close
იზნესიმიგრანტიაქართველო

წარმატებული ქართველი უძრავი ქონების აგენტი ამერიკაში-ლუკა დვალი

49EFC98D-D794-4D3B-94F0-4A75FFE257FA

ამ სტატიაში გაგაცნობთ ქართველ ემიგრანტს, ლუკა დვალს, რომელიც ამერიკაში 2016 წლიდან იმყოფება და უკვე, წარმატებული ლიცენზირებული უძრავი ქონების აგენტია.

მოგესალმებით, რამდენი ხანია რაც ამერიკაში მოღვაწეობთ  და თავდაპირველად რა მიზნით წახვედით?

მოგესალმებით, ამერიკაში ვარ 2016 წლის სექტემბრიდან და  ჩაოსვლის პირველივე დღიდან ვიცოდი, რომ აქ აუცილებლად უნდა მესწავლა. სწავლა იყო პირველი მათავარი მიზეზი რატომაც ჩამოვედი.

როგორც ვიცით, ამჟამად ხართ უძრავი ქონების  ლიცენზირებული აგენტი ნიუ-იორკში? რამ გამოიწვია თქვენი ინტერესი ამ პროფესიისადმი?

ჩამოსვლიდან ერთ წელში ჩემს მიზანს მივაღწიე და ბაკალავრის ხარისხი ავიღე პოლიტიკის მეცნიერებაში, მაგრამ როდესაც უფროდავახლოვდი აქაურ სისტემას მივხვდი, რომ უფრო საინტერესო სფერო მინდოდა მეცადა. პროფესია რომელიც, ცხოვრების სტილს მაჩვენებდა და მეტ ადამიანთან დამაკავშირებდა. ასევე, მივხვდი რომ ოფისის სამსახური და რუტინული ყოველდღიურობა ჩემთან ახლოს არ იყო. დავიწყე ახლის ძიება და როდესაც ამ პროფესიას გავეცანი მომეწონა, რადგან მიყვარს ადამიანებთან ურთიერთობა, ახალი ადამიანების გაცნობა. გავიარე კურსები, რამდენიმე თვეში ავიღე ლიცენზია და ლიცენზიის აღებიდან მალევე დავიწყე მუშაობა მანჰეტენზე ერთ-ერთ წარმატებულ კომპანიაში.

 რამდენად მოთხოვნადია ეს პროფესია ამერიკაში, არის თუ არა ლიცენზიის აღების პროცესი რთული და  მარტივია თუ არა შემდეგ მალევე დასაქმება ამ პროფესით?

ეს პროფესია ნამდვილად მოთხოვნადი  ამერიკაში. ლიცენზიის აღება ხდება გამოცდის ჩაბარებით, ვერ ვიტყვი რომ ძალიან რთულია გამოცდა, გადიხარ შესაბამის კურსებს, აბარებ გამოცდებს და რამდენიმე თვეში უკვე შესაძლებელია ლიცენზირებული აგენტი გახდე. რთული პროცესი ნამდივიად არ არის და ჩაბარების შემდეგ სამსახურის დაწყება მარტივია. მთავარი საქმე არის შემდეგ, უნდა გამოიყენო ყველაფერი იმისთვის, რომ საუკეთესო იყო და კონკურენცია გაუწიო სხვას. იმის საშველაბას ნიუ-იორკი მარტივად იძლევა, რომ სამსახური დაიწყო, მაგრამ ყველაზე რთული არის მუშაობის პროცესი. მთელი ენერგია უნდა ჩადო საუკეთესო შედეგის მისაღებად.

 თქვენი აზრით რა თვისებებით უნდა გამოირჩეოდეს უძრავი ქონების აგენტი, რომ ამ სფეროში იყოს წარმატებული და კონკურენტუნარიანი?

ვფიქრობ, მთავარი ყველა პროფესიაში არის შრომისმოყვარეობა და მიზანდასახულობა, მაგრამ ამის გარდა დავამატებდი ორიგინალურობას, კომუნიკაბელურობას. ამ სფეროში უნდა იყო განსხვავებული, რომ  მაღალი სერვისი  შესთავაზო მომხმარებელს, მათ თავი უნდა მოაწონო, რომ მოხდეს კავშირების დამყარება ადამიანებთან. ეს ყველაფერი გეხმარება გახდე კონკურენუნარიანი და წარატებული.

კოვიდ პანდემიიდან გამომდინარე წააწყდით თუ არა სირთულეებს?

პანდემიის დრო იყო ნამდვილად უძრაობის პერიოდი. გარკვეული დროის განმავლობაში ქალაქი თითქმის ცარიელი იყო, ყველა წავიდა ნიუ-იორკიდან და ქალაქგარეთ, შედარებით უსაფრთხო ადგილას გადავიდნენ საცხოვრებლად. ხალხის ახალი ნაკადი არ შემოდიოდა და შესაბამისად გაყიდვა, ყიდვა, გაქირავებაც არ ხდებოდა. ბოლო ექვსი თვეა შედარებით გააქტიურდა სამუშაოები და ვუბრუნდებით ჩვეულ ცხოვრებას და ეს პერიოდიც გადაილახა.

საბოლოოდ რა გეგმები გაქვთ მომავალში და განიხილავთ თუ არა საქართველოში დაბრუნებას?

ჩემს სამომავლო გეგმებზე წინასწარ საუბარი  არ მიყვარს, მაგრამ მაშტაბური გეგმები მაქვს.მინდა ვიყო ერთ-ერთი წარმატებული ამ სფეროში და განსხვავებული ცვლილებები შევიტანო. საქართველოში ჩამოსვლას განვიხილავ, ჯერჯერობით სამუდამოდ არა, მაგრამ აუცილებლად დავბრუნდები.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

გაზიარება:
fb-share-icon0

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი