხმარებლებს, 24 საათით ეკრანისგან შორს ყოფნაში, 2400 დოლარს გადაუხდის

გიფიქრიათ, ტელეფონისა და კომპიუტერის ეკრანისგან შორს ყოფნაში ფულს გიხდიდნენ?

ამერიკული კომპანია Reviews.org მომხმარებლებს 24 საათის განმავლობაში ეკრანისგან შორს ყოფნაში 2 400 დოლარს გადაუხდის. კომპანიამ ,,ტექნოლოგიებისგან დეტოქს” კამპანია წამოიწყო, რის ფარგლებშიც მონაწილეებმა უნდა გაძლონ ეკრანის გარეშე ერთი დღის განმავლობაში.

მარტივად ჟღერს დავალების შესრულება, მაგრამ გამოწვევა ცოტათი უფრო რთულია. მოხალისეები ერთი დღის განმავლობაში არა მხოლოდ ტელეფონების, არამედ ტელევიზორის, კომპიუტერის, კომპიუტერული თამაშების, ჭკვიანი საათების, ანდა ჭკვიანი სახლის მოწყობილობების გარეშე უნდა გაძლონ. მონაწილეები მიიღებენ სეიფებს, სადაც 24 საათის განმავლობაში შეინახავენ ელექტრომოწყობილობებს.

მონაწილეობის მისაღებად კომპანია ითხოვს კითხვარის შევსებას და სულ რაღაც 100 სიტყვიან პასუხს კითხვაზე, თუ რატომ იღებენ მონაწილეობას. განაცხადების მიღება 26 მარტს შეწყდება და გამარჯვებულებს 29 მარტს გამოაცხადებენ. მონაწილეობის მიღება მხოლოდ აშშ-ში მცხოვრებლებს შეუძლიათ.

პანდემიის პირობებში ბევრ ადამიანს მოუწია დისტანციურად მუშაობა, სტუდენტებს დისტანციურად სწავლა, რამაც მათი ეკრანზე კიდევ უფრო მიჯაჭვულობა გამოიწვია. Common Sense Media-ს 2019 წლის ანგარიშის მიხედვით, აშშ-ს თინეიჯერების დიდი ნაწილი გასართობად მედიასაშუალებებს დღეში 7 საათზე მეტ დროს უთმობს.

მასალა მოამზადა: ნინი ხეცურიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსიგამოგონება - ინოვაციატექნოლოგიები

iPhone 13 სავარაუდოდ ასტროფოტოგრაფიის საშუალებას მოგვცემს

გავცერელებული ინფორმაციის თანახმად, ახალი iPhone 13, რომელიც ვიზუალურად თითქმის iPhone 12-ის იდენტურია, Apple-ის სმარტფონის ყველაზე დიდ მიღწევას წარმოადგენს. ის მოიცავს განახლებას, რომელიც ასტროფოტოგრაფიის საშუალებას იძლევა.

ის ავტომატურად შეარჩევს კამერის საუკეთესო პარამეტრებს.

ასტროფოტოგრაფია ფოტოგრაფიის სულ უფრო პოპულარული დარგი ხდება. ადამიანები მთვარის, ვარსკვლავებისა თუ შორეული სპირალური გალაქტიკების გადასაღებად სხვადასხვა მოწყობილობებს იყენებენ. სამწუხაროდ, არც ისე ადვილია ციური სხეულების ზუსტად ისე დაფიქსირება, როგორც თავად გვსურს. თუმცა როგორც ჩანს, iPhone 13 ამ მხრივ უპრეცედენტო იქნება – ის ავტომატურად შეარჩევს კამერის საუკეთესო პარამეტრებს, მას შემდეგ, რაც მომხმარებელი მობილურს უბრალოდ ცისკენ მიაპყრობს.

გარდა ზემოთხსენებულისა, iPhone 13-ს ექნება “ყოველთვის ჩართული” ეკრანის ფუნქცია, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას მისცემს, უბრალოდ, ერთი შეხედვით ნახონ შეტყობინებები, ელემენტის ინდიკატორი, დრო და ა. შ. ამისათვის ე. წ.  ეკრანის “გაღვიძება” საჭირო აღარ იქნება.

