close

მედიცინა

მედიცინაფსიქოლოგია

მეცნიერები დეპრესიის წინააღმდეგ ბრძოლის ახალ გზას გვთავაზობენ

ადამიანებს, რომლებიც დეპრესიისგან განიკურნენ, მაგრამ მეხსიერებაზე, კონცენტრაციასა და შემეცნებით ფუნქციაზე მის დეპრესიისგან დატოვებულ კვალს ებრძვიან, სტიმულანტი მოდაფინილი დაეხმარებათ.

ამის შესახებ მეცნიერები იმ კვლევაზე დაყრდნობით იუწყებიან, რომლის შედეგებიც საზოგადოებისთვის სამშაბათს გახდა ცნობილი.

მედიკამენტი მოდაფინილი ჩვეულებრივ ძილის ისეთი დარღვევების დროს ინიშნება, როგორიცაა ნარკოლეფსია.  კემბრიჯის უნივერსიტეტის მკვლევარები ამტკიცებენ, რომ მედიკამენტი მნიშვნელოვნად აუმჯობესებს მეხსიერებას და ეფექტურია დეპრესიის აღმოსაფხვრელად.

ისინი აცხადებენ, რომ დეპრესიის მკურნალობისას პაციენტები და ექიმები განწყობის გაუმჯობესებაზე არიან ფოკუსირებული და არ ითვალისწინებენ ისეთ მნიშველოვან ფაქტორს, როგორიცაა დეპრესიის ზეგავლენას თავის ტვინზე.

„შეცნებითი დისფუნქცია არის დეპრესიის მკურნალობის არასათანადოდ გათვალისწინებული ფაქტორი. ადამიანები ხშირად მიმართავენ ფსიქიატრებს მეხსიერებასთან დაკავშირებული ჩივილებით. ჩვენმა კვლევამ აჩვენა, რომ შესაძლოა, მოდაფინილი გამოსავალი იყოს,“ – აცხადებენ კემბრიჯის უნივერსიტეტის მეცნიერები, რომლებმაც კვლევის ფარგლებში 60 დეპრესიის დიაგნოზით ნამკურნალევი  ადამიანი გამოიკვლიეს და აღმოაჩინეს, რომ მათ, ვინც  გარკვეული პერიოდის განმავლობაში მოდაფინილი მიიღეს, მეხსიერებასთან დაკავშირებული უმნიშვნელო პრობლემები ჰქონდათ განსხვავებით იმათგან, ვინც აღნიშნულ მედიკამენტს არ ღებულობდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის შეფასებით, დეპრესია საზოგადოებრივი ჯანდაცვის ნომერ პირველ პრობლემაა, რომლითაც მსოფლიოს მასშტაბით 350 მილიონი ადამიანია დაავადებული. ორგანიზაცია ყველა ქვეყანას მოუწოდებს, დაავადების წინააღმდეგ ბრძოლას მეტი ყურადღება დაუთმონ.

 

წყარო: Reuters

მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ
ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

 

სრულად ნახვა
მედიცინა

როგორ მოვუაროთ კანს ზამთარში? – დერმატოლოგ მაკა დოღოზაშვილის რჩევები

კანი სხეულის გარეგანი საფარველია, იგი მექანიკური დაზიანებისგან იცავს შინაგან ორგანოებსა და ქსოვილებს, ასევე ხელს უშლის უცხო ნაწილაკების შეღწევას ორგანიზმში. აქვს თბორეგულატორული ფუნქცია, რაც ნიშნავს იმას, რომ მონაწილეობას იღებს სხეულის ტემპერატურის შენარჩუნებაში, უზრუნველყოფს სითბოს წარმოქმნისა და გაცემის პროცესების წონასწორობას. აგრეთვე, კანში მოთავსებულია რეცეპტორები, რომლებიც აღიქვამენ ტკივილს, სითბოს, სიცივეს, ეს კი საშუალებას იძლევა, რომ ადამიანმა აირიდოს სხვადასხვა დაზიანება. აქვს გამომყოფი ფუნქციაც, კერძოდ, საოფლე ჯირკვლების დახმარებით ორგანიზმიდან გამოიყოფა წყალი, მარილები და შხამიანი ნივთირებები. კანში წარმოიქმნება D ვიტამინი, აგრეთვე, გამომუშავდება მუქი პიგმენტი, რომელიც ულტრაიისფერი სხივებისგან იცავს ორგანიზმს. როგორ შევინარჩუნოთ ჯანსაღი კანი ზამთარში? – ,,დოქტრინას” კითხვებს კლინიკა ,,ჰეალაინისა” და სამედიცინო კორპორაცია ,,ევექსის” დერმატოლოგი, მაკა დოღოზაშვილი, პასუხობს.

