close

გამოგონება - ინოვაცია

გამოგონება - ინოვაცია

მეცნიერებმა ინოვაციური ქაღალდი შექმნეს

მართალია ციფრული მედია დღევანდელ საზოგადოებაში ფართოდ გავრცელებულია, მაგრამ მხოლოდ ელექტრონული ეკრანი არაა საკმარისი.

ოფისის ერთი თანამშრომელი წელიწადში რამდენიმე ათას გვერდ ქაღალდს ბეჭდავს, დიდი ბანერებისა და პლაკატები კონფერენციებისა და გამოფენების ნორმად რჩება. დიდი რაოდენობით ქაღალდის წარმოების შედეგად გარემოზე მოყენებული ზარალის შესამცირებლად მეცნიერებმა ქაღალდის მაგვარი ზედაპირი შექმნეს, რომელზეც  დატანილი ტექსტის წაშლა და ხელახლა დაბეჭდვა 40-ჯერაა შესაძლებელი.

მოსახერხებელი ზედაპირი ვოლფრამის ოქსიდისა და წყალში ხსნადი პოლიმერისგანაა დამზადებული.  ზედაპირზე ბეჭდვა ულტრაიისფერი (UV) სინათლის საშუალებით ხდება, რომელიც უფერო ვოლფრამს ლურჯად აქცევს. ფერის შეცვლას სულ რამდენიმე წამი სჭირდება.

ნაბეჭდი ნიმუში ხილვადი ნორმალურ ატმოსფერულ პირობებში რამდენიმე დღის განმავლობაში რჩება, თუმცა ზედაპირის გათეთრება ოზონის, ან სითბოს საშუალებით ნახევარ საათშიცაა შესაძლებელი. ექსპერტები აცხადებენ, რომ ამ ტექნოლოგიის კომერციალიზაცია შედარებით მარტივია. ზედაპირის დასამზადებელი ნედლეული ინდუსტრიულად ხელმისაწვდომი, ხოლო UV ნათურებს საკვებისა და მოწყობილობის სტერილიზაციისთვის იყენებენ. მეცნიერები აცხადებენ, რომ აღნიშნული მემბრანის ქსოვილში გამოყენებაც უნდა განხორციელდეს : მაგალითად, ყოველთვის, როცა გარეთ გახვალთ, შესაძლებელი იყოს ტანსაცმელზე ახალი ლოგოს ამ რეკლამის დატანა.

 

წყარო:  sciencemag.org

მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ


ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაციამსოფლიო

საერთაშორისო კომუნიკაციისთვის ხელოვნურად შექმნილი ენა – ესპერანტო

იცით, რომ კაცობრიობას აქვს ხელოვნური საერთაშორისო ენა – ესპერანტო, რომელიც რომელიც შექმნა თვალის ექიმმა და პოლიგლოტმა – ლუდვიგ ლაზარ ზამენჰოფმა? მანვე შეადგინა ესპერანტოს პირველი სახელმძღვანელო, რომელიც გამოვიდა ვარშავაში 1887 წელს. მისი ფსევდონიმი იყო ესპერანტო. ენის ლექსიკა დაკოპლექტებულია მეტადრე რომანული (~60%), გერმანიკული (~30%) და სლავური ენების სიტყვათა ძირებიდან. სიტყვების ძირებზე აფიქსების დართვით იწარმოება ახალი სიტყვები. გრამატიკა მარტივია – შედგება სულ 16 წესისგან; ამის გამო მისი შესწავლა მარტივია. ესპერანტოზე თარგმნილია უამრავი მხატვრული ნაწარმოები. არსებობს ორიგინალი ლიტერატურაც.

,,ესპერანტოს შინაგანი არსია: ნეიტრალური ენობრივი საფუძვლის მეშვეობით, ერთა შორის აღმართული კედლების რღვევა და ხალხთა დარწმუნება იდეაში, რომ ყველა მათგანმა მოყვასში მხოლოდ და მხოლოდ ადამიანი და ძმა დაინახვოს,”- ეს იყო ის საფუძველი, რის გამოც ჩამოაყალიბა ახალი ენა ლუდვიდ ზამენჰოფმა.

