close

ასტრონომია - კოსმოსი

ასტრონომია - კოსმოსიმსოფლიო

მეცნიერებმა დედამიწიდან უცნობი ობიექტი აღმოაჩინეს

ამერიკელმა კოსმოსურმა მეცნიერებმა დედამიწიდან პირველი ვარსკვლავთშორისი ვიზიტორი აღმოაჩინეს. ობიექტი პატარა ასტეროიდი ან კომეტაა, რომელმაც ჩვენს მზის სისტემაზე გაიარა.

უცნობი ობიექტი, რომელიც ჯერჯერობით მხოლოდ A / 2017 U1-ის სახელითაა ცნობილი, ჰავაის უნივერსიტეტში დახვეწილი ტელესკოპის სისტემით დაახლოებით ერთი თვის წინ აღმოაჩინეს.

,,ჩვენ ათწლეულების მანძილზე ველოდებოდით ამ დღეებს”, – განაცხადა დედამიწის ობიექტის კვლევების ეროვნული აერონავტიკისა და კოსმოსური ადმინისტრაციის ცენტრის მენეჯერმა – პაულ ჩოდამ.

„დიდი ხანია არსებობს თეორია, რომ ასეთი ობიექტები არსებობს – ასტეროიდები ან კომეტები, რომლებიც გადაადგილდებიან ვარსკვლავებს შორის და ზოგჯერ ჩვენი მზის სისტემის გავლით მოძრაობენ- ეს არის პირველი ასეთი გამოვლენა”, – განაცხადა ჩოდასმა.

400 მეტრი დიამეტრის მქონე მასიური ობიექტი თანავარსკვლავედ ჩანგის მიმართულებიდან საკმაოდ სწრაფად მოძრაობდა, ელიფტიკური წრის ზემოთ, სადაც პლანეტები და სხვა ასტეროიდები მზის გარშემო ორბიტაზე მოძრაობენ.

უახლოესი მანძილი, რითაც ობიექტი დედამიწას მოუახლოვდა დაახლოებით 15 მილიონი მილი იყო, რაც 14 ოქტომბერს აღმოაჩინეს.

„შეგვიძლია დანამდვილებით ვთქვათ, რომ ეს ობიექტი მზის სისტემის მიღმა მიემგზავრება და უკან არ დაბრუნდება”, – განაცხადა „ნასას“ წარმომადგენელმა – დევიდ ფარნოჩიჩმა. ასტრონომები A / 2017 U1- ს ტელესკოპებით გამუდმებით აკვირდებოდნენ იმ იმედით, რომ მონაცემებს ობიექტის ვარსკვლავთშორისო წარმოშობას დაადგენდნენ და მის შემადგენლობას შეისწავლიდნენ.

თუ ობიექტს ოფიციალურად აღიარებენ, როგორც მსგავსი სახეობის დედამიწიდან დაფიქსირებულ პირველ წამრომადგენელს, მას სახელს საერთაშორისო ასტრონომიული კავშირი შეურჩევს.

 

წყარო: Reuters

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსიქიმია

მეცნიერებმა მოწყობილობა შექმნეს, რომელიც მთვარის ქვებისგან წყალსა და ჟანგბადს ქმნის

კოსმოსურმა ინჟინერმა – ტორსტენ დენკმა შეიმუშავა მზის რეაქტორი, რომელიც საშუალებას მისცემს ასტრონავტებს, მთვარეზე საკუთარი წყალი და ჟანგბადი შექმნან.

დენკი მოწყობილობაზე 10 წლის განმავლობაში Plataforma Solar de Almeria-ში (CIEMAT) მუშაობდა.

სისტემას შეუძლია მთვარის ნიადაგიდან წყლის ამოღება და ამისთვის მხოლოდ დედამიწიდან წაღებული წყალბადია საჭირო.

იმის გამო, რომ წყალბადის გაცილებით მსუბუქია, ვიდრე ჟანგბადი, სისტემამ შესაძლოა მთვარის მისიის წონა საგრძნობლად შეამციროს.