 ზამთარში კანი შრება, იქერცლება, კარგავს ტონუსსა და სიმკვრივეს, როგორ მოვუაროთ კანს აღნიშნულ პერიოდში?

ზამთარში სახის კანს განსაკუთრებული მოვლა სჭირდება, რადგან სიცივე და სუსხი აუწყლოებს და კარგავს ტენიანობას, ცივი ჰაერის ზემოქმედების გამო ცხიმის უჯრედები პასიურდება, შესაბამისად, კანი კარგავს სიმკვრივეს. განსაკუთრებით საყურადღებო მშრალი კანის მოვლაა, რადგანაც ამ სეზონზე მას ყველაზე მეტად უჭირს. ტანსაცმლისგან დაუფარავ კანზე –  ხელებსა და სახეზე – სასურველია, ინტენსიური მკვებავი კრემების რეგულარული გამოყენება, რომელთა შემადგენლობაშიც შედის E ვიტამინი, კერამიდები, ცხიმოვანი მჟავები, სელექტიოზა, დემეტიკონი, ქოქოსის ან შის ზეთი და ა.შ.

ტუჩებისა და თვალების გარშემო კანი განსაკუთრებით თხელი და ნაზია, როგორ ავიცილოთ თავიდან აქერცვლა და გამოშრობა?

ტუჩებისა და თვალის ირგვლივი კანის დაცვა აუცილებელია აღნიშნული ზონებისთვის განკუთვნილი კრემ-ბალზამებით. სიმშრალის თავიდან ასაცილებლად საჭიროა დიდი რაოდენობით სითხის მიღება. კანის სიცივისგან დასაცავად გამოიყენება ე.წ. ქოლდ კრემის ხაზი, რომელიც საკმაოდ ბევრ კოსმეტიკურ თუ ფარმაცევტიკულ ქსელს აქვს, მისი გამოყენებისას ხელებისა და სახის კანზე გაორმაგებული დამცავი ლიპიდური გარსი წარმოიქმნება, ეს კი კანს ტენს უნარჩუნებს.

კანის რომელი პათოლოგიები მწვავდება ზამთარში?

ზამთარში ხშირად მწვავდება ისეთი დაავადებები, რომელთაც ახასიათებთ კანის სიმშრალე, მაგალითად: ატოპიური დერმატიტი, სებორეა, ეგზემა, ფსორიაზი და ა.შ. ამის ძირითადი მიზეზი კი კანის გამოშრობაა.

როგორც ხედავთ, აღნიშნულ სეზონზე სწორედ კანი იღებს პირველად დარტყმებს, თუ მას არ მოვუვლით, დაკარგავს ზემოთ ჩამოთვლილ ფუნქციებს და ვიზუალურადაც არასასიამოვნო სანახავი იქნება. გაითვალისწინეთ, სამთო-სათხილამურო კურორტებზე დამატენიანებელ მალამოს აუცილებლად უნდა დაემატოს მზისგან დამცავი კრემი მაღალი SPF (Sun Protected Factor) ფილტრით. ქვიშა მზის სხივების 25%-ს ირეკლავს, თოვლი და წყალი – 80%-ს, სწორედ ამიტომ, ულტრაიისფერი სხივების ნეგატიური შედეგების თავიდან ასაცილებლად აუცილებელია დამცავი კოსმეტიკური საშუალებების გამოყენება.

 

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

 

 

 

სრულად ნახვა
მედიცინა

წითელი ღვინო ორგანიზმს სიგარეტის მავნე ზემოქმედებისგან იცავს

მიუხედავად მედიკოსების მკაცრი გაფრთხილებისა, ბევრი ადამიანი უარს ვერ ამბობს სიგარეტზე.

