close

ბიზნესი

ბიზნესი

რა ვისწავლე  PR-ზე სტივ ჯობსისგან ,,ეფლში” 10-წლიანი მუშაობის შემდეგ?

,,ეფლისთვის” მუშაობა თავდაპირველად 1997 წელს, სიდნეიში მდებარე მის კონტრაქტორ PRსააგენტოში, ,,პორტერ ნოველიში” დავიწყე. სტივ ჯობსი ის-ის იყო დაბრუნებულიყო კომპანიაში და უცნაური დასახელების კომპიუტერები, პრინტერები, სკანერები და საინტერესო, თუმცა ჯერ კიდევ გამოსაგონებელი პერსონალური ციფრული ასისტენტი სახელად – „ნიუტონი“, პროდუქციის ხაზში დიდ ქაოსს ქმნიდა.

,,ეფლს” მძიმე პერსპექტივა ჰქონდა – მედიაკომპანიის აწმყოს წარსულის გადმონაშთად აფასებდა. მუდმივად ერთი და იმავე პათოსით გაჯერებული სტატიები  იბეჭდებოდა – „ძირამდე გამომპალი“, „ეფლში დიდი წმენდაა დაგეგმილი“ და „ეფლის გადარჩენის 101 გზა“.

მაშინ ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ მომავალი 10 წლის უდიდესი კორპორაციული გადატრიალების ისტორიის ნაწილი გავხდებოდი. სიდნეიდან სინგაპურში გადავედი, სადაც ,,ეფლი”ს თანამშრომელი გავხდი და აზია-წყნარი ოკეანის რეგიონალური კომუნიკაციების ხელმძღვანელობა ვიკისრე. საბოლოოდ, კალიფორნიაში, ,,ეფლის” მთავარ ოფისში დავფუძნდი, სადაც კომპანიის პროდუქციის PRგუნდს შევუერთდი.

ამ პერიოდის განმავლობაში ,,ეფლმა” დაამტკიცა, რომ ცინიკოსები ცდებოდნენ და მსოფლიო თავისი ყოვლისშემძვრელი ინოვაციებით, მარკეტინგის შედევრებით და დინების საწინააღმდეგო მიდგომით გააოგნა. მის წარმატებაში საზოგადოებასთან ურთერთობა უდიდეს როლს თამაშობდა. წარმოგიდგენთ ხუთ გაკვეთილს იმ დროდან, რომელმაც ჩემს კომუნიკაციებში მუშაობაზე უდიდესი გავლენა მოახდინა:

სიმარტივე: თუ ეფლის ნებისმიერ პრესრელიზის კითხვის დონის ტესტს ჩაატარებთ, ნახავთ, რომ ყველაფერი მეოთხე კლასელი ბავშვისთვისაც კი გასაგებ ენაზე წერია. რედაქტირებისას ტექსტიდან ნებისმიერი სახის ჟარგონს, კლიშესა თუ ტექნიკურ ტერმინს ვიღებდით. თუ ჩვენი ენა „უბრალო მოკვდავისთვის“ გაუგებარი იქნებოდა, ესე იგი, წარუმატებლად გვიმუშავია. კრახი კი დაუშვებელი იყო. სტივ ჯობსი ყოველ პრესრელიზს პირადად კითხულობდა და ამტკიცებდა.

თქვენს საკომუნიკაციო მასალას კითხვის ტესტი ჩაუტარეთ და 1-დან 100-მდე შკალაზე შეაფასეთ, თუ რამდენად რთულ ენას იყენებთ (ამგვარი ტესტით ინგლისურენოვანი ტექსტებისთვის შეგიძლიათ ამ უფასო ვებგვერდებზე ისარგებლოთ: Word Count Tools დაReadability Score). კარგი იქნება, თუ შეფასების შედეგად თქვენი კონტენტი 80-89 ქულას მიიღებს და 11 წლის ბავშვისთვისაც იქნება გასაგები. რაც უფრო მარტივია თქვენი კომუნიკაცია, მით მეტი მოცვა გექნებათ.

დააფასეთ რეპორტიორების დრო. პრესრელიზებსა და ღონისძიებებს მხოლოდ ყველაზე მნიშვნელოვანი პროდუქტებისა და ეტაპებისთვის ვმართავდით. უამრავი პროდუქტი, პროგრამული განახლება და სხვა მნიშნველოვანი ცვლილება მცირე PR ძალისხმევით მიმდინარეობდა. ამგვარი სტრატეგია ჩვენი შიდა კლიენტების იმედგაცრუების მიზეზი იყო. თუმცა, ამ მიდგომის წყალობით ჟურნალისტებმა იცოდნენ, რომ მხოლოდ ღირებული ამბით ვუკავშირდებოდით.