კვლევები ეპერანტოზე 10,000–დან 2 მილიონამდე აქტიურ ან ძალიან კარგად მცოდნე მოლაპარაკეს ითვლის. ის ფაქტი, რომ ესპერანტო არის მშობლიური ენა ზოგთათვის, აიხსნება იმით, რომ მათ ისწავლეს მათი მშობლებისგან ის, როგორც ერთ–ერთი მშობლიური ენა. 115–მდე ქვეყანაში ლაპარაკობენ ესპერანტოზე. განსაკუთრებული გამოყენება აქვს ევროპაში, აღმოსავლეთ აზიაში და ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში.

რაც შეეხება საქართველოს, ამ მხრივ, მისი გავრცელების სიდიდე არცთუ ისე დიდია, თუმცა, ამ კუთხით სხვადასხვა ნაბიჯი იდგმება, მათ შორის, რამდენიმე კვირის წინ სემინარებიც კი ჩატარდა ამ თემაზე ქუთაისში.

რაც შეეხება ესპერანტოს ფონოლოგიას:

ფონემური ინვენტარი სლავურია. ანბანი ეფუძნება ლათინურ გრაფიკას. შედგება 28 ასოსაგან. ასოები იკითხება ისევე, როგორც იწერება. ესპერანტოში არის 23 თანხმოვანი, 5 ხმოვანი და 2 ნახევრადხმოვანი, ხოლო ეს ასოები ადგენენ 6 დიფთონგს. ტონი არ საზღვრავს სიტყვის მნიშვნელობას. აქცენტი ყოველთვის არის ბოლოს წინა ხმოვანზე. მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ბოლო o ხმოვნის ელიზია არ მოხდა (რაც მეტადრე პოეზიაში ხდება). მაგალითად, familio–ში(ოჯახი) აქცენტი მეორე i-ზე არის(famili’o) და o ასოს გარეშეც, აქცენტი მეორე ხმოვანზე რჩება (famili’).

ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რატომაც მიიჩნევა, რომ ეს ენა უპირატესია არის თანასწორობის იდეა, რადგანაც, მისი არსებობის მომხრეების თვალსაზრისით, ესპერანტოს გამოყენებისას თავს უფრო თანასწორად გრძნობთ, ვიდრე, მაგალითად, თანამოსაუბრესთან ინგლისურად ლაპარაკისას, როდესაც ეს უკანასკნელი მისთვის მშობლიური ენაა.

 

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაციაენერგეტიკა

გამოგონება: ახალი ხელსაწყო ელექტროენერგიას ჰაერიდან გამოიმუშავებს

ეს უცნაური ბაქტერიული ნამარხი ორგანიზმი 3 ათეულ წელზე მეტი ხნის წინ აღმოაჩინეს, მდინარე პოტომაკის ტალახიანი ნაპირის შრეებში. მას უნიკალური თვისებები ჰქონდა, რომლის მსგავსი მიკრობებში აქამდე არავის ენახა. მათ შორის, მეცნიერები განსაკუთრებით დაინტერესდნენ ბაქტერიული ნანოსადენების შექმნის უნარით, რომელსაც ელექტროენერგიის გამომუშავება შეეძლო. მიკრობს გეობაქტერი დაარქვეს, ლათინურად – Geobacter.

სედიმენტურ ორგანიზმს მკვლევარები წლების მანძილზე გულდასმით სწავლობდნენ. მას უყურებდნენ, როგორც ბუნების გასაოცარ საჩუქარს და ცდილობდნენ დაედგინათ ის გზა, რომლითაც ბაქტერია ელექტროენერგიას გამოიმუშავებდა.

ორშაბათს გამოქვეყნებულ კვლევაში, მასაჩუსეტსის უნივერსიტეტის ამჰერსტის ფილიალის მეცნიერები ამტკიცებენ, რომ მათ ახლა ხელში უჭირავთ ელექტროენერგიის გამომუშავების ახალი და სრულიად უნიკალური ტექნოლოგია. ამ ტექნოლოგიაზე დაყრდნობით, მათ უკვე შექმნეს ხელსაწყო, სახელად ეარ-გენი, რომელიც ელექტროენერგიას ქმნის.

