close

გეოგრაფია

გეოგრაფიადედამიწაეს საინტერესოასაქართველო

აფხაზეთის დაცული ტერიტორიები – საქართველოს გამორჩეული სიმდიდრე

 აფხაზეთის დაცულ ტერიტორიაზე 6 ნაკრძალია. ამ ერთმანეთისგან რელიეფითა და ეკოსისტემებით განსხვავებულ ნაკრძალებში 2000-ზე მეტი სახეობის მცენარე ხარობს. მათგან ბევრი ისეთია, ადრე ფართოდ რომ იყო გავრცელებული, დღეს კი აქა-იქაა შემორჩენილი.

რელიქტური მცენარეებიდან, უპირველესად, აღსანიშნავია ბიჭვინთის ფიჭვი. ეს მცენარე, სხვა ჰაბიტატებისგან განსხვავებით, ბიჭვინთაში ქვიშიან დიუმებზე ხარობს ზღვის შროშანთან ერთად. მდიდარია აფხაზეთის ფაუნაც. საქაეთველოს ,,წითელ ნუსხაში’’ შესული არაერთი ცხოველი ბინადრობს აფხაზეთის ნაკრძალებში.

რიწის ნაკრძალი ზღვის დონიდან 300-2900 მეტრის სიმაღლეზე რიწის ტბის გარშემო მდებარეობს. ეს ზღაპრული ბუნება მნიშვნელოვნად განსხვავდება აფხაზეთის ზღვისპირა მხარის ლანდშაფტებისგან. რიწის ნაკრძალში 1400-ზე მეტი სახეობის მცენარე ხარობს. ამ ტერიტორიის 91%-ზე მეტი ტყითაა დაფარული. რიწის ნაკრძალში მობინადრე ძუძუმწოვრებიდან ყველაზე პატარა მტაცებელია დედოფალა, ყველაზე დიდი კი – მურა დათვი.

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

 

 

 

 

სრულად ნახვა
გეოგრაფიადედამიწასაქართველო

მტირალას ეროვნული პარკი – უნიკალური ადგილი საქართველოში

  მტირალას ეროვნული პარკი საქართველოში ყველაზე უხვნალექიან ადგილას მდებარეობს. პარკში ხელუხლებლადაა შემონახული უნიკალური მერქნიანი მცენარეების ტყე. აქაურობის თითქმის 100% ტყითა და გაუვალი ბუჩქნარითაა დაფარული.

მხოლოდ აქ იზრდება მშვენიერი ეპიგეა, რომელიც შეტანილია საქართველოს ,,წითელ ნუსხაში“.  ასევე სხვაგან არსად გვხვდება შქერიანი. საკმაოდ მდიდარია მტირალას ეროვნული პარკის ფაუნა, როგორც ძუძუმწოვრებითა და ფრინველებით, ისე ამფიბიებით, რომელთა შორის აღსანიშნავია კავკასიური სალამანდრა და მცირეაზიული ტრიტონი.

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

 

 

 

 

 

სრულად ნახვა
გეოგრაფიადედამიწაეს საინტერესოა

პოლარული ციალი – როგორ ჩნდება საოცრება დედამიწაზე

  ჩინელმა ასტრონომებმა ჯერ კიდევ 5000 წლის წინ აღწერეს პოლარული ციალი. მოგვიანებით, ბერძენი და ლათინურენოვანი ავტორები წერდნენ ,,ღამის ცაზე გაჩენილი ცეცხლის ალების’’ შესახებ. ,,დიდ ჩრდილოეთში’’ მოელვარე სინათლის შესახებ ლეგენდები იქმნებოდა. ზოგიერთი ესკიმოსისთვის იგი წინაპართა სულებს განასახიერებდა. სხვებისთვის ჩრდილოეთ პოლუსზე განთავსებული ,,დედამიწის შემქმნელი დიდი ცეცხლის’’ ნაკვალევი იყო.