ახლახან ჩატარებული კვლევა ამტკიცებს, რომ თუკი თამბაქოზე უარს ვერ ამბობთ, სანამ სიგარეტს მოუკიდებთ, ერთი, ან ორი ჭიქა წითელი ღვინო უნდა დალიოთ, რაც თქვენს სიხლძარღვებს  გარკვეული მოკლევადიანი დაზიანებისგან დაიცავს.

წითელი ღვინო,  რომელიც დიდი რაოდენობით ფენოლს (ბუნებრივი ნაერთი) შეიცავს, აზოტის ოქსიდის ფორმირებას ასტიმულირებს, რაც კორონარულ არტერიებს აახალგაზრდავებს.

American Journal of Medicine-ში გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, ეს პროცესი არტერიებს თამბაქოსგან იცავს. თამბაქო კი, როგორც ცნობილია, არტერიებია ანთებასა და უჯრედების დაბერებას იწვევს.

ექსპერიმენტის ფარგლებში მეცნიერებმა 20 არამწეველი გამოიკვლიეს და თხოვეს, სამ-სამი ღერი სიგარეტი მოეწიათ. მკვლევარებმა ექსპერიმენტში ჩართული ადამიანის შარდი და სისხლი სიგარეტის მოწევამდე და მოწევიდან 18 საათის შემდეგ გამოიკვლიეს.

მოწევა სისხლის ნაკადში მიკრონაწილაკების გავრცელებას იწვევს. ნაწილაკების მოდის ენდოთელური უჯრედებიდან, თრომბოციტებისა და მონოციტებისგან და მიანიშნებს, რომ საკნების სისხლძარღვების მიმდინარეობს დაზიანებული.

თუმცა, იმ პირებს, რომლებმაც სიგარეტის მოწევამდე წითელი ღვინო დალიეს, უჯრედული ცვლილებები არ აღენიშნებოდათ.

გერმანიის ზაარლანდის უნივერსიტეტის მკვლევარები განმარტავენ, რომ მათი კვლევის მიზანი თამბაქოს მოწევის წინ წითელი ღვინის დალევის ცხოვრების სტილად გახდომის პროპაგანდა არაა და ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად საუკეთესო გზა თამბაქოზე უარის თქმაა.

გარდა ამისა, ექსპერიმენტი არამწეველებზე ჩატარდა და აქედან გამომდინარე მხოლოდ იმის თქმა შეიძლება, რომ წითელი ღვინო იმ მწეველებს იცავს თამბაქოს მავნე ზემოქმედებისგან, რომლებიც თამბაქოს იშვიათად მოიხმარენ.

 

წყარო: Dailymail

მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ
ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი  ,,დოქტრინა”

 

 

სრულად ნახვა
კვლევებიმედიცინა

ონკოლოგები: მცენარეული აბები ონკოპაციენტებისთვის საზიანოა

მცენარეულ აბებს ონკოლოგიური  პაციენტებისთვის სარგებელზე მეტი ზიანი მოაქვს, – BBC-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ლისაბონში გამართულ მკერდის კიბოს საერთაშორისო კონფერენციაზე ონკოლოგებმა განაცხადეს.მათი მტკიცებით, ზოგიერთი მცენარეული პრეპარატის ინგრედიენტმა შესაძლოა, სიმსივნური დაავადების მკურნალობის კურსს ხელი შეუშალოს.

გამოცემის ცნობით, ნივრის, ჯანჯაფილისა და გინგკო ბილობას შემცველი აბები მკერდის კიბოს მქონე პაციენტებში ჭრილობების შეხორცებას და დაზიანებული კანის აღდგენის პროცესს აფერხებს. ქირურგისა და პროფესორის, მარია კარდოსოს თქმით, არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ მცენარეული თერაპია მუშაობს.

ქირურგები მოუწოდებენ პაციენტებს, რომ ექიმს ყოველთვის ამცნონ, თუკი მცენარეული შემადგენლობის აბებს ან მალამოებს იყენებენ. საფრთხე მდგომარეობს იმაში, რომ მცენარეული პროდუქტების დიდ ნაწილს შეუძლია შეაფერხოს ან ხელი შეუშალოს ჰორმონალურ თერაპიასა თუ ქიმიოთერაპიის კურსს. ზოგიერთი მათგანი კი სისხლის შედედების პროცესს ახანგრძლივებს, რის გამოც ჭრილობები დროულად ვერ ხორცდება.