ჟურნალისტებს მოზომილად და მხოლოდ საუკეთესო ამბით დაუკავშირდით. პრესრელიზებს მასობრივად ნუ გაავრცელებთ. კარგად გამოიკვლიეთ, თუ რა საკითხები აინტერესებს კონტრეტულ რეპორტიორს და თემები მისი ინტერესების შესაბამისად მიაწოდეთ.

ჩაერთეთ. სანამ რომელიმე ჟურნალისტს ტოპმენეჯმენტთან ინტერვიუს უფლებას მივცემდით ან პროდუქტის მიმოხილვას ვთხოვდით, ყველაფერს ვაკეთებდით იმისთვის, რომ ყოველ ჟურნალისტსა თუ ანალიტიკოსს პროდუქტზე სრული წარმოდგენა შექმნოდა. დაწვრილებით ვუყვებოდით, თუ რატომ შევქმენით ასეთი დიზაინის ღილაკი, ან რატომ გადავწყვიტეთ პორტის უკან გადატანა და ისეთ ფუნქციებზეც მივუთითებდით, რომლებიც ჩვენი დახმარების გარეშე შესაძლოა ვერ შეენიშნათ. ინტერვიუს შემდეგ აუცილებლად ვამოწმებდით, ხომ არ ჰქონდათ დამატებითი კითხვები და სტატიის ფორმასაც ვადევნებდით თვალ-ყურს. საჭიროების შემთხვევაში პროდუქტის მარკეტინგის ან ტექნიკური მხარდაჭერის გუნდთან 24-საათიანი კავშირით ვუზრუნველყოფდით. თუ სტატია ჩვენი მესიჯისგან განსხვავებული მიმართულებით ვითარდებოდა, ყველა ღონეს ვხმარობდით მისი კურსის შესასწორებლად.

როგორც კი ჟურნალისტის ინტერესს დაიმსახურებთ, ბეჯითად მიჰყევით, თუმცა ნუ გადააჭარბებთ. თუ თქვენი პროდუქტის მიმოხილვას აკეთებენ, შესთავაზეთ პირადად გაუკეთოთ მისი მოკლე დემონსტრაცია. თუ თქვენს სერვისზე წერენ, მომხმარებლის მიმოხილვა ან სფეროს რეკომენდაციები მიაწოდეთ. ჰკითხეთ, ხომ არ სჭირდებათ დამატებითი ფოტოები ან გამოსახულებები. ხვდებიან თუ არა, რით არის კონკურენტული თქვენი პროდუქტი?

ფოკუსირდით. ჩვენი მისია საზოგადოებისთვის იმის მოყოლა იყო, თუ როგორ უწყობდა ხელს ჩვენი ინოვაციები მომხმარებლებს კრეატიულობის გამოვლენის და მსოფლიოს შეცვლის შესაძლებლობას. ყოველდღიურად გვთხოვდნენ სპიკერებს, რომლებიც ინდუსტრიულ ტენდენციებზე, პოლიტიკაზე, პერსონალსა, თუ უამრავ სხვა საკითხზე ისაუბრებდნენ. თუ მოთხოვნა ჩვენს მისიასთან თანხვედრაში არ მოდიოდა, ზრდილობიან უარს ვეუბნებოდით. ეს იყო მიდგომა, რაც ჩვენი დროითი რესურსის ეფექტურად გამოყენებაში გვეხმარებოდა.

თქვენს სფეროში ექსპერტად ჩამოყალიბდით. განსაზღვრეთ თქვენი მთავარი გზავნილები და მათი ერთგული დარჩით. თქვენი სოციალური მედია თემასთან დაუკავშირებელი გზავნილებით არ გადატვირთოთ. თქვენი სფეროთი დაინტერესებულ ჟურნალისტებსა და ინდუსტრიის ანალიტიკოსებს მუდმივად შესთავაზეთ დახმარება, მაშინაც კი, თუ ამას თქვენთვის პირდაპირი სარგებელი არ მოაქვს.