Air ჰაერს ნიშნავს, Gen გენერატორის შემოკლებული ვერსიაა. აპარატის სახელწოდება ინგლისურად ასეთია: Air-Gen. ჩვენ „პირდაპირი მნიშვნელობით ჰაერისგან ელექტროენერგიას გამოვიმუშავებთ“ – ამბობს ელექტრო-ინჟინერი ჯუნ იაო. მასაჩუსეტსის უნივერსიტეტის მკვლევარის თქმით, ახალი ხელსაწყო განახლებადი ენერგიის წყაროზე მუშაობს, რაც მოწყობილობას ფაქტობრივად უწყვეტი რეჟიმით ფუნქციონირების საშუალებას აძლევს.

მოწყობილობაში გამოყენებულია ნანოსადენები, რომელთა სისქე სულ 7 მიკრომეტრია (1 მიკრომეტრი უდრის 1 მილიმეტრის მეათასედს). სადენები ორ ელექტროდს შორის გადის, მაგრამ ამავე დროს, ღია ჰაერთანაც არის შეხებაში, ისე რომ ატმოსფეროდან ტენის, ანუ ჰაერში არსებული წყლის ორთქლის, ათვისება შეძლოს. სწორედ წყლის ორთქლის საშუალებით ქმნის ხელსაწყო ელექტროენერგიას.

ელექტრო-ინჟინერი ჯუნ იაო და მიკრობიოლოგი დერეკ ლავლი ამბობენ, რომ აღნიშნული მექანიზმი მათ ხანგრძლივი ექსპერიმენტების შემდეგ, თითქმის შემთხვევით აღმოაჩინეს. მათი მოწყობილობა გარემოს არ აბინძურებს და თან ძალიან იაფია. ელექტროენერგიის გამომუშავება ეარ-გენს დაბალტენიანობით გამორჩეულ ისეთ ადგილებშიც კი შეუძლია, როგორიცაა მაგალითად საჰარის უდაბნო.

სხვა განახლებადი ენერგიის წყაროებზე მომუშავე დანადგარებისგან განსხვავებით, როგორიცაა სოლარული პანელები, თუ ქარის ტურბინები, ეარ-გენი არ იქნება დამოკიდებული ენერგიის წყაროზე, როგორიცაა ქარის ენერგია, ან მზის სხივები. ეარ-გენი ყველგან მუშაობს, სადაც ჩვეულებრივი ჰაერია, სახლის შიგნითაც კი – ამტკიცებენ მეცნიერები.

ახალი მოწყობილობა პატარაა და შესაბამისად, მხოლოდ მცირე ზომის ელექტრო მოწყობილობების ამუშავება შეუძლია. მომავალში, მკვლევარებს კომერციული ზომის დანადგარების შექმნა სურთ, რომელსაც გამოიყენებენ მედიცინაში და თანამედროვე ტექნოლოგიებში, მაგალითად სმართფონებში და სმართსაათებში. წარმოიდგინეთ, რომ მათ არასდროს დასჭირდებათ დამუხტვა, თავისით დაიმუხტებიან, ამბობენ ახალი მოწყობილობის გამომგონებლები.

„საბოლოო მიზანი უფრო ფართო მასშტაბის სისტემებია. მაგალითად, ტექნოლოგია შეიძლება კედლის საღებავში ჩამონტაჟდეს და თქვენი სახლი გაანათოს“ – ამბობს ჯუნ იაო. მასაჩუსეტსის უნივერსიტეტში გადასვლამდე, ის წლების მანძილზე მუშაობდა ჰარვარდის უნივერსიტეტში, სადაც ელექტრო-ინჟინერმა სილიკონის ნანოსადენებით რამდენიმე სხვადასხვა მოწყობილობა შექმნა.

მეცნიერები დარწმუნებულები არიან, რომ ეარ-გენს არამარტო უნიკალური, არამედ, პრაქტიკულად, ულიმიტო შესაძლებლობები აქვს. გარემოდან სუფთა, განახლებადი გზით, უწყვეტი ელექტროენერგიის გამომუშავება თვითკმარი სისტემების შექმნის შესაძლებლობას იძლევა და ის ბევრ სხვადასხვა დარგს დააინტერესებს. ჯუნ იაოს აზრით, „ამით ელექტრონულ მოწყობილობებში ახალი ერა დაიწყება“.