პროფესორ კარდოსოს თქმით, გასაკვირი არ არის, როცა კიბოს პაციენტები ალტერნატიულ მეთოდებს მიმართავენ, თუმცა ყოველთვის უნდა გაითვალისწინონ, რომ მცენარეული თერაპიით შესაძლოა, ორგანიზმს სარგებელზე მეტად ზიანი მოუტანონ.

სრულად ნახვა
მედიცინატექნოლოგიები

კანადელი მეცნიერები ვარაუდობენ, რომ კიბო შესაძლოა გადამდები იყოს

„კანადის პერსპექტიული კვლევების ინსტიტუტის“ მეცნიერები ვარაუდობენ, რომ კიბო შესაძლოა გადამდები იყოს. ინფორმაცია მათი კვლევის შესახებ ვებგვერბ wize.life-ზე გამოქვეყნდა.

კვლევის ავტორთა თქმით, რამდენიმე არაინფექციური დაავადება, მაგალითად, კიბო, ჭარბწონიანობა, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები და დიაბეტი შესაძლოა ადამიანიდან ადამიანზე გადადიოდეს.

ამ ჰიპოთეზას მეცნიერები მიკრობიომის გადაცემის შესაძლებლობით ხსნიან. მიკრობიომი არის ტრილიონობით მიკროორგანიზმის ერთობლიობა, რომლებიც ადამიანის ორგანიზმში, მათ შორის კანზე და შიდა ორგანოებში არსებობს. მიკრობიომში შედის არა მხოლოდ ბაქტერიები, არამედ სოკოვანი ინფექციები და ვირუსებიც. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ორი ადამიანის კონტაქტის ან ერთ სივრცეში ყოფნის დროს მიკრობიომი შესაძლოა ერთი მათგანისგან მეორეზე გადავიდეს.

„ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია“ გულ-სისხლძარღვთა დაავადებებსა და კიბოს „არაინფექციურად“ მიიჩნევს.

სრულად ნახვა
მედიცინა

რისი წვენი დაგეხმარებათ ძილის გაუმჯობესებაში. დიეტოლოგის რჩევა

ამერიკელმა ექიმმა-დიეტოლოგმა ჰოლი კლამერმა დაასახელა სასმელი, რომელიც ხელს უწყობს ღამის ძილის გაუმჯობესებას. ამის შესახებ Eat This, Not That!-ი წერს.

სპეციალისტის თქმით, ძილის ხარისხი გაუმჯობესდება, თუ ალუბლის წვენს რეგულარულად მიირთმევთ. „ძილის წინ ამ წვენის დალევა სწრაფად ჩაძინებაში დაგვეხმარება. საქმე იმაშია, რომ ალუბალი შეიცავს მელატონინს. ეს არის ჰორმონი, რომელიც ძილის ციკლის მოწესრიგებაში გვეხმარება“, – ამბობს კლამერი.

მისივე თქმით, ჩატარდა კვლევა, რომლის ფარგლებშიც, 1 კვირის განმავლობაში მონაწილეების ნაწილი ალუბლის წვენს მიირთმევდა, ნაწილი კი – პლაცებოს. 7 დღის შემდეგ პირველი ჯგუფის მონაწილეებს ძილის ხარისხი შესამჩნევად გაუუმჯობესდა.

სრულად ნახვა
მედიცინა

მოწევაზე უარის თქმის შემთხვევაში მწეველის ფილტვებს აღდგენა შეუძლია

მწეველის ფილტვების უჯრედებს სიგარეტზე უარის თქმის შემდეგ აღდგენა შეუძლია. ამის შესახებ BBC ბრიტანელი მეცნიერების კვლევის შედეგებზე დაყრდნობით წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ფილტვის კიბოს გამომწვევი მუტაციები აქამდე პერმანენტულად ითვლებოდა მათ შორისაც კი, ვინც მოწევას თავს ანებებს. თუმცა ახალმა კვლევამ დაადგინა, რომ მცირე რაოდენობის ფილტვების ჯანსაღ უჯრედებს ორგანოს აღდგენა შეუძლია. ეს ეფექტი იმ პაციენტებშიც დაფიქსირდა, ვინც მავნე ჩვევაზე უარის თქმამდე 40 წლის განმავლობაში დღეში 1 კოლოფ სიგარეტს ეწეოდნენ.

