close

ბიზნესი

ბიზნესი

რა უნდა გაითვალისწინოთ ბიზნესის დაწყებისას

ბიზნესის დაწყებისას ძალიან ბევრი ფაქტორია გასათვალისწინებელი და დიდი გზის გავლაა საჭირო, რომ წარმატებულად ჩაითვალოს და ერთ–ერთი მოწინავე ადგილი დაიკავოთ ბაზარზე.

როდესაც ახალბედა ხართ გგონიათ, რომ იდეა, რომელიც თქვენს ბიზნესს უდევს საფუძვლად უნიკალურია და აუცილებლად ყველას დააკმაყოფილებს და თქვენს მომხმარებლად აქცევს, მაგრამ ასე ხშირ შემთხვევაში არ ხდება ხოლმე, რადგან აუცილებელია გამოცდილება იმისთვის, რომ მომხმარებელთან ურთიერთობა ისწავლოთ, გაყიდვები, ეს არის მთავარი არსი, თუ რატომ არ გამოსდით ახალბედებს მომხმარებლის მოპოვება, ასევე თავიდან როდესაც საქმეს იწყებთ, აუცილებლად ძალიან მონდომებული ხართ, ამ შემთხვევაში კი შესაძლოა ძალიან ბევრი დეტალი გამოგრჩეთ,  რადგან ემოციების კონტროლი ჯერ კარგად არ გისწავლიათ. განვითარების ბოლო ეტაპს როდესაც მიაღწევთ, ანუ ყველა დეტალს შეისწავლით თქვენს შერჩეულ სფეროში აუცილებლად ყველაფერი გამოგივათ,  შეუძლებელი არაფერია, არ არსებობს წარუმატებელი ადამიანი, უბრალოდ ის შესაძლოა მოუთმენელი იყოს.

Sciencealert.com

სრულად ნახვა
ბიზნესიფსიქოლოგია

როგორ ვაკონტროლოთ, დავგეგმოთ ჩვენი ხარჯები

არსებობს საინტერესო ფსიქოლოგიური თეორია, რომლის მიხედვითაც, იმ ქვეყნებში, რომელთაც ისტორიის განმავლობაში ბევრი ომი გადაუტანია, მოსახლეობა ნაკლებად ახერხებს ფინანსური დანაზოგის გაკეთებას. ეს თეორია იმით იხსნება, რომ ამგვარ ქვეყნებში, მოსახლეობის კოლექტიურ აზროვნებაში ყოველთვის ფიგურირებს ომის, ან რაიმე სხვა სირთულის დიდი ალბათობა, რის გამოც, ადამიანები არ აწყობენ გრძელვადიან გეგმებს. საქართველო სწორედ ამგვარი ქვეყნების სიას შეგვიძლია მივაკუთვნოთ. აქედან გამომდინარე, არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას არ გააჩნია არანაირი დანაზოგი.
იმისათვის, რომ შესძლოთ ფულის დაზოგვა, საჭიროა დაზოგვის დადებითი მხარეების გააზრება და კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა. თანამედროვე მსოფლიოში, ომებისა და სხვა ნეგატიური მოვლენების ალბათობა სტაბილურად იკლებს, ხოლო სიცოცხლის ხანგრძლივობა იმატებს. აქედან გამომდინარე, მომავლისთვის დაგეგმვა მნიშვნელოვანია.
გთავაზობთ 5 ძალიან მნიშვნელოვან საკითხს, რომლებიც უნდა გაითვალისწინოთ, რათა წარმატებით დაგეგმოთ და გადაანაწილოთ თქვენი ხარჯები

  1. შეიძინეთ სასარგებლო უნარები
  2. ჩამოაყალიბეთ ბიუჯეტი
  3. შეიმუშავეთ ვალის გადახდის გეგმა
  4. გახსენით ანაბარი ბანკში
  5. გამოიყენეთ დაგროვილი საპროცენტო განაკვეთის ძალა
    Hbr.com
სრულად ნახვა
ბიზნესი

ბიზნეს ორგანიზაციებისთვის გამოცხადებულ კონკურსში განაცხადების მიღება კიდევ ორი დღე გაგრძელდება

ინტელექტუალური სერვისის მიმწოდებელი კომპანიებისთვის გამოცხადებული კონკურსი კიდევ რამოდენიმე დღე გაგრძელდება. კონკურსი, პროექტის „ქართული ბიზნესი ახლოს ევროპასთან“ GEclose2EU-ს ფარგლებში ტარდება და „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი“ (EPRC) სააგენტო „აწარმოე საქართველოსთან“ თანამშრომლობით ხორციელდება.

