close

მედიცინა

კვლევებიმედიცინა

ანესთეზური საშუალებები ცუდი მოგონებებისა და ფობიების წინააღმდეგ?

ახალი კვლევის თანახმად, ანესთეზური საშალებების გარკვეული დოზის მიღება პაციენტებს შესაძლოა წარსული ტრავმისგან ან გარკვეული ფობიებისგან თავის დაღწევაში დაეხმაროს.

მეცნიერები მიიჩნევდნენ, რომ ადამიანში მოგონების  ამოშლა შეუძლებელი იყო.

ძლიერი დეპრესიის მქონე ადამიანებში ცუდი მოგონებების ამოსაშლელად ელექტრო შოკის გამოყენება ეფექტური გზაა, თუმცა არა იდეალური.

„ელექტროკონვულსიური თერაპია მეტისმეტად ინვაზიური მკურნალობაა, ასე რომ, იმ ცუდი მოგონებების ამოსაშლელად, რომელიც პრობლემებს იწვევს, უფრო მარტივი რამის გაკეთება შეგვიძლია,“ განაცხადა მადრიდის პოლიტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერმა დოქტორ ბრაიან სთრეინჯმა.

იმ პაციენტებში, რომლებიც აღნიშნული მკურნალობის კურსს გადიოდნენ, ანესთეზური მედიკამენტების ჩართვამ სელექციური მეხსიერების დაკარგვის კუთხით დიდი როლი ითამაშა.

იდეის დასატესტად მეცნიერებმა პაციენტებს სლაიდ შოუ აჩვენეს,  რომელიც ორი ნაწილისგან შედგებოდა – ნეიტრალური და ემოციური – ახალგაზრდა ბიჭის ავტოსაგზაო შემთხვევა და თავდასხმა ახალგაზრდა ქალზე.

ერთი კვირის შემდეგ მათ სლაიდშოუს გარკვეული მონაკვეთები ხელმეორედ აჩვენეს გასახსნებებლად. ამის შემდეგ კი პროპოფოლის ინექცია გაუკეთეს და პაციენტების ნახევარზე მეტს ამბავი გამოკითხეს. მათ ამბის გაუხსენებელი და გახსენებული ნაწილები ერთნაირად კარგად  გაიხსენეს. მეცნიერებმა ჩათვალეს, რომ პროპოფოლის მოქმედებისთვისის გარკვეული დრო იყო საჭირო და მოხალისეთა ხოლო მეორე ნახევარს ამბავი ინექციიდან 24 საათის შემდეგ გამოკითხეს. აღმოჩნდა, რომ პაციენტებს გახსენებული ამბის ემოციური ნაწილი 12 პროცენტით ცუდად ახსოვდათ, ვიდრე გაუხსენებელის, ხოლო გაუხსენებელი და გახსენებული ამბების ნეიტრალური ნაწილი ერთნაირად კარგად ახსოვდათ.

„ტვინის ის ნაწილი,რომელიც ემოციურ მეხსიერებაში მონაწილეობს, ანესთეზური საშუალებების მიმართ საკმაოდ სენსიტიურია. ეს კარგია პოტენციური მკურნალობისთვის, ვინაიდან იმ ინფორმაციის ამოშლა, რომელიც არასასურველი და არადრამატულია, საჭირო არ ხდება,“ აცხადებს ბრაიან სთრეინჯი.

თუმცა, მეცნიერთა განცხადებით, ძველი მოგონებები უფრო რთულად იცვლება და აღნიშნული მკურნალობა გაცილებით რთული იქნება იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც  ფლეშბექები აწუხებს.

წყარო : independent.co.uk

სრულად ნახვა
მედიცინა

ადამიანები, რომლებსაც საშუალო ასაკის შემდეგ მუცლის არეში ცხიმი აქვთ დაგროვებული, დემენციის განვითარების მაღალი რისკის ქვეშ არიან

ის ადამიანები, რომლებსაც საშუალო ასაკის შემდეგ მუცლის არეში ცხიმი აქვთ დაგროვილი, დემენციის განვთარების უფრო მაღალი რისკის ქვეშ არიან და ეს რისკი კიდევ უფრო მაღალია ქალებში,- ამის შესახებ ნათქვამია კვლევაში, რომლის შედეგები ჟურნალ International Journal of Epidemiology-ში გამოქვეყნდა.

