close

დედამიწა

დედამიწაეკოლოგია

,,კილიმანჯაროს ყინულის ნაწილი კლიმატის ცვლილების გამო დნება”-ამბობს მთამსვლელი უილ გადი

კლიმატი საგანგაშოდ იცვლება დედამიწაზე, ეს ცვლილებები კი, რა თქმა უნდა, ყველაფერზე ახდენს გავლენას ჩვენს ირგვლივ. კლიმატის ცვლილებები მყინვარების დნობასა და ყინულის ფენების განლევას იწვევს ოკეანეში. XIX საუკუნის შემდეგ პლანეტის ზედაპირის საშუალო ტემპერატურა დაახლოებით 1,1 ცელსიუსით გაიზარდა. დედამიწაზე თითქმის ყველა მყინვარმა დაიწყო უკან დახევა, მათ შორის: ალპები, ჰიმალაები, ანდები და კილიმანჯარო.

მთამსვლელი უილ გადი ახლოდან შეესწრო კლიმატის კრიზისს კილიმანჯაროზე. მთამსვლელმა  მთელი ცხოვრება გაატარა დედამიწის ცივ ადგილებში და შესაძლოა ბოლოჯერ იმყოფებოდა კილიმანჯაროზე 2020 წლის თებერვალში, სანამ COVID-19-ის პანდემია დაატყდებოდა მსოფლიოს.

”ყინულის ნაწილი, რომელიც მე ექვსი წლის წინ, 2014 წელს ავიღე, გაქრა,” – განუცხადა მან CNN-ს.

მთამსვლელი შეისწავლის კლიმატის ცვლილებების გავლენას კილიმანჯაროზე, აფრიკის უმაღლეს მწვერვალზე. მისი თქმით, ყინული საკმაოდ მალე ქრება. ყინულის ნაწილი, რომელიც  6 წლის წინ დალაშქრა უკვე აღარ არის. 2014 წელს იყო, ახლა კი უბრალოდ აღარ არის. 2020 წლის თებერვალში მან სრულიად სხვა მთა დალაშქრა. მთამსვლელი ამბობს, რომ ეს მეტად ამაღელვებელი მომენატია მიხვიდე და ვერ ნახო ის ყინული, რომელზე ასვლაც გინდოდა, ეს ალბათ ცოტაოდენ იმედგაცრუებასაც იწვევს.

ვინც ქალაქში ცხროვრობს, ყოველდღე ოფისში მუშაობს ეს ცვლილება რთული შესამჩნევია მათთვის, მაგრამ მთამსვლელებისთვის არა, რადგან ზოგჯერ მათი ,,ოფისის შენობა” უბრალოდ ქრება. კილიმანჯაროს მყინვარი, რომელსაც მთამსვლელები იყენებდნენ იმდენად შემცირებულია, რომ უკვე სახიფათოც არის მისი გამოყენება.

წყრო: CNN

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
დედამიწაეკოლოგია

ჟანჯიაჯიეს ეროვნულ პარკი

ჟანჯიაჯიეს ეროვნულ პარკი არის ჩინეთის პირველი ეროვნული პარკი, რომელიც 1982 წელს გაიხსნა და მდებარეობს ხუნანის პროვინციაში. პარკის მეტად მნიშვნელოვანი გეოგრაფიული მახასიათებელია სვეტის მსგავსი წარმონაქმნი, რომელიც კარსტული რელიეფის მსგავსია, მაგრამ კირქვისაგან არ არის აგებული შემადგენელი ქანები, ეს სვეტები ეროზიის შედეგადაა წარმოქმნილი და მათი რაოდენობა დაახლოებით 3000-ია.

ტიანმენის გამოქვაბული არის მსოფლიოში ყველაზე მაღალი ბუნებრივი მღვიმე. ტიანმენის მღვიმის სიმაღლე 131,5 მეტრია, სიგანე 57 მეტრი და სიღრმე 60 მეტრი. საუკუნეების განმავლობაში ეს ადგილი იმპერატორებისთვისა თუ უბრალო ხალხისთვის წმინდა ადგილად მიიჩნეოდა. ვიზიტორს მღვიმის მოსანახულებლად ორი გზა აქვს, ერთ-ერთი გზა კიბეზე ასვლაა, რომელსაც ,,სამოთხისაკენ მიმავალ კიბეს” უწოდებდნენ. სულ 999 საფეხურია, რაც სამოთხის უზენაესობისა და მუდმვობის განსახიერებაა. მეორე გზა ლიფტია, რომელიც გვირაბში დამონტაჟებული პირველი ესკალატორია მსოფლიოში და რომლის დახმარებითაც მთის წვერზე შეგვიძლია ასვლა.