კონკურსის მიზანია 100 ორგანიზაციის შერჩევა, რომლებიც სპეციალურ ტექნიკურ დახმარებას მიიღებენ. მასში ჩართვა შეუძლიათ იმ ორგანიზაციებს, რომლებიც საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების, ბიზნეს კონსალტინგის, ინტერიერის დიზაინის-არქიტეტურის მიმართულებით მუშაობენ და გარკვეული ტექნიკური დახმარება ესაჭიროებათ. მოგვიანებით პროექტში ჩართვას კიდევ ორი სექტორიც შეძლებს, რომელიც კონკურსის საფუძველზე გამოვლინდება.

კონკურსში განაცხადების მიღება 1 მაისს დაიწყო და 1 ივნისს დასრულდება. შედეგები ერთი თვის ვადაში გახდება ცნობილი და შერჩეული კომპანიები, რომლებიც სპეციალურ კრიტერიუმებს დააკმაყოფილებენ სხვადასხვა ტიპის ტექნიკურ მხარდაჭერას მიიღებენ. ასევე ჩაერთვებიან ადგილობრივ და საერთაშორისო საგანმანათლებლო მასტერკლასებსა და სასწავლო ტურებში. სერვისის მიმწოდებელ კომპანიებს საშუალება მიეცემათ სასწავლო ვიზიტით შვედეთში გაემგზავრნონ.

ინფორმაციის მიღება კონკურსის შესახებ შესაძლებელია ვებ გვერდზე: www.geclose2eu.info.

პროექტის შესახებ:

პროექტი „ქართული ბიზნესი ახლოს ევროპასთან“ შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით მიმდინარეობს. პროექტს ახორციელებს ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC), სააგენტოსთან „აწარმოე საქართველოში“ თანამშრომლობით. პროექტის მიზანია მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა, მათი ცნობადობის გაზრდა ევროპის ბაზარზე და ინტერნაციონალიზაციის ახალი შესაძლებლობების შექმნა. პროექტის ჯამური ბიუჯეტი 2,3 მილიონი აშშ დოლარია და იგი 3 წლის განმავლობაში გაგრძელდება და 2018 წლის ნოემბრიდან 2021 წლის ოქტომბრამდე განხორციელდება.

სრულად ნახვა
ბიზნესი

ჩინურმა კომპანიამ 2500 თანამშრომელს იბიცაზე კორპორატიული ღონისძიება მოუწყო და ჯენიფერ ლოპესი მოიწვია

ჩინურმა თამაშების კომპანია Playtika-მ, კორპორატიული ღონისძიებისთვის იბიცაზე ერთ-ერთი ძალიან ცნობილი კლუბი  Amnesia Ibiza დაიქირავა და მუსიკალური გაფორმებისთვის მომღერალი ჯენიფერ ლოპესი მოიწვია.როგორც Diario De Ibiza იუწყება,კომპანიამ, რომელიც 2010 წელს დაფუძნდა, 2500 თანამშრომელი კერძო თვითმფრინავით  იბიცაზე გადააფრინა. მათთვის დაჯავშნული იყო 15 სასტუმრო. San Rafael კლუბის თანამშრომლებს აკრძალული ჰქონდათ ტელეფონებისა და სხვა გადამღები საშუალებების გამოყენება. ფოტო გადაღება იყო სასტიკად აკრძალული. ასევე მათ გააფორმებინეს კონფიდენციალურობის ხელშეკრულება.

ოფიციალურად ცნობილია, რომ მხოლოდ ჯენიფერ ლოპესი იყო გამომსვლელი. თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, სცენაზე გამოჩნდა ენრიკე იგლესიასიც. მადონა კი, მოწვეულ სტუმრებს შორის იმყოფებოდა.