კვლევის თანახმად, 50 წელს გადაცილებულ ქალებსა და მამაკაცებს,  რომლებსაც  მუცლის არეში ცხიმი აქვთ დაგროვილი, დემენციის განვითარების 28 პროცენტით უფრო მაღალი რისკის ქვეშ არიან იმათთან შედარებით, ვისაც წელის ნორმალური გარშემოწერილობა აქვთ. ქალების შემთხვევაში კი ეს მაჩვენებელი 39 პროცენტია.

„მუცლის ცხიმის გაზრდასთან ერთად ტვინში, მეხსიერების ცენტრი მცირდება,“- აცხადებს ნიუ-იორკის ალცჰეიმერის კლინიკის დოქტორი რიჩარდ ისააკსონი.

მისივე თქმით, ადამიანებმა, ვისაც თავიანთი ტვინის სიჯანსაღე სურთ, წელის ზომა უნდა აკონტროლონ.

დემენცია არის სიმპტომების ერთობლიობაა, რომელსაც ტვინის მუშაობის მოშლა იწვევს. ხასიათდება უმაღლესი ქერქული ფუნქციების (მათ შორისაა: მეხსიერება, აზროვნება, ორიენტაცია, შემეცნება, არითმეტიკული უნარი, დასწავლის უნარი, მეტყველება და კრიტიკული ფუნქციები) უმრავლესობის დარღვევებით. ცნობიერება ნათელია. კოგნიტიურ დარღვევებს ხშირად თან სდევს და ზოგჯერ წინაც უსწრებს ემოციათა კონტროლის უნარის დაქვეითება, სოციალური ქცევის ან მოტივაციის დარღვევები.

წყარო : CNN

მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
მედიცინა

მეცნიერებმა აუტიზმსა და შემეცნებით შესაძლებლობებს შორის გენეტიკური კავშირი იპოვეს

დიდ ბრიტანეთში 10 000 ინდივიდის გამოკვლევის შედეგად, მეცნიერებმა აღმოაჩინეს კავშირი აუტიზმისა და ინტელექტის გენეტიკურ რისკ-ფაქტორებს შორის. შედეგების მიხედვით, გენი, რომელიც დაკავშირებული იყო აუტიზმის სპექტრის აშლილობების განვითარებასთან, ასევე დაკავშირებულია ძირითადი პოპულაციის განვითარებულ კოგნიტურ შესაძლებლობასთან, ვისაც არ ახასიათებს მსგავსი სახის აშლილობა. ეს დასკვნები გამოქვეყნდა ჟურნალ „მოლეკულურ ფსიქიატრიაში“.

აუტიზმის სპექტრის აშლილობა (ASD) მოიცავს ისეთ ნევროლოგიურ დარღვევებს, როგორიცაა აუტიზმი და ასპენგერის სინდრომი, რომელიც ხასიათდება კომუნიკაციის სირთულეებით, სოციალური პრობლემებით, განმეორებადი ქცევებით და ობსესიური ინტერესებით.

 

ასევე მნიშვნელოვანი გადაფარვაა ASD-სა და ინტელექტუალურ უუნარობას შორის, რომელიც ახასიათებს 75%-ზე მეტ აუტისტ ინდივიდს, რომელთა არავერბალური IQ 70-ზე დაბალია. თუმცა, ASD შესაძლოა დაფისირდეს ნორმალური ან თუნდაც უმაღლესი არავერბალური ინტელექტის მქონე ინდივიდებთან, რაც საშუალებას აძლევს მათ გადაჭრან პრობლემები მსჯელობის უნარით, თუმცა მცირე ენობრივი ფონდის გამოყენებით. ამ დაკვირვებების მიუხედავად, ძალიან მცირე რაოდენობის კვლევა ცდილობდა ინტელექტისა და ASD-ის შორის არსებული გენეტიკური გადაფარვის გამოკვლევას.