მოწყობილობას ექვსთვიანი ტესტი  ჩაუტარდა  და მისი შემქმნელი აცხადებს, რომ მას რვა ასტრონავტისთვის საკმარისი ჟანგბადისა და წყლის მიწოდება შეუძლია.

მკვლევარები მთვარეზე ჟანგბადის გზების მისაკვლევად ათწლეულების მანძილზე მუშაობენ.

ასტრონავტები აცხადებენ, რომ ახლად შექმნილ მოწყობილობას, რომელიც 400კგ-ს იწონის, საათში 700 კგ წყლის, ხოლო ოთხ საათში – 2,5 კგ ჟანგბადის წარმოება შეუძლია.

პროცესში გამოიყენება რკინის ტიტანის ოქსიდის ილმენიტი (FeTiO3), რომელიც მთვარის ,,ბნელ” ადგილებში მოიპოვება. მისი ამოთხრა და რეაქტორამდე მიტანა სპეციალური მთვარის რობოტის საშუალებითაა შესაძლებელი.

პროცესის განსახორციელებლად პირველ რიგში დედამიწიდან წყალბადის ჩატანაა საჭირო.

,,წყალბადი მხოლოდ პირველი რამდენიმე საათის განმავლობაში იქნება. შემდეგ ის ელექტროლიზის საშუალებით გადამუშავდება”– განმარტავს დენკი.

 ,,მაშინაც კი, თუ დედამიწიდან წყალბადს ჩაიტანთ და მთვარიდან ჟანგბადს მიიღებთ რაკეტის საწვავის შესაქმნელად, თქვენ წონის დაახლოებთ 90 პროცენტს დაზოგავთ. წყალბადი ყველაზე უფრო მსუბუქი ელემენტია, ჟანგბადი კი – გაცილებით მძიმეა. მთვარეზე მზის სინათლის გრძელ, 2-კვირიან პერიოდს იგივე ხანგრძლივობის სიბნელე მოსდევს – რაც ,,იდეალურ პირობებს” იძლევა მზის საწვავის შესაქმნელად,” – აღნიშნა დენკმა.

მისი განმარტებით, ქიმიური რეაქცია 800°C -დან იწყებს მოქმედებას, თუმცა აგლომერირება პრობლემა 1,050°C გრადუსზე ხდება. ამიტომ, მისი მიზანი იყო, რომ ტემპერატურა 1000°C-ს არ გადასცილებოდა, რასაც, დენკის თქმით, მიაღწია კიდეც.

 

წყარო: dailymail

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსიეს საინტერესოა

სამყაროს ყველაზე დაუჯერებელი პლანეტები

 ბევრი მოვლენა, რაც, ერთი შეხედვით, წარმოუდგენელია დედამიწის მკვიდრისთვის, სავსებით ბუნებრივი მდგომარეობა შეიძლება იყოს სამყაროში არსებული პლანეტებისთვის, რომლებიც თავისი გასაოცარი მახასიათებლებით აოგნებენ ადამიანებს. რამდენიმე პლანეტა თავისი დაუჯერებელი გარემოთი განსაკუთრებით იქცევს ყურადღებას, გავეცნოთ მათ.

 

• ,,Corot – 7b-ი” – დედამიწიდან 489 სინათლის წელიწადით დაშორებული ეგზოპლანეტაა, რომელიც ქვების წვიმით გვაოცებს. პლანეტის ნახევარი ჯოჯოხეთური სიცხით ხასიათდება და ტემპერატურა აქ დაახლოებით 2600 °C-ს აღწევს, რაც საკმარისზე მეტია იმისთვის რომ ქვა გალღვეს, ხოლო პლანეტის მეორე ნაწილი გაცილებით ცივია და ტემპერატურა მხოლოდ 190°C-ია. ამრიგად, პლანეტის ცხელი ნაწილიდან კლდოვანი ქანები ორთქლდება და უზარმაზარ  კლდოვან ღრუბლებად გარდაიქმნება, შემდეგ კი ეს ღრუბლები ზედაპირს უბრუნდება მაგმური წვიმის სახით. პლანეტის უფრო ცივი ნაწილში კი ეს მაგმის მასა ზედაპირზე დაშვებამდე კვლავ  ქვად იქცევა.

