close

მედიცინა

მედიცინა

მეცნიერებმა პროსტატის კიბოს დასადგენად 94%-ით ზუსტი სისხლის ტესტი შექმნეს  

მეცნიერებმა პროსტატის კიბოს დასადგენად სისხლის ახალი ტესტი შექმნეს, რომლის სიზუსტე 94%-ია.
საიმპერატორო კოლეჯთან და აღმოსავლეთ ინგლისის უნივერსიტეტთან (UEA) თანამშრომლობით, Oxford BioDynamics-მა აღმოაჩინა, რომ ტესტის სტანდარტულ პროსტატის სპეციფიკურ ანტიგენის ტესტთან (PSA) კომბინირებისას, უფრო მეტი შემთხვევის გამოვლენა იყო შესაძლებელი.
ჟურნალ Cancers-ში გამოქვეყნებულ კვლევის შედეგებში მკვლევართა ჯგუფი აცხადებს, რომ PSA ტესტი საკმარისად ზუსტი არ არის. შედეგად, დაფიქსირდა პროსტატის არასაჭირო ბიოფსიის არაერთი შემთხვევა მამაკაცებში, რომლებსაც კიბო არ ჰქონდათ.
147 პაციენტზე ჩატარებულმა საპილოტე კვლევამ ახალი ტესტი შეაფასა და დაასკვნა, რომ მან მნიშვნელოვნად გააუმჯობესა დაავადების დიაგნოზირება. მკვლევარების გუნდმა დაასკვნა, რომ ტესტის სიზუსტე 94%-ს შეადგენდა.
ახალი ტესტი არა მხოლოდ ძალიან ზუსტი, არამედ სწრაფი, მინიმალურად ინვაზიური და იაფია. კვლევის შემდეგ ეტაპზე ტესტს გამოიყენებენ მამაკაცთა იმ ჯგუფზე, სადაც კიბოს სტატუსი უცნობია.
პროსტატის კიბო ვითარდება მაშინ, როდესაც პროსტატის უჯრედები უკონტროლო გზით იწყებენ ზრდას. ზოგიერთ შემთხვევაში, ის შეიძლება სწრაფად გაიზარდოს და გავრცელდეს სხეულის სხვა უბნებზე, რაც საჭიროებს მკურნალობას. პროსტატის კიბო ყოველთვის სიმპტომებს არ იწვევს, რის გამოც ძალიან მნიშვნელოვანია ტესტირება. ზოგიერთს შეიძლება ჰქონდეს საშარდე გზებთან დაკავშირებული პრობლემები, ბარძაყის ან მენჯის ტკივილის, ერექციის პრობლემები, შარდში ან სპერმაში სისხლი ან წონაში უმიზეზოდ კლება.
პროსტატის კიბო, ძირითადად, 50 წელზე უფროსი ასაკის მამაკაცებში გვხვდება, რისკი იზრდება ასაკთან ერთად. მნიშვნელოვანი ფაქტორია გენეტიკაც.
„ამჟამად არ არსებობს ერთი ტესტი პროსტატის კიბოსთვის, მაგრამ PSA სისხლის ტესტები ერთ-ერთი ყველაზე ხშირად გამოიყენება, ფიზიკურ გამოკვლევებთან, MRI სკანირებასთან და ბიოფსიასთან ერთად. თუმცა, PSA სისხლის ტესტები ჩვეულებრივ არ გამოიყენება პროსტატის კიბოს სკრინინგისთვის, რადგან შედეგები შეიძლება არასანდო იყოს. პროსტატის კიბო იმ ადამიანების მხოლოდ მეოთხედს უდასტურდება, რომლებსაც ბიოფსია PSA-ს მომატებული დონის გამო უტარდებათ. აქედან გამომდინარე, გაჩნდა სურვილი, რომ შეიქმნას ახალი სისხლის ტესტი უფრო დიდი სიზუსტით“, – აცხადებს ნორვიჩის სამედიცინო სკოლის პროფესორი დიმიტრი ფშეჟეცკი.
მისი თქმით, ახალი ტესტი იძლევა პროსტატის კიბოს სწრაფ და ზუსტ დიაგნოზს, რაც როგორც დიაგნოსტიკური, ასევე სკრინინგის მიზნით რეალურ სარგებელზე მიუთითებს.

