close
ტექნოლოგიები

iPhone-ის დამტენის გარეშე გაყიდვისთვის Apple 2 მილიონი დოლარით დაჯარიმდა

Procon-Sp-მა, სან პაულოს მომხმარებელთა უფლებების დაცვის სააგენტომ გადაწყვიტა, Apple დაეჯარიმებინა, iPhone-ების ყუთებიდან კვების ადაპტერის ამოღების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ. კომპანიამ ამის მიზეზად ნახშირბადის გავრცელებისა და იშვიათმიწა ელემენტების გამოყენების შემცირება დაასახელა.

დეკემბერში ბრაზილიურმა სააგენტომ Apple-ს აცნობა, რომ ქვეყანაში მობილური ტელეფონის კვების ადაპტერის გარეშე გაყიდვა მომხმარებელთა დაცვის კოდექსის დარღვევაა. თუმცა კომპანიის თქმით, შეშფოთების მიზეზი სრულებით არ არსებობს, რადგან მომხმარებელთა უმეტესობას უკვე აქვს სათადარიგო გადამყვანები და ყუთში კიდევ ერთის მოთავსება საჭირო არაა.

Procon-SP-ის აღმასრულებელი დირექტორი, ფერნანდო კაპეზი აღნიშნავს, რომ ჯარიმასთან ერთად, Apple-მა მკაცრი გაფრთხილებაც კი მიიღო, რადგან ბრაზილიის სამომხმარებლო კანონის პატივისცემა და გაგებაა საჭირო. გარდა ზემოთ აღნიშნული მიზეზისა, კომპანია დაჯარიმდა წყალგაუმტარობის შესახებ მომხმარებლების შეცდომაში შეყვანის გამო.

როგორც იცით, ბოლოდროინდელ iPhone 12-ის 6 მეტრის წყლის სიღრმეში, 30 წუთის განმავლობაში მოთავსებაა შესაძლებელი. თუმცა ბევრ მომხმარებელს, წესების დაცვის მიუხედავად, მობილური ტელეფონები გაუფუჭდა. Apple-მა კი უარი განაცხადა წყალგამძლე მოწყობილობების შეკეთებაზე. ამასთან ერთად, სააგენტო ჩივის ძველ მოდელებზე iOS  განახლებების შენელებაზე, რაც ადამიანებს ახალი სერიების ყიდვას აიძულებს.

ამ ეტაპისთვის, Apple არანაირ კომენტარს არ აკეთებს 2 მილიონი დოლარის ოდენობის ჯარიმის შესახებ.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

გაზიარება:
fb-share-icon0