ამ შეუსაბამობის ცოდნაში გადასატანად ედინბურგის, შოტლანდიის და ქუინსლენდის უნივერსიტეტის მეცნიერებმა გამოიკვლიეს 10000 ინდივიდი, რომელიც შერჩეული იყო შოტლანდიის ძირითადი პოპულაციიდან. კვლევის  მონაწილეებს გაუკეთეს დნმ-ის ანალიზი  და ასევე შეავსებინეს სხვადასხვა ტესტი კოგნიტური შესაძლებლობების გამოსავლენად.

მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ ASD-ს გენეტიკური რისკ-ფაქტორი იყო დადებით კორელაციაში ძირითად კოგნიტურ შესაძლებლობასთან, ლოგიკურ მეხსიერებასა და ვერბალურ ინტელექტთან. შემდეგ მკვლევრებმა განახორციელეს იგვე ექსპერიმენტი 921 ინდივიდთან. კიდევ ერთხელ აღმოჩნდა, რომ ASD-ის და ინტელექტის გენებს შორის არსებობს კავშირი.

„ეს კვლევა გვიჩვენებს, რომ აუტიზმის გენები, რეალურად, ანიჭებს გარკვეულ ინტელექტუალურ უპირატესობას მათ, ვისაც ეს გენი გააჩნია, უზრუნველყოფს რომ არ იყვნენ დაზარალებულნი აუტიზმით“. განაცხადა პროფესორმა ნიკ მარტინმა პრესასთან საუბრისას.

„როდესაც ჩვენ დავიწყეთ იმის გაგება, თუ როგორ უკავშირდება გენეტიკური ვარიანტები აუტიზმის მქონე ინდივიდის ტვინის ფუნქციონირებას, ჩვენ ფაქტიურად დავიწყეთ აუტისტური ინტელექტის ბუნების შესწავლა“, აცხადებს წამყვანი მკვლევარი, დოქტორი ტონი-კიმ კლარკი.

წყარო: Science

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაციამედიცინა

მეცნიერებმა კანის კიბოსგან დამცავი ულტრა მცირე სენსორი შექმნეს

მეცნიერებმა მზის რადიაციის ამომცნობი პატარა სენსორი შექმნეს, რომელიც სადენისა და ბატარეის გარეშე მუშაობს. ხელსაწყო, რომელიც მხოლოდ ფრჩხილის ზომაა, ადამიანებს საშუალებას აძლევს, გარეთ ყოფნის დროს ულტრაიისფერი გამოსხივება გაზომონ.
ჭარბი ულტრაიისფერი გამოსხივება კანის კიბოს რისკს ზრდის. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ UV-ზე მონიტორინგის განხორციელება დაავადების შემთხვევებს მნიშვნელოვნად შეამცირებს.
არსებულ UV მონიტორინგის ხელსაწყოები ძირითადად ბატარეებზე მუშაობს, რის გამოც მისი გამოყენება ტექნოლოგიურ ინდუსტრიასა და ფართო მასებში გამოყენება შეუძლებელია.
Northwestern Medicine-სა და Northwestern’s McCormick School of Engineering-ის მეცნიერების მიერ ჩატარებული კვლევა ამ საკითხთან დაკავშირებით ახლებურ გამოსავალს გვთავაზობს.
მზის რადიაციის ამომცნობი სენსორი სინათლის სამ სხვადასხვა ტალღას აკონტროლებს, რაც მკვლევარებს საშუალებას აძლევს, სხვადასხვა სახის გამოსხივება გამოყონ.
„ხელსაწყო გამოსაყენებლად მოსახერხებელია, მას დამუხტვა არ ჭირდება, წვიმის წვეთზე ნაკლებს იწონის, M&M-ზე პატარაა და საკრედიტო ბარათზე თხელია. მისი დამაგრება შესაძლებელია ქუდზე, სათვალეზე ან საათზე,“ აცხადებენ მეცნიერები.


წყარო : www.independent.co.uk

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ 
ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევებიმედიცინამსოფლიო

FDA-მა ალცჰაიმერის სამკურნალო პრეპარატს სრული ავტორიზაცია მიანიჭა

ამერიკის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ (FDA) ალცჰაიმერის სამკურნალო პრეპარატს სრული ავტორიზაცია მიანიჭა, რაც გულისხმობს, რომ სადაზღვევო კომპანიები ამ პრეპარატით დაავადების მკურნალობის ხარჯების დაფარვას დაიწყებენ.