ისრაელში შექმნილი კომპანია, 2016 წელს 4.4 ბილიონ დოლარად შეისყიდა ჩინურმა კონსორციუმმა. Playtika უფასო ონლაინ თამაშების ლიდერი კომპანიაა. მის პოპულარულ თამაშებს შორის არის SlotomaniaHouse Of Fun და Bingo Blitz.

წყარო : hrhub.ge

სრულად ნახვა
ბიზნესიმსოფლიო

ასე შეიქმნა ,,კოკა-კოლა”…

უალკოჰოლო სასმელების კომპანიის – ,,კოკა-კოლას” (Coca-Cola) შეიქმნის ისტორია იწყება 1886 წლის 8 მაისს, ამერიკის პატარა ქალაქ ატლანტაში. სასმელი შეიქმნა მოყვარული ქიმიკოსის – ჯონ პემბერტონის მიერ საკუთარი სახლის უკანა ეზოში. ყოფილი ამერიკელი კავალერისტი ჯონ პემბერტონი, კაპიტანი, კონფედერატების დამარცხების შემდეგ აღმოჩნდა სამსახურის გარეშე და იძულებული გახდა მოეფიქრებინა რამე თავის სარჩენად. გამომდინარე იქიდან, რომ იგი ახალგაზრდობის ასაკიდან გატაცებული იყო ქიმიური ცდებით, მან ატლანტაში გახსნა პატარა ფარმაცეპტული კომპანია.

დღესდღეობით კი – იგი ერთ–ერთი ყველაზე წარმატებული კომპანიის სახელითაა ცნობილი, ყველა ადამიანმს აქვს წარმოდგენა მის შესახებ, ან ერთხელ მაინც გაუსინჯავს იგი. მიუხედავად იმისა, რომ ჯანმრთელობისთვის არც ისე სასარგებლოა, ხალხი მაინც ყიდულობს, კომპანიას ჰყავს თავისი ერთგული მომხმარებელი.

წყარო: Inc.com

მასალა მოამზადა:  ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიზნესიეს საინტერესოასაქართველო

შემოქმედებით ინდუსტრიაში ნიკა გუჯეჯიანის სახელობის საპატიო ჯილდო დაწესდება!

Cannes Lions Georgia – კანის შემოქმედებითი ფესტივალის ოფიციალური წარმომადგენლობა საქართველოში განცხადებას ავრცელებს:

„შემოქმედებითმა ინდუსტრიამ დაკარგა ნიკა გუჯეჯიანი – ძალიან ძვირფასი მეგობარი და თავისი საქმის დიდი პროფესიონალი… ნიკა ყოველთვის მთელი ძალისხმევით ცდილობდა ჩვენი ინდუსტრიისა და მასში დასაქმებული ახალგაზრდების ინსპირაციასა და მხარდაჭერას.

კანის საქართველოს წარმომადგენლობამ გადავწყვიტეთ, დავაწესოთ ნიკა გუჯეჯიანის სახელობის საპატიო ჯილდო!

მას, ყოველწლიურად, ის ადამიანი მიიღებს, რომელსაც ინდუსტრიის განვითარებაში განსაკუთრებული წვლილის შეტანისთვის დაასახელებს ჟიური“.

სრულად ნახვა
ბიზნესიეს საინტერესოაფსიქოლოგია

რა იწვევს ყურადღების გაფანტვას?

ფოკუსირება – ყურადღების მოკრებას გულისხმობს,  უმრავლესობას აწუხებს ეს პრობლემა, ნებისმიერი ასაკის ადამიანი შეიძლება უჩიოდეს გაფანტულ ყურადღებას. რადგან საზოგადოება უამრავ სხვადასხვა საკითხზე ფიქრობს, ხშირ შემთხვევაში მათ ავიწყდებათ ძალიან მნიშვნელოვანი საქმეებიც კი, ასევე, უჭირთ მუშაობა ან მეცადინეობა.

მოცემული პრობლემის გამომწვევი უამრავი მიზეზი არსებობს, Enterpreneur.com–მა  შემოგვთავაზა რამდენიმე ძირითადი რამ, რაც იწვევს ყურადღების გაფანტვას:

  1. უძილობა, გამოუძინებელი ტვინი ჩვეულებრივზე ბევრად ცუდად მუშაობს;
  2. პრიორიტეტული საქმის არქონა, როდესაც თქვენ არ იცით, რა უფრო მნიშვნელოვანია გიჭირთ არჩევნის გაკეთება;
  3. სტრესი;
  4. ცხოვრებისეული ფაქტორები, პრობლემები.