პრიორიტეტებად დაალაგეთ მედიის ავტორიტეტები. გრძელი მედიასიით არასოდეს გვიხელმძღვანელია. ამის ნაცვლად, რეპორტიორების იმ მცირე ჯგუფზე ვფოკუსირდებოდით, რომელსაც ყველა სხვა დანარჩენი უსმენდა. ასეთ ჟურნალისტებს ექსკლუზიურ ინტერვიუებს და პროდუქტის პირველ ფოტოებს ვთავაზობდით. მცირე სია ჩვენს ჩართულობას ადვილად სამართავს ხდიდა. მედიის ავტორიტეტების მხრიდან პირველადი მოცვის შემდეგ, რეგიონალურ რეპორტიორებსა და სავაჭრო პუბლიკაციებზე ვმუშაობდით.

მეტიაქცენტი თქვენი სფეროს ხუთ-ათ მედია ავტორიტეტთან ახლო ურთიერთობის დამყარებაზე გადაიტანეთ. თუმცა, ნუ გადატვირთავთ. მათ სტატიებზე თქვენი კოლეგებისა და ინდუსტრიული პარტნიორების გამოხმაურება მიაწოდეთ. LinkedIn-სა და Facebook-ზე მათ მიმოხილვის დისკუსიაში ჩაერთეთ. თუ განხადების გაკეთებას აპირებთ, მისი ექსკლუზიური კუთხით გაშუქება შესთავაზეთ.

რაც მთავარია, პატივი ეცით თქვენს ბრენდს. ეს ,,ეფლში” ნასწავლი ყველაზე დიდი გაკვეთილია. ეს თქვენი ყველაზე დიდი აქტივია და უნდა დაიცვათ. სანამ პროდუქტს დღის სინათლეზე გაუშვებთ, კარგად აწონ-დაწონეთ. დაფიქრდით, თუ რომელ სხვა ბრენდებთან ასოცირდებით. თქვენს მიდგომაზე განსხვავებულად იფიქრეთ და მიზნად გროვიდან გამორჩევა დაისახეთ.

შესაძლოა ყველა PR გუნდს არ აქვს სხვადასხვა მოთხოვნებზე უარის თქმის და რეპორტიორების შერჩევის ფუფუნება, თუმცა ამ გაკვეთილებს დღესაც ვაფასებ. ეჭვგარეშეა, რომ ეფლის დრამატულ შემობრუნებასა და დღევანდელ წარმატებას სწორედ ამ მიდგომამ შეუწყო ხელი.

 

წყარო: Harvard Business Review

მასალა მოამზადა: ციცი კიკვაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიზნესი

ლაგოდეხში დამზადებული სულგუნი 2020 წლიდან ამერიკაში გაიყიდება

2020 წლიდან ამერიკაში ყველი სულგუნი გაიყიდება. როგორც ამერიკაში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენი, „ჰერეთი გლობალ“-ის თანადამფუძნებელი ავთანდილ ჩხეიძე BM.GE-ისთან საუბრისას აცხადებს, სულგუნთან ერთად ამერიკის ბაზარზე შებოლილი და იმერული ყველის გატანაც იგეგმება.

„ლაგოდეხში სულგუნის ქარხანა USAID-ის თანადაფინანსებით აშენდა. ქარხნის მშენებლობაში ჩემმა ბიზნესპარტნიორებმა ჯამში, 300 000 დოლარამდე თანხა ჩადეს, რომელიც ევროსტანდარტებით აღჭურვილი მაღალი დონის ქარხანა იქნება. პირველ პროდუქციას ამერიკაში 2020 წლის იანვრიდან ველოდებით. ქარხანაში 3 ტონიდან 5 ტონამდე რძის გადამუშავება იგეგმება. ყველი ქართულ ბაზარზეც შემოვა.

საწარმო ჯამში 100 ადამიანს დაასაქმებს“ – განაცხადა ჩხეიძემ.


ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიზნესი

Forbes-მა დამოუკიდებელი მილიარდერი ქალების რეიტინგი გამოაქვეყნა

გამოცემა Forbes-მა აშშ-ს 11 უმდიდრესი ქალი დაასახელა, რომლებმაც წარმატებას დამოუკიდებლად მიაღწიეს.

მათ ბიზნესი დამოუკიდებლად განავითარეს და სოლიდური კაპიტალიც დააგროვეს. დამოუკიდებელი მილიარდერი ქალების სიაში პირველია 72 წლის დაიან ჰენდრიქსი, რომელიც $7 მილიარდს ფლობს. მან 1982 წელს სახურევების გადახურვების სადისტრიბუციო კომპანია შექმნა.

