close
ასტრონომია - კოსმოსიმსოფლიო

რუსეთი ახალ კოსმოსურ თანამგზავრს ვერ უკავშირდება

რუსეთის კოსმოსური სააგენტო ,,როსკოსმოსი” აცხადებს, რომ ახლად გაშვებულ ამინდის თანამგზავრთან კავშირი დაკარგა.

,,Meteor-M” სამშაბათს დილით რუსეთის კოსმოდრომ ,,ვოსტოჩნიდან” გაუშვეს.

სააგენტოს ინფორმაციით, თანამგზავრს სასურველ ორბიტამდე არ მიუღწევია და მასთან კონტაქტის დამყარება ვერ მოხერხდა.

მოსკოვის დროით 08:41 საათზე კოსმოდრომ ,,ვოსტოჩნიდან” ,,Meteor-M”-თან ერთად კიდევ 18 თანამგზავრი გაუშვეს. სასურველ ორბიტამდე მისაღწევად მას 5 საათი უნდა დასჭირვებოდა.

თანამგზავრები რუსეთის, ნორვეგიის, აშშ-ს, იაპონიის, კანადისა და გერმანიის სამეცნიერო, კვლევითი და კომერციული კომპანიების საკუთრებაა.

 ,,ვოსტოჩნი” რაკეტის გასაშვები პირველი სამოქალაქო კოსმოდრომია რუსეთის ტერიტორიაზე, რომლის მიზანი ბაიკონურის კოსმოდრომის ჩანაცვლოებაა, რომელსაც რუსეთი ყაზახეთიდან ქირაობს.

,,ვოსტოჩნის” კოსმოდრომიდან პირველი რაკეტა შარშან აპრილში გაუშვეს.

წყარო: Reuters

მასალა მოამზადა:  თამატ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : slid