close

ასტრონომია - კოსმოსი

ასტრონომია - კოსმოსი

ნასას მარს როვერმა მარსზე სიცოცხლის ნიშნები აღმოაჩინა

ნასას მარს როვერმა – Curiosity, წითელ პლანეტაზე უძველესი ტბებისა და  ნოტიო მიწისქვეშა გარემოს მტკიცებულება აღმოაჩინა, რაც მილიარდობით წლის წინ შეიცვალა. ეს კი, მეცნიერების განცხადებით, იმაზე მიანიშნებს, რომ პლანეტაზე მილიონობით წლის განმავლობაში სიცოცხლე არსებობდა.

,,Gale Crater ის ადგილია, სადაც Curiosity-მა დაჯდომა განახორციელა და სადაც შესაძლოა ათეულობით და ასეულობით მილიონი წლის განმავლობაში საცხოვრებლად შესაბამისი გარემო ყოფილიყო. იქ წარმოდგენილი იყო არა მხოლოდ ტბები, არამედ მიწისქვეშა წყლის სისტემები, სადაც სითხის ცირკულაცია ხდებოდა. ამ სითხეების ქიმიური შემადგენლობის შედეგად ისეთი მინერალები წარმოიქმნებოდა, რომელიც მიკროორგანიზმების სიცოცხლისთვის საჭირო მასალა იყო,“ – აცხადებს მეცნიერი ჯონ გროტინგერი.

მარს როვერი წითელ პლანეტაზე ოთხი წლის წინ გაემგზავრა იმის გასარკვევად, იყო თუ არა პლანეტაზე ოდესმე სიცოცხლისთვის საჭირო პირობები. მარსის ქანების გამოკვლევისას ახლახანს ბორის ელემენტი აღმოაჩინეს, თუმცა ერთ-ერთ მთავარ საბურღ აპარატზე შექმნილი პრობლემის გამო Curiosity იძულებული გახდა კვლევა შეეწყვიტა.

აღსანიშნავია, რომ აშშ ყოფილმა პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ პირობა დადო, რომ 2030 წლისთვის წითელ პლანეტაზე ადამიანებს გააგზავნიან.

წყარო: Dailymail

მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსი

რაკეტა Falcon 9-ის ფრენების განახლება ერთი თვით გადაიდო

ელონ მუშკის SpaceX-ს კოსმოსური რაკეტების ფრენების განახლების იანვრამდე გადადება მოუწევს.

კომპანია  რაკეტა 10 თანამგზავრის ორბიტაზე განთავსების მიზნით Falcon 9-ის გაშვებას 16 დეკემბერს გეგმავდა, თუმცა ფედერალური ავიაციის ადმინისტრაციიდან შესაბამისი ლიცენზია ვერ მიიღო. ამის მიზეზი სექტემბერში ასაფრენ ბილიკზე მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიებაა.

„1-ლი სექტემბრის ინციდენტთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიებას მალე დავასრულებთ, ვმუშაობთ, რათა უზრუნველვყოთ უსაფრთხო და საიმედო ფრენების განხორციელება,“ – აღნიშნულია კომპანია SpaceX-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

როგორც ცნობილია, 1-ლ სექტემბერს კომპანია SpaceX -ის რაკეტა Falcon 9 სასტარტო მოედანზე აფეთქდა, რაკეტას  ორბიტაზე უნდა გაეტანა სატელეკომუნიკაციო თანამგზავრი AMOS-6, რომლის მეშვეობითაც მარკ ცუკერბერგს სურდა გაეფართოვებინა “Facebook-ის” არეალი.

აფეთქების შედეგად გამოწვეულმა ზარალიმა 200 მილიონ დოლარს მიაღწია.