,,სამხრეთ ცის სვეტს” ოფიციალურად ეწოდა 2010 წელს “ავატარის ალილუიას მთა”, ყველაზე მაღალშემოსავლიანი ფილმის გამო. ფილმი ,,ავატარი” 2010 წელს გამოვიდა, რეჯისორი ჯეიმს კამერონი კი აღნიშნავს, რომ სწორედ ეს ეროვნული პარკი იყო მისი შთაგონების წყარო და პარკის ვიზიტორთა რაოდენობაც სწორედ ფილმის გამოშვების შემდეგ გაიზარდა.

მსოფლიოში ყველაზე გრძელი საბაგირო გზა სწორედ აქ მდებარეობას. საბაგირო გზა პარკის უმეტესი ნაწილის ნახვის შესაძლებლობას გვაძლევს, რომლის სიგრძე 7455 მეტრია.

მსოფლიოს ყველაზე მაღალი და სწრაფი ლიფტი, რომელიც გინესის რეკორდების წიგნშია შეტანილი, 326 მეტრი(1070ფუტი) სიგრძისაა, მდებარეობას ჟანჯიაჯიეს ეროვნული პარკის ტერიტორიაზე. ლიფტის მშენებლობას 3 წელი დასჭირდა და მისი ღირებულება თითქმის 20 მილიონი დოლარი იყო. ლიფტს შეუძლია მგზავრების ტრანსპორტირება ორ წუთზე ნაკლებ დროში.

2016 წელს აგვისტოში Zhangjiajie Grand Canyon-მა გახსნა ორ კლდეს შორის გადებული მინის ხიდი, რომელიც მსოფლიოში ყველაზე გრძელი და მაღალია, 430 მეტრი სიგრძის და 300 მეტრი სიმაღლის. ხიდის გახსნიდან 13 დღის შემდეგ დაიხურა უსაფრთხოების წესების დარღვევისა და ვიზიტორთა სიმრავლის გამო. თუმცა 2016 წლის სექტემბერში უსაფრთხოების ზომების კორექტირების შემდეგ ისევ გაიხსნა და ვიზიტორთა სიმრავლითაც გამოირჩევა.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
გეოგრაფიადედამიწაეს საინტერესოა

საინტერესო ფაქტები ანტარქტიდის შესახებ

დედამიწის ყველაზე ცივი, ყველაზე მაღალი, მშრალი, ქარიანი და ყინულოვანი კონტინენტი ანტარქტიდაა, სადაც მდებარეობს მსოფლიოში ყველაზე დიდი ყინულის უდაბნო და რომლის ცენტრიც თითქმის ემთხვევა სამხრეთ გეოგრაფიულ პოლუსს.

რამდენიმე საინტერესო ფაქტი ანტარქტიდის შესახებ, რომელიც შეიძლება არ ვიცოდეთ:

  • ასტეროიდის ჩამოვარდნისას და აფეთქებისას წარმოშობილმა მტვერმა წარმოქმნა მრავალსაუკუნიანი აცივება და მაშინდელი ეპოქის ფლორის და ფაუნის დიდი ნაწილის გადაშენება. ეს კრატერი დღეისათვის დედამიწაზე ყველაზე დიდად ითვლება;
  • იცოდით, რომ ანტარქტიდის მთელი ყინულის საფარის გადნობის შემთხვევაში მისი ფართობი შემცირდება მესამედით: დასავლეთი ანტარქტიდა გადაიქცევა არქიპელაგად, ხოლო აღმოსავლეთი ანტარქტიდა დარჩება მატერიკად? სხვა მონაცემებით, მთელი ანტარქტიდა გადაიქცევა არქიპელაგად;
  • ყინულის სიმძიმის გამო, როგორც ამას გეოფიზიკოსების გამოკვლევები აჩვენებს, კონტინენტმა ჩაიწია საშუალოდ 0,5 კმ-ით;
  • მაკ-მერდოს მშრალი ხეობები იმდენად ახლოსაა მარსის ბუნებრივ პირობებთან, რომ NASA მარსზე დასაშვებ კოსმოსურ აპარატებს-,,ვიკინგებს” აქ ცდის
  • 1979 წლის იანვარში ემილ მარკო პალმა გახდა პირველი ბავშვი, რომელიც ანტაქტიდის კონტინენტზე დაიბადა. არგენტინის მთავრობამ ემილიოს დედა გაგზავნა ანტარქტიდაზე, როდესაც ის 7 თვის ორსული იყო. მათ ეს გააკეთეს იმ იმედით, რომ ანტარქტიდის მიწას მიიღებდნენ, როგორც მათ საკუთრებას. მან 1978 წლის 7 იანვარს ჯანმრთელი ბიჭი გააჩინა, სახელად ემილიო პალმა. ორსულობის წარმატების მიუხედავად, არგენტინის პრეტენზიები საერთაშორისო საზოგადოების მიერ კვლავ სადავოა;
  • ანტარქტიდის ზოგიერთ ცხოველს სისხლში ანტიფრიზი აქვს, რაც მათ გაყინვისგან იცავს;
  • გაერთიანებულმა სამეფომ პირველმა წამოაყენა პრეტენზია ანტარქტიდის ტერიტორიის თაობაზე;
  • ანტარქტიდის ხელშეკრულების მიხედვით ტერიტორიაზე აკრძალულია სამი რამ: სამხედრო ძალა, სამთო მოპოვება და ბირთვული აფეთქება;
  • არ არის გამორიცხული, რომ ანტარქტიდაზე ბევრი ნავთობის მარაგია, ასევე სწორედ ის შეიცავს მტკნარი წყლის 70%-ს, სწორედ ამიტომ შეიძლება ანტარქტიდის ხელშეკრულების მეორე პუნტთან დაკავშირებით ეჭვები გაჩნდეს, რადგან საუბარი ორ მნიშვნელოვან რესურსზეა;

წყარო: Live science  Wrld Atlas ,  გეოგრაფიის წიგნი(ბლიაძე/კერესელიძე

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
დედამიწაეს საინტერესოა

რა უნდა იცოდეს მოყვარულმა მეთევზემ?

ქარი და სიცივე ხელს უწყობს თებზის ანკესზე წამოგებას.

 მღვრიე წყალი ხელს უშლის წამოგებას, გამჭირვალე – პირიქით. ვიწრო მდინარის გაფართოებულ ადგილებში ჯობია თევზაობა, ფართო მდინარისა კი -ვიწრო ადგილებში.

მდინარეში თევზაობისას ისარგებლეთ ანკესის წყალს გაყოლების ხერხით. ამ დროს სატყუარა წყალს იმდენად მიაქვს, რომ მეთევზეს შეუძლია ლარის გამოქაჩვა. ტივტივა ისე უნდა დააყენოთ, რომ სატყუარა ოდნავ ეხებოდეს ფსკერს. ნემსკავზე ჭიაყელა წამოაგეთ კუდით.

თევზის მოზიდვის მიზნით, დაჭრილი ჭიაყელა აურიეთ თიხაში და 1-2 ბურთულა გადააგდეთ წყალში, წყალი მათ დაშლის და საკვები თევზს შეუმჩნეველი არ დარჩება.

ქაშაყი ეტანება წვრილად დაჭრილ ხახვთან არეულ ცომის სატყუარას.

კობრის დასაჭერად საუკეთესოა კაპტონი.

წყალში თქაფუნი და წრეები გვამცნობს თევზის თავმოყრის ადგილს.

გახსოვდეთ!- თევზი გაურბის თამბაქოს სუნს, რომელიც სატყუარას გაკეთებისას თითებით გადაეცემა ანკესს.

კალმახს ზუთხის ქვირითი ,,მოსწონს’’. ნემსკავზე აგებენ 2-3 ცალ მარცვალს და აგდებენ წყალში. ელვასავით სწრაფი კალმახი ,,ასწრებს’’ ჩქარ მდინარეში ჩაგდებულ სატყუარას.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
დედამიწაეს საინტერესოავიდეოკატეგორიის გარეშეკულტურასოფლის მეურნეობა

ლი ზიქი – გოგონა ზღაპრიდან, რომლის ვიდეოებსაც მილიონობით ნახვა აქვს

ოდესმე გიფიქრიათ, რომ ზღაპრები შეიძლება რეალობა იყოს? გიფიქრიათ, რომ წარმოსახულის სინამდვილედ ქცევაა შესაძლებელი, რომ თუ მოინდომებ, დროსა და სივრცეშიც კი იმოგზაურებ.