როგორც გამოცემა ABC წერს, წამალ Leqembi-ის გამოყენება შეეძლებათ დემენციისა და ალცჰაიმერით გამოწვეული სხვა სიმპტომების მქონე ადამიანებს. ესაა პირველი პრეპარატი, რომელმაც აჩვენა, რომ მას დანამდვილებით შეუძლია შეანელოს დაავადებით გამოწვეული კოგნიტური დაქვეითება.

წამლების დამამზადებელმა იაპონურმა კომპანია Eisai-მა თანხმობა იანვარში მიიღო, რაც Leqembi-ის მიერ ნაჩვენებმა შედეგებმა განაპირობა. FDA-მა ეს შედეგები დაადასტურა 1,800 პაციენტზე ჩატარებული კვლევის გადახედვის შემდეგ, რომლის თანახმადაც, მედიკამენტმა 5-თვიანი მკურნალობის ფარგლებში, შეანელა მეხსიერებისა და აზროვნების დაქვეითება.

„ამ კვლევამ დაადასტურა, რომ ეს არის უსაფრთხო და ეფექტური მკურნალობა ალცჰეიმერის დაავადების მქონე პაციენტებისთვის”, – თქვა FDA-ის ნევროლოგიის პრეპარატების დირექტორმა, ტერეზა ბურაჩიომ.

წამლის რეცეპტში შეტანილი იქნება ინფორმაცია და სერიოზული გაფრთხილება, რომ მისმა გამოყენებამ, იშვიათ შემთხვევებში, შესაძლოა, გამოიწვიოს თავის ტვინის შეშუპება და სისხლდენა.

აღსანიშნია, რომ პაციენტები დიდი ხანია ითხოვენ FDA-სგან მიანიჭოს მედიკამენტს სრული ავტორიზაცია, რადგან სადაზღვევო კომპანია Medicare უარს ამბობდა ხარჯების დაფარვაზე, თუ Leqembi-ის ავტორიზაცია არ ექნებოდა.

ახლა კი სადაზღვევო პაკეტში ეს მედიკამენტიც შევა, თუმცა გაგრძელდება მასზე დაკვირვება და ინფორმაციის მოგროვება იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ მუშაობს ის.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
მედიცინასაქართველო

„ყველაზე მებრძოლი და ძლიერი გოგო” – ახალშობილთა რეანიმაციაში გატარებული 5 თვის შემდეგ ათინა დღეს სახლში გააცილეს

Bau International Hospital-ი სოციალურ ქსელში საოცარ ისტორიას გვიზიარებს.

ახალშობილი, უსაყვარლესი ათინა, რომელიც სამყაროს ორსულობის 27-ე კვირაზე მოევლინა და მხოლოდ 700 გრამს იწონიდა რეანიმაციაში გატარებული 5 თვის შემდეგ სახლში გააცილეს.

„ჩვენი ნეონატოლოგების გამარჯვების კიდევ ერთი საოცარი ისტორია.

გაიცანით ათინა, ყველაზე მებრძოლი და ძლიერი გოგო.

სამყაროს ორსულობის 27-ე კვირაზე მოევლინა და მხოლოდ 700 გრამს იწონიდა.

ახალშობილთა რეანიმაციაში გატარებული 5 თვის შემდეგ ათინა დღეს სახლში გააცილეს.

ბედნიერ მშობლებთან ერთად დღევანდელი დღე ძალიან ემოციური იყო ჩვენი მედიკოსებისთვისაც, რომლებმაც პატარის გადასარჩენად ურთულესი გზა გაიარეს და ძალიან ბევრი პრობლემის დალევა მოუხდათ.

ბედნიერ და ლაღ მომავალს ვუსურვებთ ჩვენს საყვარელ გოგონას”, – ნათქვამია ტექსტში.

 

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევებიმედიცინამსოფლიო

FDA-იმ პირველი ტიპის დიაბეტისთვის უჯრედული თერაპია დაამტკიცა

აშშ-ის სურსათისა და წამლების ადმინისტრაციამ (FDA) პირველი ტიპის დიაბეტის სამკურნალოდ უჯრედული თერაპიის გამოყენება დაუშვა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. 

საუბარია Lantidra-ზე, უჯრედულ თერაპიაზე, რომელიც პანკრეასის უჯრედების გამოყენებით მზადდება.

ჰიპოგლიკემიის მქონე პაციენტებისთვის შესაფერისი თერაპია სისხლში შაქრის მნიშვნელოვნად დაბალმა დონემ შეიძლება ჰიპოგლიკემია გამოიწვიოს. ეს პირველი მედიკამენტია, რომელიც მათთვის იქნება, ვისაც სისხლში შაქრის დონის რეგულირება ინსულინის სტანდარტული დოზებით არ შეუძლია.

შესაბამისად, პაციენტებისთვის ლანტიდრა გლუკოზის დონის შესანარჩუნებლად მნიშვნელოვანი იქნება.

„ჰიპოგლიკემიას მძიმე ფორმა ძალიან საშიშია. დაავადებამ შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული დაზიანებები გონების დაკარგვისა და კრუნჩხვების შედეგად”, – თქვა პიტერ მარკსმა, FDA-ის კვლევითი ცენტრის დირექტორმა.

მედიკამენტი დონორის ბეტა უჯრედების (ინსულინის სეკრეტორული უჯრედების) შეყვანით მოქმედებს.

FDA-ს თანახმად, პრეპარატის მეორე ინფუზია პირველ დოზაზე რეაგირების მიხედვით მოხდება.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევებიმედიცინა

აღმოაჩინეს მოლეკულა, რომელიც ყველაზე საშიშ კიბოსაც კლავს

ცოტა ხნის წინ, სწორი ნაწლავის კიბოს მქონე ადამიანების მცირე ჯგუფს დაავადებაზე უმკურნალეს. მათი დაავადება გაქრა და ამას ისინი ექსპერიმენტული მკურნალობის მეთოდს უნდა უმადლოდნენ. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. 

ეს იყო ძალიან მცირემასშტაბიანი კვლევა, რომელიც ჩატარდა ნიუ-იორკის კეტერინგის კიბოს ცენტრის ექიმების მიერ, სადაც პაციენტები ექვსი თვის განმავლობაში იღებდნენ წამალს, სახელად დოსტარლიმაბს. ცდის ბოლოს 16-მა პაციენტმა კიბო დაამარცხა.

ახლა, კიდევ ერთი გარღვევის მომსწრენი გავხდით. აღმოჩნდა, რომ ახალი ნაერთი, რომელიც სინთეზირებულია დოქტორ იუნგ-მო აჰნის, ტეხასის უნივერსიტეტის მკვლევრის მიერ, კლავს რთულად სამკურნალო კიბოს ფართო სპექტრს, მათ შორის სამმაგ ნეგატიურ ძუძუს კიბოს. ეს ყველაფერი ჯანსაღი უჯრედების დაუზიანებლად.

კვლევა, რომელიც ჩატარდა იზოლირებულ უჯრედებში და მოიცვა ადამიანების უჯრედებიც ჟურნალში Nature Cancer გამოქვეყნდა.

დოქტორი აჰნი უკვე წლებია მუშაობს მცირე მოლეკულებზე, რომლებიც უჯრედებზე ზემოქმედებას ახდენენ. აქამდე მან შეძლო და ასეთი მეთოდით შეიმუშავა პოტენციური თერაპიული ნაერთები მკერდის კიბოს და პროსტატის კიბოს სამკურნალოდ.

თავის ამჟამინდელ კვლევაში, აჰნმა და მისმა კოლეგებმა გამოცადეს მათ მიერ სინთეზირებული ახალი ნაერთი, სახელწოდებით ERX-41. ნაერთს სარძევე ჯირკვლის კიბოს უჯრედებზე უნდა ემოქმედა.