„HD 189773-b-ი“  –  ეგზოპლანეტაა, რომელც დედამიწიდან 63 სინათლის წელიწადითაა დაშორებული და რომლის ფანტასტიური სილამაზეც გამომდინარეობს მის ატმოსფეროში არსებული სილიკატური ნაწილაკებისგან. პლანეტისთვის დამახასიათებელია 8400 კმ/სთ  სიჩქარის ქარები, რაც შვიდჯერ უფრო მეტია ვიდრე ბგერის სიჩქარე. პლანეტაზე 930°C-ის არსებობის პირობებში წვიმს, ასე რომ, წარმოიდგინეთ საშინელი ჭექა-ქუხილის ფონზე და 1.24 მილი/საათში მოძრავი ქარით, როგორ გიახლოვდებათ უზარმაზარი ღრუბლები, შემდეგ კი როგორ ეშვება გასაოცარი სისწრაფით შუშის მასები ატმოსფეროში. შედარებისთვის, მსგავსი სიჩქარის ქარიშხალი დედამიწაზე რომ ამოვარდეს, მთელ დედამიწას 5 საათსა და 33 წუთში დაფარავს.

• ასტრონომების მიერ აღმოჩენილი კიდევ ერთი გასაოცარი ობიექტია ,,HD 131399Ab-ი”, რომელიც დაახლოებით სამი მზის გარშემო მოძრაობს და აქვს უზარმაზარი მასა, დაახლოებით 4-ჯერ მეტი ვიდრე იუპიტერს. ეგზოპლანეტის ერთწლიანი ბრუნი სამი ვარსკვლავის გარშემო  ჩვენი დედამიწისთვის  550 წელიწადის ტოლფასია და ვინაიდან პლანეტა საკმაოდ ნელა მოძრაოს, სამივე მზე ამ დროის განმავლობაში ნახევარჯერ თუ გაქრება ჰორიზონტიდან, ეს იგივეა რომ წარმოიდგინოთ 275 წლის მანძილზე ვერცერთხელ იხილოთ მზის ჩასვლა.


„Titan-ი“ სატურნის ერთ-ერთი თვალწარმტაცი მთვარეა, რომელიც მზის სისტემიდან 71 სინათლის წუთითაა დაშორებული და თუ კი ექსტრემალები შეძლებდნენ ეპიკური დაშვების ამ პლანეტაზე განხორციელებას, სავარაუდოდ, მთლიანად პლანეტას შემოუფრენდნენ, რასაც მკვრივი ატმოსფერო და დაბალი გრავიტაცია განაპირობებს, რაც 7-ჯერ ნაკლებია ვიდრე დედამიწაზე, მაგრამ “,,Titan-ის” ტემპერატურა 143 °C-ია, რასაც ემატება ის ფაქტიც, რომ ქარის სიჩქარე 20 მილს აღწევს წამში, ხოლო ჟანგბადის ნაცვლად, ციანისა და ციანინისგან შედგება, შესაბამისად, მომწამლავიცაა, რაც ნაკლებ მიმიდველს ხდის ამ ერთი შეხედვით ძალიან ლამაზ და მომავლის ექსტრემალებისთვის ერთ-ერთ სავარუდო დანიშნულების წერტილს. 

 

 

წყარო: Youtube channel – Riddle

მასალა მოამზადა: თამარ დევდარიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა” 

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსიკვლევები

,,ნასამ” მარსის მიღმა ფარული მაგნიტური კუდი აღმოაჩინა

,,ნასამ” ცოტა ხნის წინ მარსის მიღმა ფარული, მოხრილი მაგნიტური კუდი აღმოაჩინა, რომელიც მზის ქარშხლების ქროლვის გამო მზის გარშემო ორბიტაზე მოძრაობს.

მეცნიერების ვარაუდით, ეს აღმოჩენა მათ მეტ ინფორმაციას მიაწვდის იმის შესახებ, თუ როგორ გაედინება მარსის ატმოსფერო კოსმოსში.

ეს უნიკალური სანახაობა მარსის ატმოსფეროს შემსწავლელ ხომალდ MAVEN-ის (The Mars Atmosphere and Volatile Evolution Mission) საშუალებით აღბეჭდეს.

