close

იაპონიის ერთ-ერთ კაფეში რობოტი მიმტანები ჰყავთ, რომლებსაც საწოლს მიჯაჭვული ადამიანები მართავენ და ამ გზით ისინი საკუთარი თავის ფინანსურ უზრუნველყოფასაც ახერხებენ.

ისინი ყველაფერს მათ თვალწინ დამონტაჟებულ ეკრანზე ხედავენ, მიმტანი რობოტი კი მათი თვალის მოძრაობებს ემორჩილება და სხვადასხვა დავალებებს ასრულებს – იღებს შეკვეთებს, მოაქვს ყავა, ან სულაც კლიენტებს ესაუბრება.

ადამიანებს, რომლებიც დამოუკიდებლად გადაადგილებას ან ელემენტარულ მოძრაობასაც კი ვერ ახერხებენ, ასეთი სამსახური მეტი დამოუკიდებლობის მოპოვებაში ეხმარებათ, რადგან საათში $9 გასამრჯელო სულაც არ არის ცუდი თანხა.

“მინდა, რომ ხელი შევუწყო ისეთი მსოფლიოს შექმნას, სადაც ეს ადამიანები საკუთარი თავის რეალიზებას შეძლებენ და სამსახურიც ექნებათ”, – ამბობს კენტარო იოშიფუჯი.

სამწუხაროდ კაფე, რომელშიც რობოტების დახმარებით საწოლს მიჯაჭვული ადამიანები არიან დასაქმებული, ახლა სატესტო რეჟიმშია და მხოლოდ რამდენიმე კვირა იმუშავებს. მისი საბოლოო გახსნა კი 2020 წლისთვის იგეგმება.

გაზიარება:
fb-share-icon0