სრულად ნახვა
მედიცინა

რაც უფრო ცოტა ხანს გვძინავს, მით მეტი ტვინის უჯრედი იღუპება – რას გვირჩევს ენდოკრინოლოგი

ენდოკრინოლოგმა ელენე გიორგაძემ „დილა მშვიდობისა საქართველოს“ ეთერში ძილის მნიშვნელობაზე ისაუბრა და განმარტა, თუ რატომ არის ძილი ადამიანის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი.

„ძილი პასუხისმგებელია იმაზე, რომ შეინარჩუნოს ჩვენი ტვინის უჯრედები და ტვინის მუშაობა. თუ ნორმალურად არ ისვენებს ორგანიზმი, თუ გადაღლილია და დღე-ღამეში მინიმუმ 6 საათი არ სძინავს, ითვლება, რომ უფრო მეტი ტვინის უჯრედი იღუპება, ვიდრე საჭიროა, ამიტომაც ძილი ძალიან მნიშვნელოვანია“,- ამბობს ელენე გიორგაძე.

სრულად ნახვა
ბიოლოგიაეს საინტერესოაკვლევებიმედიცინა

რა ზიანს აყენებს თამბაქო თქვენს ორგანიზმს

ნიშვნელობა არ აქვს, რა სიხშირით ეწევით, მოწევა თქვენს ჯანმრთელობას მრავალ პრობლემას უქმნის. როდესაც სიგარეტს დიდი ხნის მანძილზე არ მიიღებ, ხდები აღელვებული და გაღიზიანებული. ამ სიმპტომებზე პასუხისმგებელი ნიკოტინია. მოწევა მნიშვნელოვნად ასუსტებს ადამიანის იმუნურ სისტემას, რაც უამრავი ინფექციის გავრცელებას უწყობს ხელს.

  • ყვითელი ან ყავისფერი ლაქები კბილებზე დიდი ხნის მანძილზე რეგულარული მოწევის შედეგია. თამბაქოს მოხმარება ასევე ზრდის პირის ღრუში ინფექციის გაჩენის რისკს. ამან შესაძლოა კბილის დაკარგვაც გამოიწვიოს.
  • მწეველები ხშირად ავადდებიან ბრონქიტით. ბრონქების ანთებითი დაავადება განსაკუთრებით მწეველ მოზარდებშია გავრცელებული. თამბაქოს პროდუქტის ხელში დაჭერა ფრჩხილებისა და თითების გაყვითლებას იწვევს.
  • მოწევა ის ერთერთი ჩვევაა, რომელიც უდიდეს როლს ასრულებს გულის დაავადების განვითარებაში. ორივე, რეგულარული და იშვიათი მწეველებიგულის შეტევის განვითარების მაღალი რისკის ქვეშ დგანან.

წყარო:  Harvard business review

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
მედიცინა

მეცნიერები მუშაობენ რევოლუციურ აბზე, რომელმაც შესაძლოა ინსულინის ინექცია ჩაანაცვლოს

კანადაში მდებარე ბრიტანეთის კოლუმბიის უნივერსიტეტის (UBC) მკვლევრებმა შეიმუშავეს ინსულინის აბი, რომლის პერორალურად მიღებაა შესაძლებელი – მეთოდის ეფექტი ისეთივეა, როგორიც ინექციის შემთხვევაში.

იმისათვის, რომ ინსულინმა გლუკოზაზე ეფექტიანად იმოქმედოს, მან სწრაფად უნდა მიაღწიოს ღვიძლს. ორალური მეთოდით მიღებულ ინსულინს ორგანომდე მისაღწევად შეიძლება ორი-ოთხი საათი დასჭირდეს, რაც საკმაოდ დიდი დროა. ინექციურ ინსულინს ღვიძლში მოხვედრა მიღებიდან დაახლოებით 30 წუთის განმავლობაში შეუძლია და ის ორგანოში ორი-ოთხი საათის განმავლობაში რჩება.

ბრიტანეთის კოლუმბიის უნივერსიტეტის მეცნიერებმა შეიმუშავეს ტაბლეტები, რომელთაც ღვიძლამდე მისაღწევად საინექციო ინსულინის მსგავსი დრო სჭირდება. აბები პირის ღრუში იხსნება და ლოყების შიდა მხარეს არსებული გარსის მიერ ათვისების შემდეგ ინსულინი, კუჭის გვერდის ავლით, პირდაპირ ღვიძლს მიეწოდება. ამ გზით კი დრო და ინსულინის რაოდენობა იზოგება.

მეცნიერებმა აბები ცხოველებზე წარმატებით გამოცადეს, ამჟამად კი კლინიკური ტესტირებისთვის ემზადებიან.