კვლევის დეტალურად გაცნობა შესაძლებელია ჟურნალის „ნეიჩერ“ 17 თებერვლის გამოცემაში. ნაშრომზე მასაჩუსეტსის უნივერსიტეტის 9 მკვლევარი მუშაობდა.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაციატექნოლოგიები

შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტის მქონე ფეხსაცმელი, რომლითაც 250%-ით უფრო სწრაფად ივლით

პიტსბურგში დაფუძნებულმა რობოტიკის კომპანიამ ხელოვნური ინტელექტის მქონე ფეხსაცმელი შექმნა. გამოგონებას Moonwalkers ჰქვია და მფლობელს საშუალებას აძლევს 250 პროცენტით უფრო სწრაფად იაროს. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. 

Vigor Times-ის მიერ კვირას გამოქვეყნებული სტატიის მიხედვით, გამოგონებამ უკვე მოიპოვა “მსოფლიოს ყველაზე სწრაფი ფეხსაცმლის” ტიტული.

„Moonwalkers ფეხით მოსიარულეებისთვის შექმნილი მოწყობილობაა, რომელიც საშუალებას გაძლევთ იაროთ სირბილის სიჩქარით. მასში ჩაშენებულია სპეციალურად შემუშავებული ხელოვნური ინტელექტი, რომელიც ამ ყველაფერში გეხმარებათ”, – ნათქვამია განცხადებაში.

ტექნოლოგია მყისიერი რეაგირების საშუალებას იძლევა, რაც ფეხსაცმელს სუპერ მოქნილს ხდის. ამასთან, ის სპეციალურად თქვენი სიარულის სტილს ერგება და ამცირებს დისკომფორტის რისკს.

ძრავა, რომლითაც ფეხსაცმელი იკვებება, შეიძლება გამორთოთ კიბეებზე ასვლისას ან სხვა აქტივობების შესრულებისას, სადაც სიჩქარე შეიძლება შემაფერხებელი იყოს.

ხელოვნური ინტელექტიდან გამომდინარე, ფეხსაცმელი ინტუიციურია. ის ხვდება რა მომენტში გირჩევნიათ შენელება, ან პირიქით, აჩქარება.

რაც შეეხება უსწორმასწორო რელიეფს და წვიმას, არც ეს არის პრობლემა. ფეხსაცმელს მოჰყვება რვა სპეციალური ბორბალი, რომლებსაც შეუძლიათ გაცილებით დიდი დიამეტრის მოცვა რთული რელიეფების დასაფარად.

ფეხსაცმელი აღჭურვილია 300 ვატიანი ელექტროძრავით. მფლობელებს შეუძლიათ მიაღწიონ 12კმ/სთ-ის სიჩქარეს და ეს ყველანაირი დატვირთვის გარეშე.

ფეხსაცმელი ბაზარზე ამ ზაფხულს გამოჩნდება და მისი ღირებულება 1 400 დოლარი იქნება.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაცია

მეცნიერებმა სიმსუქნის წინააღმდეგ საბრძოლველად „მდგომარე მერხები“ შექმნეს

მეცნიერებმა „მდგომარე მერხები“ შექმნეს, რომელიც, მათი მტკიცებით, ბავშვთა ჭარბ წონიანობის წინააღმეგ საუკეთესო საშუალება იქნება. მერხების დიზაინი მოსწავლეებს საშუალებას აძლევს გაკვეთილის მსვლელობისას სურვილისამებრ იჯდეს ან იდგეს.

