close
ეკონომიკა

რუსი მილიარდერი ალფა კენტავრის სისტემის შესასწავლად 100 მილიონ დოლარს იხდის

მილიარდერი ინტერნეტ ინვესტორი იური მილნერი კოსმოსის უკეთ შესწავლის მიზნით დამატებით 100 მილიონი დოლარის ოდენობის ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს.

როგორც სამშაბათს გახდა ცნობილი, ეს თანხა კოსმოსში ათასობით პატარა კოსმოსური ხომალდის განთავსებას მოხმარდება, რათა ისინი ჩვენი პლანეტის მეზობელ ვარსკვლავთა სისტემაში გაემგზავრონ და იქიდან სურათები გადმოგზავნონ.

წარმატების შემთხვევაში, მეცნიერები შეძლებენ გაარკვიონ, არსებობს თუ არა დედამიწის მსგავსი სასიცოცხლო პირობები ალფა კენტავრზე, ეს გახლავთ ჩვენი პლანეტისგან 25 ტრილიონი კილომეტრით დაშორებული ვარსკვლავთა სისტემა.

აღსანიშნავია, რომ მილნერის მიერაა დაფინანსებული კიდევ ერთი 100 მილიონიანი ათ წლიანი პროექტი  Breakthrough Listen, რომელიც არამიწიერი ცივილიზაციებიდან სიგნალის მიღებას ითვალისწინებდა.

 

 

რაც შეეხება ახლად ინიცირებულ პროექტს Breakthrough Starshot, ის სინათლის ძრავიანი სატრანსპორტო საშუალებების „ნანოკრაფტების“ საშუალებით კამერებისა და საკომუნიკაციო საშუალებების კოსმოსში განთავსებას ითვალისწინებს. მეცნიერები იმედოვნებენ, რომ „ნანოკრაფტები“ სინათლის სიჩქარის 1/5 სიჩქარით იმოძრავებენ, ანუ ათასჯერ უფრო სწრაფად, ვიდრე ჩვეულებრივი კოსმოსური ხომალდები.

 

წყარო: Reuters

მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0

Leave a Response