სრულად ნახვა
მედიცინა

ისტორიაში პირველად ადამიანს ხელოვნური სისხლი გადაუსხეს

ბრიტანელმა მეცნიერებმა ისტორიაში პირველად ადამიანს ხელოვნური სისხლი გადაუსხეს. ლაბორატორიაში გამოყვანილი ერითროციტები ორმა ჯანმრთელმა მოხალისემ მიიღო. ტექნოლოგიის კლინიკური ცდები პროექტ Restore-ის ფარგლებში მიმდინარეობს.

ერითროციტები დონორთა ბაზიდან აღებული სისხლის ნიმუშებიდან გამოიყვანეს. პირველ ეტაპზე ბიომასალისგან ღეროვანი უჯრედები გამოყვეს, შემდეგ ეტაპზე კი მათი დიფერენცირება მოხდა.

აღსანიშნავია, რომ ბუნებრივისგან განსხვავებით, ხელოვნური ერითროციტები ახალგაზრდაა – დონორთა სისხლში სხვადასხვა ასაკის უჯრედებია.

ხელოვნური ერითროციტების გადასხმა ანემიისა და სისხლის სხვა დაავადებების მქონე ადამიანებისთვის იქნება შესაძლებელი.

სრულად ნახვა
მედიცინა

ექიმის მიერ პაციენტისთვის ხელით გამოწერილი რეცეპტის წაკითხვის მიზნით Google-მა სპეციალური პროგრამა შექმნა

ექიმის მიერ პაციენტისთვის ხელით გამოწერილი რეცეპტის წაკითხვის მიზნით Google-მა სპეციალური პროგრამა შექმნა. ამის შესახებ გამოცემა TechCrunch-ი წერს.

კომპანიაში აცხადებენ, რომ ექიმების მიერ გამოწერილი რეცეპტები ხშირად რთულად არის გასარჩევი, რის გამოც ფარმაცევტები მომხმარებლებს საჭირო მედიკამენტებს ვერ სთავაზობენ.

რეცეპტის წასაკითხად საჭირო იქნება მისთვის ფოტოს გადაღება Google Lense-ის მეშვეობით, რის შემდეგაც აპლიკაცია აღმოაჩენს და ხაზს გაუსვამს პრეპარატებს, რომელიც რეცეპტშია მითითებული.

ჯერჯერობით სერვისი მხოლოდ ჰინდიზეა ხელმისაწვდომი, თუმცა Google-ი გეოგრაფიის გაფართოებას და აპლიკაციის სხვა ენებზე გაშვებასაც გეგმავს.

სრულად ნახვა
კვლევებიმედიცინა

კვლევა – მარიხუანას მოწევა ფილტვებს, შესაძლოა, თამბაქოზე მეტად აზიანებდეს  

კანადელი მეცნიერების მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, მარიხუანამ მწეველის ფილტვებსა და სასუნთქ გზებს, შესაძლოა, უფრო მერი ზიანი მიაყენოს, ვიდრე თამბაქომ.
ოტავას უნივერსიტეტისა და ოტავას საავადმყოფოს მკვლევარებმა  გულმკერდის რენტგენოლოგიური კვლევა ჩაუტარეს პირებს, რომლებიც მარიხუანას ეწეოდნენ, პირებს, რომლებიც არამწეველები იყვნენ და პირებს, რომლებიც მხოლოდ თამბაქოს მოიხმარდნენ. აღმოჩნდა, რომ სასუნთქი გზების ანთების და ემფიზემის – ფილტვების ქრონიკული დაავადება – შემთხვევები უფრო ხშირი იყო მარიხუანას მწეველებში, ვიდრე არამწეველებსა და თამბაქოს მწეველებში.
„მარიხუანას მოხმარება იზრდება და არსებობს საზოგადოებრივი აზრი, რომ მარიხუანა უსაფრთხოა, ან რომ ის უფრო უსაფრთხოა ვიდრე (თამბაქო) სიგარეტი, მაგრამ ეს კვლევა აჩენს შეშფოთებას, რომ ეს შეიძლება არ იყოს სიმართლე“, – განაცხადა ოტავას საავადმყოფოს რადიოლოგმა ჟიზელ რევამ.
მისი თქმით, მარიხუანას მწეველებს შორის ანთებისა და დაავადების უფრო მაღალი მაჩვენებლები შეიძლება დაკავშირებული იყოს იმ განსხვავებასთან, რაც თამბაქოსა და მარიხუანას მოხმარებას შორისაა.
„მარიხუანას ეწევიან უფილტროდ, თამბაქოსგან განსხვავებით, რომელიც ჩვეულებრივ გაფილტრულია. როდესაც ეწევით გაუფილტრავ მარიხუანას, მეტი ნაწილაკი აღწევს თქვენს სასუნთქ გზებში, გროვდება და აღიზიანებს მას“, – აღნიშნა რადიოლოგმა.
მისივე განმარტებით, ადამიანები, როგორც წესი, მარიხუანას მოხმარებისას უფრო დიდ ნაფაზს არტყამენ და უფრო დიდხანს იკავებენ თამბაქოს ბოლს ფილტვებში, რამაც შეიძლება გამოიწვიოს  სასუნთქ გზების მეტი ტრავმა.
კვლევა ჟურნალ Radiology-ში გამოქვეყნდა.