XVII ს-ში ასტრონომმა გალილეიმ მას ,,ჩრდილოეთის ციალი” უწოდა, მაგრამ მისი საიდუმლო ვერავინ ამოიცნო. მხოლოდ ის არის დადგენილი, რომ მზის აქტიურობის დროს შეინიშნება. XX ს.-ის დასაწყისში ნორვეგიელმა მეცნიერმა მოახერხა იმავე ფენომენის ლაბორატორიაში მიღება: მან დამაგნიტებული ბურთი (მაგნიტური ისრის მსგავსი) დაბომბა ელექტრონებით (ატომის შემადგენელი ელემენტები) და მაშინვე გაჩნდა ციალის მსგავსი ნათება.

ყოველთვის, როდესაც მზე მეტად აქტიურია, მის ზედაპირზე ძლიერი ამოფრქვევებია და მათი ნაწილაკები კოსმოსში ვრცელდება. დედამიწაზე მათ მაგნიტური ველი იზიდავს და ისინი პოლუსებისკენ მიიწევენ. აქ, 100-300 კმ სიმაღლეზე, ატმოსფეროს მაღალ ფენებში ეღობებათ ჟანგბადი და აზოტი. ამ შეჯახებისას წარმოიქმნება სინათლე: თითოეულ აირს განსხვავებული ფერის სინათლე აქვს: ჟანგბადს – მომწვანო-ყვითელი, აზოტს – წითელი. მილიარდობით ნაწილაკის აირთან შეჯახება წარმოქმნის ციალს.

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

 

 

 

სრულად ნახვა
ანალიტიკაგეოგრაფიადედამიწაეკოლოგიაეს საინტერესოა

სად და როგორ წარმოიშვა „ირმა“ და მსგავსი დამანგრეველი ქარიშხლები?

რამდენიმე კვირაში იმ დღიდან, როცა ქარიშხალმა „ჰარვეიმ“ ტეხასში ნგრევა გამოიწვია, „ირმამ“ ფლორიდაში მეწყერი წარმოშვა და ეს მაშინ, როცა ატლანტიკურ ქარიშხლის სეზონამდე თითქმის 12 კვირაა დარჩენილი. ჩნდება კითხვა – საიდან ჩნდება ეს ქარიშხლები?

კვლევამ აჩვენა, რომ იმ ქარიშხლების უმეტესობა, რომელიც აშშ-სა და კანადას თავს დასტყდომია, იწყება, როგორც დასავლეთის აფრიკის, კერძოდა კი აფრიკის კაპე ვერდეის კუნძულების სანაპირო ზოლის, ატმოსფეროში არსებული ამინდის განსხვავებული ნიმუში.

,,Geophysical Research Letters-ში” გამოქვეყნებულმა 2015 წლის კვლევამ აჩვენა, რომ დასავლეთ აფრიკის სანაპიროს ამ ტროპიკული დარღვევების თვალყურის დევნებით მკვლევარები შეძლებდნენ იმის პროგნოზირებას, თუ რომელი მათგანი გადაიქცეოდა სერიოზულ ქარიშხლად რამდენიმე კვირის შემდეგ.

„იმ ქარიშხლების 85 პროცენტი, რომელიც აშშ-სა და კანადას აზარალებს, დასავლეთ აფრიკის ატმოსფეროში არსებული დარღვევებისგან წარმოიშვა, ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ რაც უფრო დიდ ტერიტორიაზეა ეს დარღვევა გავრცელებული, მით მეტია იმის შანსი, რომ ერთ-ორ კვირაში ის ქარიშხლად გადაიქცეს,“ – განაცხადა ისრაელის თელ-ავივის უნივერსიტეტის მკვლევარმა კოლინ პრაისმა.

საინტერესოა ის ფაქტი, რომ ეს ქარიშხლები პირდაპირ უკავშირდება დედამიწის ერთ-ერთ მშრალ ადგილას – საჰარას უდაბნოს.