11 მილიარდერი ქალი Forbes-ის სიაში, რომელთაც კარიერა და ბიზნესი დამოუკიდებლად შექმნეს:

  1.  დაიან ჰენდრიქსი 72 წლის (გადახურვების სადისტრიბუციო კომპანია) კაპიტალი $7 მილიარდი;
  2.  მეგ უიტმენი 63 წლის (ტექნოლოგიები) კაპიტალი $3,8 მილიარდი;
  3.  მარიან ილიჩი 83 წლის (Caesars Pizza-ს დამფუძნებელი) კაპიტალი $3,7 მილიარდი;
  4.  ჯუდი ფოლკნერი 76 წლის (ციფრული ტექნოლოგიები) კაპიტალი $3,6 მილიარდი;
  5. ტაი ლი 60 წლის (IT provider SHI International) კაპიტალი $3 მილიარდი;
  6. ჯუდი ლავ 82 წლის (1964 წელს დააფუძნა სუვენირების მაღაზიები) კაპიტალი $2,9 მილიარდი;
  7.  ლინდა რეზნიკი 76 წლის ( მარკეტინგული კომპანია Wonderful) კაპიტალი $2,8 მილიარდი;
  8.  დორის ფიშერი 88 წლის (კომპანია Gap-ის დამფუძნებელი) კაპიტალი $2,7 მილიარდი;
  9. ჯონელ ჰანტი 87 წლის ( სატრანსპორტო კომპანია Johnelle) კაპიტალი $2,7 მილიარდი;
  10.  ოპრა უინფრი 65 წლის (ტელეწამყვანი) კაპიტალი $2,6 მილიარდი; 
  11.  ელეინ ვინი 77 წლის ( Wynn Resorts აქციონერი) კაპიტალი $2,4 მილიარდი;

მანამდე ჟურნალმა Forbes აშშ-ის ყველაზე მდიდარი ადამიანების ყოველწლიური რეიტინგი გამოაქვეყნა.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიზნესი

როგორ დავიცვათ მომხმარებელი?

 

 მომხმარებლის დაცვის ცნება გულისხმობს, რომ ასეთი დაცვის საჭიროება არსებობს, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, ეს ავტომატური ჭეშმარიტებაა. თავისუფალი ბაზრის პირობებში მხარეები ნებაყოფლობით თანხმდებიან და დებენ კონტრაქტებს. თუ ასეთი კონტრაქტი, შეთანხმება, მათთვის წაგებიანია, მხარეებს არავინ აიძულებს მათ დადებას. შესაბამისად, ამოცანა უნდა იყოს კონკურენტული, თავისუფალი საბაზრო გარემოს შექმნა ბაზრის მონაწილეებისთვის სამართლიანი და მაქსიმალურად თანაბარი პირობებით.

მე აქვე შემეძლო წერის დასრულება, მაგრამ ვეცდები, ჩემი პოტენციური ოპონენტების პერსპექტივიდანაც შევხედო ამ საკითხს. ჩემს პოტენციურ ოპონენტებში აქ კეთილი განზრახვების მქონე მეტ- ნაკლებად ზომიერ პოზიციებზე მყოფ ადამიანებს ვგულისხმობ და არა „ძირს კაპიტალიზმი!“ და „მდიდარს ვართმევ, ღარიბს ვაძლევ!“ – ლოზუნგებით მორბენალ მოძალადეებს.

არსებობს განხილვის ღირსი რამდენიმე მოსაზრება:

  1. რომ საჭიროა ადამიანებს სწორი გადაწყვეტილების მიღებაში დავეხმაროთ, როდესაც ისინი თაღლითურ და მათთვის უეჭველად წაგებიან შემოთავაზებებს განიხილავენ;
  2. ან/და, მომხმარებლები უნდა დავიცვათ, რადგან მათი სიმრავლე და მრავალფეროვნება შეუძლებელს ხდის მათ ისე ორგანიზებას, რომ მომწოდებელზე ზეწოლა განახორციელონ.
  3. ან/და, სწორი გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო ინფორმაციის მიღება იმდენად ძვირი ჯდება, რომ სახელმწიფომ ასეთი ინფორმაცია თვითონ უნდა მოაგროვოს და მომხმარებელს მიაწოდოს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება მაღალი ფასის მქონე პროდუქტს/მომსახურებას, რომელსაც იშვიათად ვყიდულობთ.

