close

ბიზნესი

ბიზნესი

კიდევ ერთი ნაბიჯი ავტოინდუსტრიის განვითარებაში

კომპანია Tesla-მ ახალი ავტომობილის, სატვირთო ელექტრომობილის, Tesla Semi წარადგინა.
კომპანიის ხელმძღვანელის ილონ მასკის თქმით, სატვირთო ელექტრომობილის შექმნა მსოფლიო ეკონომიკის საწვავისგან გათავისუფლების მიმართულებით კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია.
Tesla-ს საიტზე მოცემული მახასიათებლების მიხედვით, ელექტრო სატვირთოს შეუძლია 800 კილომეტრი დაფაროს. თუ მანქანა ტვირთის გარეშე იქნება 5 წამში 100 კილომეტრ საათის სიჩქარეს განავითარებს.
Sciencealert.com

სრულად ნახვა
ბიზნესი

ტექნოლოგიის სფეროს კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი

კანადაში – ქვინსის უნივერსიტეტის მკვლევარების ჯგუფმა, რბილი დისპლეის მქონე პლანშეტი შექმნეს, რომელიც ღერძის ირგვლივ დახვეულ ქაღალდს მოგაგონებთ.
ძალიან კომპაქტური ნივთია, ყველა კატეგორიის ადამიანს დააკმაყოფილებს, როგორც ცნობილია, მოწყობილობა სახელწოდებით „MagicScroll“ 7,5-დიუმიანი ეკრანითაა, რომელიც სმარტფონის ორი დისპლეისგან შექმნეს.
ეკრანის ერთი მხარე ცილინდრზეა დამაგრებული, ხოლო მეორე იშლება. თავად ცილინდრის კორპუსში კი განთავსებულია სამუშაო დედა პლატები და ელემენტები, ასევე ეკრანის დასამაგრებელი მაგნიტები.
ჯერჯერობით უცნობია, მოხდება თუ არა ამ პლანშეტისთვის სერიული წარმოების სახისა და ფორმის მიცემა.
Sciencealert.com

სრულად ნახვა
ბიზნესი

საუკეთესო სმარტფონები მსოფლიოში

ცალსახაა, რომ ყოველდღიურად ვითარდება მსოფლიო ტექნოლოგიები, მათ შორის სმარტფონები, რომლებიც მოგეხსენებათ დღევანდელ ცხოვრებაში ყველა ადამიანის ყოველდღიური მოხმარების საგანს წარმოადგენს.

 ბიზნეს ინსაიდერი ყოველთვიურად აქვეყნებს სიახლეებს, თუ რამდენად ვითარდება და იცვლება ინდუსტრია ამ სფეროში, რომელი სმარტფონები არის უკეთესი მონაცემებიდან გამომდინარე და ა.შ

წარმოგიდგენთ მსოფლიოში საუკეთესო სმარტფონების 10-ეულს:

1. OnePlus 6T

2. iPhone XR

3. Google Pixel 3 XL

4. Samsung galaxy note 9

5.iPhone XS

სრულად ნახვა
ბიზნესი

გასული წლის 5 ყველაზე ძვირიანი მანქანა

ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად სატრანსპორტო სფეროც ვითარდება, მაგრამ ყველას არ აქვს შესაძლებლობა ისარგებლოს ტოპ მანქანებით,რომელთა ტარება ბევრისთვის საოცნებოა ან უბრალოდ ისეთი, რომ უნდა გატარონ. ეს კი ნიშნავს, რომ ისინი ძალიან კომფორტულია.

მათი მახასიათებელია მაღალი დონის ტექნოლოგია.

წარმოგიდგენთ ტოპ ათეულს

1. Mercedes-Benz S-Class

2. Range Rover

3. Jaguar I-Pace

4. Tesla Model S

5. Audi A8

სრულად ნახვა
ბიზნესი

ADIDAS საფირმო ნიშანს კარგავს

სპორტული სამოსის მწარმოებელმა გერმანულმა კომპანია Adidas-მა საკუთარი ბრენდის საფირმო მახასიათებელზე უფლება დაკარგა. გადაწყვეტილება ევროკავშირის სასამართლომ დღეს მიიღო.