სავარაუდოდ, სწორედ ასტროფოტოგრაფიის ფუნქციის განვითარებასთან არის დაკავშირებული გაუმჯობესებული კამერის სენსორი და ობიექტივი. რაც შეეხება მის ვიზუალურ მხარეს, როგორც ჩანს, ახალ სმარტფონს უფრო ძლიერი MagSafe მაგნიტი და უკანა მქრქალი მინის პანელი ექნება. ის ასევე მოიცავ Face ID-სა და ეკრანის ქვეშა Touch ID-ს.

საერთო ჯამში, ეს იმაზე დიდი განახლებაა, ვიდრე მომხმარებლები ელოდნენ. მართალია, ეს ყველაფერი მხოლოდ ჭორების დონეზეა ცნობილი, თუმცა Apple სავარაუდოდ, ყოველ ფუნქციას განავითარებს.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
კომუნიკაცია

მალე თქვენს Facebook-ის Story-ში რეკლამები გამოჩნდება

ეს კონტენტის შემქმნელების შემოსავლის გაზრდასა და წახალისებას ემსახურება.

Facebook მოკლე ფორმატის ვიდეოების მონეტიცაზიის ახალ გზებს ეძებს. მისი პირველი ნაბიჯი კი რეკლამების ე. წ. “სთორიში” მხარდაჭერაა.

“უახლოეს კვირებში დავიწყებთ ამ შესაძლებლობების შემოწმებას, რათა კონტენტის შემქმნელებმა, რეკლამების მეშვეობით, რომლებიც სტიკერებს ჰგავს, საკუთარი “სთორის” მონეტიზაცია შეძლონ და შემოსავლის ნაწილიც მიიღონ. მიუხედავად იმისა, რომ საწყისი ტესტირება მცირეა, ვიმედოვნებთ, რომ მალე გავავრცელებთ უფრო მეტ კონტენტის შემქმნელთან” – ამბობს იოავ არნშტაინი, Facebook აპლიკაციის მონეტიზაციის დირექტორი. შემდეგ კი სტიკერები მოკლე ფორმატის ვიდეოებამდე გაიზრდება, რაც კონტენტის შემქმნელებს პოპულარული ვიდეოების მონეტიზაციაში დაეხმარება.

საინტერესოა, რომ “სთორი” მრავალი სოციალური პლატფორმისთვის ეფექტური აღმოჩნდა. ამიტომაც, Facebook-მა გადაწყვიტა, ამ პოპულარობით ისარგებლოს და კონტენტის შემქნელები YouTube-დან თუ Twitch-დან საკუთარ ქსელში “მოიტყუოს”.

სოციალური გიგანტი ასევე ზრუნავს იმაზე, რომ კონტენტის შექმნელებმა ვიდეოებში ერთ, ან მაქსიმუმ სამ წუთიანი რეკლამები ჩასვან. მათ ამისათვის ბოლო 30 დღის განმავლობაში 600 000 წუთის ოდენობის ნახვა და ხუთი აქტიური ვიდეო უნდა ჰქონდეთ.

ამასთან ერთად, რეკლამების გაშვება ლაივ-ვიდეოების მიმდინარეობის დროსაც იქნება შესაძლებელი. ამისათვის კი საჭიროა, კონტენტის შემქმნელს უკანასკნელი 60 დღის განმავლობაში მინიმუმ 60 000 ლაივ-წუთი ჰქონდეს დაგროვებული.

და ბოლოს, Facebook $7 მილიონიან ინვესტიციას დებს ახალი ფუნქციის დანერგვაში, ე. წ. Stars-ის გამოყენებაში, რომელიც ვირტუალურ ვალუტას წარმოადგენს. მთლიანობაში კი ეს შემოსავლის გაზრდასა და ხალხის წახალისებას ემსახურება.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაციამედიცინა

შვეიცარიელმა მეცნიერებმა თვალის ბადურის იმპლანტი შექმნეს, რომელიც უსინათლოებს საგნების დანახვის საშუალებას მისცემს

ლოზანის ფედერალური პოლიტექნიკური სკოლის მეცნიერებმა თვალის იმპლანტი შექმნეს, რომელიც უსინათლო ადამიანებს საგნების სილუეტის დანახვის საშუალებას მიცემს. ამის შესახებ გამოცემა EurekAlert-ი წერს.