 

წყარო: Harvard Business Review

მასალა მოამზადა:  ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიზნესი

არის თუ არა იდეა ყველაზე მნიშვნელოვანი

რას სთავაზობს თქვენი იდეა ღირებულს პიროვნებას ან ადამიანთა ჯგუფს, რომელმაც უნდა იმოქმედოს(მაგალითად უნდა იყიდოს თქვენი პროდუქტი). მიზნის მისაღწევად აუცილებელია, რაიმე მნიშვნელოვანი გააკეთოთ ან კლიენტისათვის, რათა მან იყიდოს თქვენი პროდუქტი, ან საცალო მოვაჭრისთვის, რათა მან თქვენი პროდუქტი მაღაზიაში გამოფინოს.

იდეა ღირებული უნდა იყოს კომპანიისთვისაც და მას მიზნის მიღწევაში უნდა უწყობდეს ხელს. თუკი იდეა არც კლიენტისთვის არ არის მნიშვნელოვანი და არც კომპანიისთვის, ყველა ცდა ამაო იქნება. ამ შემთხვევაში, მოგიწევთ დამატებითი იდეების მოძიება მანამ, სანამ მისი ღირებულების შესახებ დასმულ კითხვას დადებითი პასუხი არ გაეცემა.

ამ კითხვაზე დადებითი პასუხი თავიდან აგაცილებთ ერთ–ერთ ყველაზე არაპოპულარულ სვლას, რომელსაც მარკეტერები აუცილებლობის შემთხვევაში მიმართავენ. ეს არის მნიშვნელოვანი ფასდაკლება, რომელიც ხელს უწყობს ან ფასეულობათა ჯაჭვში შემავალ კომპანიათა ან კლიენტა მოტივაციას, იყიდონ მეტი. ღირებულია თუ არა მნიშვნელოვანი ფასდაკლება კლიენტებისათვის? რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი ფასდაკლება ზრდის ფასეულობას, ვინაიდან ამ შემთხვევაში კლიენტის ხარჯი მცირდება.

მაგრამ მართალა ღირებულია ფასდაკლება კომპანიისთვის? ალბათ, არა. გაყიდვების მოცულობის ხანმოკლე ვადით შესანარჩუნებლად ყოველთვის არსებობს საკუთარ პროდუქტზე ფასის დაწევის ალტერნატივა, მაგრამ ეს იშვიათადაა კარგი გამოსავალი, რადგან მხოლოდ ერთი მხარისთვის მოაქვს მოგება. კარგი სტრატეგია ხეირიანი უნდა იყოს როგორც კლიენტებისთვის, ასევე, კომპანიისთვის.

მასალა მოამზადა : ლაშა ჯინჭარაძემ 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიზნესი

სასმელები, რომელთა დამზადებაც არც ისე რთულია

კარგი კოქტეილის რეცეფტი ყველაზე გამოსადეგი აქსესუარია, რაც შეიძლება რომ ჯიბეში გედოს. სახლში ყველა კოქტეილის ერთდროულად მომზადება ძალიან ცუდი იდეაა, უმჯობესია ამოირჩიოთ ერთ–ერთი და რამოდენიმეჯერ გააკეთოთ, შემდეგ სხვა კოქტეილი, რომელსაც დაახლოებით იგივე ინგრედიენტები სჭირდება.  „Business insider–ი“ წერს, რომ ვეტერანი „Eamon Rockey“ გეგმავს, რომ ასწავლოს ადამიანებს ონლაინ გაკვეთილების საშუალებით სხვადასხვა კოქტეილის მომზადება.

მოჰიტო– შემადგენლობა: დაახლოებით, 5-6 ღერი პიტნა, ნახევარი ლიმონი, 50 გრ ტონიკი (თუ არ გვაქვს, „სპრაიტიც“ გამოდგება), 50 გრ თეთრი რომი „ბაკარდი“, 50 გრ რომი, ნახევარი ჭიქა ქრეშირებული (დაფშვნილი) ყინული.

კოქტეილი მარგარიტა ტეკილა, ფორთოხლის და ლაიმის წვენი, შაქარი, კარგად ავურიოთ ერთმანეთში. დავამატოთ ყინული და კიდევ კარგად ავურიოთ. ჩავასხათ ჭიქებში და მზად არის.