აფეთქების ეპიცენტრი ან ჟანგბადის ბალონში იყო ან მის სიახლოვეს.ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით დაუდგენელია. YouTube -ზე დევს ვიდეო სადაც ასახულია რაკეტის აფეთქების შენელებული კადრებია. კადრებში ჩანს, რომ რაკეტის სტარტის აღებისას სიახლოვეს ჩაიფრენს ამო, თან საკამოდ სწრაფად.ვიდეოს ჩვეულებრივ რეჟიმში ნახვის დროს ამის შემჩნევა შეუძლებელია. ამოუცნობი მფრინავი ობიექტი სფეროს ფორმისაა, აფეთქება ხდება მაშინ, როდესაც ამო რაკეტის თავზე კიდია.ენთუზიასტები ფიქრობენ, რომ ეს იყო დივერსია.ხოლო მათი ავტორები უცხოპლანეტელები არიან.

რაც შეეხება მოვლენის რეალურ ახსნას: ექსპერტები ფიქრობენ, რომ ობიექტმა რომელიც თითქოს რაკეტის გაწვრივ მიფრინავს, სინამდვილეში ახლოს ვიდეოკამერას ჩაუქროლა, ეს შეიძლება იყოს რაიმე მწერი, ან თუნდაც ჩიტი. თუმცა გადიდების შემდეგ ობიექტს აშკარად სფეროს ფორმა აქვს. კამათი და გამოძიება ახლაც გრძელდება.

წყარო: Reuters

მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსი

ნასას კამერებმა მზის წინ ლურჯი ობიექტი დააფიქსირეს

მსოფლიოს მეცნიერები და შეთქმულების თეორეტიკოსები გაოცებულები დარჩნენ, როდესაც ნასას კამერებმა მზის წინ იდუმალი ლურჯი სფეროს ფორმის ობიექტი დააფიქსირეს.

სოციალურ ქსელ Facebook-ის მომხმარებელმა პამელა ჯონსონმა, რომელიც მექსიკაში ცხოვრობს, ნასას ვებსაიტიდან, სააგენტოს სტერეოთანამგზავრების მიერ გადაღებული ფოტოები გააზიარა. ჯონსონი აცხადებს, რომ მზემ ობიექტის მიმართ რეაგირება 15 ნოემბერს დაიწყო.

ფოტოებმა ინტერნეტმომხმარებლებში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია, ზოგიერთი ამ მოვლენაში განსაკუთრებულს ვერაფერს ხედავს.

სკეპტიკურად განწყობილი მომხმარებლების განცხადებით, ეს რომ მნიშვნელოვანი რამ იყოს, ნასა ამ ფოტოების ხელმისაწვდომობას არ დაუშვებდა.

მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსი

ასტრონავტები ყველაზე გრძელი პილოტირებული კოსმოსური მისიიდან დედამიწაზე დაბრუნდნენ

ორი ჩინელი ასტრონავტი ქვეყნის ისტორიაში ყველაზე გრძელი პილოტირებული კოსმოსური მისიიდან დედამიწაზე უსაფრთხოდ დაბრუნდა.

კოსმოსური კაფსულა Shenzhou 11 მონღოლეთის ჩრდილოეთ რეგიონში პარასკევს უსაფრთხოდ დაეშვა.  „ღვთაებრივი გემის“ კადრები ჩინეთის ცენტრალურმა ტელევიზიამ (CCTV)  გაავრცელა.

ორმა ასტრონავტმა – ჯინგ ჰეიპენგმა და ჩენ დონგიმ 30 დღე კოსმოსურ ლაბორატორია Tiangong 2 -ზე გაატარეს, რომლის სახელწოდება ითარგმნება, როგორც “ზეციური სასახლე.“  Tiangong 2-ს ჩინეთი ექსპერიმენტების ჩასატარებლად იყენებს, რომლის მიზანი 2022 წლისთვის მუდმივი კოსმოსური სადგურის გახსნისთვის მომზადებაა.

2013 წელს ჩინეთმა კოსმოსში შედარებით მოკლევადიანი პილოტირებული მისია განახორციელა, რომლის ფარგლებში სამმა ჩინელმა ასტრონავტმა Tiangong 1-ზე 15 დღე გაატარა.

კოსმოსური პროგრამის განვითარება პეკინისთვის პრიორიტეტია. პრეზიდენტი სი ძინპინი აცხადებს, რომ ქვეყანას აქვს ამბიცია, ჩამოყალიბდეს მნიშვნელოვან კოსმოსურ ძალად.