American Journal of Public Health-ში  გამოქვეყნებული კვლევის ავტორები აღნიშნავენ, რომ „მდგომარე მერხები“ ნაკლებმოძრავი ცხოვრების წესს გაკვეთილზე, ქცევის წესების დარღვევის გარეშე ებრძვის.
მეცნიერებმა ტეხასის სამი სკოლის მესამე და მეოთხე კლასელი მოსწავლეები გამოიკვლიეს. როგორც აღმოჩნდა, როდესაც საკლასო ოთახებში ტრადიციული მერხების ნაცვლად ახალი მერხების გამოყენება დაიწყეს, ბავშვები უმეტეს დროს ფეხზე იდგნენ, რამაც მათი წონაში დაკლება გამოიწვია.
ბავშვების წონასა და სიმაღლეს ზრდასრულებისგან განსხვავებულად აფასებენ. ექიმები ბავშვების სხეულის მასის ინდექსის (სმი) (რომელიც სიმაღლისა და წონის თანაფარდობაა) გამოთვლას არ ამარტივებენ. ისინი ბავშვების სხეულის მასის ინდექსს მათივე სქესის თანატოლების სხეულის მასის ინდექსთან შედარებას ახდენენ.
კვლევის ფარგლებში 24 პედაგოგი და 380 მოსწავლე გამოიკვლიეს. როგორც აღმოჩნდა იმ მოსწავლეების სმი, რომლებიც ორი წლის განმავლობაში „მდგომარე მერხებს“ იყენებდნენ საშუალოდ 5 პროცენტით ნაკლები იყო.
მეცნიერები იმედოვნებენ, რომ შორის სკოლის ასაკის ბავშვებში ჯდომის დროის შემცირებით შემცირდება უმოძრაობასთან დაკავშირებული ჯანმრთელობის პრობლემები, მათ შორის : სიმსუქნე და დიაბეტი.
ცინცინატის უნივერსიტეტის მეცნიერი კერმიტ დევისი, რომელიც აღნიშნულ კვლევაში არ მონაწილეობდა, აცხადებს, რომ „მდგომარე მერხები“ მოზარდების სრულწლოვანობის პერიოდში გასუქებას შეუშლის ხელს. თუმცა დევისი დასძენს, რომ „გადაჭარბებულად ფეხზე დგომა ისეთივე საზიანოა, როგორიც გადაჭარბებულად ჯდომა, ასე რომ, ბალანსის დაცვა აუცილებელია.“

წყარო:reuters
მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ
ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაციატექნოლოგიები

ინჟინერმა რობოტი ძაღლი შექმნა, რომელსაც ხელოვნური ინტელექტი აქვს

ინჟინერმა სანტიაგომ Boston Dynamics-ის რობოტი ძაღლი Spot-ისა ChatGPT-ის ინტეგრაცია მოახდინა. რის შედეგადაც, Spot-ს, ChatGPT-ის გამოყენებით, შეკითხვებზე პასუხის გაცემა რეალურ დროში შეუძლია. ამის შესახებ gizmochina-ი წერს.

მან გააერთიანა Google-ის სამაუწყებლო ტექსტის კონვერტირების ტექნოლოგია, რათა მომხმარებლებმა კითხვების ხმოვან რეჟიმში დასვან, ხოლო Spot-ს რეალურ დროში შეძლებოდა პასუხის გაცემა. შედეგად მიიღო რობოტი ძაღლი, რომელსაც შეუძლია კითხვების ინტერპრეტაცია, დოკუმენტების ანალიზი და პასუხების ფორმულირება.

სანტიაგოს მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოში ვხედავთ Spot-ს, რომელიც პასუხობს კითხვებს და რაც კიდევ უფრო მომხიბვლელია, Spot-ს შეუძლია მიუთითოს დიახ და არა თავის დაქნევით.

გასაკვირი არაა, რომ ზოგიერთ ადამიანს შეიძლება აწუხებდეს ხელოვნური ინტელექტის რობოტებში ინტეგრირება. ხელოვნური ინტელექტის მოდელის საშუალებით, ადამიანებთან რობოტების კომუნიკაციის იდეამ შეიძლება დისტოპიური მომავლის სურათები შექმნას, სადაც ნამუშევრები მათ შემქმნელებს უპირისპირდებიან, მაგრამ ჯერჯერობით მთავარია, რომ რობოტი ძაღლები პატრონებს მუშაობას უადვილებენ.

 

 

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაციაკვლევებიმედიცინამსოფლიოტექნოლოგიები

ელექტრონული ტატუ, რომელიც გულის მდგომარეობას აკონტროლებს

ოსტინის უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფმა შეიმუშავა მოქნილი და ტარებადი სამედიცინო მოწყობილობა, რომელსაც რევოლუციის მოხდენა შეუძლია. საუბარია, ელექტრონულ ტატუზე – ის მაგრდება მკერდთან და შეუძლია მუდმივად აკონტროლოს გულის მდგომარეობა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

მოწყობილობა უნივერსიტეტებს შორის პარტნიორობის ფარგლებში შეიქმნა.