მოიმზადეთ ფინჯანი ყავა, მოკალათდით კომფორტულად და მოემზადეთ განტვირთვისთვის, რომელსაც ქვემოთ მოთხრობილი, ერთი შეხედვით, არამიწიერი გოგონას ამბავი გპირდებათ.

ერთ ჩინელ გოგოზე უნდა გიამბოთ, რომლის ცხოვრებაც ბევრი წლის განმავლობაში საკუთარი თავის ძიება იყო. ახლა მან იცის, რა აბედნიერებს და სხვებსაც გადასდებს პოზიტიურ ვიბრაციებს.

ეს 28 წლის ჩინელი ვლოგერი, ლი ზიქია. ინტერნეტ სივრცეში, სოციალურ ქსელებში უდიდესი პოპულარობით სარგებლობს. პოპულარულია „ინსტაგრამზე“, „ფეისბუქზე“, თუმცა განსაკუთრებით „იუთუბზე“. სოციალურ ქსელებში მის გვერდებს „შვიდი ქლიავი“ ჰქვია.

ლი ჩინეთში, სიჩუანში დაიბადა. ამ რეგიონს დედამიწის სამოთხესაც უწოდებენ. ფანების თვალში ლი ზიქი არის მისაბაძი ქალი, ინსპირაციის წყარო. თავისი ვიდეოებით ის გვაჩვენებს, როგორ აკეთებს სრულიად მარტო ისეთ საქმეებს, რომელთა გაკეთებაც ჩვეულებრივი გოგონებისთვის თითქოს შეუძლებელი ჩანს და ყველაფერს ისე წარმოგვიდგენს, რომ ჩვენც მის ადგილას ყოფნა გვინდება.

ლის არ ჰქონია ბედნიერი ბავშვობა. როცა პატარა იყო, მშობლები განქორწინდნენ. მამა ადრე გარდაეცვალა. მამის გარდაცვალების შემდეგ, გოგონა ბებიასთან და ბაბუასთან იზრდებოდა. ისინი ღარიბულად ცხოვრობდნენ. ბაბუა მზარეული იყო და ადგილობრივი ქორწილების, ან დაკრძალვებისთვის ამზადებდა საჭმელებს.

ლი თავისი ვიდეოების დიდ ნაწილში უძველესი ჩინური კერძების მომზადებას გვასწავლის, თანაც უჩვეულო მეთოდებით და ეს მეთოდები ბაბუისგან ისწავლა. გოგონამ, ასევე იცის თევზაობა, ქაღალდის დამზადება ბამბუკის ხეებისგან, მოჰყავს სოფლის მეურნეობის პროდუქტები, ბოსტნეული და ამ ყველაფერს საკუთარი ხელებით აკეთებს. ვიდეოების საშუალებით კი, მუშაობის პროცესს აღწერს და გვიზიარებს.

როცა 14 წლის იყო, მატერიალური მდგომარეობის გამო იძულებული გახდა, რომ სკოლისთვის თავი დაენებებინა. მან დატოვა სოფელი, ეცადა სხვადასხვა პროფესიაში მოესინჯა ბედი და ოჯახს ასე დახმარებოდა. უმუშავია გამყიდველად, მიმტანად, მეეზოვედ, ბოლოს კი ერთ-ერთ კლუბში დიჯეიდ დაიწყო მუშაობა, სადაც შვიდი წლის განმავლობაში უკრავდა. თუმცა გრძნობდა, რომ ეს არ იყო ის საქმე, რომლის გაკეთებაც ყოველთვის სურდა.

2012 წელს ლის ბებია ავად გახდა. გოგონამ გადაწყვიტა, რომ ყველაფრისთვის თავი დაენებებინა, სოფელში დაბრუნებულიყო და ბებიასთვის მოევლო. სოფელში ცხოვრება მისთვის განტვირთვის საშუალება იყო. ის თავდაპირველად ფერმაში მუშაობდა და ცხოვრებდა ისე, როგორც სოფლის ცხოვრების წესი მოითხოვდა.