საჰარის ცხელი და მშრალი ჰაერისა და გვინეის ზღვის ყურიდან მომავალი გრილი, უფრო ტენიანი ჰაერის ურთიერთქმედება წარმოშობს ე.წ. აფრიკის აღმოსავლეთ ნაკადს, რომელიც აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ უბერავს.

ამ ნაკადის ფარგლებში შესაძლოა წარმოიშვას ატმოსფერული დარღვევები ან ტროპიკული ტალღები. იმის გამო, რომ ეს ტალღები აფრიკის კაპე ვერდეის  სანაპიროზე იცლებიან, 2015 წლის კვლევამ აჩვენა, რომ ამ ადგილში არსებული ღრუბლის რაოდენობით შესაძლოა იმის დადგენა, შეიძლება თუ არა, რომ ეს ტროპიკული ტალღები ერთ-ორ კვირაში ქარიშხლად გადაიქცნენ.

როგორ ხდება ეს? ტროპიკული ტალღები ურთიერთქმედებენ ატლანტის ოკეანის თბილ ეკვატორულ წყალთან, ხოლო იმის გამო, რომ ისინი დასავლეთისკენ მიემართებიან ოკეანიდან თბილი და ტენიანი ჰაერის სვეტების წარმოშობას იწვევენ.

ეს წარმოშობს სამი ინგრედიენტიდან ორს იმისათვის, რომ ტროპიკული შტორმები ძლიერ ქარიშხლებად გადაიქცნენ : ტენიანი ჰაერი; დედამიწის როტაცია; და თბილი ოკეანის ტემპერატურა. როდესაც ქარების სიჩქარე 119 კმ / სთ-ს აღწევს, ქარიშხალი კლასიფიცირდება როგორც I კატეგორიის ქარიშხალი.

სანამ ქარიშხლად გადაიქცეოდა და აშშ-სა და კარიბისკენ გაემართებოდა, აგვისტოს დასასრულს „ირმა“ კაპე ვერდეის კუნძულების ატმოსფეროში არსებულ დარღვევად დააფიქსირეს.

სტატისტიკის თანახმად, ყოველ წელს აფრიკაში წარმოქმნილი 60 დარღვევიდან მხოლოდ 10 პროცენტი გადაიქცევა ქარიშხლად – მაგრამ ისეთ ქარიშხლად, რომელსაც შეუძლია ატლანტის გადაკვეთა, რაც მას იმდენად აძლიერებს, რომ აშშ-სა და კანადასაც კი აყენებს დარტყმას.

მსოფლიოს მეცნიერები ცდილობენ შეიმუშავონ მექანიზმი, რისი საშუალებითად იმის პროგნოზირებას შეძლებენ, თუ რომელი დარღვევა შეიძლება ერთ ან ორ კვირაში ქარიშხლად გადაიქცეს. ეს კი თავის მხრივ ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან ქარიშხლისგან გამოწვეული ზარალისა და მსხვერპლის აცილება ან შემცირება გახდეს შესაძლებელი.

რამდენიმე დღის წინ ამერიკის შეერთებული შტატების შტატ ფლორიდის სამხრეთ სანაპიროს ქარიშხალი ,,ირმა” თავს დაატყდა. მაიამის სანაპიროები დატბორილია, ქუჩებში ქარიშხალმა უზარმაზარი ხეები მოგლიჯა. 1 მილიონი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.

მოსახლეობის დიდი ნაწილი, დაახლოებით 6 მილიონი ადამიანი, ფლორიდის სამხრეთ ნაწილში ევაკუირებულია. სანამ ქარიშხალი ფლორიდის სანაპირობმდე მივიდოდა, ის კარიბის კუნძულებზე მძვინვარებდა და შედეგად 14 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

 

წყარო: http://www.sciencealert.com

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
გეოგრაფიაეს საინტერესოა

რა არის აისბერგი და რას აკეთებს ყინულის საერთაშორისო პატრული?