პინაკოლადაეს კოქტეილი მსუბუქი დასალევია და აქვს სასიამოვნო გემო, მის მოსამზადებლად კი საჭიროა: თეთრი რომი 60 მლ, შავი რომი 15 მლ, ქოქსის სიროფი 50 მლ, ანანასის წვენი 100 გრ, ლაიმი 10 გრ, ანანასის ნაჭერი, ყინული, ამ ყველაფერს ყინულთან ერთად მოათავსებთ ბლენდერში, დააბლენდერებთ და დაასხავთ ჭიქაში. გაფორმებისთვის ანანასის ნაჭერი დაამაგრეთ ჭიქის პირზე, ჩადეთ კოქტეილის მილი და არაჩვეულებრივი პინაკოლადაც მზადაა.

წყარო : Businessinsider.com

მასალა მოამზადა : ლაშა ჯინჭარაძემ 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიზნესი

როგორ ავამაღლოთ თვითშეფასება

არსებობენ ადამიანები, რომლებიც ასხივებენ ისეთი დონის მაგნიტურ მიმზიდველობას, რომელიც თითოეული პიროვნების ყურადღებას იპყრობს. ამ უკანასკნელთ სურთ, რომ მიემსგავსნონ თავიანთ ეტალონს, შეძლონ მათთან მეგობრობა, მიაღწიონ მათ მიერ აღიარებას, ანდაც-დაიკავონ მათი ადგილი.  არსებობს ცხრა ხრიკი, რომელიც დაეხმარება ზემოაღნიშნულ ადამიანებს იმაში, რომ გახდნენ მათი რჩეულის მსგავსნი.

ისწავლე სხვების მოსმენა– საჭიროა გახსოვდეს, რომ შენ არ ხარ ერთადერთი და არსებობს მილიონობით სხვადასხვა აზრი. ჭკვიანი და წარმატებული ადამიანი ინტერესდება სხვათა შეხედულებებითაც. მოუსმინო სხვას ყურადღებით ერთგვარი კულტურაა.  იყო კარგი მსმენელი დაარჭმუნებს სხვებს საკუთარი თავის საჭიროებაში. რა თქმა უნდა, ყოველ სიტყვას ვერ დაიმახსოვრებ, მაგრამ მოლაპარაკეს სახელის დამახსოვრებაც კი მნიშვნელოვანია.

სარკის ეფექტი–სარკის ეფექტი არის ადვილი ხერხი იმისთვის, რომ დახვეწო სახის გამომეტყველება, საუბრის მანერა, ინტონაცია. ეს საშუალება ამართლებს, რადგან დაფუძნეულია ნარცისიზმზე.  ეს ხერხი ამართლებს მაშინაც, როცა სხვა პიროვნებების მიმიკების დამახსოვრება გვსურს. მაგალითად მაშინ, როცა რომელიმე ცნობილი პიროვნება მოგვწონს და მისი სახის გამომეტყველების შეძენა გვინდა.

წყარო :Hbr.com

მასალა მოამზადა : ლაშა ჯინჭარაძემ 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიზნესიეკოლოგიამანქანათმშენებლობამსოფლიოტექნოლოგიები

რამდენიმე ქვეყანა, რომელიც მანქანების დაბლოკვას აპირებს

როგორც ვიცით, მსოფლიოს უმეტეს ქვეყანაში შესამჩნევია ავტომობილების სიუხვე, რაც ერთ–ერთი ყველაზე დიდი მიზეზია ჰაერის დაბინძურების. მანქანის გამონაბოლქვი ძალიან ბევრ დაავადებას უწყობს ხელს გამრავლებაში და საზოგადოებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ნივთიერებებს ანადგურებს.

მეცნიერები ყოველდღიურად მუშაობენ იმაზე, რომ რაც შეიძლება შეამცირონ მანქანის გამონაბოლქვის უარყოფითი შემადგენლობა, სწორედ ამიტომაა, რომ ძირითადად უკვე ცდილობენ ელექტროავტომობილების გამოშვებას, რათა შეამცირონ საშიშროებები.

საზღვარგარეთ განვითარებულ ქვეყნებში ადამიანები ცდილობენ უფრო ჯანსაღი გადაადგილების საშუალებებს მიმართონ, რათა ქალაქის ჰაერი დასუფთავდეს და მავნებელი ნივთიერებების ნაცვლად სუფთა ჟანგბადი ვისუნთქოთ.