ელექტრონული ტატუ არის უკაბელო და მობილური. მოწყობილობა სულ რაღაც 2,5 გრამს იწონის და მისი ტარება ტანსაცმელთან ერთად თავისუფლადაა შესაძლებელი. რაც შეეხება ენერგიას, ტექნოლოგია პენის ზომის ბატარეაზე მუშაობს, რომელიც 40 საათზე მეტ ხანს ძლებს. ეს პაციენტს აძლევს საშუალებას მთელი დღის განმავლობაში განახორციელოს გულის ჯანმრთელობის მონიტორინგი.

ჯანმრთელობის მონიტორინგის ორი გზა
ელექტრონული ტატუ გულის ორ მნიშვნელოვან ასპექტს ზომავს: ელექტროკარდიოგრამას (ECG) და სეისმოკარდიოგრამას (SCG). პირველი გულის ელექტრულ სიგნალს აფასებს, ხოლო მეორე აკუსტიკურ სიგნალს გულის სარქველებიდან.

რაც შეეხება კვლევას, მოწყობილობა ხუთ ჯანმრთელ პაციენტზე გამოიცადა. ტექნოლოგია საკმაოდ ზუსტი იყო. შემდეგი ეტაპი მოიცავს დამატებით ტესტირებას და საწყისი შედეგების დადასტურებას.

შეერთებულ შტატებში სიკვდილის მთავარი მიზეზი გულის დაავადებაა. შესაბამისად, ახალ ელექტრონულ ტატუს მნიშვნელოვანი მისია აქვს. ტექნოლოგია საშუალებას იძლევა მოხდეს უწყვეტი და პორტატული გულის მონიტორინგი სამედიცინო დაწესებულების მიღმა. ეს ხელს შეუწყობს გულის დაავადების გამაფრთხილებელი ნიშნების ადრეულ გამოვლენასა და დიაგნოსტირებას.

ნანშუ ლუს, აერონავტიკისა და საინჟინრო მექანიკის დეპარტამენტის პროფესორის თქმით, თუ ტექნოლოგია გაამართლებს, გულის დაავადების 80%-ის პრევენცია გახდება შესაძლებელი.

 

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაციამსოფლიოტექნოლოგიები

უახლოეს მომავალში ხელოვნური ინტელექტი შესაძლოა ადამიანზე ჭკვიანი გახდეს – ჯეფრი ჰინტონი

უახლოეს მომავალში ხელოვნური ინტელექტი შესაძლოა ადამიანზე ჭკვიანი გახდეს, – აღნიშნული განცხადება ხელოვნური ინტელექტის ნათლიად წოდებულმა ჯეფრი ჰინტონმა გააკეთა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. 

მან კომპანია „გუგლში“ დაკავებული თანამდებობა დატოვა და განაცხადა, რომ ხელოვნური ინტელექტის განვითარების კუთხით საქმიანობას ნანობს, რადგან ამჟამინდელი ჩათბოტები უკვე აშინებს.

ჰინტონის თქმით, ხელოვნური ინტელექტი მალე იმაზე მეტი ინფორმაციის გადამუშავებას შეძლებს, ვიდრე ეს ადამიანის ტვინს შეუძლია, რაც შესაძლოა, ბოროტი მიზნებისთვის გამოიყენო

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაცია

მეცნიერებმა ლაბორატორიაში გამოყვანილი ცხოველური უჯრედების გამოყენებით 3D პრინტერით დაბეჭდილი თევზის ფილე შექმნეს