ლიმ, შემოსავლის გაზრდის მიზნით, ონლაინ მაღაზია დაარეგისტრირა და ერთ-ერთ ყველაზე დიდ ონლაინ გაყიდვების პლატფორმაზე, „ტაობაოზეც“ კი ყიდდა სოფლის მეურნეობის პროდუქტებს. გოგონას უფროსი ძმა მუსიკოსია და თავის რეგიონში საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს. ლიმ აღმოაჩინა, რომ მისი ძმა დარეგისტრირებული იყო ერთ-ერთ საიტზე, სადაც პატარა ვიდეოებს ტვირთავდა, რომელიც შემდეგ დიდი მოწონებით სარგებლობდა.

გოგონამ თავადაც გადაწყვიტა ვიდეოების გადაღება და ატვირთვა, თუმცა მასგამოხმაურება არ მოჰყვა და პოპულარული ვერ გახდა. ძმის მსგავსად მას არ შეუძლია სიმღერა, ამიტომაც საჭირო იყო განსხვავებული საქმისმოფიქრება. ისეთის, რომელიც მას კარგად გამოსდიოდა და რომელიც ბედნიერებას მიანიჭებდა.

„ვიფიქრე – რა იქნება ადამიანებს ვასწავლო საჭმლის მომზადება ბაბუას განსხვავებული მეთოდებით, ან იქნებ საინტერესო იყოს, როგორ მომყავს ბოსტნეული და სოფლის მეურნეობის სხვა პროდუქტები, როგორ შეიძლება გარდაიქმნას ესა თუ ის პროდუქტი, გემრიელ საჭმელად?!“ – იხსენებს გოგონა.

თავისი პირველი ვიდეოების სერიას ლიმ ასე დაარქვა – „საჭმელი ანტიკური სურნელით“, ხოლო ახალ სერიას ჰქვია – „ცხოვრება მომენტია“.

მალე ლის ვიდეოებს საკვების დარგის ექსპერტებმა მიაქციეს ყურადღება. გამომწერებისა და ფანების რაოდენობა კი დღითი დღე იზრდებოდა. ლის ვიდეოებმა თანდათან ყველა სოციალური ქსელი მოიცვა. ერთ-ერთი ჩინური ტელეარხის პროდიუსერი ამბობს, რომ ლის ვიდეოებში ჩანს ის, რაც ადამიანების ოცნებაა, ამ ვიდეოებით თითქოს ჩვენს ფრთაშესხმულ ოცნებებს ვპოულობთ.

2017 წელს ლი უკვე ჩინეთის ონლაინ ვარსკვლავი იყო და მას უწოდებდნენ საკვების საკითხების ექსპერტს. თუმცა მისი ვიდეოები გაცილებით მეტია ვიდრე ტრადიციული ჩინური საჭმელების რეცეპტები.

ის გვიჩვენებს გარემოს, რომელიც ჩვენთვის თითქოს უტოპიაა. მისი ვიდეოები რელაქსაციის საუკეთესო საშუალებაა. მისი ვიდეოებით გვიჩნდება განცდა, რომ თითქოს პირველყოფილ, ადამიანის ხელით დაუმახინჯებელ ბუნების წიაღში ცხოვრობს ერთი გოგონა, რომელიც ყველაფერს აკეთებს საკუთარი ხელით და ეს ყოველივე შთამბეჭდავი სანახავია. მაყურებელზე დამამშვიდებელი ეფექტი აქვს და სწორედ ამიტომ იპყრობს მილიონობით ადამიანის ყურადღებას.

ამ ვიდეოების ყურების დროს თითქოს წარსულში დროის მანქანის საშუალებით ვმოგზაურობთ. საოცარია, მაგრამ მათ გადაღებაში მხოლოდ სამი ადამიანია ჩართული, თავად ლი ზიქი, ასევე ფოტოგრაფი, რომელიც გოგონას სოციალური ქსელებისთვის ფოტოებს უღებს და ერთიც ლის ასისტენტი.

ლი ამბობს, რომ ვიდეოებს ერთი ტელეფონით, Iphone 6-თ იღებდა და ამავე ტელეფონში ამუშავებდა, ამის გამო თავდაპირველად დიდი ხარისხით ვერ გამოირჩეოდა, თუმცა მოგვიანებით ციფრული კამერა single lens reflex იყიდა და ახლა ამ კამერით მუშაობს.