ჯერჯერობით უცნობია, როგორ ახერხებს ფილტვების უჯრედების მცირე ნაწილი თამბაქოს მიერ მიყენებული ზიანისგან თავის არიდებას. სპეციალისტების თქმით, ეს უჯრედები თითქოს „ბირთვულ ბუნკერში“ იმყოფება.მაგრამ როცა ადამიანი მოწევას თავს ანებებენ სწორედ ისინი იწყებენ გამრავლებას და დაზიანებული უჯრედების ჩანაცვლებას.

შედეგად, ყოფილი მწეველების ფილტვების 40% ისე გამოიყურება, როგორც არამწეველების ფილტვები. მეცნიერების თქმით, ასეთი აღმოჩენა მათთვის დიდი სიურპრიზი იყო.

სრულად ნახვა
მედიცინა

რა გავლენას ახდენს ჩიფსი ადამიანის ჯანმრთელობაზე

მეცნიერებმა გაარკვიეს, რა გავლენას ახდენს ჩიფსი ადამიანის ჯანმრთელობაზე. მათი თქმით, ის გულ-სისხლძარღვთა დაავადების რისკს ზრდის და სიცოცხლის ხანგრძლივობას ამცირებს. ამის შესახებ გამოცემა Eat This, Not That! წერს.

კვლევა 11 წლის განმავლობაში ტარდებოდა და მასში 21 500 მოხალისე მონაწილეობდა. მონაწილეები 2 ჯგუფად დაყვეს: ერთი ნაწილი ხემსის სახით, ნატურალურ პროდუქტებს იღებდა (მარცვლეული, ხილი და რძის პროდუქტები), მეორე ნაწილი კი „სნექებს“, რომელიც დიდი რაოდენობით სახამებელს შეიცავს, როგორიცაა, კარტოფილის ჩიფსი.

კვლევის შედეგების თანახმად, რომელიც აშშ-ის კარდიოლოგიის ასოციაციის ჟურნალში გამოქვეყნდა, გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისგან გარდაცვალების რისკი 57%-ით მეტი სწორედ მონაწილეთა მეორე ჯგუფში დაფიქსირდა.

იმ ჯგუფში, რომელიც ხემსისთვის ჯანსაღ პროდუქტს ირჩევდა, დაბალი იყო არა მხოლოდ გულ-სისხლძარღვთა დაავადების, არამედ კიბოს განვითარების რიკსიც.

კვლევის ერთ-ერთი ავტორის, პროფესორ იინგ ლის განმარტებით, მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პროდუქტის ტიპი, არამედ მისი მიღების დროც. კერძოდ, გულ-სისხლძარღვთა დაავადების განვითარების რისკი უფრო მაღალია იმ ადამიანებში, რომლებიც სახამლების შემცველ პროდუქტებს მთავარი კვების შემდეგ იღებენ. „თუ თქვენს სადილში დიდი რაოდენობით შაქარი და ცხიმია, ამ შემთხვევაში, სადილის შემდეგ მიღებული ჩიფსი სისხლში შაქრის დონის ნორმაში მოყვანას რამდენიმე საათის განმავლობაში უშლის ხელს. ეს კი გულსა და სისხლძღარღვებზე დატვირთვას ზრდის“, – განმარტავს პროფესორი.