ატლანტის ოკეანეში ყოველწლიურად ასეულობით აისბერგი წარმოიქმნება. აისბერგები სერიოზულ საფრთხეს უქმნის ნაოსნობას. 1912 წელს გემ ,,ტიტანიკის” აისბერგთან შეჯახებისა და ჩაძირვის შემდეგ, შეიქმნა ყინულის საერთაშორისო პატრული, რომლის ამოცანაა აისბერგების აღმოჩენა, მათი გადაადგილების მარშრუტსა და სიჩქარეზე დაკვირვება და ამ მონაცემების გემებისათვის გადაცემა.

აისბერგი ხმელეთიდან ჩამოცურებული, მყინვარს მოწყვეტილი ყინულის დიდი მთაა, რომელიც ან ოკეანეში ან ზღვასა და მყინვარისპირა ტბაში ტივტივებს, ან თავთხელზეა დარჩენილი.

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
გეოგრაფიაეს საინტერესოა

როგორ დაიყო მსოფლიო ოკეანე ცალკეულ ოკეანეებად?

პირველად მსოფლიო ოკეანე ცალკეულ ოკეანეებად 1845 წელს ლონდონის გეოგრაფიულმა საზოგადოებამ დაყო. მათ გამოყვეს: ჩრდილოყინულოვანი, სამხრეთი პოლარული, ინდოეთის, ატლანტისა და წყნარი ოკეანეები. იმ დროისათვის ანტარქტიდის კონტინენტი ცნობილი არ იყო და მის ადგილას სამხრეთ პოლარული ოკეანე წარმოედგინათ. ანდარქტიდის აღმოჩენის შემდეგ ამ ოკანის არსებობის ვერსია უარყვეს, თუმცა მოგვიანებით დედამიწაზე კვლავ 5 ოკეანე აღიარეს.

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
გეოგრაფიაეს საინტერესოა

ადგილი დედამიწაზე, სადაც მარტივი ორგანიზმები გიგანტურ ზომებს აღწევენ

ჩრდილოყინულოვანი ოკეანის ცივ წყლებში მარტივი ორგანიზმები გიგანტურ ზომებს აღწევენ. მაგალითად, ოკეანის წყლებში ყველაზე დიდი მედუზა – ციანეა  – ბინადრობს, რომლის დიამეტრი 2 მეტრია. 

ცოცხალი ორგანიზმების განვითარება ჩრდილოყინულოვან ოკეანეში სხვა თავისებურებებითაც ხასიათდება. მაგალითად, მიდია იქ 25 წელიწადს ცოცხლობს, მაშინ, როცა, სუბტროპიკულ წყლებში – მხოლოდ  6 წელიწადს. თეთრი დათვის სიცოცხლის ხანგრძლივობა 40 წელია.

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
გეოგრაფიაეს საინტერესოა

არქიპელაგი, რომელშიც 25 000-მდე კუნძული და მრავალი პატარა აქრიპელაგია

ა25 000-მდე კუნძული და მრავალი პატარა აქრიპელაგი – ეს ყველაფერი მალაის არქიპელალაგშია.  კუნძულთა ამ ჯგუფს ხშირად ინდონეზიის არქიპელაგსაც უწოდებენ. ის

მდებარეობს სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის მატერიკსა და ავსტრალიას შორის. სახელი კი მალაური რასის ანაქრონისტული თეორიის შესაბამისად ეწოდა.

მასში შემავალ არქიპელაგებს შორის უდედესია ზონდის (დიდი და პატარა), მოლუკისა და ფილიპინების არქიპელაგები და 6 დიდი კუნძული: ახალი გვინეა, სუმატრა,ბორნეო, სულავესი, იავა და ლუსონი.

არქიპელაგი არის ერთმანეთთან ახლომდებარე, ერთნაირი წარმოშობისა და მსგავსი გეოლოგიური აგებულების კუნძულთა ჯგუფი, რომელიც განიხილება როგორც ერთიანი, მთელი და აქვს საერთო სახელი.

