close
ბიზნესი

“Sony”–ის კომპანიამ სასამართლოში სარჩელი შეიტანა

მოგეხსენებათ,  რომ საკმაოდ დიდი ხანია თამაშების სამყაროში ორი კომპანია ეპაექრება ერთმანეთს “Sony” და „Xbox“.  ორივე მათგანს ჰყავთ თავიანთი მომხმარებლები. ვიცით,  რომ საქართველოშიც საკმაოდ გავრცელებულია მათი პროდუქტები და საკმაოდ ბევრი ადამიანისთვის განუყრელი ნაწილიცაა.

“Sony”–ის კომპანიამ გასულ კვირას სასამართლოში შეიტანა სარჩელი, სადაც ისინი უჩივიან პიროვნებას, მას  პროდუქტის პროგრამულად გატეხვასა და შემდგომ გაყიდვაში ადანაშაულებენ.

მოგეხსენებათ “PlayStation”–არის “Sony”–ის კომპიუტერი, რომლის სათამაშო დისკები არც თუ ისე იაფია, ასევე მის პროგრამულ გატეხვასაც ვერ ახერხებენ, “Xbox”–ისგან განსხვავებით, შესაბამისად „PlayStation“–ის მომხმარებლებს მისი დისკების ყიდვა უწევთ, Eric Scales–მა კი მათი პროგრამა გატეხა და დიდი საშიშროების ქვეშ დააყენა კომპანია.

წყარო : Engadget.com

მასალა მოამზადა : ლაშა ჯინჭარაძემ

გაზიარება:
fb-share-icon0