“ERX-41 ნაერთი არ კლავს ჯანსაღ უჯრედებს, მაგრამ ანადგურებს სიმსივნურ უჯრედებს, მიუხედავად იმისა, აქვთ თუ არა კიბოს უჯრედებს ესტროგენის რეცეპტორები. მეტიც, მან გაანადგურა სამმაგად უარყოფითი, ძუძუს კიბოს უჯრედები”, — ამბობს დოქტორი აჰნი.

კვლევამ აჩვენა, რომ ნაერთის ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ სიმსივნე დაპატარავებას იწყებს. საბოლოოდ მოლეკულამ შეძლო და კიბოს უჯრედები სრულად გაანადგურა.

მხოლოდ ეს არ არის: მკვლევრებმა დაადგინეს, რომ ERX-41 ეფექტურია სხვა ტიპის კიბოს წინააღმდეგ, მათ შორის პანკრეასის და საკვერცხის რთულად სამკურნალო კიბოსთან მიმართებაშიც. მეტიც, ის მუშაობს ტვინის კიბოს შემთხვევაშიც.

ამ ახალი მეთოდის შემქმნელების თქმით, ERX-41-ის კლინიკური კვლევები 2023 წლიდან დაიწყება. ეს კი ნიშნავს, რომ სულ მალე შეიძლება კიბოს მკურნალობის სრულიად ახალი და ეფექტიანი მეთოდი გვქონდეს.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევებიმედიცინა

ცხვირის წვეთებმა, შეიძლება, ინსულტის შემდეგ პაციენტების ტვინის აღდგენას შეუწყოს ხელი

მეცნიერებმა აჩვენეს, თუ როგორ შეძლო სპეციალურმა ცხვირის წვეთებმა, რომელიც  კონკრეტულ მოლეკულას შეიცავს, დახმარებოდა თაგვებს ინსულტის მავნე ბიოლოგიური შედეგებიდან გათავისუფლებასა და გამოჯანმრთელებაში.
წვეთებში მთავარი მოლეკულა არის კომპლემენტის პეპტიდი (ამინომჟავების ჯაჭვი) C3a, რომელიც უკვე ვიცით, რომ მნიშვნელოვან როლს ასრულებს ორგანიზმის იმუნურ სისტემაში, ასევე ტვინის განვითარებასა და პლასტიურობაში.
რაც ძალიან მნიშვნელოვანია, მედიკამენტი არ გამოიყენება მაშინვე, არამედ ინსულტიდან შვიდი დღის შემდეგ. ეს ნიშნავს, რომ ისინი, ვისაც დახმარებას ინსულტის შემდეგ დაუყოვნებლივ ვერ  უწევენ, მაინც იქნებიან დაცული ამ მდგომარეობის ყველაზე უარესი შედეგებისგან.
კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა თაგვებში ხელოვნურად გამოიწვიეს იშემიური ინსულტი, ყველაზე გავრცელებული ტიპის ინსულტი. თუმცა, ერთი კვირის შემდეგ, ცხვირის წვეთები დაეხმარა თაგვებს მოტორული ფუნქციის უფრო სწრაფად და სრულად აღდგენაში, პლაცებო ჯგუფთან შედარებით.
ახალი კვლევა ასევე გვაძლევს უკეთეს წარმოდგენას ტვინზე C3a-ს ეფექტის შესახებ. MRI სკანირებამ აჩვენა, რომ პეპტიდმა ხელი შეუწყო თაგვების ტვინში ნერვულ უჯრედებს შორის კავშირების რაოდენობის გაზრდას.
“ჩვენი შედეგები აჩვენებს, რომ C3a პეპტიდი გავლენას ახდენს ასტროციტების ფუნქციაზე – ეს არის უჯრედები, რომლებიც აკონტროლებენ ნერვული უჯრედების ბევრ ფუნქციას როგორც ჯანმრთელ, ასევე დაავადებულ ტვინში”, – განაცხადა გოტენბურგის უნივერსიტეტის ნეირომეცნიერმა მილოშ პეკნამ.
იშემიურ ინსულტს წელიწადში დაახლოებით 7,6 მილიონი ადამიანი განიცდის, აქედან ნახევარზე მეტს უვითარდება ფიზიკური ან ფსიქიკური აშლილობა, რის შედეგადაც ვითარდება: ხელის ან ფეხის თვითნებური მოძრაობის დაკარგვა, მეტყველების დარღვევა ან დეპრესიის პრობლემები და შფოთვა.
მკვლევარები განმარტავენ, რომ C3a პეპტიდიანმა ცხვირის წვეთებმა შეიძლება დიდი განსხვავება შეიტანოს ამ ციფრებში – თუმცა, მანამდე, აუცილებელია იმაში დარწმუნება, რომ მედიკამენტი ისეთივე ეფექტურია ადამიანებში, როგორც თაგვებში.
კვლევა სამეცნიერო ჟურნალ Journal of Clinical Investigation-ში გამოქვეყნდა.