Agence France-Presse

სრულად ნახვა
ბიოლოგიაკვლევებიმედიცინა

მეცნიერებმა აღმოაჩინეს ბაქტერიები, რომებიც ანტიბიოტიკებიდან თავის დაღწევისთვის აქამდე უცნობ ხრიკს იყენებენ

მკვლევარებმა ცოტა ხნის წინ დააფიქსირეს ბაქტერიები, რომლებიც გვერდს უვლიან ანტიბიოტიკებით მკურნალობას მეცნიერებისთვის აქამდე უცნობი ხრიკით.
ბაქტერიების  „ნიჭი”, განავითაროს ანტიბიოტიკების მიმართ რეზისტენტობა ჯანმრთელობისთვის სწრაფად მზარდი საფრთხეა. ბაქტერიების ეს უნარი საშუალებას აძლევს წამლებისადმი რეზისტენტულ ბაქტერიულ ინფექციებს, როგორიცაა მეტიცილინ-რეზისტენტული ოქროსფერი სტაფილოკოკი (MRSA) და გონორეა, ყოველწლიურად 1,3 მილიონი ადამიანი მოკლას მსოფლიოში.
Telethon Kids Institute-ს მიკრობიოლოგმა კალინდუ როდრიგომ და მისმა კოლეგებმა იმ დროს, როცა იკვლევდნენ, თუ როგორ რეაგირებს A ჯგუფის სტრეპტოკოკები ანტიბიოტიკებზე, ახალი მექანიზმი აღმოაჩინეს.
ეს ბაქტერია ჩვეულებრივ იწვევს ყელის ტკივილს და კანის ინფექციებს, მაგრამ  ასევე შეუძლია გამოიწვიოს სისტემური ინფექციები, როგორიცაა სკარლეტის ცხელება და ტოქსიკური შოკის სინდრომი.
„აღმოვაჩინეთ რეზისტენტობის მექანიზმი, სადაც, პირველად, ბაქტერიებმა აჩვენეს უნარი, მიიღონ ფოლატები უშუალოდ მასპინძელი ადამიანიდან, როდესაც საკუთარის წარმოქმნისგან დაბლოკილი არიან”, – აცხადებენ კვლევის ავტორები.
ასე რომ, სტრეპტოკოკი უკვე დამუშავებულ ფოლატს იძენს საკუთარი უჯრედების გარედან; ეს მოლეკულები უხვად არის ჩვენს სხეულში.
პროცესი მთლიანად გვერდს უვლის სულფამეთოქსაზოლის მოქმედებას, ანტიბიოტიკის, რომელიც აფერხებს ფოლიუმის სინთეზს ბაქტერიებში, რითაც წამალს არაეფექტურს ხდის.
როდრიგომ და ჯგუფმა დაადგინეს მინიმუმ ერთი ჩართული გენი: thfT. ის შიფრავს ფოლიუმის აღების სისტემის ნაწილს, არა ჩვენისგან განსხვავებით, რადგან ჩვენ ასევე არ შეგვიძლია ფოლიუმის წარმოება და ის საკვებიდან უნდა მივიღოთ.
ამრიგად, ამ გენის მქონე სტრეპტოკოკმა ბაქტერიამ იპოვა ფოლიუმის მჟავის შეწოვის და სულფამეთოქსაზოლის შეწოვის საშუალება.
ლაბორატორიაში A ჯგუფის სტრეპტოკოკები ემორჩილება სულფამეთოქსაზოლის ანტიბიოტიკებს, რადგან მას არ გააჩნია ფოლიუმის სხვა ხელმისაწვდომი წყარო.
ეს მექანიზმი იძლევა იმის ვარაუდოს საფუძველს, რომ ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობა ბევრად უფრო მრავალფეროვანია, ვიდრე მკვლევარები აქამდე ფიქრობდნენ და ხაზს უსვამს ბაქტერიების წინააღმდეგ უფრო მრავალფეროვანი მკურნალობის ჩამოყალიბების აუცილებლობას.

