რამდენიმე დღეა სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ცხენზე ამხედრებული და ჩოხით შემოსილი კურიერს მიაქვს შეკვეთა. გურულებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ გამოირჩევიან იუმორით და კრეატივით. შეიქმნა სწრაფი მიტანის სერვისი, რომელსაც სახელიც გურულების შესაფერისი უწოდეს– ,,არიქა“. ასე რომ უკვე გურიაშიც შეგიძლიათ ისარგებლოთ სწრაფი მიტანის სერვისით და შეკვეთეს არიქა მოგაწვდიან.
მასალა მოამზადა : ლალი კიკვაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“











ახალგაზრდა ექიმს ოპერაციამდე მრავალი დაბრკოლების გადალახვა მოუხდა, რადგან მისმა კოლეგებმა უარი თქვეს ბავშვის ანესთეზიაზე, ზრდასრულთა საავადმყოფო კი, სადაც ის იმყოფებოდა, მოითხოვდა, რომ გოგონასთვის ოპერაციის ბავშვთა საავადმყოფოში ჩაეტარებინათ და პასუხისმგებლობაც მათ აეღოთ. საბოლოოდ, მიკროსკოპის საათნახევრიანი ლოდინის შემდეგ, დათიაშვილმა შეძლო დაეწყო ოპერაცია, „როდესაც ამპუტირებული კიდურები დავინახე, ისინი გაყინული, ხესავით მყარი იყო და წამით დავფიქრდი, ღირს კი ამის გაკეთება?! რადგან თუნდაც წარმატებული რეპლანტაციის შემთხვევაშიც, პაციენტის დაკარგვის რისკი საკმაოდ მაღალი იყო“ -აღნიშნავს დათიაშვილი.