სრულად ნახვა
მედიცინა

მეცნიერებმა პროსტატის კიბოს დასადგენად 94%-ით ზუსტი სისხლის ტესტი შექმნეს  

მეცნიერებმა პროსტატის კიბოს დასადგენად სისხლის ახალი ტესტი შექმნეს, რომლის სიზუსტე 94%-ია.
საიმპერატორო კოლეჯთან და აღმოსავლეთ ინგლისის უნივერსიტეტთან (UEA) თანამშრომლობით, Oxford BioDynamics-მა აღმოაჩინა, რომ ტესტის სტანდარტულ პროსტატის სპეციფიკურ ანტიგენის ტესტთან (PSA) კომბინირებისას, უფრო მეტი შემთხვევის გამოვლენა იყო შესაძლებელი.
ჟურნალ Cancers-ში გამოქვეყნებულ კვლევის შედეგებში მკვლევართა ჯგუფი აცხადებს, რომ PSA ტესტი საკმარისად ზუსტი არ არის. შედეგად, დაფიქსირდა პროსტატის არასაჭირო ბიოფსიის არაერთი შემთხვევა მამაკაცებში, რომლებსაც კიბო არ ჰქონდათ.
147 პაციენტზე ჩატარებულმა საპილოტე კვლევამ ახალი ტესტი შეაფასა და დაასკვნა, რომ მან მნიშვნელოვნად გააუმჯობესა დაავადების დიაგნოზირება. მკვლევარების გუნდმა დაასკვნა, რომ ტესტის სიზუსტე 94%-ს შეადგენდა.
ახალი ტესტი არა მხოლოდ ძალიან ზუსტი, არამედ სწრაფი, მინიმალურად ინვაზიური და იაფია. კვლევის შემდეგ ეტაპზე ტესტს გამოიყენებენ მამაკაცთა იმ ჯგუფზე, სადაც კიბოს სტატუსი უცნობია.
პროსტატის კიბო ვითარდება მაშინ, როდესაც პროსტატის უჯრედები უკონტროლო გზით იწყებენ ზრდას. ზოგიერთ შემთხვევაში, ის შეიძლება სწრაფად გაიზარდოს და გავრცელდეს სხეულის სხვა უბნებზე, რაც საჭიროებს მკურნალობას. პროსტატის კიბო ყოველთვის სიმპტომებს არ იწვევს, რის გამოც ძალიან მნიშვნელოვანია ტესტირება. ზოგიერთს შეიძლება ჰქონდეს საშარდე გზებთან დაკავშირებული პრობლემები, ბარძაყის ან მენჯის ტკივილის, ერექციის პრობლემები, შარდში ან სპერმაში სისხლი ან წონაში უმიზეზოდ კლება.
პროსტატის კიბო, ძირითადად, 50 წელზე უფროსი ასაკის მამაკაცებში გვხვდება, რისკი იზრდება ასაკთან ერთად. მნიშვნელოვანი ფაქტორია გენეტიკაც.
„ამჟამად არ არსებობს ერთი ტესტი პროსტატის კიბოსთვის, მაგრამ PSA სისხლის ტესტები ერთ-ერთი ყველაზე ხშირად გამოიყენება, ფიზიკურ გამოკვლევებთან, MRI სკანირებასთან და ბიოფსიასთან ერთად. თუმცა, PSA სისხლის ტესტები ჩვეულებრივ არ გამოიყენება პროსტატის კიბოს სკრინინგისთვის, რადგან შედეგები შეიძლება არასანდო იყოს. პროსტატის კიბო იმ ადამიანების მხოლოდ მეოთხედს უდასტურდება, რომლებსაც ბიოფსია PSA-ს მომატებული დონის გამო უტარდებათ. აქედან გამომდინარე, გაჩნდა სურვილი, რომ შეიქმნას ახალი სისხლის ტესტი უფრო დიდი სიზუსტით“, – აცხადებს ნორვიჩის სამედიცინო სკოლის პროფესორი დიმიტრი ფშეჟეცკი.
მისი თქმით, ახალი ტესტი იძლევა პროსტატის კიბოს სწრაფ და ზუსტ დიაგნოზს, რაც როგორც დიაგნოსტიკური, ასევე სკრინინგის მიზნით რეალურ სარგებელზე მიუთითებს.

სრულად ნახვა
მედიცინა

რაც უფრო ცოტა ხანს გვძინავს, მით მეტი ტვინის უჯრედი იღუპება – რას გვირჩევს ენდოკრინოლოგი

ენდოკრინოლოგმა ელენე გიორგაძემ „დილა მშვიდობისა საქართველოს“ ეთერში ძილის მნიშვნელობაზე ისაუბრა და განმარტა, თუ რატომ არის ძილი ადამიანის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი.

„ძილი პასუხისმგებელია იმაზე, რომ შეინარჩუნოს ჩვენი ტვინის უჯრედები და ტვინის მუშაობა. თუ ნორმალურად არ ისვენებს ორგანიზმი, თუ გადაღლილია და დღე-ღამეში მინიმუმ 6 საათი არ სძინავს, ითვლება, რომ უფრო მეტი ტვინის უჯრედი იღუპება, ვიდრე საჭიროა, ამიტომაც ძილი ძალიან მნიშვნელოვანია“,- ამბობს ელენე გიორგაძე.

სრულად ნახვა
1 21 22 23 24 25 91
Page 23 of 91