სრულად ნახვა
კვლევებიმედიცინამსოფლიო

კვების გამოტოვება, შესაძლოა, იმაზე უფრო მავნებელი იყოს, ვიდრე აქამდე ფიქრობდნენ

ახალი კვლევის თანახმად, დღეში სტანდარტული სამჯერადი კვების რეჟიმის დარღვევას, შესაძლოა, სერიოზული უარყოფითი შედეგი ჰქონდეს.
40 წელზე უფროსი ასაკის 24 011 ამერიკელზე ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ  დღეში მხოლოდ ერთი კვება დაკავშირებულია სიკვდილიანობის უფრო მაღალ რისკთან. საუზმის გამოტოვება – გულ-სისხლძარღვთა დაავადებით სიკვდილის უფრო დიდ რისკთან, ხოლო ლანჩის ან ვახშმის გამოტოვება – სიკვდილიანობის გაზრდილ რისკთან.
პრობლემები ჰქონდათ მათაც, ვინც სამჯერადად იკვებებოდა, მაგრამ კვებასა და კვებას შორის მცირე შუალედი ჰქონდა. 4,5 საათის განმავლობაში ზედიზედ ორჯერ კვება ასევე დაკავშირებულია სხვადასხვა მიზეზით სიკვდილის რისკთან.
კვლევამ აჩვენა, რომ კვების გამოტოვება უფრო გავრცელებული იყო მათ შორის, ვინც მეტს ეწეოდა, სვამდა მეტ ალკოჰოლს, ნაკლებ ნოყიერ საკვებს ღებულობდა, უფრო მეტი რაოდენობის საჭმელს ღებულობდა, მაგრამ მთლიანობაში ნაკლებ ენერგიას იღებდა.
ეს კვლევა არ არის საკმარისად ყოვლისმომცველი, რათა დადგინდეს, ნამდვილად იწვევს თუ არა ჭამის გამოტოვება ადრეულ სიკვდილს, მაგრამ არსებობს კავშირი, რომლის გამოც ნამდვილად ღირს შემდგომი კვლევის ჩატარება. შესაძლებელია სხვა ფაქტორებიც იყოს ჩართული, რაც გავლენას ახდენს როგორც კვების ზნე-ჩვეულებაზე, ასევე სიკვდილიანობის რისკზე.
„ჩვენი კვლევა გვაწვდის ძალიან საჭირო მტკიცებულებებს კვებით ქცევებსა და სიკვდილიანობას შორის კავშირის შესახებ, კვების დროისა და საკვების მიღებების პერიოდის ხანგრძლივობის კონტექსტში“, – აცხადებენ კვლევის ავტორები.
კვლევა ჟურნალ Academy of Nutrition and Dietetics-ში გამოქვეყნდა.

წყარო : sciencealert.com

სრულად ნახვა
კვლევებიმედიცინამსოფლიო

ბავშვების გაჩენა ღილაკზე თითის დაჭერით იქნება შესაძლებელი – ყველაფერი ხელოვნური საშვილოსნოს შესახებ

ბოლო რამდენიმე დღეა, რაც ინტერნეტსივრცეში ვირუსულად ვრცელდება კომპიუტერული მოდელირებით შექმნილი ვიდეო, სადაც ჩანს თუ როგორი შეიძლება იყოს მომავალში ხელოვნური საშვილოსნო  ე.წ.  EctoLife და ის დაწესებულება, სადაც ემბრიონის ზრდა-განვითარება ხელოვნურ საშვილოსნოებში მოხდება.

როგორც ვიდეოდან ვიგებთ,  EctoLife-ად წოდებულ მოწყობილობას ყოველწლიურად 30 000 ბავშვის წარმოება შეეძლება.  ხელოვნური საშვილოსნოს დახმარებით წყვილები ბავშვების ყოლას ორსულობისა და მშობიარობის გარეშე შეძლებენ. ასევე, ბიოტექნოლოგები ამბობენ იმასაც, რომ 10 ან მაქსიმუმ 15 წლის შემდეგ ხელოვნური საშვილოსნოები  შვილების გაჩენის მთავარ გზად იქცევა.