ლის ვიდეოებში ყურადღებას იპყრობს მისი განსაკუთრებული კაბები და სამოსი, რომელიც კიდევ უფრო მეტად ამსგავსებს ვიდეოების გმირს ზღაპრიდან გადმოსულს. საოცარი ის არის, რომ ამ სამოსს ლი ზიქი საკუთარი ხელით ქმნის. დიზაინის ავტორი თავად არის და თავადვე კერავს. ერთ-ერთ ვიდეოში ნემსით კერვის ტექნოლოგიასაც კი გვასწავლის.

თვალშისაცემია ლის სადა და ძალიან ლამაზი მაკიაჟი, რომელსაც გოგონა ასევე საკუთარი ხელით, სხვების დახმარების გარეშე იკეთებს. ლი ზიქის ვიდეოები მის ფანებს ბევრი ნიუანსის გამო უყვართ, მაგრამ ერთ ერთი მიზეზი ის ხმებია, რომლებიც ვიდეოში გვესმის. ეს არის სამყაროს შეულამაზებელი ხმები – მაგალითად, ნაბიჯების ხმა, ცეცხლის ხმა, ფოთლების შრიალის ხმა, შეშის ჩეხვის ხმა, სოკოს შეგროვების ხმა, წაბლის გარჩევის ხმა ამ ვიდეოებით სამყაროს ნამდვილ, ბუნებრივ მუსიკას შეიგრძნობთ.

რაც შეეხება მელოდიებს, რომელიც ზოგჯერ გაჰყვება ძალიან დაბალ ხმაზე ვიდეოებს, მისი ავტორი ლი თავად არის. როგორც უკვე ვთქვით, ის ყოფილი დიჯეია და შეუძლია ელექტრონული მუსიკის შექმნა. ის მინიმალისტურ სტილში ქმნის მუსიკას და ვიდეოებში ძალიან დაბალი ხმით იყენებს და ჩნდება განცდა, რომ ეს მუსიკა აბსოლუტურად ბუნებრივად ერწყმის სამყაროს ჟღერადობას.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
დედამიწაეს საინტერესოა

დედამიწიდან შესაძლოა ღრუბლები გაქრნენ

უახლოესი 100 წლის განმავლობაში დედამიწა შესაძლოა იმ ღრუბლების გარეშე დარჩეს, რომლებიც პლანეტას გადახურებისგან იცავენ. თუ ეს მოხდება, კლიმატური კატასტროფა გარდაუვალია და მისი შედეგები იმაზე მეტად საშიში და მასშტაბური აღმოჩნდება, ვიდრე ყველაზე პესიმისტურ პროგნოზებშია. ამის შესახებ ბიბისი წერს.

ასეთ დასკვნაა მოყვანილი კვლევაში, რომელიც ჟურნალ Nature Geoscience-ში გამოქვეყნდა. კალიფორნიის ტექნოლოგიური ინსტიტუტის მეცნიერთა ჯგუფი გაფრთხილებას იძლევა: ატმოფეროში ნახშირორჟანგის კონცენტრაციის ზრდა ღრუბელთა ფენას გაქრობით ემუქრება, რომელიც მსოფლიო ოკეანის მნიშვნელოვან ნაწილს მზის შუქისგან იფარავს.

როდესაც CO2-ის კონცენტრაცია განსაზღვრულ მაჩვენებელს გადააჭარბებს, რაც 1200 ppm-ია, დადგენა გარდამტეხი წერტილი და ღრუბლები შეუქცევად დაშლას დაიწყებენ, რაც ოკეანის მკვეთრ გათბობას გამოიწვევს.

მათემატიკური მოდელირება აჩვენებს, რომ დედამიწაზე საშუალო ტემპერატურა დაახლოებით 8 გრადუსით მოიმატებს, ეს კი გამოიწვევს არა მხოლოდ ბუნებრივ კატაკლიზმებს, არამედ ცხოველთა და მცენარეთა მასოვრივ გადაშენებას.

დაახლოებით 55 მილიონი წლის წინ დედამიწის ისტორიაში უკვე იყო ასეთი პერიოდი, მაშინ პლანეტა ისე გადახურდა, რომ არქტიკულ წყლებში ნიანგები ცურავდნენ, პრიმიტიული ძუძუმწოვრების უმრავლესობა კი უბრალოდ გადაშენდა.

