close
კვლევებიმედიცინასაქართველო

„მსუბუქი ნარკოტიკი არ არსებობს. ნარკოტიკი ნარკოტიკია. მარიხუანით ისეთი ფსიქოზები ემართებათ, რომ ფსიქიატრიულში მოთავსება ხდება საჭირო“ – ნარკოლოგი ზაზა ჩიქოვანი

რამდენიმე დღის წინ შსს-მ ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული ნარკოლოგიური შემოწმების შედეგები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით, 1339 შემოქმებული პირიდან 968-ს ნარკოტიკული თრობა დაუდასტურდა. ნარკოლოგიური შემოწმების საგანგაშო შედეგებზე და მათ გამომწვევ მიზეზებზე სასაუბროდ ნარკოლოგ ზაზა ჩიქოვანს დაუკავშირდით.

– ბატონო ზაზა, როგორ მოხდა, რომ შემოწმებულთა თითქმის 90% ნარკოტიკების მოხმარება დაუდასტურდა? 

– ამ სტატისტიკამ ნამდვილად მიიქცია ყურადღება. ჩემი აზრით ასეთი შედეგი პოლიციის კარგ მუშაობაზე მეტყველებს. როგორც ჩანს, სამართალდამცავები კარგად იყვნენ ინფომირებულები მათზე, ვისაც სინჯავდნენ. მოგეხსენებათ დღეს ქუჩაში „უპრაგონოდ“ არავის აჩერებენ. თუ ადრე პოლიციელები ქუჩაში გამვლელბს აჩერებდნენ და მოშარდვას და ანალიზების ჩაბარებას აიძულებდნენ, დღეს ასე აღარ ხდება. ახლა პოლიციამ იცის ვინ უნდა გასინჯოს, მაგრამ ნარკოტიკების მოხმარებამ ისე მოიმატა, რომ ბევრი ძებნაც აღარ ჭირდება…

– ნარკოტიკების მოზმარების ზრდას რას უკავშირებთ?

– ეს კომპლექსური პრობლემაა და ბევრ მიზეზს მოიცავს: შვილები მშობლებს ვერ ხედავენ, ბევრი თავისუფალი დრო აქვთ, არ მუშაობენ, არ სწავლობენ და თავიანთი წრე აქვთ, სადაც შეიძლება ნარკოტიკების მომხმარებელიც გამოერიოს. სტატისტიკურად, ერთი ნარკომომხმარებელი ათ ახალს ითრევს. ახლებს თავიდან ხან ჩუქნიან, ხან სამადლოდ აწვდიან, მაგრამ მერე უკვე თხოვენ – ამდენ ხანს გაძლევდი და ახლა შენ უნდა იშოვო და მომიტანოო.  მოხმარების ზრდის მიზეზია დეკრიმინალიზაციაც და ისიც, რომ ვიღაცამ ნაროტიკები მსუბუქად და მძიმედ დაჰყო.

– ბევრისთვის მარიხუანაც მსუბუქი ნარკოტიკია, რომელსაც გოგოებიც ეწევიან…

– ეწევიან და მერე კვირაში ერთხელ ფანჯრიდან ხტებიან… ამიტომ ვამბობთ, რომ მსუბუქი ნარკოტიკი არ არსებობს. ნარკოტიკი ნარკოტიკია. მარიხუანით ისეთი ფსიქოზები ემართებათ, რომ ფსიქიატრიულში მოთავსება ხდება საჭირო, სადაც ადგილები აღარაა და სასწრაფოს პაციენტი ერთი კლინიკიდან მეორეში დაჰყავს. ფსიქოზების გარდა, მარიხუანა განვითარებაში ჩამორჩენასაც იწვევს. ადრე თუ გვიან მშობლები ამჩნევენ, რომ მათი გონებაგახსნილი შვილი ვეღარ სწავლობს და ახლის ათვისება უჭირს, შვილი სპეციალისტთან მიჰყავთ და იგებენ, რომ ახალგაზრდა ნარკომომხმარებელია. აღსანიშნავია, რომ ბუნებრივი, ველური მარიხუანის გარდა, ადამიანის გამოყვანილი ჰიბრიდული ჯიშებიც არსებობს, რომლებშიც ნარკოტიკის შემცველობა ასჯერ და ათასჯერ მაღალია. ასეთ მარიხუანას ბოთლით ეწევიან,  რაც მაღალ კონცენტრაციას ახდენს და უფრო მძიმე შედეგები აქვს. ამას ისიც დაუმატეთ, რომ ტექნოლოგიები და ნაწილობრივ გასაღებაც ლეგალური გახდა. გუშინწინ რეკლამა  შემხვდა, ამა და ამ ადგილზე, მაღაზიაში მარიხუანის თესლი იყიდება და მობრძანდით, იყიდეთო – გვეპატიჟებიან.

სრულად :

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0