მერილენდში განთავსებულ ნასას Goddard Space Flight Center-ის მეცნიერების განცხადებით, მზის სისტემის ქარებში მაგნიტურ ველებს შორის ურთიერთქმედებამ და მარსზე დატოვებულმა მაგნეტიზმის ჯიბეებმა, შესაძლოა, დარჩენილ ატმოსფერულ ნაწილაკებს კოსმოსში გასაფანტად გზა გაუხსნან.

ისინი აცხადებენ, რომ მარსის მაგნიტური კუდი მზის სისტემაში უნიკალურია. ,,ის არ ჰგავს არც ვენერაზე, რომელსაც საკუთარი მაგნიტური ველი არ გააჩნია, და არც დედამიწაზე, რომელსაც საკუთარი მაგნიტური ველი აქვს, აღმოჩენილ მაგნიტურ კუდებს. ის არის ამ ორს შორის მოთავსებული ჰიბრიდი.”

მეცნიერები ფიქრობენ, რომ მზის ქარმა, მზის ზედა ატმოსფეროდან წამოსული პლაზმის ნაკადი, რომელიც უმეტესად პროტონებსა და ელექტრონებს მოიცავს, მილიარდობით წლის წინ მარსის ატმოსფეროს დიდი ნაწილი გაფანტა.

ახლა, იგივე ქარები იწვევენ უნიკალურ მაგნიტური კუდის ეფექტს, რადგან მათი კომბინაცია მაგნეტიზმის დარჩენილ ნაწილთან მარსის გარკვეულ ნაწილებზე კვლავაა წარმოდგენილი.

მზის ქარებს თავიანთი მაგნიტური ველები აქვთ და როცა ისინი მარსის ნაწილს ეჯახებიან, ეს მაგნიტურ ხელახალ დაკავშირებას იწვევს და უხილავი გამრუდება ხდება.

ეს მაგნიტური ხელახალი დაკავშირება შესაძლოა კოსმოსში გამოჟონილ მარსის თხელ ატმოსფეროზე კიდე უფრო მეტ ზეწოლას ახდენდეს, ვინაიდან პლანეტის ზედა ატმოსფეროში მდებარე ელექტრონულად დამუხტული იონები კუდის მიერ წარმოქნილ მაგნიტურ ველზე რეაგირებენ.

შემდეგში მკვლევარებს  სურთ, MAVEN -ზე მაგნიტომეტრის გარდა სხვა ხელსაწყოებიც შეისწავლონ, რათა დაამტკიცონ, რომ მაგნიტური ველების ხელახალი დაკავშირება ხელს უწყობს ატმოსფერულ დანაკარგს.

ეს ინფორმაცია სასიცოცხლოა იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი რამდენიმე ათწლეულში წითელ პლანეტაზე დასახლებას გადაწყვეტს- ატმოსფეროს ნაკლებობა ერთ-ერთი მთავარი დაბრკოლებაა.

,,მარსი მართლაც რთული პლანეტაა, მაგრამ, ამავდროულად, ძალიან საინტერესო”, – აცხადებენ მეცნიერები.

კვლევა ამერიკული ასტრონომიული საზოგადოების პლანეტარული მეცნიერების განყოფილების ყოველწლიურ შეხვედრაზე წარმოადგინეს.

 

წყარო: http://www.sciencealert.com

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსიგანათლებასაქართველო

კოსმოსური ჰაკათონი იწყება

18-დან 25 წლამდე ახალგაზრდებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით კოსმოსური ჰაკათონი იწყება. 

ჰაკათონის მთავარი მიზანი კოსმოსთან დაკავშირებული ახალი იდეების და მეცნიერებითა და ტექნოლოგიებით დაინტერესებული ახალგაზრდების წახალისებაა.

ჰაკათონის ჟიურის თავმჯდომარე ,,ნასას” ასტრონავტი – ჰაიდი ფაიფერი იქნება, რომელსაც მონაწილეობა აქვს მიღებული 2 კოსმოსურ მისიაში – Atlantis-sa და Endeavour-ში. კოსმოსში გატარებული აქვს 27 დღეზე მეტი, ღია კოსმოსში – 33 საათი.