ისრაელის კვების ტექნოლოგიის კომპანიამ, Steakholder Foods-მა განაცხადა, რომ ლაბორატორიაში გამოყვანილი და გაზრდილი ცხოველური უჯრედების გამოყენებით 3D პრინტერით დაბეჭდილი თევზის ფილე შექმნა.
თევზის ფილის შექმნის მიზნით კომპანია სინგაპურში დაფუძნებულ Umami Meats-თან თანამშრომლობს. Umami Meats-ი იღებ უჯრედებს – ამჯერად  ზღვის ქორჭილასგან – ზრდის მათ კუნთებად და ცხიმებად, შემდეგ ამატებს  „ბიო-მელანს“, რომელიც შესაფერისია სპეციალური 3D პრინტერებისთვის. შედეგად კი მიიღება ვიწრო ფილე, რომელიც ასახავს ზღვაში დაჭერილი თევზის თვისებებს.
Umami Meats-ი იმედოვნებს, რომ პირველ პროდუქტებს ბაზარზე მომავალ წელს გამოიტანს. უჯრედების გამოყვანა ჯერ კიდევ ძალიან ძვირია, რათა შეესაბამებოდეს ტრადიციული ზღვის პროდუქტების ღირებულებას, ამიტომ ამ დროისთვის თევზის უჯრედები განზავებულია ბიო-მელნის მცენარეული ინგრედიენტებით.
„რაც დრო გავა, ამ პროდუქტების დონე უფრო გაუმჯობესდება და მათ წარმოებასთან დაკავშირებული ფასები შემცირდება“, – განაცხადა Steakholder Foods-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, არიკ კაუფმანმა.

წყარო : reuters.com

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაციამსოფლიო

მეცნიერებმა სუპერგამტარი მასალა აღმოაჩინეს, რომელმაც ენერგეტიკაში, შესაძლოა, სრული რევოლუცია მოახდინოს

მეცნიერებმა აღმოაჩინეს ახალი მასალა, რომელმაც შეიძლება მთელი მსოფლიო შეცვალოს.
მკვლევარები ამბობენ, რომ მათ შექმნეს სუპერგამტარი მასალა, რომელიც მუშაობს საკმარისად დაბალ ტემპერატურასა და წნევაზე იმისთვის, რომ პრაქტიკულ სიტუაციებში რეალურად გამოიყენონ.
ახლადაღმოჩენილ მასალას აქვს თვისება, რომელსაც მეცნიერები საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში ეძებენ : დაამზადონ მასალა, რომელსაც ელექტროენერგიის გადაცემა წინააღმდეგობის გარეშე შეუძლია.
ამ აღმოჩენამ შეიძლება მეცნიერები მიიყვანოს ისეთი ელექტრო ქსელების შექმნამდე, რომლებსაც შეუძლიათ შეუფერხებლად გადასცენ ენერგია და დაზოგონ 200 მილიონ მეგავატ საათამდე, რომელიც ამჟამად წინააღმდეგობის გამო იკარგება. მას ასევე შეუძლია ხელი შეუწყოს ბირთვულ შერწყმას, დიდი ხნის ნანატრ პროცესს, რომელსაც უზარმაზარი ენერგიის წარმოქმნა შეუძლია.
მასალას, მისი ფერის გამო, “reddmatter” უწოდეს. მეცნიერთა ჯგუფმა მასალა დედამიწის იშვიათი ლითონის ლუტეციუმის წყალბადთან და აზოტის მცირე ნაწილთან შერევით დაამზადა, ამის შემდეგ კი რეაქციისთვის ორი-სამი დღის განმავლობაში, მაღალ ტემპერატურაზე დატოვეს.
ნაერთი ლურჯი ფერის გამოვიდა, მაგრამ შემდეგ მაღალი წნევის წნეხის შედეგად, მიაღწია რა ზეგამტარობას, ის ვარდისფერად გადაიქცა შემდეგ კი მკვეთრი წითელი გახდა.
სამუშაოდ, მასალას ჯერ კიდევ სჭირდება 20,5 გრადუს ცელსიუსამდე გაცხელება და დაახლოებით 145 000 პსი-მდე (ფუნტი კვადრატულ დუიმზე) შეკუმშვა, მაგრამ ეს გაცილებით ნაკლებად ინტენსიურია, ვიდრე სხვა მსგავსი მასალები.
კვლევაში ჩართული მეცნიერები აცხადებენ, რომ ეს იქნება ახალი ეპოქა სუპერგამტარი მასალების პრაქტიკული გამოყენებისთვის.
ახალი მასალი აღწერილია Nature-ში გამოქვეყნებულ ნაშრომში.

წყარო : independent.co.uk

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
1 2 3 4 5 36
Page 3 of 36