,,ბიზნეს ინსაიდერმა“ გამოაქვეყნა იმ ქვეყნების სია, რომლებიც ნელ-ნელა ცდილობენ მანქანების რიცხვის შემცირებას საკუთარ ქალაქებში:

  1. ნორვეგია ოსლოში 2019 წლისთვის გეგმავს მანქანების დაბლოკვას;
  2. ესპანეთი, მადრიდი;
  3. ჩინეთი;
  4. ჰოლანდია;
  5. საფრანგეთი, პარიზი აპირებს, რომ დიზელის მანქანები დაბლოკოს და საველოსიპედო გზა გააფართოვოს.

 

წყარო: Businessinsider.com

მასალა მოამზადა:  ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
ბიზნესი

მატერიალური უზრუნველყოფა – უმთავრესია ყველა ადამიანის ცხოვრებაში

“Harvard business review”-მ შემოგვთავაზა 5 საუკეთესო რჩევა იმისთვის, რომ გამდიდრდეთ:

1. იმუშავეთ მხოლოდ საკუთარი ინტერესის გამო. დაივიწყეთ კორპორატიული კულტურისა და ფირმისადმი ლოიალობის შესახებ მოწოდებები. ფირმა ყოველთვის თქვენზეა დამოკიდებული, წინააღმდეგ შემთხვევაში იქ არავინ გამუშავებდათ.

2. იფიქრეთ იმაზე, თუ როგორ გამოიმუშაოთ თვეში მინიმუმ 50000$. შესაძებელია მეტი, მაგრამ ნაკლებზე არც იფიქროთ!

3. ღარიბი გარემოცვა გითრევთ სიღარიბეში. მდიდრებსაც ჰყავთ ასეთ ახლობლები და ნათესავები, მაგრამ თუ ვერ შეძლებთ მათთვის პროფესიონალურად თავის არიდებას, სიმდიდრესაც მალე დაემშვიდობებით. სანამ ღარიბი ხართ არავის აინტერესებთ და უყვარხართ, ეს დამოკიდებულება გამძაფრდება, თუ თქვენ გამდიდრდებით. ურთიერთობა უნდა გქონდეთ მხოლოდ გამარჯვებულებთან და ოპტიმისტებთან!

4. სიღარიბე დგება მაშინ, როცა პასუხისმგებლობისთვის თავის არიდებას აქვს ადგილი!

წყარო : Hbr.com

მასალა მოამზადა : ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
ბიზნესიგამოგონება - ინოვაცია

სიახლეები მობილურის ინტერნეტ სივრცეში

მოგეხსენებათ, რომ ტექნოლოგია ყოველდღიურად განვითარებას განიცდის, შესაბამისად მივედით იმ დასკვნამდე, რომ მუდმივად პროგრესირებადი იქნება ჩვენი სამყარო.

ახალი სიახლე გამოჩნდა ინტერნეტში, კერძოდ “Samsung Electronics-ის” მიერ გამოცემული სმარტფონის გაყიდვების შედეგად, 5G ქსელის გამოყენებაც შესაძლებელი გახდა, ეს ნიშნავს იმას, რომ მობილური ინტერნეტი კიდევ ერთი ნაბიჯით წინ გადავიდა, განვითარდა.

ასევე, ადგილობრივი მაუწყებლობები ამბობენ, რომ 5G ქსელის ჩაშვებისთვის მზადაა ქვეყნის ყველა მობილური ოპერატორი კომპანია.

ტექნოლოგია 5G მასიურად კორეის ხელისუფლებამ 2018 წლის თებერვალში პხენჩანგის ზამთრის ოლიმპიადის დროს გამოცადა. თუმცა ის კერძო პირებისთვის ხელმისაწვდომი მხოლოდ 5 აპრილიდან გახდა. მეხუთე თაობის მობილური ქსელი უზრუნველყოფს ინფორმაციის მაღალ გამტარუნარიანობას. მისი რეკორდული სიჩქარე აღწევს 25გბ-ს წამში. მსგავსი მონაცემები კი საშუალებას იძლევა ონლაინ რეჟიმში მოხდეს 8K (Ultra HD) ხარისხის ვიდეოს ტრანსლირება.

წყარო : Sciencealert.com

მასალა მოამზადა : ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
1 13 14 15 16 17 59
Page 15 of 59