ჰაკათონის მთავარი თემა მარსის კოლონიზაციაა. 1 შაბათ-კვირას გამართულ კურსის ფარგლებში, მონაწილეები შეეცდებიან, მისია წითელ პლანეტაზე აქციონ რეალურად.

გამარჯვებული გუნდი გაემგზავრება ნიდერლანდებში, ევროპის კოსმოსური სააგენტოს მუზეუმის, Space Expo-ს სანახავად. მეორე და მესამე ადგილის მფლობელები საჩუქრად მიიღებენ ტექნიკის ვაუჩერებს.

ჰაკათონის ძირითადი ეტაპი 1-3 დეკემბერს გაიმართება, თუმცა პროექტების მიღება შესარჩევი ეტაპისთვის უკვე დაწყებულია. მონაწილეობის მსურველებს დეტალური ინფორმაციისა და რეგისტრაციისთვის შეუძლიათ ეწვიონ ვებგვერდს.

კოსმოსური ჰაკათონის მთავარი სპონსორია ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში. პროექტს ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაცია დემოკრატიის ლაბორატორია.
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”
სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსიკვლევებიმსოფლიოფიზიკა

ელვა და ჭექა-ქუხილი –  მეცნიერებმა გრავიტაციული ტალღები და სინათლე დააწყვილეს

შეერთებული შტატებისა და ევროპის მეცნიერებმა გრავიტაციული ტალღების გამოვლენა, ჭავლები სივრცესა და დროში, რომელიც ალბერტ აინშტეინის მიერ იყო ნაწინასწარმეტყველები,  იმავე  კოსმოსური მოვლენისგან მომავალ სინათლესთან დააწყვილეს. 

ტალღები, რომლებიც დაახლოებით 130 მილიონი წლის წინ ორი ძალიან მკვრივი ნეიტრონის ვარსკვლავის შეჯახებამ გამოიწვია, პირველად აგვისტოში ვაშინგტონის, ლუიზიანას  და იტალიაში – ლაზერული ინტერფერომეტრიის გრავიტაციული ტალღების ობსერვატორიებში გამოავლინეს.

ორი წამის შემდეგ, მსოფლიოს სხვადასხვა ობსერვატორიაში სამხრეთ ცის იმავე ნაწილისგან, იმავე წყაროდან ელექტრომაგნიტური ტალღა, ე.წ. გამასხივები გამოვლინდა.

„წარმოიდგინეთ, რომ გრავიტაციული ტალღები ჭექა-ქუხილის მსგავსია. ჩვენ მისი ხმა მანამდეც გაგონილი გვქონდა, ახლა კი პირველად შევძელით ელვის ხილვაც,“ – განაცხადა Harvard-Smithsonian-ის ასტრიფიზიკის ცენტრის ასტრონავტმა ფილიპ კუპერსვეითმა.

დაკვირვებებმა დაადასტურა, რომ ვარსკვლავების შერწყმის შედეგად კოსმოსში ოქროს, პლატინისა და სხვა მძიმე ლითონების ნამქერი გაჩნდა, რაც ამყარებს თეორიას იმის შესახებ, რომ ამ მეტალების წყარო სწორედ ასეთი კატაკლიზმური მოვლენებია.

ორი წლის წინ მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტისა და კალიფორნიის ტექნოლოგიების ინსტიტუტის ლაბორატორიებში მუშაობისას მეცნიერებმა პირველად აღმოაჩინეს გრავიტაციული ტალღები.

გრავიტაციული ტალღების არსებობა საუკუნის წინ ალბერტ აინშტაინმა იწინასწარმეტყველა. აღმოჩენა მეცნიერებმა იმ მომენტს შეადარეს, როცა გალილეომ ტელესკოპში გაიხედა.

გრავიტაციული ტალღების აღმოჩენა მეცნიერებისთვის გარღვევაა. ის იძლევა კოსმოსის ახლებურად კვლევისა და მასზე გაცილებით დიდი ინფორმაციის მიღების შესაძლებლობას.