კადრებმა საზოგადოებაში დიდი გამოხმაურება და აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია.

„დილა მშვიდობისა საქართველო” ვიდეოს შექმნელთან და ბიოტექნოლოგთნ, ჰაშემ ალ გაილთან  ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა. როგორც ჰაშემი ამბობს,  ხელოვნური საშვილოსნო  ჩვილთა ინკუბატორების გაუმჯობესებული ვერსია იქნება.

„ის ამოვსებული იქნება სითხით, რომელსაც ექნება ისეთივე მჟავა-ტუტოვანი, ნუტრიენული და ტემპერატურული გარემო, როგორც ბუნებრივ გარემოში, დედის საშვილოსნოში არსებულ ამნიონურ სითხეს აქვს. ხელოვნური საშვილოსნო აღჭურვილი იქნება ჟანგბადით, საკვებითა და იმ ყველა საჭირო ნივთიერებებით, რომელიც ემბრიონის განვითარებისთვისაა საჭირო.

იმისთვის, რომ ემბრიონის გაზრდა ხელოვნურ საშვილოსნოში მოხდეს,  პირველ რიგში ინ-ვიტრო განაყოფიერებაა საჭირო.

ინ-ვიტრო განაყოფიერების დროს სპერმატოზოიდისა და კვერცხუჯრედის შერწყმის პროცესი  ორგანიზმის გარეთ, მაღალტექნოლოგიურ ლაბორატორიაში, მიმდინარეობს. უფრო ზუსტად რომ გითხრათ, ამ დროს ხდება საკვერცხიდან მომწიფებული კვერცხუჯრედების შეგროვება და სპერმის საშუალებით მათი განაყოფიერება. რის შედეგადაც ვიღებთ ემბრიონს.

მეორე ეტაპი უკვე ემბრიონის ხელოვნურ საშვილოსნოში მოთავსებაა.

ხელოვნური საშვილოსნოს თავზე განთავსებულია მოლეკულები, რომლებიც ემბრიონს  თავისკენ მაგნიტივით იზიდავს. ამ მიზიდულობის წყალობით ნაყოფი ბუნებრივად თავსდება ხელოვნურ საშვილოსნოში, სადაც ემბრიონი  მომავალი 9 თვის განმავლობაში ზრდას განაგრძნობს.

ანუ, ამ შემთხვევაში ემბრიონის განთავსება ხდება არა სხვა ქალის საშვილოსნოში, როგორც ეს ინ-ვიტრო განაყოფიერების დროს ხდება, არამედ ხელოვნურ საშვილოსნოში”,- ამბობს ჰაშემი.

რა უპირატესობა აქვს ინ-ვიტრო განაყოფიერებასთან შედარებით ხელოვნურ საშვილოსნოს

ჰაშემის თქმით, ინ-ვიტრო განაყოფიერების შემთხვევაში სუროგატი დედის პოვნა არც ისე მარტივია. უშვილო წყვილებს წლების განმავლობაში რიგში დგომა და უამრავი განცხადების შევსება უწევთ.  ხელოვნური საშვილოსნოს შემთხვევაში კი ისინი შვილის ყოლას ნებისმიერ დროს შეძლებენ.

ბიოტექნოლოგები ამბობენ,  ხელოვნური საშვილოსნოს თავზე მოთავსებული იქნება კამერა, რომლის საშუალებითაც  ემბრიონის ზრდის ყველა ეტაპის მონიტორინგი იქნება შესაძლებელი. შესაბამისად, მშობლებს საშუალება ექნებათ 24 საათის განმავლობაში თვალი ადევნონ ნაყოფის განვითარების პროცესს და ასევე, მოინახულონ ის რამდენჯერაც ამისი სურვილი ექნებათ.  მშობლები შეძლებენ აკონტროლონ ემბრიონის გულისცემა, ტემპერატურა, ჟანგბადის სატურაცია,  სუნთქვის სიხშირე.

ამ ყველაფრის კონტროლს მშობლები სპეციალური აპლიკაციის საშუალებით შეძლებენ, რომელიც პირდაპირ იქნება დაკავშირებული ხელოვნურ საშვილოსნოსთან.  ხელოვნურ საშვილოსნოზე დამაგრებული ყურსასმენების წყალობით, წყვილებს საშუალება ექნებათ ესაუბრონ ბავშვს, მოასმენინონ მუსიკა.

სრულად ნახვა
1 22 23 24 25 26 91
Page 24 of 91