სამი პარალელურ ზოლი, რომელიც ადიდასის ფეხსაცმელსა და სამოსს მაიდენტიფიკაციებელ შტრიხად გასდევს, ძალადაკარგულად ჩაითვალა და კომპანიას ექსკლუზივი ჩამოერთვა.

„Adidas-მა ვერ დაამტკიცა, რომ სამზოლიანი სავაჭრო ნიშანი ევროკავშირის მთელ ტერიტორიაზე მათ კომპანიასთან ასოცირდება”,  – აღნიშნულია სასამართლოს განაჩენში.

სრულად ნახვა
ბიზნესიეკონომიკა

ჩხოროწყუში დაფნის გადამამუშავებელი საწარმო გაიხსნა

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში, სოფელ ქვედა ჩხოროწყუში დაფნის გადამამუშავებელი საწარმო გაიხსნა. კომპანია, ყოველწლიურად, 90 ტონა დაფნის ფოთოლს გადაამუშავებს.

საწარმო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით გაიხსნა. მისი ფუნქციონირებისათვის ინვესტორმა 127 000 ლარის ინვესტიცია განხორციელდა, შეიქმნა 10 სამუშაო ადგილი.

სრულად ნახვა
ბიზნესი

კოკა-კოლას ბილბორდები ნაგვის ურნისკენ მიმავალ გზას გიჩვენებენ

კოკა-კოლას ბილბორდები ნაგვის ურნისკენ მიუთითებს მომხმარებლებს. ბრენდი ცდილობს გარემოს დაცვაში საკუთარი წვლილი შეიტანოს. ამ მიზნით, ის პირობას დებს, რომ 2025 წლისთვის 100%-ით გადამუშავებად შეფუთვას გამოუშვებს, ხოლო 2030 წლისთვის კი ექნება არსებული ნარჩენების გადამუშავების სისტემები

სრულად ნახვა
ბიზნესიმსოფლიოსაქართველო

კვალითელი მეღვინე იმერულ ღვინოს უკვე აშშ-ის 13 შტატში ყიდის

არჩილ გუნიავა ოჯახურ მარანში დამზადებულ ნატურალურ ღვინოს წელს ამერიკის 13 შტატში გაიტანს.

როგორც მეღვინემ Bm.ge-ის განუცხადა, მისი ღვინოები ამერიკაში წლებია იყიდება და მოთხოვნა იქ დღითიდღე იზრდება. წელს საექსპორტო ბაზარი კიდევ გაფართოვდა, ამიტომ გადაწყვიტა, ახალი ვენახი გაეშენებინა და 3 ათას კვადრატულ მეტრზე იმერული ჯიშები – დონდღლაბი და ციცქა დარგა.

არჩილ გუნიავა ღვინოს ზესტაფონში, სოფელ კვალითში მამა-პაპის დანატოვარ მარანში, ქვევრებში ამზადებს.

მარანში 20 სხვადასხვა ზომის ქვევრია, სადაც წლიწადში საშუალოდ 4-5 ათას ბოთლ ღვინოს აწარმოებს.

როგორც მეღვინე განმარტავს, ახალი ვენახი მას ამ მოცულობის 7-8 ათას ბოთლამდე გაზრდის საშუალებას მისცემს, რაც მისი მაქსიმუმი იქნება.

„ეს იქნება ყველაზე დიდი რაოდენობა, რის წარმოებასაც შევძლებ, რადგან ჩემს ვენახებში მძიმე ტექნიკა ვერ მიდის, არც შეიძლება მისი გამოყენება, ყველაფერს ხელით ვაკეთებ, რადგან პროდუქცია ბიოა. მოთხოვნა იმდენად მაღალია, რომ მის სრულ დაკმაყოფილებას ვერ მოვახერხებ. იმერეთში დიდი ვენახები არავის აქვს, მეც სულ 1,5 ჰექტარ ტერიტორიას ვფლობ, სადაც იმერული ჯიშის ყურძენი – ციცქა, ცოლიკაური, კრახუნა, ოცხანურის საფერე და ძელშავი მოდის; ასვე მაქვს ისეთი იშვიათი ჯიშები, როგორიცაა დონდღლაბი და მგალობლიშვილი. ეს ჯიშები ფაქტიურად გადაშენების პირასაა და მხოლოდ ჯიღაურას საკოლექციო ნაკვეთშიღაა შემორჩენილი. წელს 3 ათას კვადრატულზე ორ ჯიშს ჩავყრი, ნაწილზე ციცქა უკვე გავაშენე, ნაწილზე კი, დონდღლაბს დავრგავ. ეს ვენახი ნიშანს მესამე წელს მომცემს“, – აცხადებს არჩილ გუნიავა.