მეცნიერები ამ პროექტზე 2015 წლიდან მუშაობდნენ. თვალის ბადურის იმპლანტი 10,5 ათასი ელექტროდისგან შედგება და ადამიანს გამოსახულებას ჭკვიანი სათვალის მეშვეობით გადასცემს. სათვალეში არსებული კამერა საგნის მოხაზულობას აფიქსირებს და მონაცემებს სათვალეშივე მოთავსებულ მიკროკომპიუტერს გადასცემს. სისტემა ინფორმაციას სინათლის სიგნალებად გარდაქმნის, რომლებიც იმპლატნში არსებულ ელექტროდებზე გადაიცემა. ისინი კი თავის მხრივ ბადურაზე აგზავნიან სიგნალს და ადამიანი გამოსახულების შავ-თეთრ, გამარტივებულ ვერსიას ხედავს, რომელიც სინათლის წერტილებისგან შედგება.

„თითქოს ღამე, ცაში ვარსკვლავებს უყურებთ და თანავარსკვლავედების ამოცნობა უნდა ისწავლოთ“, – ამბობენ იმპლანტის შემქმნელები.

იმპლანტი მოქნილი მასალისგან – გამჭვირვალე პოლიმერისგან მზადდება, რაც ოპერაციის დროს მასთან მუშაობას ამარტივებს. ტექნოლოგია ადამიანებზე ჯერ არ გამოუცდიათ, თუმცა ავტორები დარწმუნებულები არიან, რომ მათი იმპლანტი კლინიკური ტესტირებისთვის მზად არის.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევებიმედიცინატექნოლოგიები

Apple აფრთხილებს მომხმარებლებს, რომ ტელეფონმა შეიძლება ხელი შეუშალოს სამედიცინო მოწყობილობების მუშაობას, მათ შორის, კარდიოსტიმულატორებს

iPhone-ის მფლობელებისთვის მნიშვნელოვანი გაფრთხილება გამოქვეყნდა Apple-ის გვერდზე. კომპანია აფრთხილებს მომხმარებლებს, რომ iPhone შეიცავს ისეთ ნივთიერებებს, რომლებიც გამოსცემენ ელექტრომაგნიტურ ველებს, რაც ხელს უშლის სამედიცინო მოწყობილობების ნორმალურ ფუნქციონირებას, მაგალითად, კარდიოსტიმულატორებისა და დეფიბრილატორების.

შაბათს გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ iPhone 12-ის ოთხივე მოდელი უფრო მეტ მაგნიტს შეიცავს, ვიდრე ადრეული მოდელები, თუმცა ისიც ნათქვამია, რომ უფრო დიდ საფრთხეს არ წარმოადგენს სამედიცინო მოწყობილობებისთვის, ვიდრე iPhone-ის დანარჩენი ვერსიები.

Apple აცხადებს, რომ სამედიცინო მოწყობილობები შეიძლება შეიცავდეს სენსორებს, რომლებიც რეაგირებს რადიოტალღებზე. კომპანია ასევე რეკომენდაციას იძლევა iPhone-სა და MagSafe-ის ტელეფონის აქსესუარები განსაზღვრული მანძილით შორს დავიჭიროთ, ტელეფონი 6 დიუმი(15 სმ.), MagSafe–ის უსადენო დამტენის გამოყენებისას 15 დიუმი(37.5 სმ.).

,,Heart Rhythm Journal”– მა ამ თვის დასაწყისში გამოაქვეყნა მოხსენება, რომელშიც ხალხს აფრთხილებს, რომ ტელეფონი არ მოათავსონ პერანგის ჯიბეში. ”მიმართეთ თქვენს ექიმს და სამედიცინო მოწყობილობის მწარმოებელს ზუსტი ინფორმაციის მისაღებად, გჭირდებათ თუ არა თქვენ სამედიცინო აპარატსა და iPhone– ს თუ MagSafe– ის სხვა აქსესუარებს შორის უსაფრთხო მანძილის დაცვა”,- აცხადებს Apple.

წყარო: CNN

მასალა მოამზადა: ნინი ხეცურიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
1 23 24 25 26 27 91
Page 25 of 91