სრულად ნახვა
გეოგრაფიადედამიწამსოფლიო

ეს ფოტოები ამტკიცებს, რომ ბუნებაზე ძლევამოსილი არაფერია დედამიწაზე

ოდესმე დაინტერესებულხართ, რატომ არიან ადამიანები ასე დარწმუნებულები, რომ დედაბუნების დამარცხებას შეძლებენ? შეიძლება, მამონტები და დინოზავრებიც ასე ფიქრობდნენ, როცა ხიდან მშვიდად მიირთმევდნენ ფოთლებს, მაგრამ ვიცით, როგორც დასრულდა მათი ამბავი, არა?

გვჯერა, რომ ბუნება ცდილობს, ჩვენი ყურადღება მიიპყროს. გაეროს მონაცემებით, 1970 წლიდან მოყოლებული, შტორმების, წყალდიდობებისა და გვალვის რაოდენობა 5-ჯერ გაიზარდა. ასე რომ, სწორედ ის დროა, ამპარტავნება გვერდით გადავდოთ და დავაფასოთ ბუნების ძალა.ზოგი ადამიანის დარწმუნება ამაში საკმაოდ რთულია. ამიტომაც სტატიაში გთავაზობთ ბუნების ძლევამოსილების 20 მაგალითს, რომელიც დაგიმტკიცებთ, რომ ადამიანის ხელით შექმნილი პროდუქტი არაფერია მასთან შედარებით.

20. საოცარია იმის ნახვა, როგორ იბრძვის ბუნების ქმნილება სიცოცხლისთვის.

image

19. ბუნება ყოველთვის გამონახავს გზას, გადარჩეს.

image

18. სიცოცხლესა და სიკვდილს შორის მკაცრი ზღვარია გავლებული, მაგრამ არა – ბუნებისთვის.

image

17. ხალხს უყვარს მოდური შენობები, თუმცა, ბუნებას მწვანე ფერი ურჩევნია.

image

16. ამ ხეებმა მძიმე ცხოვრება გამოიარეს, მაგრამ მაინც მყარად დგანან.

image

15. ადამიანის ხელით შექმნილი შეიძლება გაჩერდეს, ბუნების ძალას კი ვერაფერი შეაჩერებს.

image

14. საინტერესოა, იმალება თუ არა რამე ისტორია ამ ფოტოს უკან.

image

13. საინტერესოა, როგორი იქნება ეს ადგილი რამდენიმე წელიწადში.

image

12. როგორ ისწრაფვის მცენარე სიცოცხლისკენ…

image

11. ძველ სახლს სხვა გზა აღარ დარჩა იმის გარდა, რომ შეეგუოს ასეთ გარემოცვას.

image

10. ისე ჩანს, თითქოს მონსტრმა ახლახან შეჭამა თავისი მსხვერპლი.

image

9. პაწაწინა მწვანე მცენარემ გახეთქილ, გამომშრალ მიწაში მაინც იპოვა გზა, რომ გაიხაროს.

image

8. ყველაზე რომანტიკული ადგილი, რაც მატარებლის ძველი გვირაბებისა და ბუნების ერთობლივი ძალისხმევითაა შექმნილი.

image

7. აი, ნამდვილი ბუნების შემოსევა!

image

6. ბუნების პრიორიტეტი მშვიდობაა.

image

5. ბუნების ძალის შეჩერება ბეტონსაც კი არ შეუძლია.

image

4. შეიძლება, ხალხმა უარყოს, მაგრამ ბუნება დააფასებს.

image

3. ახლა უკვე ამ ხეს შეუძლია, დაინახოს და გაიგოს.

image

2. ეს ფოტო პოსტ-აპოკალიფსურ სამყაროს ჰგავს.

image

1. მუნკის “კივილის” ბუნებისეული ვერსია

image

სრულად ნახვა
დედამიწა

ჩიტი, რომელსაც ფრენის დროს ძილი შეუძლია

ე.წ სამოთხის ჩიტი, სახელად კოლიბრი,  სამხრეთ აფრიკაში ბინადრობს. ეს ჩიტი, მსოფლიოში ყველაზე პატარა ფრინველია. მას  შეუძლია წინ, უკან და გვერდით ფრენა და, რაც მთავარია,  ფრენის დროს ძილი. არსებობს კოლიბის 400-მდე სახეობა, მათგან განსაკუთრებით კი ბზიკის ზომის კოლიბრი გამოირჩევა. იგი დაახლოებით 1,  6-დან 1, 8 გრამამდე იწონის.