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
გეოგრაფიაკვლევები

ანტარქტიდის ,,სისხლის ჩანჩქერის” საიდუმლო ამოხსნილია

1911 წელს ანტარქტიდაზე აღმოჩენილ კლდეზე, რომელიც სისხლისფერი წყლით იყო ,,დასვრილი” 2017 წლამდე მიდიოდა კვლევა. მეცნიერები ვერ ხვდებოდნენ, თუ რატომ ჰქონდა მას ასეთი შეფერილობა და თავდაპირველად ამ ყველაფერს წითელი ფერის წყალმცენარეს აბრალებდნენ.

ეს ადგილი მსოფლიოში ცნობილია, როგორც ,,სისხლის ჩანჩქერი”, თუმცა სისხლი არაფერ შუაშია და როგორც უკვე დამტკიცდა, არც წყალმცენარე.

საქმე ისაა, რომ ჩანჩქერის წითელი შეფერილობის მიზეზი კლდის ნელი გაჟღენთვაა რკინით მდიდარი მლაშე წყლით, რომელიც ჰაერთან კონტაქტის შემდეგ სწორედ ასე იჟანგება. გაუგებარი იყო, თუ საიდან მოედინებოდა ეს წყალი, როგორც  ალასკა-ფეირბენკსის უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფის დაკვნიდან ვიგებთ,  წითელი მარილხსნარის ბილიკი სათავეს, სულ მცირე, 1,5 მილიონი წლის ასაკის მყინვარის ქვეშ იღებს., რომელიც 100 კმ სიგრძეზეა გადაჭიმული ტრანსარქტიკულ მთებში.

 როგორც ჩანს, მილიონობით წლის წინ, როდესაც ტეილორის მყინვარი ყინულოვან კონტინენტზე ფართოვდებოდა, ყინულისა და თოვლის უთვალავი ფენის ქვეშ პატარა, მლაშე ტბა ჩაიჭირა. მარილიანი წყალი უფრო და უფრო კონცენტრირებული გახდა, სანამ მარილის ხსნარმა სიმლაშის იმ დონეს არ მიაღწია, რომ მხოლოდ გარკვეულ ტემპერატურაზე გაყინულიყო.

წყარო:  www.sciencealert.com

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
გეოგრაფიაეს საინტერესოამსოფლიო

ველურად მცხოვრები ადამიანები თანამედროვე მსოფლიოში

დღემდე დედამიწის სხვადასხვა კუთხეში ვხვდებით ადამიანთა ჯგუფებს, რომლებიც ნადიროებთა და შემგროვებლობით არსებობენ, ყველაზე ცნობილი ავსტრალიის აბორიგენები ანუ ძირძველი მცხოვრებნი არიან, ისინი იქ 40 000-ზე მეტი წელია, რაც იქ ცხოვრობენ. მათ დღემდე არ იციან მიწათმოქმედება და მესაქონლეობა. არიან შემგროვებლები.

ალიასკასა და კანადის ესკიმოსები უძველესი მონადირეები არიან. არც ისე დიდი ხანია, რაც მათ ხელში აიღეს ცეცხლსასროლი იარაღი და გადასხდნენ თოვლმსვლელ მანქანებზე.

დღემდე ბევრი მკვიდრი ამერიკელისათვის ანუ ინდიელისათვის თევზაობა, ნადირობა და შემგროვებლობა არსებობის ძირითადი წყაროა.

სამხრეთი ამერიკის ზოგიერთ რაიონში ასევე ცხოვრობენ ძველესი მონადირე-შემგროვებლები.

მსოფლიოში დღეს 5 000-მდე ასეთი ჯგუფია, რომელშიც 300  მილიონი ადამიანია გაერთიანებული.

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი  – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
1 5 6 7 8
Page 7 of 8