პირველი ღვინო გუნიავამ ბოთლში 2010 წელს ჩამოასხა და იმავე წელს იტალიაში გაყიდა, ეს იყო თეთრი მშრალი ღვინო ,,ცოლიკოური“. ამჟამად, მეღვინე ხუთი დასახელების პროდუქტს ამზადებს, ესენია: ,,ციცქა“, ,,ცოლიკოური“, ,,კრახუნა“, ,,ოცხანურის საფერე“ და ,,მგალობლიშვილი“.

გუნიავას ღვინოს პარტნიორი ამერიკაში, სპეციალიზებულ მაღაზიებსა და ბარებში ყიდის, სადაც მხოლოდ ნატურალური ღვინოებია წარმოდგენილი. ერთი ბოთლის გასაყიდი ფასი დახლზე 25-დან 30 დოლარამდეა.

წყარო : bm.ge

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიზნესი

როგორ დავყოთ ბიზნესი კატეგორიებად

ბიზნესი ზოგადად ძალიან ბევრ საქმიანობას აერთიანებს და დღესდღეისობით ყველაზე აქტუალური საქმიანობაა, რადგან  შესაძლოა მცირე დროის მონაკვეთში ძალიან  დიდ მოგებაზე გავიდეს. ძირითადად ბიზნესი შეიძლება 2 კატეგორიად დავყოთ:

  1. როდესაც ახალი ხართ ბაზარზე და იბრძვით დამკვიდრებისთვის, ანუ სტარტაბ ბიზნესი გაქვთ, საწყის ეტაპზე აუცილებელია მარკეტინგული გათვლები და სარეკლამო მხარდაჭერა, რათა მომხმარებლის ყურადღება მიიქციოთ და თქვენი პროდუქციის რეალიზაცია გაგიადვილდეთ.
  2. უკვე მყარად გაქვთ ბაზარზე ადგილი დამკვიდრებული, ანუ შემდგარი ბიზნესი გაქთ, უბრალოდ მუდმივად გჭირდებათ ინოვაციური იდეები, რათა მომხმარებელს დაანახოთ თქვენი განვითარება და უზრუნველყოთ მოგების ზრდის უწყვეტობა.

Harvard business review

სრულად ნახვა
ბიზნესი

ქცევითი ეკონომიკა ადამიანებსა და ორგანიზაციებში

მსოფლიოს ფინანსურმა კრიზისმა მთლიანად უარყო საყოველთოდ მიღებული ეკონომიკური თეორიის ორი პუნქტი – რომ ადამიანები, ჩვეულებრივ, რაციონალურ გადაწყვეტილებებს იღებენ და რომ ბაზრის „უხილავი ხელი“ ნებისმიერი დისბალანსის მარეგულირებელი საიმედო მექანიზმის როლს თამაშობს. დროა, უარი ვთქვათ ამგვარ მოსაზრებაზე და ახლებურად მივუდგეთ საკითხს.

ქცევითი ეკონომიკა ეფუძნება ვარაუდს, რომ ადამიანები, ძირითადად, არარაციონალური და კოგნიტური აკვიატებებით მოტივირებული არსებები არიან. ეს, ჯერ კიდევ განვითარების სტადიაში მყოფი, დისციპლინა სრულიად განსხვავებული კუთხით გვიჩვენებს, რა ფაქტორები ამოძრავებს ადამიანებსა და ორგანიზაციებს.

ექსპერიმენტული მიდგომის დანერგვა საშუალებას მისცემს კომპანიებს, დაინახონ ის სიმართლე, რომელიც საფუძვლად უდევს მათ წარმოდგენებს კლიენტების, თანამშრომლებისა და კორპორაციული პოლიტიკის შესახებ.

Harvard business review

სრულად ნახვა
1 14 15 16 17 18 59
Page 16 of 59