ტალღების აღმოსაჩენად მეცნიერები 1.1 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების ინსტრუმენტს, ლაზერულ ინტერფერომეტრულ გრავიტაციულ-ტალღურ ობსერვატორიას (LIGO) იყენებდნენ. მეცნიერთა ნაწილი ამბობს, რომ ეს დაახლოებით იმავე მასშტაბის მოვლენაა, რაც 2012 წელს ჰიგსის ბოზონის აღმოჩენა იყო, მეორე ნაწილი ამბობს, რომ ის უფრო დიდია.

 

წყარო: http://www.reuters.com  

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსიკვლევები

ევროპამ კოსმოსში ახალი თანამგზავრი – ,,Sentinel-5P-ი” გაუშვა

ევროპამ პარასკევს  ,,Sentinel Earth-ის” მეექვსე სადამკვირვებლო თანამგზავი გაუშვა.

Sentinel-5P-ი მრავალმილიარდანი ევროს ბიუჯეტის მქონე კოპერნიკის პროგრამის ფარგლებში გაუშვეს, რომელიც ვულკანური ფერფლისა და ულტრაიისფერი გამოსხივების მონიტორინგისკენაა მიმართული.

თანამგზავრის გაშვება Rockot-ის ბორტიდან რუსეთის ჩრდილო-დასავლეთში მდებარე პლოცეცკის კოსმოდრომიდან მოხდა.

დედამიწის ზემოთ 824 კილომეტრზე მოძრავი ხელოვნურ თანამგზავრი პლანეტის ატმოსფეროს დააკვირდება, ისეთი შემთხვევებისთვის, როგორიცაა – ვულკანური ნაცარი, რომელიც შესაძლოა საფრთხე შეუქმნას თვითმფრინავებს, ან ულტრაიისფერი გამოსხივების მაღალი დონე, რომელმაც, შესაძლოა, კანის დაზიანება გამოიწვიოს.

გარდა ამისა, მეცნიერები Sentinel-5P-ის მონაცემებს იმის უკეთ გაგებისთვის გამოიყენებენ, თუ როგორ წარმოიქმნებიან ხვრელები ოზონის შრეში.

კოპერნიკის პროექტს ევროპის კოსმოსური სააგენტოს (ESA) აღწერს, როგორც ყველაზე ამბიციურ დედამიწის სადამკვირვებლო პროგრამას. პროექტის დასაფინანსებლად ევროკავშირსა და ESA- ს 2020 წლამდე 820 მილიარდ ევრო აქვთ გამოყოფილი.

კოპერნიკის პროექტის განხორციელება განსაკუთრებით აქტუალური გახდა მას შემდეგ, რაც ევროპამ დედამიწის სადამკვირვებლო თანამგზავრთან – Envisat-თან 2012 წელს, გაშვებიდან 10 წლის შემდეგ, კავშირი დაკარგა.

ევროპის დაგეგმილი Sentinel-ის ფარგლებში პირველი თანამგზავრი 2014 წელს გაუშვეს.

 

 

წყარო: Reuters

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსიკომუნიკაციარელიგია და მეცნიერება

რომის პაპი კოსმოსში ზარს განახორციელებს

 რომის პაპი ფრანცისკე საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ზარს განახორციელებს.

ოფიციალური ვატიკანის განცხადებით, პაპი 26 ოქტომბერს, 5 საათზე საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ზარს განახორციელებს. ინფორმაციაში სხვა დეტალები დაკონკრეტებული არაა.

აღსანიშნავია, რომ მაგრამ ფრანცისკემ მხარი დაუჭირა პაპის მეცნიერებათა აკადემიის მუშაობას, რომელიც რეგულარულად აერთიანებს მეცნიერებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით, რათა განიხილონ ისეთი საკითხები, როგორიცაა კლიმატის ცვლილება.

საერთაშორისო კოსმოსური სადგურის 6-კაციანი ეკიპაჟი შედგება  – სამი ამერიკელის, ორი რუსისა და ერთი იტალიელისგან.