ჩინეთი ირწმუნება, რომ მისი კოსმოსური პროგრამა მშვიდობიანია, თუმცა აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი აცხადებს, რომ ჩინეთის მიზანი კრიზისის დროს სხვა ქვეყნების მიერ კოსმოსის აქტივების გამოყენების აღკვეთაა.

მიუხედავად  სწრაფად განვითარებადი კოსმოსური პროგრამისა, ჩინეთი ჯერ კიდევ შორსაა ტექნიკურად აშშ-სა და რუსეთის კოსმოსურ შესაძლებლობებს გაუთანაბრდეს.

წყარო: reuters

მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსი

პლანეტა პლუტონზე აღმოჩენილ ოკეანეებში შეიძლება ცოცხალი ორგანიზმები ბინადრობდნენ

ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნებული კვლევის შედეგების მიხედვით, პლუტონზე მიწისქვეშა ოკეანეები არსებობს და ზოგიერთი მათგანი შესაძლოა ცოცხალი ორგანიზმების პოტენციური საცხოვრებელიც იყოს.

კალიფორნიის უნივერსიტეტის პლანეტარული მეცნიერის ფრანსის ნიმოს განცხადებით, პლუტოს ოკეანე, რომელიც ყინულნარევია, 150-200 კმ-ზეა გადაჭიმული და დაახლოებით 100 კმ სიღრმისაა.

„ამხელა ყინულით დაფარული ოკეანის მქონე პლუტო სიცოცხლისთვის პრაიმკანდიდატი ნამდვილად არაა, თხევადი წყალი სიცოცხლისთვის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი პირობაა.  ნებისმიერმა ადამიანმა სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს, სანამ სიტყვა „შეუძლებელს“ იტყვის,“ – განაცხადა მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტის პლანეტარულმა მეცნიერმა რიჩარდ ბინზელმა.

აღმოჩენა ნასას კოსმოსურ ხომალდ New Horizons-დან გადაღებულ ფოტოებსა და მონაცემებზე დაყრდნობით გაკეთდა. „როგორც ჩანს, ბუნება იმაზე ბევრად უფრო კრეატიულია, ვიდრე წარმოგვიდგენია,“ – განაცხადა ბინზელმა.

მიუხედავად იმისა, რომ პლანეტა მზიდან დედამიწასთან შედარებით 40-ჯერ შორს მდებარეობს, პლუტონს რამდენიმე მილიონი წლის წინ პლანეტის ფორმაციის შედეგად წარმოშობილი საკმარისი რადიოაქტიური სითბო აქვს იმისათვის, რომ წყლის თხევადობა შეინარჩუნოს.

„ამის გარდა პლუტონს აქვს საკმარისი კლდე, რომელიც დიდი რაოდენობის სითბოს წარმოშობს და რამდენიმე ასეული კილომეტრის სისქის მქონე ყინული კი საკმაოდ კარგი იზოლატორია. ასე რომ, ღრმა მიწისქვეშა ოკეანის არსებობა გასაკვირი არაა, მითუმეტეს, თუ ოკეანე ამიაკს შეიცავს, რომელიც ანტიფრიზის ფუნქციას ასრულებს,“ – აცხადებენ მეცნიერები.

წყარო: Reuters

მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსი

როგორი სახლები იქნება მარსზე? [VIDEO]

ლონდონში მარსის სახლის მოდელის ჩვენება გაიმართა. დამთვალიერებელს შეუძლია იხილოს, როგორი იქნება წითელ პლანეტაზე ადამიანების საცხოვრებელი, თუკი ის ოდესმე იქ ცხოვრებას გადაწყვეტს.

მარსის იმიტირებულ ლანდშაფტზე აგებული სახლი გრინვიჩის სამეფო ობსერვატორიაშია განთავსებული. სახლში არის საძინებელი ოთახი, კომპიუტერის მაგიდა და და ადგილი მცენარეებისთვის.

სახლი ობსერვატორიის ასტრონომებთან და „როგორ ვიცხოვრებთ მარსზე“ ავტორ სტივენ პეტრანეკთან კონსულტაციების შედეგად შეიქმნა. პეტრანეკი National Geographic-ის დრამის „მარსის“ კონსულტანტიც გახლავთ.

„ეს არის ტიპური მარსის სახლი, თუ თქვენ გსურთ მას ასე უწოდოთ, მაგრამ რეალურად, ეს არის გადარჩენის ცენტრი,“- განაცხადა პეტრანეკმა.

 

„ის წარმოქმნის ჟანგბადს ადამიანებისთვის, ასევე წყალს მარსის ატმოსფეროდან, რომელიც ღამით 100 პროცენტით უფრო ნოტიოა და იქიდან მარტივი გამშრობი მექანიზმის საშუალებით წყლის ამოღება ხდება. თქვენ ასევე გექნებათ   3D პრინტერი, რომელიც დაამზადებს თითქმის ყველაფერს, რაც გჭირდებათ,“ – განაცხადა პეტრანეკმა.

მარსის სახლის გამოფენა 16 ნოემბრამდე გაგრძელდება.

წყარო: Reuters

მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსი

NASA – კოსმოსური ხომალდის უსაწვავო ძრავი უკვე რეალობაა

ნასადან გაჟონილ ინფორმაციაზე დაყრდნობით შეძლება ითქვას, რომ  უსაწვავო ძრავი, რომლის შესახებაც ამბობდნენ,  რომ მისი შექმნა „შეუძლებელია“, რეალობაა.

EM Drive ძრავას ერთ დღეს ექნება იმის პოტენციალი, რომ ჩვეულებრივი საწვავიანი რაკეტისა და ბირთვული რეაქტორის გარეშე ადამიანთა ეკიპაჟი დედამიწიდან მარსზე 10 კვირაში გადაიყვანოს.

გავრცელებული დოკუმენტაცია ნასას მიერ ჩატარებულ ტესტების სერიას აღწერს.

ტრადიციული სარაკეტო ძრავები, როგორც ცნობილია, ქიმიურ საწვავს იყენებენ. კოსმოსის უჰაერო ვაკუუმში. აქ ნიუტონის მოძრაობის მესამე კანონი მუშაობს : მასის კოსმოსის ვაკუუმში შეჭრა  გაწევის ძალას წარმოშობს.

EM Drive ძრავა არის ერთგვარი რადიო სიხშირის რეზონანსული ღრუს ძრავა და არის ამ მოდელის ჰიპოთეტურ ძრავებს შორის ერთ-ერთი. ეს მოდელები მოქმედებენ მაგნეტრონზე დაყრდნობით, რომელიც უშვებს მიკროტალღებს დახურულ წაკვეთილ კონუსში და შემდეგ უბიძგებს კონუსის ვიწრო ნაწილს, რაც მას წინ გადაადგილებს. მაგნეტრონი არის ელექტრონების მილი, რომელიც აძლიერებს ან წარმოქმნის მიკროტალღებს და მაგნიტური ველის საშუალებით აკონტროლებს ელექტრონების დინებას.

ნასას დოკუმენტებიდან ჩანს, რომ ძრავები 40, 60 და 80-ვატიან კონტროლირებად ბიძგებს ახორციელებენ და ვაკუუმში მიღწეული ბიძგები ჰაერში მიღწეულის მსგავია. განხორციელებული ექსპერიმენტების შედეგი კი იყო გამომუშავებული 1.2 მილინიუტონის გაწევა ერთი ვატი ძალის გამოყენებით. საჭირო არ იქნება რამდენიმე ტონა საწვავის წაღება, კოსმოსური მოგზაურობა გახდება ბევრად უფრო იაფი და მსუბუქი. მეცნიერები აცხადებნენ, რომ კოსმოსურ ხომალდს, რომელიც უსაწვავო ძრავითაა აღჭურვილი, შეუძლია მარსამდე მანძილი 10 კვირაში დაფაროს.

როგორც ცნობილია, ნასა ძრავას დატესტვას მარსის მისიებისთვის ახორციელებს.

.

წყარო : Dailymail

მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსი

ჩინეთმა ახალი რაკეტა გამოუშვა

ჩინეთმა ახალი, გაუმჯობესებული რაკეტა Long March-5 გამოუშვა, ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის სახელმწიფო მედია ავრცელებს.

რაკეტის გამოშვებას წინ უძღოდა ჩინეთის მიერ გასულ თვეს ხანგრძლივი, პილოტირებული კოსმოსური მისიის დაწყება, რომლის ფარგლებში კოსმოსურ ლაბორატორიაზე ორი ასტრონავტი ერთი თვით გააგზავნეს. აღნიშნული მისია ქვეყნის იმ გეგმის ნაწილია, რომელიც 2022 წლისთვის მუდმივი, პერსონალით დაკომპლექტებული კოსმოსური სადგურის გახსნას გულისხმობს.

საინფორმაციო სააგენტო Xinhua-ს ინფორმაციით,  რაკეტის დასატესტი გაშვება ხუთშაბათს განახორციელეს.

„ეს რაკეტა გახლავთ სიმბოლო იმისა, თუ როგორ იქცა  კოსმოსში მთავარი მოთამაშე ჩინეთი კოსმოსში მთავარ ძალა ჩინეთად,“ – აღნიშნულია მმართველი კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტისა და ცენტრალური სამხედრო კომისიის მიერ გავრცელებულ წერილში.

Xinhua-ს ინფორმაციით,  Long March-5-ის მის წინამორბდებთან შედარებით 2,5 -ჯერ მეტი ტვირთის გადატანა შეუძლია. „მძიმე ტვირთი გადამტანი რაკეტის დახმარებით ჩინეთი შეძლებს მუდმივი, პერსონალით დაკომპლექტებული კოსმოსური სადგურის აგებასა და მთვარისა და მარსის გამოკვლევას,“- აღნიშნულია სააგენტოს ინფორმაციაში.

ჩინეთი ირწმუნება, რომ მისი კოსმოსური პროგრამა მშვიდობიანია, თუმცა აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი აცხადებს, რომ ჩინეთის მიზანი კრიზისის დროს სხვა ქვეყნების მიერ კოსმოსის აქტივების გამოყენების აღკვეთაა.

მიუხედავად  სწრაფად განვითარებადი კოსმოსური პროგრამისა, ჩინეთი ჯერ კიდევ შორსაა ტექნიკურად აშშ-სა და რუსეთის კოსმოსურ შესაძლებლობებს გაუთანაბრდეს.

2013 წელს ჩინეთის Jade Rabbit მთვარეზე დიდი ეროვნული ოვაციების ფონზე დაჯდა, თუმცა მალე ბევრი ტექნიკური სირთულე შეექმნა.

აშშ კომპანიები SpaceX და Blue Origin კომერციული კოსმოსური ფრენების დაწყებას გეგმავენ და ამ მიზნით მრავალჯერადი რაკეტების დახვეწაზე მუშაობენ. ცნობილია SpaceX-ის ამბიციური მიზანიც, რომელიც 2024 წელს მარსზე ადამიანის გაგზავნას აპირებს.

წყარო: Reuters

მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსი

ამერიკელი, რუსი და იაპონელი ასტრონავტები კოსმოსური სადგურიდან დედამიწაზე დაბრუნდნენ

ამერიკელმა, რუსმა და იაპონელმა კოსმონავტებმა შაბათს რუსული კაფსულა „სოიუზით“  საერთაშორისო კოსმოსური სადგური დატოვეს და დედამიწაზე დაეშვნენ.

სადგურის მეთაურმა ანატოლი ივანიშინიმ, NASA-ს ასტრონავტმა ქეით რუბინსმა და იაპონელმა ტაკუია ონიშიმ კოსმოსური სადგური ოთხ-თვიანი მისიის შემდეგ შაბათს საღამოს დატოვეს და დაახლოებით სამ საათ ნახევარში პარაშუტებით ყაზახეთში დაეშვნენ.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ერთობლივი მისიის ფარგლებში განხორციელდა დნმ-ის სინთეზატორის პირველი გამოყენება კოსმოსში და პარკინგის ადგილების ინსტალაცია მომავალი კომერეციული კოსმოსური ტაქსებისთვის.