კოლიბრის ფრთების მოძრაობის დანახვა შეუძლებელია, რადგან ერთ წამში 80-90 მოძრაობას აკეთებს,  იგი საათში 180 კილომეტრამდე სიჩქარეს ანვითარებს, ხოლო მისი გული, კუჭზე 3-ჯერ დიდია და  წუთში 300-500-ჯერ ცემს.

ჩვეულებრივი კოლიბრების სიგრძე კი მაქსიმუმ 5 სანტიმეტრია. კოლიბრის ბუდე კაკლის ნაჭუჭის ხელაა, იგი დებს 2 მუხუდოს მარცვლის ხელა კვერცხს.

მეცნიერები ამ ფრინველს ყველაზე ლამაზ ფრინველად მიიჩნევენ.  სილამაზის გამო მას ხან  ,,ტყის ვარსკვლავს”, ხან ,,მზის სხივს” და ხან ,,ცეცხლოსანს”.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
დედამიწაეკოლოგიაეს საინტერესოაკატეგორიის გარეშეკვლევებიმსოფლიო

2050 წლისთვის, შესაძლოა, დედამიწიდან შოკოლადი გაქრეს

2050 წლისთვის, არსებობს საფრთხე, რომ დედამიწაზე კაკაოს პლანტაციები ვეღარ გაიხარებს. მიზეზი ჰაერის გამოშრობა და გლობალური დათბობაა. შედეგად, ჩვენი პლანეტიდან შოკოლადი გაქრება.

პრობლემა ის არის, რომ კაკაო ტროპიკული ტყეში, ვიწრო ზოლებად მოდის, ანუ იმ ადგილებში, სადაც მაღალი ხეები და სხვადასხვა სახის ტროპიკული მცენარეები ხარობს. იქ ჰაერის ტემპერატურა, ტენიანობა და წვიმა მთელი წლის განმავლობაში სტაბილურად ერთნაირია. გლობალური დათბობისა და დედამიწაზე ჰაერის გამოშრობის პირობებში კი, რა თქმა უნდა, ეს მოცემულობა შეიცვლება. სწორედ ამიტომ ჩნდება ჩვენი პლანეტიდან შოკოლადის გადაშენების საშიშროება.

სრულად ნახვა
გეოგრაფიადედამიწაეს საინტერესოამსოფლიო

ბერმუდის სამკუთხედი – საიდუმლოებით მოცული ადგილი ატლანტის ოკეანეში

ბერმუდის სამკუთხედი, ეს არის რაიონი ატლანტის ოკეანეში, რომელშიც თითქოს საზღვაო და საჰაერო ხომალდები საიდუმლოდ უჩინარდებიან. ტერიტორია შემოფარგლულია ხაზებით ფლორიდიდან ბერმუდის კუნძულებამდე.
ამ გაუჩინარებათა ასახსნელად ძალიან ბევრი აზრი გამოითქვა, დაწყებული უჩვეულო ამინდის მოვლენებიდან, დამთავრებული უცხოპლანეტელების გავლენამდე. თუმცა, ამტკიცებენ, რომ ბერმუდის სამკუთხედში გემების გაუჩინარება არ ვლინდება იმაზე ხშირად, ვიდრე მსოფლიო ოკეანის სხვა რაიონებში და ბუნებრივი მიზეზებით აიხსნება.
XX საუკუნის 60-იანი წლების დასასრულსა და 70-იანი წლების დასაწყისში გამოჩნდა ბევრი ახალი ინფორმაცია ბერმუდის სამკუთხედის საიდუმლოებების შესახებ.
1974 წელს, ჩარლს ბერლიცმა გამოაქვეყნა წიგნი „ბერმუდის სამკუთხედი“, რომელშიც ამ რაიონში სხვადასხვა საიდუმლოებით მოცული გაუჩინარები იყო აღწერილი, თუმცა, შემდგომში, გამოაშკარავდა, რომ ზოგიერთი ფაქტი ბერლიცის წიგნში არასწორად იყო გადმოცემული.

წყარო: Sciencealert.com

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
1 10 11 12 13 14 36
Page 12 of 36