წყარო : sciencealert.com

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
მედიცინა

როგორ ამოვიცნოთ ციმბირის წყლული

ციმბირის წყლული, იგივე ჯილეხი, მწვავე ინფექციური დაავადებაა. ინფექციის ძირითადი წყაროა დაავადებული შინაური ცხოველი, განსაკუთრებით – მსხვილი რქოსანი პირუტყვი. ადამიანის ორგანიზმში ჯილეხის გამომწვევი შესაძლოა შეიჭრას დაზიანებული კანიდან, სასუნთქი ორგანოებიდან, კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. კანიდან გამომწვევის შეჭრა უმთავრესად დაავადებული საქონლის მოვლისა და დაკვლის, დაცემული პირუტყვის გატყავებისა და დამარხვის, ინფიცირებული ხორცის, ტყავისა და ბეწვის დამუშავების დროს ხდება. დროული სათანადო მკურნალობის გარეშე ადამიანი შესაძლოა მოკვდეს.

როგორ შეიძლება დაავადდეთ ჯილეხით

თუ პირუტყვის დაკვლა დააპირეთ, აუცილებლად შეატყობინეთ ვეტექიმს და შემდეგ მისი რეკომენდაციისამებრ იმოქმედეთ. თუ საქონელი მოულოდნელად დაეცა, არამცთუ მოვლას, შეხებასაც კი ნუ ეცდებით, ვიდრე საქმის კურსში არ ჩააყენებთ ვეტექიმს. მხოლოდ მას შეუძლია გირჩიოთ, როგორ მოიქცეთ. ჯილეხის გამომწვევი შესაძლოა გადაეცეს მიწასთან კონტაქტითაც. მისი სპორები წლობით ძლებს ნიადაგში და ინარჩუნებს დასნებოვნების უნარს. განსაკუთრებით უნდა ერიდოთ დაცემული ცხოველების სამარხს. ასეთი ადგილები, წესით, შემოკავებული უნდა იყოს და გაკეთებული ჰქონდეს სათანადო წარწერა. შესაძლოა დაავადდეთ აგრეთვე ნაყიდი ხორცის დამუშავების, მისგან კერძის მომზადების დროს და, რა თქმა უნდა, ჭამის შედეგადაც, ამიტომ უნდა ეცადოთ, ხორცი საიმედო ადგილას, მის სარეალიზაციოდ საგანგებოდ გამოყოფილ ადგილებში შეიძინოთ. ყოველი შემთხვევისთვის გამყიდველს მაინც მოსთხოვეთ ხორცის ხარისხიანობის დამადასტურებელი ცნობა. თუ მაინც მოგიხდათ ხორცის შეძენა გზატკეცილზე, ქუჩაში, მასობრივი თავშეყრის ადგილას, აუცილებლად მოითხოვეთ ცნობა ხორცის შემოწმების შესახებ. დაიმახსოვრეთ: დაავადებული საქონლის ხორცის ჭამა ძალიან საშიშია. თუ პირუტყვი დაეცა, იგი აუცილებლად უნდა დაიმარხოს.