წყარო: Entrepreneur.com

მასალა მოამზადა: ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიზნესი

მანქანები, რომლებსაც კონკურენტები არ ჰყავთ

საუკეთესო მანქანებზე საუბრისას შესაძლებელია აზრთა სხვადსხვაობა წარმოიქმნას, რადგან მსოფლიოში ყველა ადამიანი სხვადასხვაგვარად აფასებს მანქანის ღირებულებებს, ზოგისთვის ფორმა და ფერია პრიორიტეტული, სხისთვის შესაძლოა უსაფრთხოება ან თუნდაც სისწრაფე იყოს ის, რის გამოც მანქანას შეიძენს, მაგრამ ამ შემთხვევაში თქვენ ნახავთ 5 ყველაზე ძვირადღირებული მანქანების ჩამონათვალს, რომლებიც შეზღუდული რაოდენობით გამოდის, მათი შეძენა, მხოლოდ შეკვეთითაა შესაძლებელი:

1.PaganiZonda HP Barchetta – $15 მილიონი

2.Aston Martin Valkyrie – $3.2 მილიონი

  1. Ferrari FXX k Evoluzione- $3 მილიონი

4.Bugatti Chiron- $2.9 მილიონი

  1. AppolloIntensaEmozione – $2.7 მილიონი

Hbr.com

სრულად ნახვა
ბიზნესი

მანქანები, რომლებსაც კონკურენტები არ ჰყავთ

საუკეთესო მანქანებზე საუბრისას შესაძლებელია აზრთა სხვადსხვაობა წარმოიქმნას, რადგან მსოფლიოში ყველა ადამიანი სხვადასხვაგვარად აფასებს მანქანის ღირებულებებს, ზოგისთვის ფორმა და ფერია პრიორიტეტული, სხისთვის შესაძლოა უსაფრთხოება ან თუნდაც სისწრაფე იყოს ის, რის გამოც მანქანას შეიძენს, მაგრამ ამ შემთხვევაში თქვენ ნახავთ 5 ყველაზე ძვირადღირებული მანქანების ჩამონათვალს, რომლებიც შეზღუდული რაოდენობით გამოდის, მათი შეძენა, მხოლოდ შეკვეთითაა შესაძლებელი:

1.PaganiZonda HP Barchetta – $15 მილიონი

2.Aston Martin Valkyrie – $3.2 მილიონი

  1. Ferrari FXX k Evoluzione- $3 მილიონი

4.Bugatti Chiron- $2.9 მილიონი

  1. AppolloIntensaEmozione – $2.7 მილიონი

Hbr.com

სრულად ნახვა
ბიზნესი

როგორ ავამაღლოთ მოტივაცია

თუ თქვენ პატარა კოლექტივს ხელმძღვანელობთ, აუცილებლად გამოგადგებათ გარკვეული ხრიკების ცოდნა, რომლებიც გუნდის მუშაობის მაქსიმალურ პროდუქტიულობაზე გაგიყვანთ.

მცირე ზომის ჯგუფებს აქვთ როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი მხარეები. რაც ნაკლები ადამიანია ჯგუფში, მით უფრო მეტად ჩართულნი არიან ისინი საქმეში და უკეთ იცნობენ ერთმანეთს. პატარა გუნდში ყველა წევრი მობილიზებულია მუდმივად, ასევე თითოეული წევრი ეხმარება ერთმანეთს განვითარებაში.

რამდენიმე რჩევა, რაც უნდა გაითვალისწინოთ მცირე ჯგუფში მუშაობისთვის:

1.თითოეულ წევრს აუხსენით მიზანი და ამოცანა, რაც ჯგუფს ამოძრავებს

2.მიეცით მათ მეტი თავისუფლება

3.პირადი კონტაქტები დაარეგულირეთ

4.ჩამოაყალიბეთ კორპორატიული კულტურა

Sciencealert.com

სრულად ნახვა
1 15 16 17 18 19 59
Page 17 of 59