„აქ დრო ძალიან სპეციფიკურია … არ მქონდა დრო, იმის გასაგებად, თუ რა ხდებოდა დედამიწაზე. კოსმოსურ სადგურში ცხოვრება მეგობრულ, ძალიან კარგ გარემოში გიწევს,“ – განაცხადა ივანიშინმა.

ივანიშინი, რუბინსი და ონიში ამერიკელმა შეინ კიმბროუმ, და რუსმა ანდრეი ბორისენკომ და სერგეი რიჟიკოვმა ჩაანაცვლეს, რომლებიც სადგურს 21 ოქტომბერს მიაღწიეს და იქ მომავალ ერთ თვეს დარჩებიან, მანამ, სანამ კიდევ ერთი სამ-ასტრონავტიანი ეკიპაჟი გაფრინდება სადგურზე.

 

წყარო: Reuters

თამარ ტაბატაძე

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსი

მეცნიერები: ვარსკვლავებიდან მომავალი უცნაური მესიჯები უცხოპლანეტელებისგან მოდის

მეცნიერთა განცხადებით, კოსმოსიდან უჩვეულო შეტყობინების ხმა გაიგეს, რაც მათი აზრით, უცხოპლანეტელებისგან მოდის.

ვარსკვლავების პატარა კომპლექტის უცნაური მოდულაციის კვლევა მიანიშნებს, რომ ეს ხმა შესაძლოა კოსმოსური ინტელექტიდან მოდიოდეს, რომელსაც სურს მათი არსებობის შესახებ შეგვატყობინოს.

აღნიშნული კვლევა 2,5 მილიონი ვარსკვლავიდან 234-ის მოდულაციის დაკვირვების შედეგებს ეყრდნობა. როგორც აღმოჩნდა, რომ ვარსკვლავების მცირე ჯგუფი უცნაურად იქცეოდა, რომლის ახსნა მეცნიერებმა ვერ მოახერხეს და გაჩნდა აზრი, რომ მესიჯები უცხოპლანეტელებისგან მოდის.

კვლევა სახელწოდებით : “მზის ტიპის ვარსკვლავების მცირე ჯგუფში სპეციფიური პერიოდული სპექტრალური მოდულაციების აღმოჩენა” ჟურნალ Astronomical Society of the Pacific-ში გამოქვეყნდა. თუმცა მეცნიერები თანხმდებიან, რომ აღნიშნული ჰიპოტეზის დასამტკიცებლად თუ უარსაყოფად შემდგომი კვლევების ჩატარებაა საჭირო.

სტეფან ჰოკინგისა და მარკ ცუკერბერგის მიერ დაარსებული Breakthrough Listen, რომელიც უცხო პლანეტელების აღმოჩენას ისახავს მიზნად, აცხადებს რომ მესიჯი იმედის მომცემია, თუმცა მანამ, სანამ მისი უცხოპლანეტელებთან დაკავშირება „ერთმნიშვნელოვნად მოხდება“, შემდგომი კვლევისა და მუშაობის ჩატარებაა საჭირო.

აშშ-ის არასამთავრობო კვლევით – სამეცნიერო ინსტიტუტი (SETI) უცხოპლანეტელების სიგნალის დასაფიქსირებლად დიდ რადიოტელესკოპს იყენებს. SETI უკვე ათწლეულებია რაიმე ნიშნის აღმოჩენას ცდილობს, რომელიც დედამიწის მაცხოვრებლებს დაუმტკიცებს, რომ სამყაროში მარტოები არ ვართ.

ორგანიზაციის უფროსი ასტრონომის, სეთ შოსტაკის თქმით, ძიება დაფინანსების ნაკლებობის გამო ფერხდება. შოსტაკი ფიქრობს, რომ აღმოჩენას მას შემდეგ გააკეთებს, როცა სრულყოფილი კვლევისთვის საკმარის რესურსს მოიპოვებს, ამ ეტაპზე კი გალაქტიკაში სხვა სიცოცხლის ძებნა შეჩერებულია.

წყარო:.independent.co.uk
მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
1 51 52 53 54
Page 53 of 54