საერთაშორისო კოსმოსური სადგური კოსმოსში აწყობილი საერთაშორისო ორბიტული სადგურია, რომელსაც მრავალმიზნობრივი კოსმოსური ლაბორატორიის სახით იყენებენ. სადგური დედამიწის დაბალ ორბიტაზე მოძრაობს და მისი დანახვა დედამიწიდან შეუიარაღებელი თვალით შეიძლება: მისი სიმაღლე მერყეობს 319,6 კმ-დან 346,9 კმ-მდე დედამიწის ზედაპირიდან. მისი მოძრაობის საშუალო სიჩქარეა 27.744 კმ/სთ და 15,7 ორბიტას ასრულებს დღეში. სკს ერთობლივი პროგრამაა აშშ-ს (ნასა), რუსეთის (რკა), იაპონიის (იახა), კანადის (კკა) და რამდენიმე ევროპული ქვეყნის (კა) კოსმოსურ სააგენტოს შორის.

 

წყარო: Reuters

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

 

 

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსიკვლევები

რა საიდუმლოს ინახავს დედამიწის უახლოესი ვარსკვლავთა სისტემა?

დედამიწასთან მდებარე უახლოესი ვარსკვლავთა სისტემა, შესაძლოა, ჰებიტატი, დედამიწის მსგავსი ეგზოპლანეტის აღმოჩენის საუკეთესო შანსად იქცეს – თუმცა, ის შესაძლოა, ბნელ, ხანგრძლივ საიდუმლოს ინახავდეს.

ალფა ცენტაური, რომელიც ჩვენი მზის სისტემიდან მხოლოდ 4.37 სინათლის წლითაა დაშორებული, გალაქტიკაში ჩვენი ყველაზე ახლო მეზობელია. თუმცა, როგორც ჩანს, მისი სამი ვარსკვლავიდან ერთ-ერთი ვარსკვლავთშორისი მასშტაბის „მიტაცების“ მსხვერპლია.

ახალი კვლევის მიხედვით, Proxima b-ის მასპინძელი პროქსიმა ცენტაური, რომელსაც მეცნიერები დედამიწის უახლოეს ჰებიტატ ეგზოპლანეტად მიიჩნევენ, თანმხლები ვარსკვლავების – ალფა ცენტაური A-სა და ალფა ცენტაური B-ის გვერდით არ წარმოშობილა.

გარდა იმისა, რომ მეცნიერები დიდი ხანია კამათობენ იმაზე, არის თუ არა პროქსიმა b პოტენციურად დასახლებადი პლანეტა, ყველაზე მნიშვნელოვანი ინფორმაცია ამ უცხო სამყაროს შესახებ ისაა, რომ ის ყოველთვის არ ყოფილა ჩვენს მზის სისტემასთან ასე ახლოს.  

ბრიტანეთის ჰერტფორშირის უნივერსიტეტის მკვლევართა ახალი გამოკვლევებიდან ირკვევა, რომ ალფა ცენტაურის სისტემა ერთხანს შეიძლება მხოლოდ ორი ვარსკვლავისგან –  ალფა ცენტაური A და B-გან შედგებოდა – რომლებმაც მესამე-  პროქსიმა ცენტაური, გრავიტაციულად დაიჭრეს.

გუნდი მიიჩნევს, რომ არსებობს 25-პროცენტიანი შანსი იმისა, რომ პროქსიმა ცენტაური და მისი მასპინძელი პლანეტა, გალაქტიკის ისტორიის გარკვეულ ეტაპზე პროქსიმა B-ი ალფა ცენტაური A-სა და B- ის გრავიტაციულ გარემოცვაში იქნენ მიტაცებული.

რა თქმა უნდა, სხვადასხვა ჰიპოთეზიდან ერთ-ერთია, თუმცა, თუ სიმართლეს შეესებამება, მნიშვნელოვნად ზრდის  პროქსიმა b-ზე სიცოცხლის აღმოჩენის შანსს.

ეს იმიტომ, რომ მის ამჟამინდელ ვარსკვლავური გარემოცვაში არსებობს მტკიცებულება, რომ პროქსიმა b- ზე სიცოცხლისთვის ხელსაყრელი  გარემო არსებობს, თუმცა, მეცნიერები ფიქრობენ, რომ თუკი პროქსიმა ცენტაურის კავშირი Alpha ცნტაური A-სა და B-თან უფრო ახალი ფენომენია, მაშინ სიცოცხლის შანსები კიდევ უფრო ძლიერია.