როგორ ამოვიცნოთ ციმბირის წყლული

თუ გამომწვევი კანიდან შეიჭრა, პირველი ნიშანიც კანზე გაჩნდება, სწორედ იმ ადგილზე, რომელიც შეეხო დაავადებული პირუტყვის ხორცს, გამომწვევით დაბინძურებულ საგანს თუ მიწას. ამ ადგილას წარმოიქმნება ლაქა, რომელიც მოგვიანებით მოყვითალო-მოშავო ფერის შიგთავსიან ბუშტუკად იქცევა. ბუშტუკი მქავანაა. ზოგჯერ – სწორედ ქავილის გამო, ზოგჯერ კი თავისთავად ბუშტუკი სკდება და მის ადგილას ჩნდება წყლული, საიდანაც დის სეროზულ-ჰემორაგიული სითხე. წყლულის ირგვლივ ვითარდება შეშუპება და სიწითლე, რომელიც ზოგჯერ მოზრდილ არეს იკავებს. წყლული იფარება შავი ნეკროზული ქერქით. ქერქი ნახშირს ჰგავს, რის გამოც მას ანთრაქსი (ბერძ. ნახშირი) უწოდეს. წყლულის ირგვლივ ჩნდება მოწითალო-მოვარდისფრო შვილეული ბუშტუკები, რომლებიც, ძირითადი ბუშტუკის მსგავსად, წყლულდება. ეს წყლულის გაფართოებას იწვევს. კარბუნკულის დიამეტრმა შესაძლოა 8-15 სმ-საც კი მიაღწიოს. ციმბირის წყლულის კარბუნკული უმტკივნეულოა, ამიტომაც ხალხმა დაავადებას “ბედნიერი” უწოდა. განასხვავებენ დაავადების ორ კლინიკურ ფორმას: კანისას (ლოკალურს, ადგილობრივს) – გვხვდება შემთხვევათა 98%-ში – და სეპტიკურს (გენერალიზებულს). ეს უკანასკნელი გაცილებით იშვიათია. კანის ფორმა ათიდან 8 შემთხვევაში მსუბუქად ან საშუალო სიმძიმით მიმდინარეობს, მხოლოდ 20%-ში გვხვდება მძიმე მიმდინარეობა. კანის ფორმის დროს ქირურგიული ჩარევა ნაჩვენები არ არის. მკურნალობა კომპლექსურია. იყენებენ ჯილეხის საწინააღმდეგო ჰეტეროგენულ გლობულინს, ანტიბიოტიკებს (პენიცილინის, ცეფალოსპორინების ჯგუფი). მძიმე და გენერალიზებული ფორმის შემთხვევაში ტარდება დეზინტოქსიკაციური თერაპია. ინფექციურ-ტოქსიკური შოკის დროს რეკომენდებულია ჰორმონოთერაპია. ლოკალური ფორმის დროს პროგნოზი კეთილსაიმედოა, გენერალიზებულის შემთხვევაში კი გამოჯანმრთელება იშვიათია.

პროფილაქტიკური ღონისძიებები

დაავადებასთან საბრძოლველად სამედიცინო და ვეტერინარული სამსახურები კომპლექსურ ღონისძიებებს ატარებენ. ვეტერინარულ-სანიტარიული ზედამხედველობის მიზანია ინფექციის წყაროს გამოვლენა, კერების აღრიცხვა, ცხოველთა აცრა, ზედამხედველობა ხორცისა და ცხოველთა ნედლეულის დამზადებაზე, შენახვასა და ტრანსპორტირებაზე, დაღუპულ პირუტყვთა გაუვნებლებასა და სპეციალური სამარხების მოწყობაზე. ჯილეხის მხრივ საეჭვო და ჯილეხიან ავადმყოფთან კონტაქტში მყოფი პირები 8-10 დღით იზოლირებულნი უნდა იყვნენ. საავადმყოფოდან გაწერა შეიძლება ქერქის მოშორებისა და დანაწიბურების შემდეგ. მათ, ვინც რისკჯგუფში შედის, საპროფილაქტიკოდ პირველი 5 დღის განმავლობაში უკეთებენ ჯილეხის საწინააღმდეგო გლობულინს. ჯილეხის პროფილაქტიკისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს სანიტარიულ-საგანმანათლებლო მუშაობას ანუ მოსახლეობის ინფორმირებას. დაავადებული პირუტყვის ხორცის განზრახ გაყიდვა ისჯება კანონით.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
1 24 25 26 27 28 101
Page 26 of 101