,,სიცოცხლეს დრო სჭირდება იმისათვის, რომ განვითარდეს და გამოაშკარავდეს”, – განაცხადა ერთ-ერთმა მკვლევარმა ფანუ ფენგმა. “ეს სცენარი კი უფრო მეტ დროს იძლევა,” – დასძინა მან.

კვლევის შედეგები Royal Astronomical Society-ის ჟურნალ Monthly Notices-ში გამოქვეყნდა.

 

წყარო: http://www.sciencealert.com

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსიმანქანათმშენებლობამსოფლიოტექნოლოგიები

რაკეტა, როგორც საქალაქთაშორისო ტრანსპორტი

სილიკონის ველის მილიარდერმა – ელონ მასკმა პარასკევს გამოაქვეყნა ამბიციური გეგმები მარსზე განსახორციელებელი პილოტირებული მისიის შესახებ.

SpaceX- ი თავის პირველ მოგზაურობას წითელ პლანეტაზე 2022 წელს აპირებს. თუმცა მისიის დროს მხოლოდ ტვირთს გადაიტანენ, რასაც ორი წლის შემდეგ მარსზე ადამიანის გაგზავნა მოჰყვება.

აღსანიშნავია, რომ „ნასას” პირველი პილოტირებული მისია მარსზე ამ დროიდან დაახლოებით ათ წელიწადში იგეგმება.

SpaceX- ის აღმასრულებელმა დირექტორმა და წამყვანმა დიზაინერმა – მასკმა განაცხადა, რომ კომპანიამ მარსზე გასაგზავნი რაკეტის ზომა შეამცირა.

მასკმა გაახმოვანა იდეა მარსზე გასაგზავნი რაკეტის დედამიწის ერთი ადგილიდან მეორეზე გადასაადგილებლად გამოყენების შესახებ.  ავსტრალიის ქალაქ ადელაიდაში გამართულ კონფერენციაზე მასკმა ვიდეო წარმოადგინა, სადაც ნაჩვენებია, თუ როგორ ეშვება რაკეტა ნიუ-იორკიდან, შემდეგ კი მსოფლიოს სხვადასხვა ადგილას ჯდება. აღსანიშნავია, რომ ის სამყაროს ორ მოპირდაპირე მხარეში მდებარე ქალაქებს შორის მოგზაურობას ერთ საათზე ნაკლებ დროს ანდომებდა.

SpaceX-ი არის ერთ-ერთი იმ რამდენიმე საწარმოს შორის, რომლებიც აცხადებენ, რომ კოსმოსში მარსზე მიმავალი მარშრუტის გახსნა სურთ. მარსი დედამიწიდან 225 მილიონი კილომეტრითაა დაშორებული და მასზე პირველი ადამიანის გაგზავნა საკმაოდ ამბიციური მიზანია.

SpaceX-ი, რომელიც მარსის კოლონიზაციის მიზნით დაარსდა, არის ერთ-ერთი კერძო და სახელმწიფო დაფინანსების მქონე საწარმო, რომლის მიზანია წითელ პლანეტაზე ხალხისა და ტვირთის განთავსება.

Amazon.com- ის დამფუძნებელი – ჯეფ ბეზოსის კოსოსური საწარმო Blue Origin-ი მარსზე გასაგზავნად მძიმე მანქანა New Armstrong-ს ქმნის.

რუსეთი და ჩინეთი ემზადებიან მთვარეზე პილოტირებული მისიის განსახორციელელად. რუსეთი მთვარის ორბიტაზე „ღრმა კოსმოსური კარიბჭის“ კოსმოსური სადგურის მშენებლობის მიზნით „ნასა“-სთან თანამშრომლობაზე დასთანხმდა. აღნიშნული კოსმოსური სადგური მომავალში გამშვებ პუნქტად იქცევა ღრმა კოსმოსის მისიების, მათ შორის მარსის მისიისათვის.

 

წყარო: Reuters

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
1 48 49 50 51 52 59
Page 50 of 59